აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აზრი არ მიცე მათ პროპაგანდას ფართოდ გავრცელების საშვალება, აუკრძალო მისიონერობა...Nukriko შენ ამბობდი, რომ იეჰოვას მოწმეები ევრობის ზოგიერთ სახელმწიფოში შეზღუდულიაო. მე კი გკითხე: რას გულისხმობ შეზღუდულიაში?დამისახელე ევროპის სახელმწიფო, სადაც იეჰოვას მოწმეებს რელიგიაზე საუბარი (ქადაგება) აკრძალული აქვთ და ამის გამო შეძღუდულები იყვნენ. ადამნიანები ხდებიანი ანტისახელმწიფოებრივნი.მე ის გკითხე რანაირები ხდებიანთქო? არც პირველ შეკითხვაზე გამეცი პასუხი არც მეორეზე. აი მე რა გკითხე: რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს? აქვე ერთ შეკითხვას დაგისვამ, რაც შენს კოლეგას დავუსვი და დღემდე მხოლოდ ფხუკუნებს და პასუხი არ აქვს: იცი თუ არა, რამდენ საქართველოს მოსახლეობის პროცენტს შეადგენენ იეჰოვას მოწმეები? სექტის ფენომენზე კი არ გვაქვს ეხლა საუბარი არამედ მხოლოდ იეჰოვას მოწმეებზე გვაქვს საუბარი...მოდერატორი ხარ, და იმდენი ხომ უნდა გესმოდეს, რომ რელიგიას, რომელიც კანონიერად არიდ დარეგისტრირებული ქვეყანაში როგორც რელიგიური მიმდინარეობა, შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებ და მოიხსენიებ "სექტად". როგორც ჩანს არ იცი სიტყვა სექტის მნიშვნელობა. თუ მხედველობაში გაქვს იეჰოვას მოწმეები, მოიხსენიე რელიგური მიმდინარეობა, ან რელიგიური უმცირესობა ან "იეჰოვას მოწმეები". როგორც მოდერატორი, სხვებს უნდა მოუწოდებდე შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან თავის შეაკვებას და მაგალითს აძლევდე. ვერ გავიგე, ფორუმებში მოდერატორობა მონოპოლია და მონათმფლობელობა რატომ ჰქონიათ ზოგიერთებს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს?ანტისახელმწიფოებრიობა საფრთხეა უკვე, რა არის ამაში გაუგებარი?იცი თუ არა, რამდენ საქართველოს მოსახლეობის პროცენტს შეადგენენ იეჰოვას მოწმეები?არა, სავარაუდოდ ჩემი აზრით 1-5% არ უნდა აღემატებოდნენ მოდერატორი ხარ, და იმდენი ხომ უნდა გესმოდეს, რომ რელიგიას, რომელიც კანონიერად არიდ დარეგისტრირებული ქვეყანაში როგორც რელიგიური მიმდინარეობა, შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებ და მოიხსენიებ "სექტად"აქ ორი მომენტია1) იურიდიული სტატუსი2) თეოლოგიური მხარე თეოლოგიურად იეჰოვას მოწმეები არიან სექტა. როგორც ჩანს არ იცი სიტყვა სექტის მნიშვნელობა.The historical usage of the term sect in Christendom has had pejorative connotations, referring to a group or movement with heretical beliefs or practices that deviate from those of groups considered orthodox.[1] Although in past it was mostly used to refer to religious groups, it has since expanded and in modern culture can refer to any organization that breaks away from a larger one to follow a different set of rules and principles. The term is occasionally used in a malicious way to suggest the broken-off group follows a more negative path than the original. როგორც მოდერატორი, სხვებს უნდა მოუწოდებდე შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან თავის შეაკვებას და მაგალითს აძლევდე. ვერ გავიგე, ფორუმებში მოდერატორობა მონოპოლია და მონათმფლობელობა რატომ ჰქონიათ ზოგიერთებს.დამიჯერე აქ იყო ისეთი პოსტები რომელიც აშკარა შეურაცხყოფელი იყო და რომლებიც წაშლილი იყო და იუზერი გაფრთხილებული... ალბათ უნდა დავტოვო ხოლმე ეს შეურაცხყოფელი გამონათქვამები რომ დაიგაჯერებინათ იმისა რომ მე შეურაცხყოფებისგან თავს ვიკავებ მაქსიმალურად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ანტისახელმწიფოებრიობა საფრთხეა უკვე, რა არის ამაში გაუგებარი? Nukriko შენ ვერ დააკონკრეტე, ვერც დაასაბუთე, ის რასაც ამბობდი. შენ ამბობდი რომ მოწმეები სახელმწიფოს საფრთხესო უქმნიანო. მე გეკითხები: რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ (უკვე) შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს