Jump to content
Planeta.Ge

შეესაბამება თუ არა მართლმადიდემბელი ეკლესიის ბიბლია დედნისეულ ტექსტს?


Recommended Posts

dire

 

სწორად გითხრა De Niro-მ. თქვენი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადათარგმნილი და გამოცემული ბიბლიები გატენილია უზუსტობებით, ტექსტის განზრახ გადაკეთებით და დამახინჯებით. თქვენმა ეკლესიამ რაც თავის ბიბლიას გაუკეთა, არავის გაუკეთებია მსგავსი რამ ბიბლიისთვის.

 

წესით და რიგით, სინდისით დამწვრები ხმა კრინტსაც კი არ უნდა ძრავდეთ, მაგრამ შუბლის ძარღვი რომ გაუწყდებაო კახს, ხომ გაგიგია? ხოდა მასეა თქვენი საქმე.

 

დასაცინები კი ხართ მაგრამ თქვენი ცოდვით რა გამაცინებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 422
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ნაწილი პირველი   მოგეხსენებათ რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ამიტომ მათ, ვისაც სურთ ბიბლიის წაკითხვა, თარგმანით სარგებლობენ. ქართველები ართული თარგმანით, რუსები რუსულით დ

lasha kakauridze

nika1995 ნიკა ჯერ არაფერი არ დაუწერია და უკვე ტაშს უკრავ? მაოცებთ დძალიან, ოგონდ მართლმადიდებლებზე ვინმემ საპირისპირო თქვას და ყველაფერში ეთახმებით. აცალე ჯერ თქვას და მერე დაეთახმე აზრი არა აზრი არ

აზრი

lasha kakauridze   რაც დავწერე, იმაში მეთანხმება. შენ თუ იმხელა პოსტს არაფერს ეძახი, ყოჩაღ შენ.     არ გავბრაზდებითო წერ, შენ არ იცი სხვები გაბრაზდებიან თუ არა... :TAT:       არავისი სტატიის დადე

Posted Images

dire

 

სწორად გითხრა De Niro-მ. თქვენი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადათარგმნილი და გამოცემული ბიბლიები გატენილია უზუსტობებით, ტექსტის განზრახ გადაკეთებით და დამახინჯებით. თქვენმა ეკლესიამ რაც თავის ბიბლიას გაუკეთა, არავის გაუკეთებია მსგავსი რამ ბიბლიისთვის.

 

წესით და რიგით, სინდისით დამწვრები ხმა კრინტსაც კი არ უნდა ძრავდეთ, მაგრამ შუბლის ძარღვი რომ გაუწყდებაო კახს, ხომ გაგიგია? ხოდა მასეა თქვენი საქმე.

 

დასაცინები კი ხართ მაგრამ თქვენი ცოდვით რა გამაცინებს...

 

 

 

 

იმდენი შენი ( მიხვდი რაც გავიფიქრე) რაც უზუსტობები აბსოლიტურად ყველა თარგმანს ახლავს და არა მარტო ქართულს,გარდა ამისა,არ არსებობს დედამიწაზე დედანი, ვგულისხმობ ავტორის ხელით დაწერილ დედნებს, შესაბამისად,ვერანაირად ვერ დაადებ ხელს მთარგმნელს,რომ ის დამნაშავეა და არასწორად თარგმნა კონკრეტული სიტყვა. რადგან მან შეიძლება უკეთესად თარგმნოს და მცირე, გამართლებული კორექცია შეიტანოს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგერ ლინკი და ნახავ,სადაც ეს საკითხი ირჩევა და შეენაირი თავხედი ნიკით ( OtherguyL) როგორ დააყენა კედელთან ერთმა მართლმადიდებელმა.

 

ნუ ამ გვერდიდან უკვე გაერკვევი საკითხში,

http://forum.ge/?f=8...=34364910&st=90

ხოლო ამის შემდგომ გვერდზე გასცემს პასუხს. მილან1980 ნიკით ადამიანი

 

http://forum.ge/?f=8...34364910&st=105

Edited by ანტიმასონიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმასონიი

 

უაზრო ლინკებზე და პოსტებზე რომ მამისამართებ ეგ დროის ფუჭი ფლანგვაა. აგერ აქვ ვართ და ამ თემაში საკმარისზე მეტი დაიწერა ეკლესიის სამარცხვინო თარმანებზე. ასე რომ ხმაც კი არ გაქვთ ამოსაღები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმასონიი უაზრო ლინკებზე და პოსტებზე რომ მამისამართებ ეგ დროის ფუჭი ფლანგვაა. აგერ აქვ ვართ და ამ თემაში საკმარისზე მეტი დაიწერა ეკლესიის სამარცხვინო თარმანებზე. ასე რომ ხმაც კი არ გაქვთ ამოსაღები.

 

 

შენ ხარ მაგ ფორუმზე ისედაც და მგონი ეგ პიროვნებაც ხარ, ხელწერა ერთნაირი გაქვთ, ხოლო ვისაც ნამდვილად აინტერესებს პრობლემის არსი ისედაც დააკლიკებს ამ ლინკს

http://forum.ge/?f=8...64910&st=90

 

და გაუყვება შემდეგ გვერდს შენი შუამავლობის გარეშე,სადაც დარწმუნდება შენს მზაკვრობაში და იმაში,თუ რა კომბინაციით ცდილობ ქართული თარგმანის შეურაცხყოფას.

