Jump to content
Planeta.Ge

არჩილ ჯორჯაძე (1872-1913)


Recommended Posts

არჩილ ჯორჯაძე (1872-1913)

 

http://s47.radikal.ru/i116/0812/b6/6568dd0aa66a.jpg

 

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ესთეტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

 

1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. სწავლობდა რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯორჯაძე "ცნობის ფურცლის" მუდმივი თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. 1902 წელს საზღვარგეთ გაემგზავრა. 1903-05 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "საქართველოს", რომელიც საფრანგეთში გამოდიოდა.

 

1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შექმნა "საერთო ნიადაგის თეორია", რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: "წერილები იტრიის წისქვილიდან", "ინდური ფილოსოფია" და "ტოლსტოის მსოფლმხედველობა", სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.

 

არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...