ან თუნდაც საქართველოს? ვერ ასახელებ. რომ გეკითხები იცი თუ არა საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენენ იეჰოვას მოწმეები, ამბობ არ ვიციო. ვარაუდებზე აგებული მონაცემებით აკეთებ დასკვნებს. ეს უკვე ნათელყოფს შენი დასკვნებისა და მოსაზრებების ხარისხიანობას. აქ ორი მომენტია1) იურიდიული სტატუსი2) თეოლოგიური მხარე იურიდიულად სახელმწიფოში რელიგიური მიმდინარეობების არსებობა და მოღვაწეობა, ნებადართულია, რადგან სახელმწიფოს ისინი არანაირ არ მიაჩნია საფრთხედ. რაც შეეხება თეოლოგიურ მხარეს: თეოლოგიური შეფასებები სახელმწიფო საფრთხის განმსაზღვრელი კრიტორიუმი ვერ იქნება. სულ მცირე ერთი მიზეზის გამო: თეოლოგები თეოლოგიურ საკითხებს სხვადასხვა ნაირად აფასებენ; ერთს ისეთი მოსაზრება აქვს, მეორეს საპირისპირო. თეოლოგიურად იეჰოვას მოწმეები არიან სექტა. ეს სიცრუეა და უხეშად რომ ვთქვათ დემაგოგიაა. არის შენი ან ვინმე ცალკეული ადამიანი პირადი მოსაზრება. როგორც შენი პოსტიდან მჟღავნდება, არც იეჰოვას მოწმეების წარმოშობის და განვითარების ისტორია იცი, და არც სიტყვა სექტის მნიშვნელობა. და ბოლოს, ფორუმი ქართულია და წერე ქართულად. მე შეურაცხყოფებისგან თავს ვიკავებ მაქსიმალურად არ გეტყვობა რომ თავს იკავებ. საქართველოში, იეჰოვას მოწმეები, სახელმქიფომ სცნო ოფიციალურად რელიგიურ მიმდინარეობად და არა სექტად. ცალკეული პირი, თეოლოგი ან მღვდელი რომელიმე რელიგიას სექტანტად, "მწვალებლად" ან ეშმაკეულად მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს რომ მათი პირადი მოსაზრება აფსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. როგორც მოდერატორს, რომელიც აცხადებ რომ შეურაცხყოფებისაგან მაქსიმალურად იკავებ თავს, მინდა გთხოვო, რომ ნუ მოიხსენიებ ნურცერთ რელიგიას სექტად და მწვალებლად, რომელიც ქვეყანაში აღიარებულია რელიგიად. სექტანტებად მოხსენიება არის მათი შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიება, რადგან სიტყვა სექტას დღეს სწორედ რომ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დატვირთვა აქვს. იმედია გაითვალისწინებ მიუკერძოებლად მოცემულ მეგობრულ რჩევას თუ გსურს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არ დაამცირო და პატივისცემა გამოხატო სხვა ადამიანების რელიგიური არჩევანისადმი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აზრი შენ ვერ დააკონკრეტე, ვერც დაასაბუთე, ის რასაც ამბობდი. შენ ამბობდი რომ მოწმეები სახელმწიფოს საფრთხესო უქმნიანო. მე გეკითხები: რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ (უკვე) შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს ან თუნდაც საქართველოს? ვერ ასახელებ.იეჰოვას მოწმეების რაოდენობრივი გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი მამაკაცი არ წავა ჯარში ან რომელიმე სახელმწიფოერივ სტრუქტურაში, ომის შემთხვევაში არ დაიცავს თავის სამშობლოს, რას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას უფრო აქვეითებს... მეტი კონკრეტიკა რა გინდა ამაზე მეტი? რომ გეკითხები იცი თუ არა საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენენ იეჰოვას მოწმეები, ამბობ არ ვიციო. 011.gif ვარაუდებზე აგებული მონაცემებით აკეთებ დასკვნებს. ეს უკვე ნათელყოფს შენი დასკვნებისა და მოსაზრებების ხარისხიანობას.უკაცრავად რა არსებითი მნიშვნელობა აქვს იეჰოველების რაოდენობას? სტატისტიკა არ მაქვს ხელთ და ამიტომ არ ვიცი.. იურიდიულად სახელმწიფოში რელიგიური მიმდინარეობების არსებობა და მოღვაწეობა, ნებადართულია, რადგან სახელმწიფოს ისინი არანაირ არ მიაჩნია საფრთხედ. 001.gif რაც შეეხება თეოლოგიურ მხარეს: თეოლოგიური შეფასებები სახელმწიფო საფრთხის განმსაზღვრელი კრიტორიუმი ვერ იქნება. სულ მცირე ერთი მიზეზის გამო: თეოლოგები თეოლოგიურ საკითხებს სხვადასხვა ნაირად აფასებენ; ერთს ისეთი მოსაზრება აქვს, მეორეს საპირისპირო.