 

აცრაკუნემ? :)) :))

Edited by ანტიმასონიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმასონიი

 

მაგ ფორუმს რომელსაც რეკლამას უკეთებ, მილიონი სისულელე იწერება და მასეთ ლინკებს ნამდვილად არ გამოვეკიდები. ამ თემაში ვსაუბრობთ მართლმადიდებელი ელლესიის მიერ დამახინჯებული ბიბლიის თარგმანების შესახებ. ხოოოდა, თუ გყავთ ვინმე ვინც მაგ სამარცხვინო ქმედებას რამე ახსნას მოუძებნის, დაპატიჟე ამ ფორუმში და განგვიმარტოს რა უფლებით დაამახინჯეთ მართლმადიდებლებმა ბიბლია.

 

წარმატებებიიი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმასონიი მაგ ფორუმს რომელსაც რეკლამას უკეთებ, მილიონი სისულელე იწერება და მასეთ ლინკებს ნამდვილად არ გამოვეკიდები. ამ თემაში ვსაუბრობთ მართლმადიდებელი ელლესიის მიერ დამახინჯებული ბიბლიის თარგმანების შესახებ. ხოოოდა, თუ გყავთ ვინმე ვინც მაგ სამარცხვინო ქმედებას რამე ახსნას მოუძებნის, დაპატიჟე ამ ფორუმში და განგვიმარტოს რა უფლებით დაამახინჯეთ მართლმადიდებლებმა ბიბლია. წარმატებებიიი.

 

არავის არაფერი დაუმახინჯებია,უბრალოდ შენ ვერ აღიქვამ ქართულს,ვერ ჭვრეტ მის სიღრმეებს და შეცდომა გგონია.

ეგღა მაკლია, შენთან დისკუსია და პოლემიკა იყოს ჩემი ცოდნის და ინტელექტის მსაზღვრელი, აწრაკუნემ? :siriko:

 

ქართველთა ენობრივი სამყარო

 

"ენა არის ერის სული და

ერის სული არის მისი ენა"

ვილჰელმ ჰუმბოლდტი

 

1.1. ქართული ენა _ საქართველოს სახელმწიფო ენა,

საქართველოს საეკლესიო ენა,

საქართველოს სამწიგნობრო ენა

 

ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე და მკა-ცრად ნორმალიზებული ერთ-ერთი უძველესი ენაა. საუკუნეების მანძილზე ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართ-ველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც; მაგ., ჩრდილო კავკასიაში დღემდეა შემორჩენილი ქართულწარწერებიანი ეკლესია-მონასტრები.

სამყაროში იშვიათია ენა, რომლის სამეტყველო ბგერებს (ფონე-მებს) ზუსტად ასახავს უძველესი და თანამედროვე ანბანის ასო-ნიშნები; ამ მხრივაც გამორჩეულია ქართველთა დედაენა. სწორედ სამეტყველო ბგერათა ზუსტი კვალიფიკაციითა და ნორმირებული ენის საყრდენი ენობრივი ბაზისის სიმყარით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ, სხვა ძველ ენათაგან განსხვავებით, არქაული ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენა და თანამედროვე ქართული ერთ მთლიანობას ქმნის...

ქართული სამწიგნობრო ენის უძველესი კერები იყო: ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთ-ეგრისის, ლაზეთ-ჭანეთის, სვანეთ-თაკვერის, ქართლ-კახეთის, გურია-აჭარის, მთიულეთ-ხევის, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის, ჰერეთის სასულიერო ცენტრები; ეკლესია-მონასტრებში ჩამოძერწილ ქართულ სამწიგნობრო ენას არსებითი ცვლილება დღემდე არ განუცდია - იგი დღესაც გასაგებია; ამჟამადაც საქართველოს ეკლესიებში, როგორც წესი, წირვა-ლოცვა აღეს-რულება საუკუნეების წინ შემუშავებული ენობრივი ნორმების დაც-ვით. ამ საინტერესო ფაქტს ახსნა აქვს: სამწიგნობრო ქართულის ისტორიის მანძილზე განცდილი გარკვეული ცვლილებები ევოლუციური ხასიათისაა და არა - რადიკალური; შდრ.: სამწიგნო-ბრო ენის არსებით მეტამორფოზას იწვევს რადიკალური ენობრივი რეფორმა ან საბაზო ენობრივი ერთეულის (კოინეს, დიალექტის) შეცვლა, როგორც ეს მოხდა ბერძნულის, სომხურისა და სხვა შემთხვევებში. აღსანიშნავია ისიც, რომ, დროთა განმავლობაში, ყოველ ენაში ჩნდება ახალი ლექსიკა და გრამატიკული ნორმების დახვეწის აუცილებლობა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე ენა მაინც ინარჩუნებს საკუთარ კალაპოტს;

ქართული ენის ისტორიული გზისა და პერსპექტივის შესახებ საინტერესოა ქართველ კლასიკოსთა შეხედულებები:

ვაჟა-ფშაველა: "ჩვენი ენის სათავეა ძველი კლასიკური ქარ-თული ლიტერატურული ენა... მწერალი უნდა იბრძოდეს საერთო-ეროვნული ენის ინტერესებისთვის, რომელიც აერთიანებს ენობრივ განშტოებებს, დიალექტების სახელით რომ ვიცნობთ... ახალი ქარ-თული მწერლობის ვალია, საერთოეროვნულ ენაში დაამკვიდროს ჩვენი ენის არქაული ფორმები, თანამედროვე ქართველების დიალექტებში არსებული გაურყვნელი ფორმები"...

