Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

იდეოლოგიური ქიმერა

 

ყველა იდეოლოგია ნაკლოვანია თავისი ბუნებით, თუმცა ყველა იდეოლოგიაში დევს ჭეშმარიტების მარცვალი მაინც. ძიების პროცესში, ხან ნაციონალიზმით ვიყავი გატაცებული, (ძირითადად თინეიჯერობის ასაკში ვიყავი მოხიბლული ნაციონალიზმით) ხან ლიბერალიზმით, ხან სოციალიზმით და ხან ანარქიზმითაც. თუმცა ბოლომდე ვერც ერთი ამ იდეოლოგიათაგანი ვერ აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს და მუდამ ვცდილობდი მომეძებნა ის იდეალი, რომელიც ჩემთვის იქნებოდა მისაღები. თუმცა ჯერ-ჯერობითაც ესეთი იდეალი არ მომიძებნია, ამის მიუხედავად მაქვს გარკვეული ხედვა ზოგადად სამყაროზე, ადამიანზე და იდეოლოგიებზე.

 

ჩემი დაკვირვებით ადამიანები იყოფიან თავიანთი ბუნებით უმრავ ტიპად, თითოეულ ტიპს გააჩნია, მისთვის დამახასიათებელი ბუნება, ქცევის ნორმები და მენტალობა. მე ისინი ცხოველების დამახასიათებელ ბუნების მიხედვით დავყავი

 

ადამიანი-მგელი, ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც გამოირჩევა მტაცებლურ ხასიათით. ისინი დაუნდობლები არიან, არ გააჩნიათ სიბრალულის გრძნობა. ისინი ძირითადად ამართლებენ ძალადობას და თვლიან, რომ ძალადობა სამყაროს კანოზომიერებაა და ჯობია მათ იძალადონ ვიდრე სხვამ. ისინი ორგანიზებული არიან, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ ლიდერი, ჯოგის ბელადი, რადგან მის გარეშე მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. (ესეთ ტიპად ფორუმზე მეგულება ფრიდრიხი)

 

ადამიანი-ცხვარი, ეს არის ადამიანთა ძირითადი მასა, რომელსაც მიდრეკილება აქვს იყოს გამუდმებით მსხვერპლის როლში (ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა), გამოირჩევიან სუსტი ბუნებით და არაორგანიზებულობით, ასევე ადვილად დამყოლები და არამებრძოლი ტიპები არიან, ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადადიან ძალადობაზე. ისინი ძალას აიდეალებენ, ანუ მათ სურთ, რომ ძლიერმა მართოს ისინი, რადან ისინი ძლიერ ბელადში, წინამძღოლში ხედავენ საკუთარი დაცვის და საკუთარი კომპლექსების მოშორების საშვალებას. (მათი ბელადი არასდროს არ იქნება ადამიანი-ცხვარი)

 

ადამიანი-ლომი, ეს არის ადამიანთა ბელადთა ტიპი, რომელიც გამოირჩევა ქარიზმით და ძალის დემონსტრირებით, მათ შეუძლიათ ყველა ფენაში ძლიერები იყვნენ, თუმცა არ გამოირჩევიან წინდახედულობითა და ჭკუით. ისინი ვერ ეგუებიან სხვა ლომებს და მათში პოტენციალურ მოწინააღმდეგეს ხედავენ, მათი ბუნებრივი ინსტინქტია მუდამ მტრული დამოკიდებულება ჰქონდეთ მეორე ადამიან-ლომის მიმართ. ისინი აყვარებენ თავს ადამიან-ცხვრებს და ადამიან-მგლებს და მათი ფავორიტი ხდება იქამდე სანამ, მას შეუძლია საკუთარი ძალის დემონსტირება, როგორც კი ის სისუსტეს გამოაჩენს, პირველები მას დაუპირისპირდებიან ადამიანი-მგლები და შემდგომ სხვა დანარჩენნი.

 

ადამიანი-იმიტატორი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანური ტიპი, მას აქვს დიდი ნიჭი, მას შეუძლია განასახიეროს ყველა ადამიანური ტიპი, ძირითადად მათთვის დამახასიათებელია ის რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შედიან და ნდობას ადვილად მოიპოვებენ. ისინი ხშირად განასახიერებენ ადამიან-ლომებს (ე.შევარდნაძის მაგალითი საკმარისია), ისინი ძალიან მოქნილები არიან, მაგრამ ერიდებიან პირდაპირ ძალის დემონსტრირებას, რადგან იციან, რომ მათი ძალა მოჩვენებითია და რაც უფრო ნაკლებ გამოაჩენენ საქმეში ძალას, მათთვის უკეთესი იქნება. ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც ძირითადად მანიპულაციით არის დაკავებული.