ჯერ ესერთი აქ საფრთხეზე კი არ იყო საუბარი მე რომ დავწერე, არამედ ტერმინზე შეესაბამება თუ არა იეჰოვას მოწმეებს სექტის სტატუსი, როგორც მოგეხსენება, ეს რელიგიის განყოფილებაა და უფრო მეტი მნიშვნელობა აქ აქვს თეოლოგიურ საკიტხებს ვიდრე იურიდულ საკიტხებს..არის შენი ან ვინმე ცალკეული ადამიანი პირადი მოსაზრება. როგორც შენი პოსტიდან მჟღავნდება, არც იეჰოვას მოწმეების წარმოშობის და განვითარების ისტორია იცი, და არც სიტყვა სექტის მნიშვნელობა. და ბოლოს, ფორუმი ქართულია და წერე ქართულად.არ არის ესე, სექტა ქრისტიანულ სამყაროში არის ის მიმდინარეობა რომელმაც გადაუხვია დავდაპირველ ეკლესიურ სწავლებას. არ გეტყვობა რომ თავს იკავებ. საქართველოში, იეჰოვას მოწმეები, სახელმქიფომ სცნო ოფიციალურად რელიგიურ მიმდინარეობად და არა სექტად. ცალკეული პირი, თეოლოგი ან მღვდელი რომელიმე რელიგიას სექტანტად, "მწვალებლად" ან ეშმაკეულად მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს რომ მათი პირადი მოსაზრება აფსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. როგორც მოდერატორს, რომელიც აცხადებ რომ შეურაცხყოფებისაგან მაქსიმალურად იკავებ თავს, მინდა გთხოვო, რომ ნუ მოიხსენიებ ნურცერთ რელიგიას სექტად და მწვალებლად, რომელიც ქვეყანაში აღიარებულია რელიგიად. სექტანტებად მოხსენიება არის მათი შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიება, რადგან სიტყვა სექტას დღეს სწორედ რომ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დატვირთვა აქვს.იმედია გაითვალისწინებ მიუკერძოებლად მოცემულ მეგობრულ რჩევას თუ გსურს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არ დაამცირო და პატივისცემა გამოხატო სხვა ადამიანების რელიგიური არჩევანისადმი.თუ ეს პრობლემას წარმოადგენს მაშინ გავხსნი თემას სადაც ამაზე განსჯა იქნება.. ადმინისტრაციასაც ჩავრთავ და თუ მოხდა თანხმობა, ფორუმის წესებში ახალი წესი გაჩნდება სადაც გაფრთხილებით შემოიფარგლება ის ადამიანი ვინც შენი თქმით რელიგიურ მიმდინარეობას სექტას უწოდებს.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აზრი იეჰოვას მოწმეების რაოდენობრივი გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი მამაკაცი არ წავა ჯარში ან რომელიმე სახელმწიფოერივ სტრუქტურაში, ომის შემთხვევაში არ დაიცავს თავის სამშობლოს, რას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას უფრო აქვეითებს... მეტი კონკრეტიკა რა გინდა ამაზე მეტი? უკაცრავად რა არსებითი მნიშვნელობა აქვს იეჰოველების რაოდენობას? სტატისტიკა არ მაქვს ხელთ და ამიტომ არ ვიცი.. Nukriko მადლობ, საკმარისი კონკრეტიკაა. კი ბატონო, 100%-ით გეთანხმები, რომ თუ ისინი რაოდენობრივად გაიზრდებიან, ან მოდი უფრო "დავძაბოთ" საკიტხის არსი: თუ საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი გახდება იეჰოვას მოწმე, ცხადია და დავას არ წარმოადგენს რომ ის სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი საფრთხე იქნება. მაგრამ აქ საქმე გვაქვს "თუ"-სთან და არა რეალობასთან. მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე თუ მივუდგებით ამ საკითხს, ანუ თუ რეალისტები ვიქნებით, მოგვიწევს რეალობის აღიარება, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები არ ქმნიან მოსახლეობის 5 პროცენტსაც კი. ეს კი ბევრმა არ იცის! სახელმწიფო მოხელეებისთვის კი კარგად იციან თუ რა სტატისტიკურ მონაცემებთან გვაქვს საქმე მთელს მსოფლიოში, როცა იეჰოვას მოწმეების რაოდენობაზე ვსაუბრობთ. მოგახსენებ, რომ იეჰოვას მოწმეები, საქართველოს მოსახლეობის 2%-საც კი არ წარმოადგენენ. სახელმწიფოსთვის, ისეთი სახელმწიფოსთვის როგორიცაა საქართველო, მოსახლეობის 2%-ტი იეჰოვას მოწმეებიდან, მამაკაცებს რომლებიც სამხედრო სამსახურში მსახურებისთვის უნარიანებად შეიძლება ჩაითვალოს მათი ასაკისა და ფიზკური მონაცემებით, არ შეადგენს მოსახლეობის 0.2%-საც კი. ანუ საქმე გვაქვს ფაქტიურად არ არსებულ პრობლემასთან. ანალოგიურად დგას საკიტხი მსოფლიოს