კონსტანტინე გამსახურდია: "ქართული სიტყვიერი ინვენტარის გამდიდრება უნდა მოხდეს ცალკერძ ძველი ქართულის მარაგიდან, ცალკერძ ცოცხალი დიალექტებისა და ენაკავების წიაღიდან, რათა ქართული ენა მარტოოდენ მშრალი, მწიგნობრული ენა არ გახდეს... უნდა შემოვუშვათ ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური დიალექტების სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული"...

"ქართველთა ეროვნული გადაგვარების მოსურნეთ უწინარეს ენაზე მიჰქონდათ ხოლმე იერიში" (ბ.ჯორბენაძე). დიდი ისტორიის მანძილზე იმპერიათა თუ ბარბაროსთა აგრესიების დროს ქართველ ერს, შესაბამისად, ქართულ ენას მრავალგზის დამუქრებია საფრთხე: მომხდური ცდილობდა ქართველობისათვის დაევიწყებინა საკუთარი წარსული, კულტურა და ენობრივ-ეთნიკურად დაეშალა იგი; საამი-სოდ ესწრაფოდა, ქართველური კილოების ბაზაზე შეექმნა ახალი "სამწიგნობრო ენები" (დიალექტებზე თარგმნიდნენ სახარების ცალ-კეულ ეპიზოდებს, ლოცვებს და ა.შ.) და ამ კილოთა მფლობელ-თათვის გაეუცხოებინა წინაპრების მიერ შექმნილი დედაენა, დაევიწყებინა დედაკულტურა... XX საუკუნეში ბოლო საშიშროება შეიქმნა 70-იან წლებში კომუნისტური იმპერიის მიერ:

1978 წელს საბჭოთა იმპერია შეეცადა დაემცრო ისედაც ფორ-მალურად არსებული კონსტიტუციური სტატუსი ქართული ენისა; საქართველოს საზოგადო მოღვაწეებმა და სტუდენტობამ (განურ-ჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა) არ დაუშვეს საბჭოთა კონ-სტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუ-სის დაკნინება და 14 აპრილს გრანდიოზული აქცია გამართეს. იმ-პერია მოერიდა ვითარების გამწვავებას და უკან დაიხია. ამ დღიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი იწყება: ზვიად გამსახურდიას მეთაურობით არსებული ანტიიმპერიული დისიდენ-ტური ბრძოლა ფართო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაო-ბაში გადაიზარდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვ-ნულმა ხელისუფლებამ 14 აპრილი გამოაცხადა საქართველოს სახ-ელმწიფო ენის დღედ. აღსანიშნავია ისიც, რომ XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებაში მყოფი საოკუ-პაციო ადმინისტრაცია ამ დღეს დედაენის დღედ ან ქართული ენის დღედ მოიხსენიებდა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს მო-ქალაქეებს (განსაკუთრებით, არაქართული წარმომავლობისას) ხელს უშლიდა, აღენიშნათ და ეზეიმათ საქართველოს სახელმწიფო ენის დღე.

ბოლო პერიოდის საქართველოში იზრდება უცხოენოვანი სკოლებისა და უნივერსიტეტების რიცხვი. საქართველოს სახელმ-წიფო ინტერესები მოითხოვს, კარგად გაანალიზდეს არსებული ვი-თარება და ძირითადად ქართული კულტურული ფასეულობების შესწავლა-პროპაგანდის მიზნით დაიგეგმოს განათლების რეფორმა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოური რუსიფიკაცია ენისა და ერის გადაგვარების ახალი სახეობით შეიცვლება.

ბუნებრივია, ქართველმა სტუდენტმა კარგად უნდა იცოდეს ერთი უცხო ენა მაინც, მაგრამ აუცილებელია საქართველოს მო-ქალაქეობის მქონე ახალგაზრდობა პირველ რიგში ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას და განათლებას იღებდეს სახელმ-წიფო ენაზე, რამდენადაც, კულტურის ენა განსაზღვრავს პიროვნე-ბის ცნობიერებასა და სამყაროს ხედვა-აღქმის სისტემას... უცხო ენით - დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად; შედეგად ვიღებთ სნობურ, არას-რულფასოვან თაობას, რომელიც ნაკლულოვნად ახდენს თვითრე-ალიზებას და მწირად აღიქვამს გარესამყაროს.

სახელმწიფო ენის სტატუსსა და მოქმედების არეს განსაზ-ღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია (აგრეთვე _ სხვა კანონები). სახელმ-წიფო ენა ამთლიანებს მოსახლეობის სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სულისკვეთებას. იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების საფუძ-ველია; შდრ.: საქართველოს ისტორიაში ერთიანი სახელმწიფოს იდეის განხორციელების ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი არსე-ბობს და ორსავე შემთხვევაში ენის როლის სახელმწიფოებრივი გაგება წამოიწია წინა პლანზე: ერთია ფარნავაზის მოღვაწეობის პე-რიოდი: ”არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა სხუა ენა, თვინიერ ქართულისა” და მეორე - გრიგოლ ხანძთელის ეპოქა, როცა ითქვა: ”ქართლად ფრიადი ქუეყანა~ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქარ-თულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა~ ყოველი აღესრულების”.

