Jump to content
Planeta.Ge

აქა ამბავი ქართველთა უთავბოლობისა


Recommended Posts

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო გამოეთიშა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ქართველი სპორტსმნის ტატამზე დაგვიანების მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ ცირეკიძე ტურნირს დაგვიანების გამო გამოეთიშა.

მსგავს შემთხვევებში პასუხისმგებლობა გუნდის მთავარ მწვრთნელს ეკისრება. სამინისტროს განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებები ჯერჯერობით არც ძიუდოისტების მთავარ მწვრთნელს, ამირან ტოტიკაშვილს და არც ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს არ გაუკეთებიათ.

იაპონიის დედაქალაქში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დილით დაიწყო. ტურნირიდან გამოთიშვამდე ირაკლი ცირეკიძე წარმატებით ასპარეზობდა. მან პირველი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/component/content/article/14-sporti/144131-irakli-cirekidze-msoflio-chempionats-dagvianebis-gamo-gamoethisha.html

 

პ.ს. მე უფრო მგონია რომ გაყიდეს მატჩი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

22:09 09-09-2010

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ტოკიოში, ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე მკაცრ რეაგირებას გეგმავს.

როგორც ლადო ვარძელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, იგი ტოკიოში გაემგზავრება და ინციდენტის მიზეზებში ადგილზე გაერკვევა. ზოგადად მომხდარზე კი, ვარძელაშვილი მკაცრ რეაგირებას გეგმავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ეს პირველი შემთხვევა, გამყიდველობის კი არა უთავბოლობის ბრალია, მე ვფიქრობ, დეტალები როცა გაირკვევა უფრო ნათელი გახდება ყველაფერი, არ იცოდნენ რომ იმ დროს ტოკიოში საცობი რომ იქნებოდა ან რაღაც მაგდაგვარი :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

22:09 09-09-2010

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ტოკიოში, ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე მკაცრ რეაგირებას გეგმავს.

როგორც ლადო ვარძელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, იგი ტოკიოში გაემგზავრება და ინციდენტის მიზეზებში ადგილზე გაერკვევა. ზოგადად მომხდარზე კი, ვარძელაშვილი მკაცრ რეაგირებას გეგმავს.

 

საწყალი მინისტრი. ამდენი სამუშაო აქვს და ახლა უნდა მიატოვოს სხვა ყველაფერი და გადაფრინდეს იაპონიაში რომ ამათ უთავბოლობაზე აგოს პასუხი. მაინც როგორი სხვანაირები არიან ბოლშევიკები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ლადო ვარძელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, იგი ტოკიოში გაემგზავრება და ინციდენტის მიზეზებში ადგილზე გაერკვევა. ზოგადად მომხდარზე კი, ვარძელაშვილი მკაცრ რეაგირებას გეგმავს

 

 

იქ რომ არ წავიდეს მანდ არ ჩამოვლენ? :givi:

 

 

ვაი და მიიღო იაპონიის მოქალაქეობა იმან მერე რას შვება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხარო შემთხვევას იაპონიიდან გამოეხმაურა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი. ”ლაშა გუჯეჯიანი ჭიდაობდა და მის გვერდით ვიყავი. უცებ დავინახე, რომ გვერდით ტატამზე ცირეკიძის მოწინააღმდეგე გამოვიდა და ირაკლის ელოდებოდა. მაშინვე გასახდელში გავიქეცი. გასახდელი ძალიან შორს იყო, მაგრამ სულ რაღაც ერთ წუთში გამოვედით ტატამზე, მსაჯთა კომისიის თავმჯდომარემ კი არბიტრებს შეხვედრის შეწყვეტა უბრძანა

 

მმეეე ვიყოოო ტრალეიბუსსსიიიიი :))

 

საქართველოს ნომერ პირველი მტერი უკიდეგანო იდიოტიზმია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ყველაფერი სპეციალურად დაგეგმეს, რომ ვარძელაშვილს იაპონიაში ვიზიტი გაეპრავებინა და საკეთი გამსკდარიყო.

 

:გამწარებულიოპო: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ყველაფერი სპეციალურად დაგეგმეს, რომ ვარძელაშვილს იაპონიაში ვიზიტი გაეპრავებინა და საკეთი გამსკდარიყო.

 

:გამწარებულიოპო: :018:

:nekro: ვარძელა იაპონიაში ჩავა და იქ ცხელ კვალზე ყველაფერს გაარკვევს :nekro:

 

კრიმინალისტის ლაბორატორიაც მიაქვს თურმე აქედან, იაპონიურს არ ენდობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იაპონელებმა თუ იციან ნეტა?

ნაკვალევები და ნათითურები რო დალუქონ სანამ ეს ჩავა :)

 

-----------

 

ჩოთქი მიაქ ნეტა, აი ნათითურებს რო ფხვნილს აყრიან აი ის ჩოთქი?

 

----------

 

გზად კანარის კუნძულებზე გავივლიდი, კვალს იქით მივყავართ.

 

---------

 

ლადო ჰოლმსი

 

------

 

ნეტა მარტო მიდის თუ ვინმე მიყავს უოთსონად?

 

------------

 

ხაბარელი ზონდერებს გააგდებინეს ამ ჩათლახმა ნაციონალებმა და ეხლა ზღრენში იხრჩობიან.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ მცოდნე ხალხს ვესაუბრე

 

და მთლიანად მწვრთნელის ბრალია, სხვა ჭიდაობაზე იყო და გამორჩა... ანუ ორგანიზაციული ბარდაგი.!

 

აი ვარძელაშვისლ რა უნდა იაპონიაში მართლა ვერ გავიგე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვარძელაშვილს უთქვმას შერლოკ ჰოლმსი ვარო. მასეთები გამომიძიებია პატრიოტთა ბანაკშიო... და თან ვოტსონიც წაუყვანია (ირინა ონაშვილი).
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხაბარელს ეს ამბავი დაემართებოდა?? რა თქმა უნდა არა.....ეგრე იცის ჩაპოლიტიკანობამ ყველაფერის...ხაბარელი გაუშვეს, მისას გუნდრუკმეველი რომ არ იყო, და დილარა ხაბულიანის ძმაკაცი დანიშნეს...ხოდა, ჩასვრილობა იწყებააა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილარა ხაბულიანის ძმაკაცი დანიშნეს..

ეს ხაბულიანი რავა ყველა მთავრობას ერგება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

ვარძელაშვილს უთქვმას შერლოკ ჰოლმსი ვარო. მასეთები გამომიძიებია პატრიოტთა ბანაკშიო... და თან ვოტსონიც წაუყვანია (ირინა ონაშვილი).

უბრალოდ დებილია ეს ვარძელაშვილი

machkatela

ხაბარელს ეს ამბავი დაემართებოდა?? რა თქმა უნდა არა.....ეგრე იცის ჩაპოლიტიკანობამ ყველაფერის...ხაბარელი გაუშვეს, მისას გუნდრუკმეველი რომ არ იყო, და დილარა ხაბულიანის ძმაკაცი დანიშნეს...ხოდა, ჩასვრილობა იწყებააა...

რას იზავ, ჩვენი რეალობაა... და რამენაირად უნდა გავძლოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...