ნებისმიერ, ვიმეორებ, ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან იეჰოვას მოწმეები არცერთ ქვეყანაში არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის 5%-საც კი. ახლა მოდი ასე ვთქვათ: ვაი და დროთა განმავობაში ეს რელიგიური უმცირესობა გაიზარდოს, მაშინ ხომ დგება საშიშროება და საფრთხე რეალური? რა თქმა უნდა! მაგრამ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები არსებობენ საუკუნეზე მეტია, მაგრამ ისინი მოსახლეობის 5%-ეტს არ აცდელინან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ იეჰოვას მოწმეებს, არცერთი სახელწიფოსთვის არ წარმოუქმნიათ რეალური საფრთხე საუკუნეზე მეტია. იმ ნიშნით, რომ ვაი და ხვალ ისე იყოს, ვაი და ხვალ ასე, მაშინ მსოფლიოში აიკრძალებოდა იეჰოვას მოწმეების რელიგიაც და პაციპისტების მომზრეებიც. (აქვე აღვნიშნავ რომ იეჰ.მოწმეები არ არიან პაციპისტები). ჯერ ესერთი აქ საფრთხეზე კი არ იყო საუბარი მე რომ დავწერე, არამედ ტერმინზე შეესაბამება თუ არა იეჰოვას მოწმეებს სექტის სტატუსი, როგორც მოგეხსენება, ეს რელიგიის განყოფილებაა და უფრო მეტი მნიშვნელობა აქ აქვს თეოლოგიურ საკიტხებს ვიდრე იურიდულ საკიტხებს..მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიური განყოფილებაა და არა იურიდიული, როცა ვიცით, რომ თანამოქალაქეს სიტყვა სექტით მიმართვით ვამცირებთ და ვაღიზიანებთ, გონივრულად მიმაჩნია მსგავსი ტერმინებით არ მივმართოთ. არ არის ესე, სექტა ქრისტიანულ სამყაროში არის ის მიმდინარეობა რომელმაც გადაუხვია დავდაპირველ ეკლესიურ სწავლებას.რადგან ასეთი შემართებით ხარ განწყობილი, მაშინ დამისაბუთე რომ ამ კონკრეტულმა რელიგიურმა მიმდინარეობამ, გადაუხვია I საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის სწავლებისგან. თუ ეს პრობლემას წარმოადგენს მაშინ გავხსნი თემას სადაც ამაზე განსჯა იქნება.. ადმინისტრაციასაც ჩავრთავ და თუ მოხდა თანხმობა, ფორუმის წესებში ახალი წესი გაჩნდება სადაც გაფრთხილებით შემოიფარგლება ის ადამიანი ვინც შენი თქმით რელიგიურ მიმდინარეობას სექტას უწოდებს..მივესალმე შენს მიერ ამ საკითხის განსახილველად თემის გახსნას! უკვე დავწერე იქ ჩემი თვალსაზრისი და სასურველი იქნებოდა თუ წაიკითხავდი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 აზრი იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია 25 ქვეყანაში აქ შედი: http://www.myvideo.ge/?video_id=661319 და 14:10-ზე ნახე 2004 წელს მოსკოვმა აკრძალა მაგათი საქმიანობა. ასევე აკრძალულია ჩინეთში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ტაჯიკეთში და ა.შ. მგონი ყაზახეთშიც, არ ვიცი ზუსტად. ეგვიპტეში საერთოდ ქრისტიანობად არ თვლიან. იქ ქრისტიანობის მიმდევრებად ითვლებიან მართლმადიდებლები, კათოლიკეები და პროტესტანტები (ეგვიპტელმა მითხრა ეს ) და კიდევ: იეღოვა არასწორი ფორმაა, იეჰოვა ან იაჰვეა სწორი. (თუმცა ისე გავრცელდა, რომ ზოგჯერ შეცდომადაც აღარ თვლიან.) ეს სიტყვა ღმერთის ძველი აღთქმისეული სახელია,რომელიც ბიბლიის პაპირუსებში რამდენიმე ათასჯერაა ნახსენები http://en.wikipedia.org/wiki/Jehovah ამ სახელს მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...tis_sakheli.htm ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 საერთოდ ქრისტიანობად არ თვლიანსად იეჰოვა და სად ქრისტიანობა მასეთი რელიგიური უმცირესობები და მიმდინარეობები უამრავია,და ყველა თავისას ქადაგებს,საქმე იმაშია მოახდენენ თუ არა ჩვენზე ზემოქმედებას :mamao: მე არ ვთვლი რომ თავში ლურსმნიანი ჯვრები უნდა ვურტყათ და ქვები ვესროლოთ,რაც არ უნდა იყოს ქრისტიანობა შემწყნარებლური რელიგიაა,მაგრამ არც ის მიმაჩნია გამართლებულად,მათ ქადაგებას გაფრენაზე და ასეთ რაღაცეებზე სერიოზულად მოვეკიდოთ:yes2: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 gurulo9 სად იეჰოვა და სად ქრისტიანობაიეჰოვა ღმერთის სახელია ქრისტიანობაში საერთოდ , ეგენი ითვლებიან პროტესტანტიზმისაგან