მოცემული საზოგადოების მიერ თავისი სამწიგნობრო ენის ფლობა და ამ ენის მიხედვით თვითაღქმა უშუალოდაა დამოკიდე-ბული აკადემიური განათლების ხარისხზე. მაგ.:

მრავალწახნაგოვანი ისტორიული კატაკლიზმების გამო, ლაზებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ველში უხდებათ ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებულია საკუთარი წარ-სულის ცოდნის ხარისხიც, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნულ-ენობრივი თვითაღქმის ფაქტორებზე; კერძოდ: ლაზთა ერთი ნაწილი (ძირითადად, სარფისა და გონიო-ახალსოფლის მკვიდრნი) არ მოწყვეტილა ქართველურ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ველს; შესაბამისად, ამ მოსახლეობამ იცის, რომ მეგრელთა, კახელთა, მესხთა, ფხოველთა... მსგავსად, ისინიც არიან ერთიანი ქართველური კულტურისა და საერთოქართველურ ენო-ბრივ სტრუქტურაზე დაფუძნებული მწიგნობრობის ავტორები; მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს მეფეების დიდი ნაწილის გარდა, ლაზურ-ჭანურ-მეგრული წარმოშობისანი იყვნენ ქართველური კულტურის შემქმნელები იოვანე ლაზი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე, იოანე პეტრიწი, იოვანე მარუშისძე, ჭყონ-დიდლები... დადიანები, ჩიქოვანები, გამსახურდიები და მრავალი სხვა. ლაზთა მეორე ნაწილი აღიზარდა თურქეთის სახელმწიფოში. მას დავიწყებული აქვს თავისი კილო და, თურქული განათლების სისტემის შესაბამისად, თავს თურქად მიიჩნევს. თურქეთსა და ევ-როპაში მოღვაწე ლაზთა მესამე ნაწილისათვის უცნობია (ბუნე-ბრივია, არა ყველასათვის!) საერთოქართველური კულტურის ქმნადობის პროცესში ლაზ-მეგრელთა მონაწილეობა, მაგრამ მათ იციან, რომ ლაზები ენობრივ-ეთნიკურად არსებითად განსხვავდე-ბიან თურქებისაგან. ლაზთა ეს ჯგუფი საკუთარი მეტყველების ბა-ზაზე ცდილობს ახლა შექმნას სამწიგნობრო ენა და "გადაარჩინოს" თავისთავადობა.

საქართველოს ამჟამინდელი საზღვრების გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად არა აქვთ ინფორმაცია საკუთარი ისტო-რიის/კულტურის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პი-რობებში ძნელი არაა სამეცნიერო ცოდნის განსაზოგადოებრიობა; ჩვენს შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთის კეთილმე-ზობლური ურთიერთობის პირობებში უნდა შეიქმნას ობიექტური სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ველი, რომელიც ყველა ლაზს საშუალებას მისცემს იცოდეს:

 

1. კოლხური (კოლხურ-ყობანური) არქეოლოგიური კულტურის საზღვრები ცხადყოფს, რომ კოლხური სახელმწიფო ოცზე მეტ ქართველურ თემს აერთიანებდა და თავისი არსით ქართველური (ზოგადქართული) ხასიათისაა.

2. ქართველური სამწიგნობრო ენა ეფუძნება საერთო ქართვე-ლურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურს, კახურს, ან სხვა რო-მელიმე ქართველურ კილოს; პირველი ქართული ასომთავრული წარწერები შემორჩენილია იოვანე ლაზის მონასტერში, ქართული ჰიმნოგრაფიის ფუძემდებელია ასევე ლაზი/მეგრელი იოანე მინჩხი და სხვ.

3. საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს იდეოლოგები და წინამძღოლები მეტწილად იყვნენ ლაზურ-მეგრული წარმოშობის დიდგვაროვნები (ბაგრატიონები, ჭყონდიდლები და სხვა);

 

4. ლაზთა ფოლკლორში (მსგავსად იმერხეველთა, ტაოელთა, სვანთა, ჰერთა, კახთა...) გამორჩეულად პატივსაცემი ადგილი უჭი-რავს ერთიანი საქართველოს დიდ მეფეს - თამარს; ქართველთა საერთო ისტორიის ამსახველი ეს მასალა ი.ყიფშიძის მიერ ერთი საუკუნის წინაა ჩაწერილი.

...ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ცოდნა ობიექტურ ველს შექმნის ლაზთა თვითაღქმისათვის. ყოველ საზოგადოებრივ ჯგუფს/ერთობას (ბუნებრივია, ლაზებსაც) აქვს უფლება, იცოდეს თავიანთი წარმომავლობა.

სამწუხაროდ, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები გარკვეული პირებიც ცდილობენ ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობად გა-მოაცხადონ და ამ გზით დიდ ისტორიულ სამწიგნობრო კულტურას მოსწყვიტონ ქართველთა ერთი ნაწილი. ამგვარი ენობრივი დივერ-სია ზოგს უნებურად გამოსდის საკმარისი სამეცნიერო ინფორმა-ციის ვერფლობის გამო; მაგ., "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ რუკებდართულ წიგნში "Eუროპე ოფ ტჰე Pეოპლეს" და 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატ-ლასში "საფრანგეთი და სამყარო" (Lა Fრანცე ეტ ლე Mონდე, Aტლას) რუკის სხვადასხვა ფერით, დროშითა და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარ-ლები, სვანები და ოსები...