 

და სხვები არიან უკვე მარტოხელები, ანუ ეს არის მარტოხელა-მტაცებელი, მარტოხელა-მოაზროვნეები და მარტოხელურ ტიპის სხვა სახეობები, ანუ ნაკლებად ჯოგზე მიბულნი..

 

ასევ ადამიანი-ამბოხებული, ეს არის ის ტიპი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გაწიროს იდეების გამო, ის როგორც წესი, შინაგად დისკომფორტს განიცდის, როცა არავის არ ებრძვის, მისთვის მთავარია ეს ბრძოლა, ამბოხი და რაც უფრო ძლიერი იქნება მისი მოწინააღმდეგე, მით უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს, გარკევული აზრით ეს ტიპი არის მაზოხისტური ტიპი.

 

ეხლა ავიღოთ სიკეთე და ბოროტების აღქმა. სიკეთის იდეალიზირება მოახდინეს ადამიანმა-ცხვარის ტიპმა, ადამიან-მგელისთვის სიკეთე არის მითი, რომელმიც მოგონილია ადამიან-ცხვარის მიერ და რომელიც რეალობაში არ არსებობს. ადამიანი-ლომის სწამს სიკეთის, მაგრამ დასაშვებათ მიაჩნია ბოროტების ჩადენაც. ხოლო ადამიანი-იმიტატორს როგორც წესი რეალურად არაფრის წამს, ფასეულობები მისთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ეს ფასეულობები მას გამოადგება, ანუ თუ ჭირდება სიკეთის წამს და თუ დაჭირდება ბოროტებისაც. (რა თქმა უნდა აქ ზოგადი საუბარია სიკეთეზე და ბოროტებაზე) ადამიან-ამბოხებულს წამს სიკეთის ან ბოროტების (გააჩნია) და ეს რწმენა არის ხშირად ფანატიურიც კი.

 

ეხლა გადავიდეთ იდეოლოგიაზე

 

რა იდეების მწამს მე. მე დავწერე ადამიანის ბუნება, როგორად აღვიქვავ, ამიტომ მე უნდა გამოვიდე ამ შეხედულებებიდან და ავაგო ამ ადამიანურ ბუნებებზე ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს , ყველა ტიპის მეტ-ნაკლება ნორმალურად არსებობაში. მე მჯერა, რომ სისტემა თუ კი იქნება დახვეწილი და იმუშავებს, ერთ სუფრაზე მგელსაც და კრავსაც შეეძლება ქეიფი.

დავიწყოთ ადამიანის თავისუფლება. ყველას გვესმის, რომ თავისუფლება არის ყველაზე ფასეული, მაგრამ თავისუფლება საშიში ხდება როცა ადამიან-მგელს მიცემ თავისუფალ მოქმედებას, ანუ როცა მას მისცემ საკუთარ ველური, აგრესიული ბუნების გამოვლინების საშვალებას, ასევე ბევრს ეშინია ადამიანი-ამბოხებულის, რადგან ეს ტიპი მოითხოვს მუდმივ ანარქიას, ამ ტიპის ადამიანს მხოლოდ ანარქიაში შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. ამიტომ რა თქმა უნდა ქცევა იზღუდება. თუმცა ეს შეზღუდვა, როგორია ეს არის მთავარი და ვისგან მოდის. ადამიან-ცხვრისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი შეზღუდოს, თითეული დეტალი, რადგან ის საკუთარ თავის დაცვის გარანტიას ხედავს ამ შეზღუდულობით, მას არ უნდა თავისუფლება, მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა იყოს მართული და ის სხვებისგანაც მოითხოვს მართვას, ეს არიას გარკვეული პარანოია, ყველაფრის შიში. ამიტომ უნდა გამოვიდეს ისე, რომ გარკვეულად დაბალანსდეს ეს სიტუცია, არ უნდა იყოს პარანოიული დამოკიდებულება, მაგრამ არც მტაცებლურ და ველურ ბუნებას უნდა მიეცეს გასაქანი.

 

სხვას მერე დავწერ, მეზარება ამდენი წერა ერთბაშათ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

კაი ტო, რას დამცინი

გვერდი გავხსენი და რო შევხედე დიდ ტექსტს, მეთქი რა წაიკითხავს ამდენს თქო და დახურვას ვაპირებდი და ბოლოში თვალში მომხვდა

სხვას მერე დავწერ, მეზარება ამდენი წერა ერთბაშათ

 

და ვიფიქრე კიდევ კარგი ეზარება თქო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...