გამოყოფილ სექტად, მაგრამ თვითონ გაიძახიან, არიანიზმის თანამედროვე მიმდევრები ვართო. არიანიზმი მე-3-4 საუკუნეების ერესია, რომელიც სამებას უარყოფდა მაგათ რო კითხო, სამების დოგმა მეოთხე საუკუნეში წარმოიშვაო, მაქამდე უარყოფდნენო, არადა 1-2 საუკუნეების ჩანაწერებშია ნახსენები სამების ქადაგება საერთოდ გააჩნია როგორ განვმარტავთ სიტყვა "ქრისტიანობას". ტრადიციული განმარტებით, ესაა ქრისტეს მცნებებით ცხოვრება. ამ განსაზღვრებით შეიძლება ქრისტიანებად ჩავთვალოთ მასეთი რელიგიური უმცირესობები და მიმდინარეობები უამრავია,და ყველა თავისას ქადაგებს,საქმე იმაშია მოახდენენ თუ არა ჩვენზე ზემოქმედებასყოველ შემთხვევაში, სახლში რო მოდიან და მართლმადიდებლობაზე გეუბნებიან, ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსააო, გაუმართლებელია ბოლოსდაბოლოს ეთიკის კუთხით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) აზრი იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია 25 ქვეყანაში Student დაუშვათ და აკრძალული იყოს 25 ქვეყანაში კი არა, 50-ში. რა მერე მაგით? რის თქმა გსურს მაგით დააკონკრეტე. რადგან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ანდაც 50-ში დავუშვათ და აკრძალულია, ეს იგი რა? დააბოლოვე. 2004 წელს მოსკოვმა აკრძალა მაგათი საქმიანობა.მოსკოვმა კი, მაგრამ არა რუსეთამა. ;) გარდა ამისა, უნდა გახსოვდეს, რომ რუსეთს, არაერთი სასამართლო პროცესი წაუგია ევროპის (სტრასბურგის) სასამართლოში მოწმეებთან. ასე რომ, მოსკოვის სარაიონო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ნუ გგონია თითით საჩვენებელი და სამაგალითო საქციელი, მართებული გადაწყვეტილება რომ ყველამ მას მიმართოს. მოსკოვის სარაიონო სასამართლოს გადაწყვეტილებას მალე ევროპირს სასამართლო განიხილავს და ისეთივე ბედი ეწევა მოსკოვის გადაწყვეტილებას, რაც ადრე ეწია - წააგებს. თუ რატომ წააგებს გახლავთ შემდეგი: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ირწმუნოს და ცხოვრებაში აღასრულოს ის მრწამსი რაც მას სურს. მოსკოვი არ ადგენს ადამიანის უფლებებს. იმედია ეს გემახსოვრება. ასევე აკრძალულია ჩინეთში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ტაჯიკეთში და ა.შ. მგონი ყაზახეთშიც, არ ვიცი ზუსტად.და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კანონიერი უფლებამოსილება აქვთ აღასრულონ თავიანთი რელიგიური საქმიანობა და მსხაურება. თურმე სინგაპურის, ტაჯიკეთის, და ყაზახეთის მაგალითს უნდა მიბაძოს მთელმა მსიოფლიომ[?] სტუდენტო რასაც აქ გვიწერთ - ანეგდოტია. ეგვიპტეში საერთოდ ქრისტიანობად არ თვლიან. იქ ქრისტიანობის მიმდევრებად ითვლებიან მართლმადიდებლები, კათოლიკეები და პროტესტანტები (ეგვიპტელმა მითხრა ეს ) ეგვიპტე რას თვლის და რას არა, საერთოდ არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითს ან გადამწყვეთ პოზოცოას. და კიდევ: იეღოვა არასწორი ფორმაა, იეჰოვა ან იაჰვეა სწორი.რას გულისხმობ არასწორი ფორმაა. დააკონკრეტე. (თუმცა ისე გავრცელდა, რომ ზოგჯერ შეცდომადაც აღარ თვლიან.)მართლმადიდებელი ვარო იძახი, და მართლმადიდებლურ ბიბლიაში წერია, რომ "იეჰოვა" ღვთის სახელია. თუ ფიქრობ, რომ შეცომით დაწერა მართლმადიდებელელი ეკლესიის სინოდმა ეს თავის მართლმადიდებლურ ბიბლიაში, სინოდს მიმართეთ და თუ მართალი ქინებით, თქვენს ბრძნულ რჩევას მიიღებს. ;) ეს სიტყვა ღმერთის ძველი აღთქმისეული სახელია,რომელიც ბიბლიის პაპირუსებში რამდენიმე ათასჯერაა ნახსენები ეს ახალი ტერმინოლოგია რომ შემოგიღიათ "ძველაღთქმისეული", მეცინება ხოლმე. ბიბლის წერა დაიწყო "ძველი აღთქმით" და ცხადია ღვთის სახელი პირველ რიგში "ძველ ათქმაში იქნებოდა" მოხსენიებული. ასე რომ, ტერმინი "ძველაღთქმისეული" დახმარებას ვერ გაგიწევთ იმაში, რომ ღვთის სახელი დაავიწყოთ ადამიანებს. ;) ღვთის სახელი შემოკლებული ფორმით, "ახალ აღთქმაშიც წერია. (ცნობისათვის!) ამ სახელს მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...tis_sakheli.htm