საქართველოშიც დღესაც არის ჯგუფი, რომელიც ზოგ ქართ-ველურ კილოს გააზრებულად უწოდებს დამოუკიდებელ უმწერ-ლობო ენას, მათთვის ქმნის დამწერლობას და ევროსაბჭოს დო-კუმენტების არსის გაყალბებით ესწრაფვის ქართველთა ერთი ნაწილი საქართველოში ენობრივ ან ეთნიკურ უმცირესობად გა-მოაცხადოს:

1992 წლის 5 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწი-ფოებმა სტრასბურგში მიიღეს "ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ", ხოლო 1995 წლის 1 თებერ-ვალს აქვე ხელი მოეწერა "ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცი-რესობათა დაცვის შესახებ". აღნიშნული დოკუმენტები ევროსაბ-ჭოს წევრებისა და წევრობის მსურველთათვის წარმოადგენს სახ-ელმძღვანელო დებულებების კრებულს ეროვნულ და ლინგვისტურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში; კერძოდ, ქარტია და კონვენცია ითხოვს:

სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული ავტოქთონი, აბორიგენი ეთნიკური თუ ენობრივ-კულტურული სა-ზოგადოებებისათვის უმცირესობის სტატუსის მინიჭებასა და სა-თანადო უფლებებით აღჭურვას.

კონვენციისა და ქარტიის მიხედვით, უმცირესობათა უფლე-ბები შთამბეჭდავია:

უმცირესობის ენაზე საქმისწარმოება და სწავლება ბაგა-ბაღში, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში... იხ., მაგ., ქარტიის მე-8 მუხლის I.ე. პუნქტი:

სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რათა "ხელმისაწვდომი გახადოს საუნივერსიტეტო და სხვა სახის უმაღლესი განათლება შე-საბამის რეგიონალურ და უმცირესობათა ენებზე".

აქვე აღვნიშნავთ, რომ: კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნ-ქტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობად აღიარებული საზოგადოების ენა მოცემულ რეგიონში ადმინისტრაციული ორგანოების საქმისწარმოების ენად გამოცხადდება, თუკი სახელმწიფოში ტრა-დიციულად მცხოვრები უმცირესობები ამ რეგიონში დღესაც უმ-რავლესობაში არიან, ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და, თუ-კი, ამავე დროს, მათ ეს სურთ (იხ. აგრეთვე 66-ე განმარტება).

იხ., აგრეთვე:

ქარტიის მე-8 მუხლის I.ზ. პუნქტი:

სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები "რათა უზრუნველყო-ფილ იქნეს იმ ისტორიისა და კულტურის სწავლება, რომლის გა-მოხატულებასაც წარმოადგენს რეგიონალური ან უმცირესობის ენა".

ქარტიასა და კონვენციას დღემდე შეუერთდა 44 ქვეყანა, რატიფიკაცია კი მოახდინა ოცდაცხრამეტმა: ბელგიის, საბერძნეთის, ისლანდიისა და ლუქსემბურგის პარლამენტებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ მთავრობების ხელმოწერები. ევროსაბჭოს ამ დო-კუმენტებს არ უერთდება საფრანგეთი.

საქართველოს ფაქტობრივი მთავრობა ევროპულ დოკუმენ-ტებს მიუერთდა 2000 წელს; 2005 წლის 13 ოქტომბერს "საქართ-ველოს პარლამენტმა" დაამოწმა კონვენცია; უახლოეს ხანში იგეგ-მება ქარტიის რატიფიკაციაც.

ქარტიისა და კონვენციის ეთნიკურ-ლინგვისტური ცნებების არაკომპეტენტური განმარტებებით, კერძოდ, ტერმინების: ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, ენა, რეგიონ-ალური ენა, უმცირესობის ენა, დიალექტი... ულოგიკო გააზრებით, 2000 წელსვე გაჩნდა საშიშროება, საქართველოში დაკანონებულიყო ათამდე რეგიონალური სახელმწიფო ენა; ავტოქთონად აღიარე-ბულიყო ამდენივე ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც, საკუთარ ენაზე საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნის გარდა, უფლება ექნებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში საქმისწარმოებაც ქართულისგან განსხვავებულ ენაზე ეწარმოებინა და ა.შ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამადაც ცდილობენ, საქართ-ველო გამოცხადდეს მრავალეროვან და მრავალენოვან სახელმწი-ფოდ და საქართველოს რეგიონებში შეიზღუდოს საქართველოს ისტორიული სახელმწიფო ენის ფუნქციონირება. არადა, ქართული ენისთვის ამგვარ საფრთხეს ნამდვილად არ ქმნიან საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტები, ვინაიდან ევროპულ ქარტიასა და კონვენციაში კარგადაა ჩამოყალიბებული უმცირესობათა უფლებები, მაგრამ განმარტებული არ არის ტექსტში გამოყენებული ცნებები: ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, კულტურული უმცირესობა, ენა, დიალექტი, ენის სახესხვაობა და სხვ.

სტრასბურგის დოკუმენტებზე ხელისმომწერი ქვეყნების ხელისუფლებების აზრით, ამ ცნებების/ტერმინების გააზრება და ეთ-ნიკური უმცირესობებისა თუ უმცირესობათა ენების ჩამონათვალის შექმნა კონკრეტული სახელმწიფოს კომპეტენციაა, ვინაიდან დას-ახელებულ ტერმინთა მნიშვნელობის შესახებ ევროპაში ვერ მოხ-ერხდა შეთანხმება მრავალწლიანი დავა-კამათის შემდეგაც კი. ამ სა-კითხს საგანგებოდ ეხება კონვენციის განმარტებითი მოხსენების მე-4 და მე-12 ნაწილები; მაგ., კონვენციის მე-12 განმარტებაში ვკითხუ-ლობთ:

"კონვენცია არ იძლევა ეროვნული უმცირესობის ცნების განმარტებას იმ პრაქტიკული მოსაზრების გამო, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა იმგვარი ფორმულირების შემოთავაზება, რომელსაც ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო დაუ-ჭერდა მხარს".

მსგავს აზრს გადმოსცემს ქარტიის მე-17 განმარტებაც:

"ქარტია არ განსაზღვრავს ენას არც სოციალურ-პოლიტიკური თუ ეთნიკური ნიშნით, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფის კომუნიკაციის საშუალებას; ამგვა-რად, ქარტია არ იძლევა ენობრივი უმცირესობის ცნების განსაზ-ღვრებას".

ეს აზრი უფრო მკვეთრად გამოთქმულია ქარტიის 32-ე გან-მარტებაში: "ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეი-ძლება ჩაითვალოს ცალკე ენად გამოხატვის ესა თუ ის ფორმა". აქვე ვიტყვით, რომ არ არსებობს ენისა და კილოს გამიჯვნის უკამათო კრიტერიუმები; შდრ., მაგ., საყოველთაოდ მიღებული ენის განმარ-ტება: ენა არის გარკვეული სემანტიკის მქონე ბგერით ნიშანთა - ენობრივ ნიშანთა - ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, ცოდნის შენახვის და კომუნიკაციის საშუალებას...

ცალკე აღებული დიალექტიც ბგერით ნიშანთა ბუნებრივად მოწესრიგებული სისტემაა; დიალექტიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, კომუნიკაციის საშუალებას; შესაბამისად, ენის ამ ლოგიკური დეფინიციის მიხედვით ვერ გავმიჯნავთ ენასა და კილოს (დაწვრილებით იხ. ქვემოთ).

ქარტიისა და კონვენციის განმარტებების მიხედვით, ეს და სხვა მსგავსი ტერმინები "ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შემთ-ხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება" (იხ. ქარტიის განმარ-ტებების მე-18 ნაწილი).

შდრ., აგრეთვე, ქარტიის 21-ე განმარტება:

"ქარტიის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ იქნე-ბოდა მიზანშეწონილი ქარტიისთვის დაერთოთ რეგიონალური და უმცირესობათა ენების სიები, ვინაიდან, ლინგვისტური თუ სხვა სახის არგუმენტების გამო, იგი უეჭველად გახდებოდა ცხარე კამა-თისა და უთანხმოების საგანი..."

აქვეა დაზუსტებაც:

"ქარტია პრეროგატივას ანიჭებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ ამა თუ იმ ენას მიენიჭება დამოუკიდებელი ენის სტატუსი" (32-ე განმარტება).

მიუხედავად წარმოდგენილი განცხადებებისა, ევროსაბჭოს დოკუმენტებში არის ფრიად საყურადღებო აქცენტები; კერძოდ:

ქარტიის განმარტებითი მოხსენების პირველივე პუნქტში ვკითხულობთ: "ევროპის მრავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ამა თუ იმ რეგიონის მკვიდრი ავტოქთონური ჯგუფები, რომელთა მშობლიური ენა განსხვავდება ქვეყნის მოსახლეობის უმ-რავლესობის ენისგან".

ე.ი. ევროპული სახელმწიფოები თვლიან (სამართლიანადაც - ტ.ფ.), რომ ეროვნულ თუ ენობრივ უმცირესობად მისაჩნევი სა-ზოგადოება აბორიგენი, მოცემული ტერიტორიის თავდაპირველი, ძველისძველი ბინადარი (ავტოქთონი) უნდა იყოს; მაგ., და-ბადებიდან გერმანიის მოქალაქე რამდენიმე მილიონ თურქსაც კი გერმანელები არ მიიჩნევენ ეროვნულ უმცირესობად, ვინაიდან, მიუხედავად ამ დიასპორის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიისა, ისინი აქ მაინც მიგრანტებად არიან ჩათვლილი (შდრ.: ავტოქთონი - ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა).

მიგრანტ და ავტოქთონ ჯგუფთა ენების განსხვავების აუცილებლობა მკვეთრადაა გამოთქმული ქარტიის სხვა მონაკვეთებში:

განმარტებითი მოხსენების 31-ე ნაწილი: "ქარტიის დე-ბულებები მოიცავს მხოლოდ ისტორიულ ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე".

არსებითია შემდეგი დებულებაც (რომელიც ჩამოყალიბებულია ქარტიის პირველი მუხლის ა პუნქტის მეორე ნაწილსა და ქარტიის 32-ე განმარტებაში):

"რეგიონალური/უმცირესობათა ენები არ გულისხმობს (არ მოიცავს) სახელმწიფოს ოფიციალური ენის სახესხვაობებს, დია-ლექტებსა და მიგრანტთა ენებს".