თქვენ, მართლმადიდებლები, კათოლიკები ან თუნდაც იეჰოვას მოწმეები, ამბობთ თუ არა ღვთის სახელს, მაგით არ ისაზღვრება ღვთის სახელი უნდა წარმოვთქვათ თუ არა. ამასთან დაკავშირებით, ბიბლიაში ღმერთი მიუთითებს რომ მისი სახელით მიმართონ მას. ფაქტი ერთია, რომ მოწმეები ღვთის სახელს პატივს ცემენ. ისინი ღვთის სახელის დავიწყებას არ უწყობენ ხელს. ქართული მართლმადიდებლი ეკლესიისგან განსხვავებით, კათოლიკებიც და იეჰოვას მოწმეებიც, ბიბლიას როცა თარგმნიან, ღვთის სახელს არ გლეჯენ ბიბლიიდან და სხვა სიტყვებით არ ანაცვლებენ. აი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწენი, რაც კი ოდესმე ბიბლია გამოუციათ ქართულ ენაზე, ყოველთვის თვითნებურად ცვლიან ტექსტს და ღვთის სახელს სხვა სიტყვით გადააკეთებენ ხოლმე. ამის შემდეგ, როგორღა ამბობთ: ამ სახელს მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ სიორცხივლია, უბრალოდ სირცხილი, მეტი არაფერი. Edited December 5, 2009 by აზრი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 სად იეჰოვა და სად ქრისტიანობა მასეთი რელიგიური უმცირესობები და მიმდინარეობები უამრავია,და ყველა თავისას ქადაგებს,საქმე იმაშია მოახდენენ თუ არა ჩვენზე ზემოქმედებას :mamao: მე არ ვთვლი რომ თავში ლურსმნიანი ჯვრები უნდა ვურტყათ და ქვები ვესროლოთ,რაც არ უნდა იყოს ქრისტიანობა შემწყნარებლური რელიგიაა,მაგრამ არც ის მიმაჩნია გამართლებულად,მათ ქადაგებას გაფრენაზე და ასეთ რაღაცეებზე სერიოზულად მოვეკიდოთ:yes2: gurulo9 შენ როგორც ჩანს, მართლმადიდებლობაშიც ვერ ერკვევი სათანადოდ. აგერ, შენმა სულიერმა ძმამ Student-მა დაგიწერა რომ ღვთის სახელს "იეჰოვა" ჩვენც ვამბობთო. იესო და მისი მოწაფეები ღვთის სახელს წარმოთქვამდნენ. ასე რომ, ღვთის სახელი და ქრისტიანობა არაა ერთმანეთისგან გამიჯნული. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აზრი დაუშვათ და აკრძალული იყოს 25 ქვეყანაში კი არა, 50-ში. რა მერე მაგით?ის რომ იმათმა დროზე მოტვინეს, რასაც წარმოადგენს ეს სექტა რაში უნდა აწყობდეს სახელმწიფოს ისეთი ხალხი, ვინც უარს ამბობს ექიმებზე, ჯარში სამსახურზე, პოლიციაზე და ა.შ.?მოსკოვმა კი, მაგრამ არა რუსეთამა. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეს, რომ რუსეთს, არაერთი სასამართლო პროცესი წაუგია ევროპის (სტრასბურგის) სასამართლოში მოწმეებთან.მთავარი მოსკოვია, მალე მიყვება სხვა ქალაქებიც რუსეთი ითვალისწინებს რო სტრასბურგის დასკვნებს? ეგრე ჩვენთანაც წააგო მაგრამ რა ხეირი?სტრასბურგში დემოკრატიულობით წყდება საკითხი და იმიტომ გაიმარჯვეს იეჰოვას მოწმეებმა, რუსეტი კი იმის მიხედვიტ მოქმედებს, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი.მოსკოვი არ ადგენს ადამიანის უფლებებს.ზოგადად არა,მაგრამ რუსებისთვის ადგენს.და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კანონიერი უფლებამოსილება აქვთ აღასრულონ თავიანთი რელიგიური საქმიანობა. თურმე სინგაპურის, ტაჯიკეთის, და ყაზახეთის მაგალითს უნდა მიბაძოს მთელმა მსიოფლიომ[?] სტუდენტო რასაც აქ გვიწერთ - ანეგდოტია.მაგ სამის გარდა 22 ქვეყანაა კიდევ ეგვიპტე რას თვლის და რას არა, საერთოდ არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითს.ეგრე არცერტი ქვეყანა არაა მაშინ სამაგალითო და აზრი არ აქვს კამათს რას გულისხმობ არასწორი ფორმაა. დააკონკრეტე. მართლმადიდებელი ვარო იძახი, და მართლმადიდებლურ ბიბლიაში წერია, რომ ღვთის სახელი არის "იეჰოვაო". შეცომით დაწერა მართლმადიდებელმა სინოდმა?წარმოთქმა ვიგულისხმე, რა არის გაუგებარი? ორი ძირითადი ფორმაა მაგ სახელის წარმოთქმის: იეჰოვა და იაჰვე. იეღოვა არის არასწორი ფორმა. ღმერთის სახელი წარმოითქმის როგორც იეჰოვა და ასეც წერია ბიბლიაში.ეს ახალი ტერმინოლოგია რომ შემოგიღიათ "ძველაღთქმისეული", მეცინება ხოლმე. ბიბლის წერა დაიწყო "ძველი აღთქმით" და ცხადია ღვთის სახელი პირველ რიგში "ძველ ათქმაში იქნებოდა" მოხსენიებული. ასე რომ, ტერმინი "ძველაღთქმისეული" დახმარებას ვერ გაგიწევთ იმაში, რომ ღვთის სახელი დაავიწყოთ ადამიანებს. ღვთის სახელი შემოკლებული ფორმით, "ახალ აღთქმაშიც წერია. (ცნობისათვის!)