საზოგადოების ერთ ნაწილში განსაკუთრებით არაადეკვა-ტურად იქნა გააზრებული ტერმინები რეგიონალური ენა და უმცი-რესობის ენა; არადა, ამ ტერმინებს ნათლად განმარტავს ქარტია:

ქარტიის I მუხლითა და ქარტიის მე-18 განმარტებით, რეგიონ-ალურ ენად მიჩნეულია სახელმწიფოში მცხოვრები იმ ავტო-ქთონი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელიც უმ-რავლესობაა მოცემულ რეგიონში, ხოლო უმცირესობის ენად ჩათვლილია ისეთი ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობის ენა, რო-მელიც რიცხვობრივ უმცირესობაშია თავისსავე რეგიონშიც (ვრცლად იხ. ტ. ფუტკარაძე, 2005ა).

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს:

როგორც წესი, ენობრივ/ეთნიკურ უმცირესობად მიიჩნევა მო-ცემული სახელმწიფოს ავტოქტონი არაძირითადი (სხვა კულ-ტურისა და წარმომავლობის მქონე) მოსახლეობა, მაგ., ბასკები ესპა-ნეთში). საქართველოში ერთი რომელიმე კუთხის ქართველობის მიჩ-ნევა ენობრივ ან ეთნიკურ უმცირესობად და ქართველური კილოე-ბის სახელმწიფო ენებად გამოცხადება (იხ., აგრეთვე, ჯ.ჰიუიტის, ვ.ფოირშტაინისა და სხვათა მოღვაწეობა; მასალა ვრცლად იხ. თ.გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006) საქართველოს ენობრივი პოლიტიკის "გარედან" დაგეგმვის მცდელობაა, რაც ვერასოდეს შეცვლის ფაქტს:

მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა თვი-სობრივად ერთნაირად იქმნებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც და ქართლ-კახეთშიც; ამ კუთხეთა მოსახლეობისთვის ქართული ისტორიული დედაენაა, ადგილობრივი (საშინაო) ზეპირი მეტყველება კი - ერთ-ერთი ქართველური დიალექტი (და არა უმცირესობის ენა!).

სამწიგნობრო ენის შექმნისა და ფუნქციონირების თვალ-საზრისით საქართველოში უნიკალური ვითარება გვაქვს:

ა. ბერძნული, გერმანული, ესპანური, ფრანგული თუ სხვა სალიტერატურო ენებისგან განსხვავებით, ქართველთა სამწიგნო-ბრო ენა არ ეფუძნება ერთ რომელიმე დიალექტს; შდრ.: ეს-პანური, კატალონიური, პროვანსული (ანუ ოქსიტანური) ლათინუ-რისგან მომდინარე ერთგვაროვანი მოძმე ენა-კილოებია, რომლებზეც სხვადასხვა დროს შეიქმნა დამწერლობა; მათგან ზოგი გამოცხადდა სახელმწიფო ენად, ზოგი - არა; შესაბამისად, მათ შორის დღემდე გრძელდება მეტოქეობა იმის მიუხედავად, რომ ზოგ მათგანს ენის სტატუსი აქვს მინიჭებული, ზოგს - დიალექტისა (მაგ., დღემდე საკა-მათოა კატალონიური და პროვანსული ერთი ენის კილოებია თუ ორი დამოუკიდებელი ენაა). სულ სხვაგვარია ქართველური ენო-ბრივი სამყაროს ისტორია: თანამედროვე ქართული სამწიგნობრო ენა უშუალო მემკვიდრეა არქაული საეკლესიო ენისა, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება საერთოქართველურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურ, კახურ, იმერულ, მეგრულ, მესხურ თუ სვანურ ენო-ბრივ ერთეულებს;

ბ. ქართული სამწიგნობრო ენა ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც, სულ მცირე, 15 საუკუნეა უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო, საეკლესიო და სალიტერატურო ენა.

ქართული სამწიგნობრო ენა (/ქართველური სამწიგნობრო ენა; რ.შეროზია) - ქართული კულტურის, ცნობიერების ჩამომძერწავი ფენომენი და ქართველთა თვითობის/იდენტობის განმსაზღვრელი ძირითადი, მრავალსაუკუნოვანი ფაქტორია.

 

დედაენა პიროვნების სახეა;

ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს;

სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია.

Edited by ანტიმასონიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

ესეიგი ჩემო ოქროს ადამიანო შენ ამტკიცებ რომ იცი ბიბლიის დედანისებური ვარიანტი. შედარებული გაქვს. და ამტკიცებ რომ შეცვლილი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას?

რა თქმა უნდა შედარებული მაქვს, აბა წინააღმდეგ შემთხვევაში რად დავწერდი იმას რომ არ შეესაბამება? სურვილი თუ გაქვს და ივრითი იცი წერა კითხვის დონეზე თორისა და თანახის ელექტრონულ ვერსიას დავდებ და თავად შეადარე, გინდა მთაწმინდელის, გინდა კიკნაძისა და სონღულაშვილის, გინდა ბაჩანა ბრეგაძის თარგმანს და ძალიან ბევრ ცდომილებასა თუ განზრახ დამახინჯებულ ციტატას ამოიკითხავ.

 

ტყუი, აფერისტობ და ცრუპენტელობ თუკი ამას ამტკიცებ არა?

ეგრევე პიროვნულ შეურაცხყოფაზე რომ გადახვედი ეს ხო იცი რომ არგუმენტების არ ქონის ბრალია? სად ვცრუობ აბა? მაშინ როდესაც თავად მართლმადიდებელი მოძღვრები აღიარებენ რომ ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული ციტატები მე-17 საუკუნეში ესპანელი როზენკროცერის ჩამატებულია სამების დოგმატის სწავლების გასამყარებლად?

ისე ერთს გეტყვი ჩემთან ამ ენაზე საუბარი არ გინდა რა, ეს იაფფასიანი ტინგიცობები ჩემი სტილი არ არის თუ არგუმენტირებული მსჯელობა შეგიძლია საწინააღმდეგო დაამტკიცე.

 

მანამდე კი ფაქტი ის არის რომ განზრახ თუ მთარგმნელთა დილეტანტიზმის გამო ზემოთაღნიშნული თარგმნები არ შეესაბამება დედნისეულ წყაროს, არ შეესაბამება და ჩემი ბრალია? ეს იმათ უნდა მოკითხოთ ვინც განზრახ დაამახინჯა და კიდევ იმათ ვისი შეკვეთითაც დაამახინჯეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

 

მისნაირ განსწავლულებს მაინც ვერაფერს გავაგებინებტ და აზრი არ აქვს დრუისფლანგვას.კოპიპეისტისა და ლანძღვა-გინების მეტი, ვერაფერი ასწავლეს ეკლესიაში.ასე რომ ვინმე ოდნავ მეტი შეგნებისა და ცოდნის პატრონითუ შემოვა ამ ფორუმზე, მასთანგავაგრძელებ საუბარს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არადა მართლა არ შეესაბამება, აბა რაში მჭირდება რომ ძალად მოვუგონო ასეთი ამბავი, მართლა უამრავი ცდომილებაა, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმბყრობლების ლოცვა კურთხევით შესრულებულ თარგმანებში ეს გასაგებიცაა აბსოლიტურად იდენტური თარგმანი არ არსებობს აზრი და შინაარსი დაიკარგებოდა თუ აზრობრივ ტექსტობრივად არ გამართავდნენ ტექსტს მაგრამ მე უფრო განზრახ წერილის დამახინჯებაზე ვაკეთებ აქცენტს და ორი ასეთი მაგალითიც მოვიყვანე.

1. ღვთის სახელის იეჰოვას დამალვა სიტყვა უფლის ცნების ქვეშ და

2. არაბიბლიური დოგმატის სამების განსამტკიცებლად თვითნებურად ჩამატებული მუხლი.

 

ეს ორი მაგალითი საკმარისია შემდეგის სათქმელად:

"მართლმადიდებლებმა განზრახ დაამახინჯეს ბიბლია, იმისათვის რომ საკუთარი დოგმატური სწავლებებისთვის მოერგოთ" აი ეს არის სინამდვილე.

Edited by De Niro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

 

შენ ორი მაგალითი გაქვს მხედველობაში აგრამე ასობით! წლები შევალიეამ საქმეს, ანუ ბიბლიის ტექსტების კველვას და თარგმნელობით პრობლემებს. მოდიან მერე ეს ვითომ გარკვეულები და ილანძღებიან, მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლეს ეუბნება ადამიანი და ყურშიც კი არ სურთ შეუშვან. მაგას ქვია ფანატიზმი მეტი არაფერი.

 

რა არის კიდევ იცი რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს. ის რომ რასაც ქვია ტყემალზე არ არიან არც ბერი და არ ერი და როცა რამეს უხსნი იმისთვის რომ დაეხმარო და თვალი აუხილო, გლანძრავს. აზრზე ხარ? საცოდაობაა უკვე ამათი საქციელის ყურება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არ უნდა აღელდე თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, მშვიდად უნდა მიიღო არსებული ვითარება და ძმური სიყვარულით დამოძღვრო ხალხი, იმიტომ რომ გუშინდელი მაგინებელი სავლე დღევანდელი მოციქული პავლე გახდა და რა იცი რომ იგივე არ მოხდეს და დღეს შენი შეურაცხმყოფელი ხვალ შენი ძმა არ გახდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

 

თეორიულად მართალს ამბობ, რადგან თეორიული ლოგიკით მასეა. პრაქტიკულად კი 10 000-დან ერთი ნამდვილად გახდება. ხოოოდა, 9 999 რომ გაგლანძღავს არაფრის გამო გაღიმებული ნაღდად არ უნდა უყურო ამათ საქციელს. განა ვბრაზობ, პირიქით, საკმაოდ მშვიდად ვარ, უბრალოდ საცოდაობაათქო ამათი ყურება. წინა პოსტშიც იგივე დავწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არ უნდა მიიტანო გულთან ახლოს ვულგარული გამოხდომები, ვინც ბევრს ნერვიულობს ადრე ბერდება, ვინც ადრე ბერდება მალევე კვდება, შენ შენი გასაკეთებელი და ვალი მოიხადე ღვთისა და კაცის წინაშე და დანარჩენ ღმერთმა იცის.

Edited by De Niro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

 

რჩევების მოცემა გყვარებია, მაგრამ ის მხედველობიდან ნუღარ გამოგრჩება რომ საქმის გაკეთება არ ქვია იმას როცა უზრდელი გლანძღავს და მაინც დაუდგები და ჭკუის სწავლებას დაუწყებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

საქმის გაკეთება არ ქვია იმას როცა უზრდელი გლანძღავს და მაინც დაუდგები და ჭკუის სწავლებას დაუწყებ.

ასეთ დროს იესო განერიდებოდა ხოლმე ბრბოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...