ძველ აღთქმაში წერია მხოლოდ და იმიტომ დავწერე მასე ახალ აღთქმაში რომელი შემოკლებული ფორმითაა? ოღონდ ეხლა არ მითხრა, ალილუიაო საერთოდ არაფერს არ ნიშნავს თქვენ, მართლმადიდებლები ან თუნდაც იეჰოვას მოწმეები, ამბობთ თუ არა ღვთის სახელს. ფაქტი ერთია, რომ მოწმეები ღვთის სახელს პატივს ცემენ.პატივს რომ სცემდნენ, ბიბლიის მუხლებს არ შეცვლიდნენ.მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები და კათოლიკები, ბიბლიას როცა თარგმნიან, ღვთის სახელს არ გლეჯენ ბიბლიიდან. აი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწენი კი, რაც ოდესმე ბიბლია გამოუციათ ქართულ ენაზე, ყოველთვის თვითნებურად ცვლიან ტექსტს და ღვთის სახელს სხვა სიტყვით გადააკეთებენ ხოლმე.ჩვენ კი არ ვგლეჯთ, ვთარგმნით, ისევე როგორც იქცევა ასობით მთარგმნელი. თარგმნისას ყურადღება უნდა მიექცეს კონტექსტს და ითარგმნოს შესაბამისად. იეჰოვას მოწმეები კი ისე აბრუნებენ მუხლებს, როგორც მოეპრიანებათ. გარდა ამისა, მართლმადიდებლები, გარდა ქართულისა, ვერდნობით რუსულ და ინგლისურ ვერსიებსაც.ამის შემდეგ, როგორღა ამბობთ: ციტატაამ სახელს მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ სიორცხივლია, სირცხილი.სიმართლის თქმა თუ სირცხვილია, მაშინ გეთანხმები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ის რომ იმათმა დროზე მოტვინეს, რასაც წარმოადგენს ეს სექტა 'Student'ჯერ ერთი შეურაცხმყოფელი ტერმინებით ნუ მოიხსენიებ ნურავის. იმ სექტაზე იფიქრე, რომელსაც მიეკუთვნები. მეორე, თურმე ტაჯიკისტანს, კაზახსტანს და სხვა სტანს და თქვენ სექტას მოუტვინია და მსლოფლიო არზე არაა? ეს კიდე ახალი ანეგდოტი. ამას რომ ამბობ:"რაში უნდა აწყობდეს სახელმწიფოს ისეთი ხალხი, ვინც უარს ამბობს ექიმებზე, ჯარში სამსახურზე, პოლიციაზე და ა.შ.?" ჯერ ერთი, მოწმეები უარს არ ამბობენ ექიმებზე და ნუ ეწევი შენი სექსტის სარეკლამო აგიტაცია პროპაგანტას და ნუ დემაგოგობ აქ! მეორეც, სახელწიფოს რა აწყობს და რა არა, თავად უკეთ იცის და არა თქვენმა სექტამ. მთავარი მოსკოვია, მალე მიყვება სხვა ქალაქებიც მაგის იმედი გქონდეთ თქვენ, სექტანტებს. ჯერ მიყვეს და მერე იჭიკჭიკეთ. მოსკოვმა ადრეც წააგო სტრასბურგის სასამართლო და რამდენიმე წლები მოშოშმინებული იყო. ახლა ისევ მოაშოშმინებს კანონი და ასე იქნება ყოველთვის. თქვენი სექტის აგიტაცია კი როგორც ყოველთვის მარცხით დამთავრდება. რუსეთი ითვალისწინებს რო სტრასბურგის დასკვნებს? ეგრე ჩვენთანაც წააგო მაგრამ რა ხეირი? სტრასბურგში დემოკრატიულობით წყდება საკითხი და იმიტომ გაიმარჯვეს იეჰოვას მოწმეებმა,რელიგიურ საკითხებში ითვალისწინებს. პოლიტიკურში როგორც იკვეთება არა. ისე კარგია ამდენს თუ ხვდება თქვენი სექტა დემოკრატიის გამო გაიმარჯვაო, რადგან მოწმეებს არაფერი დაუშავებიათ. მათი უფლებები დაარღვიეს და კანონმა დაიცვა ისინი. ესაა და ეს. აბა ერთი თქვენ შემოგივარდეთ ვინმე ეკლესიაში და დაგარბიოთ, მოგეწონებათ? დემოკრატია კი ყველა ადამიანზე ვრცელდება. რელიგიურზეც და არარელიგიურზეც, მართლმადიდებელზეც და კათოლკზეც, იეჰოვას მოწმეზეც და არაიეჰოვას მოწმეზეც. ეს დაიმახსოვრე შენც და იმ სექტამაც, რომელსაც მიეკუთვნები. რუსეტი კი იმის მიხედვიტ მოქმედებს, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი.ქვენისთვის უკეთესი რა არის, ცხადია ამას თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს, მაგრამ, ისე უნდა გადაწყვიტოს თავისი შიდა საკითხები, რომ ადამიანის უფლებები არ შელახოს. აი ამას კი გონიერება ესაჭიროება და არა კომუნისტური ან მონათმფლობელური ბერკეტების ამუშავება. რაც როგორც ყოველთვის თქვენს სექტას ახარებს ხოლმე. მარტო მართლმადიდებლობა გინდათ თქვენ, დანარჩენები ძირს არა? თქვენ და დემოკრატია, ისე შორს ხართ, როგორც მე და იაპონური ენა. მაგ სამის გარდა 22 ქვეყანაა კიდევ ახლა დაიანგარიშე რამდენი ქვეყანა და ტერიტორიებია სადაც იეჰოვას მოწმეები კანონით უფლებამოსილნი არიან. დაიანგარიშე და დაწერე. გელოდები. მერე გამოვაკლოთ 25 ქვეყანა და ვნახოთ რამდენს მივიღებთ. ანეკდოტია ყოველი შენი მეორე პოსტი სექტანტო. ეგრე არცერტი ქვეყანა არაა მაშინ სამაგალითო და აზრი არ აქვს კამათს სექტანტო, XXI-თე საუკუნეში ვართ. ის დრო, როცა გიორგი მთაწმინდელები იყვნენ, ჩაბარდა წარსულს. ახლა დროა დემოკრატია ისწავლოთ! ღმერთის სახელი წარმოითქმის როგორც იეჰოვა და ასეც წერია ბიბლიაში.ძლივს ერთი სერიოზული და სწორი ფრაზა არ დაწერა კაცოოო.. ? ძველ აღთქმაში წერია მხოლოდ და იმიტომ დავწერე მასეძველი აღთქმა რახან ქვია, იმას კი არ ნიშნავს რომ მოძველდა :D ესეც კიდე ახალი ანეკდოტი. ახალ აღთქმაში რომელი შემოკლებული ფორმითაა? ოღონდ ეხლა არ მითხრა, ალილუიაორას ქვია არ გითხრა. წერია და რაც გინდა ის იძახეთ ახლა. "ჰალლელუ-იაჰ" ნიშნავს: ადიდეთ იაჰი, "იაჰ"-ი კი ღვთის სახელის შემოკლებული ფორმაა. მაგალითად სახელი ელია, ებრაულად "ელიჲაჰ და სხვები. პატივს რომ სცემდნენ, ბიბლიის მუხლებს არ შეცვლიდნენ. მართალი ხარ, ქარტველი მართლმადიდებელი ბიბლიის მთარგმნელები, ბიბლიას რომ სათანადო პატივს სცემდნენ, არ გადააკეთებდნენ ღვთის სახელს სიტყვა უფლით. მაგრამ, ვაი რომ გადააკეთეს და შეცვალეს ბიბლია სათავისოდ. სირცხვილია, სირცხვილი, მეტი არაფერი! ჩვენ კი არ ვგლეჯთ, ვთარგმნით,ეს ახალი ანეკდოტია კიდე წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ვინმემ ღვთის ძის სახელი "იესო" შეცვალოს, ანუ გადააკეთოს ქართულ ბიბლიებში სიტყვით "უფლით" ან "მხსნელით", მერე გამოვიდეს და იძახოს, მე ვთარგმნე ისო. იგივე სიბეცეს ამბობ ახლა. სახელი ამა თუ იმ ენაზე გადადის ისე, როგორც ენა იძლევა ამის მნიშვნელობას. სახელის ამოგლეჯა და მის ანგლიას სხვა სიტყვის ჩასმას, თარგმნა არ ქვია, მაგას ქვია ტექსტის შეგნებულად დამახინჯება! მე რაც დაგიწერე, იმასთან ეს რა შუაშია: "გარდა ამისა, მართლმადიდებლები, გარდა ქართულისა, ვერდნობით რუსულ და ინგლისურ ვერსიებსაც".თქვენ რას ენდობით, იმაზე არაა აქვ საუბარი. მე აღვნიშნე ფაქტი, რომ ქარტველი მართლმადიდებელი ბიბლიის მთარგმნელები, ღვთის სახელს გლეჯენ ბიბლიიდან და ცვლიან ისეთი სიტყვით რაც არ წერია იმ ადგილას, სადაც ღვთის სახელი წერია. სირცხვილია მასეთი დამოკიდებულების გამოვლენა მეტი არაფერი, რამდენჯერღა დავწერო. რაც მე დაგიწერე მას მერე, ამას როგორღა ამბობ: "სიმართლის თქმა თუ სირცხვილია, მაშინ გეთანხმები" სიმართლის თქმა სირცხვილი არაა. სირცხვილია ის რასაც თქვენი სექტა აკეთებს, გლეჯს ბიბლიიდან 7000-ჯერ ჩაწერილ ღვთის სახელს და მერე ამბობს, ჩვენ ამ სახელს ვაღიარებთო. სირცხვილია აბა რა არის მასეთი ქმედება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 Student აზრი 4.1 აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. სტუდენტის კიდე ხო, მარა აზრის მიკვირს, მაგან შემატანინა წესებში ეს მუხლი....... :DD ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 Student აზრი 4.1 აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. სტუდენტის კიდე ხო, მარა აზრის მიკვირს, მაგან შემატანინა წესებში ეს მუხლი....... :DDNukriko მე რეაგირება მოვახდინე მის პოსტზე, რადგან როგორც მოდერატორმა, გაატარე მის მიერ გამოყენებული სიტყვა "სექტა". ასე რომ, ვხედავ მექანიზმი ამუშავდა, რაც მისასალმებელია. თუ სტუდენტის მიერ დაწერილ სიტყვაზე "სექტაზე" რეაგირება მოხდებოდა თავის დროზე, მე აღარ გამოვიყენებდი იგივე "ენას". ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) მაინცდამაინც შეურაცხყოფა უნდა მიაყენო რომელიმე რელიგიის წარმომადგენელს რომ კარგად იგრძნო თავი? დაიცავი წესები და იქნები დაცული..... ყველა ოფტიკა წაიშალა... Edited December 5, 2009 by Nukriko ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts