lasha kakauridze Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 აზრი"ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში"სრულიად გეთახმები რომ ლუკა მახარობელმა ის დაწერა რაც იესო ქრისტემ თქვა მაგ დროს და არც ეჭვი მეპარება მაგაში."იეჰოვას მოწმეების ბიბლიის თარგმანში, სადაც დასვეს მძიმე ნამდვილად არ შესაბამება სისწორეს. ბიბლიის სხვა მუხლებში იესო ქრისტე ხშირად იმეორებს ამ სიტყვას "ჭეშმარიტებას გეუბნები" და მერე აგრძელებს თუ რა ჭეშმარიტებას ეუბნება. ჭეშმარიტებას გეუბნები - აქ უდავოდ ჩანს, რომ წინადადება აქ სრულდება დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში - აი აქ კი რა ჭეშმარიტებაზეა საუბარი იმას ამბობს მე არ წამიკითხია "იეჰოვას მოწმეების" გადათარგმნილი ბიბლია მაგრამ მაინტერესებს ერთი რამ, ბიბლიის სხვა მუხლებში სადაც იესო ქრისტე ხშირად ამბობს ამ სიტყვას "ჭეშმარიტად გეუბნები" სად არის დასმული მძიმე? ლევანიკოს იდეალური მაგალითი ოიყვანა როცა იესო ამბობს ჯერ არ ავსულვარ მამასთანო. თუ იესო აღდგომის შემდეგაც კი ჯერ არ იყო ასული მამასთან სამოთხეში, მაშ გამოდის რომ თქვენ რო გაგიხარდებათ ისე ჩასმული მძიმე, იესო მატყუარად გამოგყავთ. ასე რომ დაფიქრდით მაინც რას აკეთებთ და რას ასწავლით. როცა იესო ქრისტეს აღიარებთ ღმერთად აი მაშინ არანაირი პრობლემა არ არის არც ბიბლიის მუხლები ეწინააღმდეგება და არც იტყუება იესო ქრისტე მაგ დროს რადგან ის დასაბამიდან ღმერთი იყო, როცა ხორციელად მოვიდა წუთისოფელში ღმერთი იყო, სანამ ამაღლდებოდა ღმერთი იყო და ეხლაც და მომავალშიც უკუნითი უკუნისამდე ღმერთი იქნება, ის ყოველთვის მამასთან იყო არის და იქნება, ასე რომ ძნელია როცა იესო ქრისტეს არ აღიარებთ ღმერთად მაგის დარწმუნება ძალზედ ძნელია და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 აზრიადამიანის სული მოკვდავია.მარტო მაგ სიტყვებით შემოიფარგლები? მეტს ვერაფერს დაამატებდი? ეგ არის შენი არგუმენტი და განმარტებები? ნეტა სად არის ბატონი აზრის გათქმული სიტყვა, ნეტა სად არის ბატონი აზრის ბრძნული პოსტები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 lasha kakauridze ის რა მაგალითი ანუ არგუმენტი მოიყვანა ლევანიკომ ვერ გაანეიტრალე. ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესო და ბოროტმოქმედი იმ დღესვე არ წასულან ზეცაში. იესოს წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ მხოლოდ მესამე დღეს აღდგებოდა მკვდრეთით (ლუკ. 9:22). ამ სამი დღის განმავლობაში ის ზეცაში არ ყოფილა, რადგან აღდგომის შემდეგ მარიამ მაგდალელს უთხრა: "ჯერ არ ავსულვარ მამასთან" (იოან. 20:17). იესოს აღდგომიდან 40 დღე გავიდა, ვიდრე ის თავისი მოწაფეების თვალწინ ზეცად ამაღლდებოდა (საქ. 1:3, 6—11). ასე რომ სიტყვა "დღის" წინ (ლუკას 23:43-ში)მძიმის ჩასმა, ეწინააღმდეგება წმინდა წერილის სწავლებას, მნიშვნელობა აღარ აქვს იესოს ღმერთად აღიარებ თუ ღვთის ძედ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 ადამიანის სული მოკვდავია. აზრი მარტო მაგ სიტყვებით შემოიფარგლები? მეტს ვერაფერს დაამატებდი? ეგ არის შენი არგუმენტი და განმარტებები? ნეტა სად არის ბატონი აზრის გათქმული სიტყვა, ნეტა სად არის ბატონი აზრის ბრძნული პოსტები lasha kakauridze მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. შენ ასეთი რამ ითხოვე: მე ვთხოვ ყველა იეჰოვას მოწმეს სხვა მუხლები არ დამიწეროთ მე მინდა კონკრეტულად ამ ბიბლიის მუხლების განმარტება რაც მე ზემოთ მოვიკვანე, თუ ბიბლია გამოკვლეული გაქვთ ამის ახსნაც არ გაგიჭირდებათ რადგან იეჰოვას მოწმეებს სთხოვდი, მე არ გამოვეხმაურე შენს თხოვნას, რადგან არ ვარ იეჰოვას მოწმე, ალბათ იეჰოვას მოწმეები სათანადო პასუხს გაგცემენ. მე უბრლაოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე. დაველოდოთ მოწმეებს და თუ არ გამოეხმაურნენ შენს თხოვნას, მერე მე გიპასუხებ. ;) შენ არ ინერვიულო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 აზრიის რა მაგალითი ანუ არგუმენტი მოიყვანა ლევანიკომ ვერ გაანეიტრალე. ძაან მშვენივრადაც გავანეიტრალე შენ ეტკობა ღმერთის შესაძლებლობებში ვერ ერკვევი,ღმერთი ყველგან მყოფია ყველგან სუფევს დედამიწაზეც, სამოთხეშიც და ყველგან ხილულშიც და უხილავშიც, ის იმ დროს ამაღლებას გულისხმობდა რომ ჯერ არ ავმაღლებულვარო თორემ ყოველთვის იყო არის და იქნება მამასთან ის დედამიწაზეც რომ იკო მაშინაც მამასთან იყო ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 აზრი ძაან მშვენივრადაც გავანეიტრალე შენ ეტკობა ღმერთის შესაძლებლობებში ვერ ერკვევი,ღმერთი ყველგან მყოფია ყველგან სუფევს დედამიწაზეც, სამოთხეშიც და ყველგან ხილულშიც და უხილავშიც, ის იმ დროს ამაღლებას გულისხმობდა რომ ჯერ არ ავმაღლებულვარო თორემ ყოველთვის იყო არის და იქნება მამასთან ის დედამიწაზეც რომ იკო მაშინაც მამასთან იყოlasha kakauridze არასწორად გესმის საკითხი. შენ რასაც ამბობ მასე რომ იყოს, იესო გამოგყავთ მატყუარა. თურმე (შენი აზრით) იესო ყოველთვის იყო მამასთან. თურმე, იესო რომ ამბობდა მამასთან მივდივარო, მოუტყუებია მოციქულები რადგან შენი აზრით იესო მამასთან იყო როცა მოციქულებს უთხრა მამასთან მივდივარო. დაფიქრდი რას აბრალებ იესოს. :TAT: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 (edited) აზრიდაფიქრდი რას აბრალებ იესოსაან მშვენივრად ვფიქრობ კველაფერს ის ამაღლებას გულისხმობდა, შენ უფრო გამოგდის დაბრალება როცა იესო ქრისტე დედამიწაზე მოგვაწეობდა მამასთან არ იკო ?დაფიქრდი რას ამბობ :TAT: Edited October 4, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 აზრი როცა იესო ქრისტე დედამიწაზე მოგვაწეობდა მამასთან არ იკო ? lasha kakauridze როცა იესო დედამიწაზე იყო, ის ადამიანებთან იყო. როცა ზეცაში იყო, მამასთან, ანუ ღმერთთან იყო. სწორედ ამიტომ ამბობდა იესო მე მამაჩემთან მივდივარო. ასე რომ იესოს არ უთქვამს ავაზაკისთვის მე და შენ დღეს სამოთხეში მოვხვდებითო. იესო იმ დღეს დაპირდა ავაზაკს რომ ავაზაკი მომავალში სამოთხეში იქნებოდა. იესოს დაპირება სრულიად ეთანხმება მისივე ნათქვამ სიტყვებს: "ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის". როცა ავაზაკი სამოთხის პირობებში აღდგებოდა მკვდრეთით, იესოს დაპირება შესრულდებოდა. ასე რომ ლუკას 23:43-ში ჩაწერილი სიტყვები არანაირად არ ასწავლის სულის უკვდავების არაბიბლიურ თეორიას, პირიქით, ის იმაზე მიუთიტებს რომ სამოთხე, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგა, ღვთის ერთგულ ადმაინებს დაუბრუნდებათ. ეს არის ის რასაც ბიბლია ასწავლის და ცხადია მართლმადიდებლურ სწავლებებს არ შეესაბამება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika1995 Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 მე ამ პოსტებს დაუკვირდი და ერთი რამე დავაკვენი. კითხვები ისმება კრიტიკული მიზნით..... ანუ ერთმანეთის გაკრიტიკების გამო!!!ამიტომ მე თავს ვიკავებ ამ თემაში დაპოსტვით რადგან კამათში არ ჩავება.არ იფიქროთ რომ მე კითხვებზე პასუხი არ მაქვს უბრალოდ დავაში არ ვებმები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 აზრიასე რომ სიტყვა "დღის" წინ (ლუკას 23:43-ში)მძიმის ჩასმა, ეწინააღმდეგება წმინდა წერილის სწავლებას, მნიშვნელობა აღარ აქვს იესოს ღმერთად აღიარებ თუ ღვთის ძედ. თუ მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამ შემთხვევაში მე და შენ ვთქვათ რომ იესო ქრისტე ღმერთია. სხვანაირად აზრი არ აქვს ლაპარაკსროცა იესო დედამიწაზე იყო, ის ადამიანებთან იყოთუ ის ადამიანებთან იყო მაშინაც ღმერთი იყო,იმედია ღმერთის შესაძლებლობები კარგად უნდა ერკვეოდე ღმერთი ყველგანმყოფია,ის ყოვლისშემძლეა, შენ იცი როგორ გამოგდის? ღმერთმა დატოვა თანამდებობა სულ რაღაც 3.5 წელიწადით და ადამიანებთან გაერია, შენთვითონაც ხვდები მგონია, რომ რაღაც არალოგიკურია არა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 აზრი თუ მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამ შემთხვევაში მე და შენ ვთქვათ რომ იესო ქრისტე ღმერთია.lasha kakauridze შენ თუ გინდა თქვი, მაგრამ თუ ქრისტიანულ რელიგიას ყურს დაუგდებს ადამიანი, მაშინ იესოს სიტყვებს მხედველობაში უნდა იღებდეს. იესო თავის გამომგზავნელ ღმერთზე ამბობდა რომ ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიაო. ერთადერთობა გამორიცხავს იესოს ღმერთობას. მარტივია, თუ ძალად არ გაართულებ. თუ ის ადამიანებთან იყო მაშინაც ღმერთი იყო,იმედია ღმერთის შესაძლებლობები კარგად უნდა ერკვეოდე ღმერთი ყველგანმყოფია,ის ყოვლისშემძლეა, შენ იცი როგორ გამოგდის?იესო ადმაიანებთან რომ იყო, ადმაიანებთან იყო, როცა ზეცად ამაღლდა (ბიბლიის თანახმად) მაშინ ღმერთთან იყო. იესო რომ ღმერთი ყოფილიყო, ადმაიანებზე შეიძლება თქმულიყო რომ ღმერთი იხილეს,მაგრამ იესოს თვითმხილველები გასაგები ენით ამბობდნენ რომ ღმერთი არ გვინახავსო. მარა, თქვენ მაინც თქვენსას აწვებით ხოლმე, გინდა თუ არა ღმერთი იხილესო. წარმომიდგენია ასეთი რამ, მე რომ მეცხოვრა I საუკუნეში და ადამიანი იესო ქრისტე მეხილა; რამოდენიმე წლის გასვლის შემდეგ დამეწერა გრაგნილზე რომ ღმერთი არავის გვიხილავსთქო, მერე შენ და შენი საძმო დამდგარიყო და ეთქვათ, არა, აზრმა ღმერთი იხილაო, სწორი იქნებოდა ხალხო? ცხადია არა! მოციქულები და იესოს მიმდევრები გასაგებად წერდნენ რომ მიუხედავად იესო იხილეს, ღმერთი არ გვიხილავსო ამბობდნენ. თქვენ კი მათი სიტყვების არ გჯერავთ.... :TAT: ამიტომ ამ საკითხებზე იეჰოვას მოწმეებს რომ ეკამათებით აზრი არ აქვს, რადგან მათ წმინდა წერილში ჩაწერილის სწამთ, სხვა შემთხვევაში, ისინიც თქვენსავით არ დაუჯერებდნენ იმას, რაც იესოს თვითმხილველებმა დაწერეს. ნიკამ იმიტომ დაწერა არ მინდა უაზრო კამათში ჩავებაო. ღმერთმა დატოვა თანამდებობა სულ რაღაც 3.5 წელიწადით და ადამიანებთან გაერია, შენთვითონაც ხვდები მგონია, რომ რაღაც არალოგიკურია არა?მსგავსი რამ არასოდეს დამიწერია და აზრადაც კი არ მომსვლია, მაგას შენ ამბობ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 აზრიღმერთმა დატოვა თანამდებობა სულ რაღაც 3.5 წელიწადით და ადამიანებთან გაერია, შენთვითონაც ხვდები მგონია, რომ რაღაც არალოგიკურია არა? მსგავსი რამ არასოდეს დამიწერია და აზრადაც კი არ მომსვლია, მაგას შენ ამბობ. ძაან მაგრად მაცინე აზრი, მოდი მივყვეთ მსვლელობასთავიდან იყო მსჯელობა ის რომ სიტყვაში "დღეს", თუ სად უნდა დასმულიყო მძიმე. მერე შენ მოიყვანე ლევანიკოს პოსტი რომ სრულიად ეწინააღმდგებაო ბიბლიასო თუ დღის წინ დავსვამდით მძიმეს, მერე მე გითხარი როცა იესო ქრისტეს აღიარებთ ღმერთად აი მაშინ არანაირი პრობლემა არ არის არც ბიბლიის მუხლები ეწინააღმდეგებაშემდეგ შენ კიდევ დაჟინებით ამბობდი რომ ეწინააღმდეგებაო და დამიწერე ეს პოსტიასე რომ სიტყვა "დღის" წინ (ლუკას 23:43-ში)მძიმის ჩასმა, ეწინააღმდეგება წმინდა წერილის სწავლებას, მნიშვნელობა აღარ აქვს იესოს ღმერთად აღიარებ თუ ღვთის ძედესეიგი გინდ ღმერთად აღიარეო და გინდ არაო მაინც ეწინააღმდეგებაო ბიბლიასო, ხოდა ჩემო კარგო ბოლოში მე დაგიწერე პოსტი ღმერთად რომ ვაღიაროთ იესო ქრისტეთქო როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდესთქო რადგან ღმერთი ყოვლიშემძლეათქო და ყველგანმყოფიათქო და დაგიწერე ეგ პოსტი თუ შენ ღმერთად აღიარებდი ქრისტეს ეს ციტატაღმერთმა დატოვა თანამდებობა სულ რაღაც 3.5 წელიწადით და ადამიანებთან გაერია, შენთვითონაც ხვდები მგონია, რომ რაღაც არალოგიკურია არა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 (edited) lasha kakauridze ვიცოდი ამხელა პოსტს მოაყოლებდი. საქმე იმაშია რომ გინდა ღმერთად წარმოვიდგინოთ მე და შენ, მართლა არ აქვს მნიშვნელობა, ტყუილად კი არ დაგიწერე მასე. რა არის იცი? შენ ღმერთი ისე წარმოგიდგენია შენს გონებაში, როგორც მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობა გიხსნის. მეკი, ღმერთზე ისეთი თვალსაზრისი მაქვს, როგორც ამას წმინდა წერილი ასწავლის. ამ ორში, ძალიან დიდი განსხვავებაა. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთი არაა ყველგან და ყველაფერში მყოფი! ასე რომ იესო ღმერთადაც რომ მოგვეაზრებინა მე და შენ და თანაც ისეთ ღმერთად, როგორადაც წმინდა წერილი ასწავლის, იესო ვერ იქნებოდა "აქაც მე ვარ იქაც მევარ"-ად. იმედია მიხვდი ახლა. ამას გარდა, იესო ღვთის ძეა (ბიბლიის სწავლების თანახმად), ასე რომ დავუშვათ და ისე წარმოვიდგინოთ და ასე წარმოვიდგინოთო რომც ვთქვათ მე და შენ, მაინც არასწორ დასკვნამდე მიხვალ, რადგან თუ გსურს ისეთი წარმოდგენა გქონდეს ქრისტიანულ სწავლებებზე როგორიც ის სინამდვილეშია, მაშინ საკუთარ ვარაუდებს კი არ უნდა მისდიო, არამედ ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდე წმინდა წერილში გადმოცემულ სწავლებას. :TAT: Edited October 5, 2010 by აზრი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 (edited) აზრი შენ ღმერთი ისე წარმოგიდგენია შენს გონებაში, როგორც მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობა გიხსნის. მეკი, ღმერთზე ისეთი თვალსაზრისი მაქვს, როგორც ამას წმინდა წერილი ასწავლის. ამ ორში, ძალიან დიდი განსხვავებაა. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთი არაა ყველგან და ყველაფერში მყოფიმაიცა ესეიგი შენ ესეთი წარმოდგენა გაქვს ღმერთზე, რომ ყველგან მყოფი არ არის? ესეიგი მე რომ დღეს სიკეთე გავაკეთო სრულიად შესაძლებელია ღმერთმა იმ დღესვე ვერ გაიგოს ჩემს მიერ გაკეთებული სიკეთე? და შეიძლება ან ხვალ ან 10 წლის მერე გაიგოს?ან ბოროტება რომ ჩავიდინო ღმერთმა შეიძლება ჩემს მოხუცებულობაში გაიგოს? რავიცი რავიცი მემგონი კარგად ვერ გავიგე შენს მიერ დადებული ციტატა ამიტომ ამ საკითხებზე იეჰოვას მოწმეებს რომ ეკამათებით აზრი არ აქვს, რადგან მათ წმინდა წერილში ჩაწერილის სწამთ, სხვა შემთხვევაში, ისინიც თქვენსავით არ დაუჯერებდნენ იმას, რაც იესოს თვითმხილველებმა დაწერეს. ნიკამ იმიტომ დაწერა არ მინდა უაზრო კამათში ჩავებაო.აზრი, არ გეგონოს რომ მე რაღაცაზე ვკამათობდე ან ვჩხუბობდე მართლა სულით და გულით გეუბნები ამას. მე უბრალოდ ვმსჯელობ და ლოგიკას მივყვები, რა უფლება მაქვს მე სხვის სარწმუნოებაში და რწმენაში ვიჭხუბო ან ვიკამათო, ყველას თავისი მრწამსი და გაგება აქვს მე ჩემი ნიკას თავისი,შენ შენი და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ მსჯელობები და აზრების გაცვლა გამოცვლა და მეტი არაფერი, მე შენში დავინახე ერთი რამ, ძალიან კარგად აზროვნებ და კარგად მსჯელობ, როდესაც მე წავიკითხე შენს მიერ სხვადასხვა ფორუმებში შენი პოსტები მართლა ძაან მომეწონა და ძაან მომინდა შენი გაცნობა Edited October 5, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gmerti siyvarulia Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 აზრი სრულიად გეთახმები რომ ლუკა მახარობელმა ის დაწერა რაც იესო ქრისტემ თქვა მაგ დროს და არც ეჭვი მეპარება მაგაში."იეჰოვას მოწმეების ბიბლიის თარგმანში, სადაც დასვეს მძიმე ნამდვილად არ შესაბამება სისწორეს. ბიბლიის სხვა მუხლებში იესო ქრისტე ხშირად იმეორებს ამ სიტყვას "ჭეშმარიტებას გეუბნები" და მერე აგრძელებს თუ რა ჭეშმარიტებას ეუბნება. ჭეშმარიტებას გეუბნები - აქ უდავოდ ჩანს, რომ წინადადება აქ სრულდება დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში - აი აქ კი რა ჭეშმარიტებაზეა საუბარი იმას ამბობს მე არ წამიკითხია "იეჰოვას მოწმეების" გადათარგმნილი ბიბლია მაგრამ მაინტერესებს ერთი რამ, ბიბლიის სხვა მუხლებში სადაც იესო ქრისტე ხშირად ამბობს ამ სიტყვას "ჭეშმარიტად გეუბნები" სად არის დასმული მძიმე? როცა იესო ქრისტეს აღიარებთ ღმერთად აი მაშინ არანაირი პრობლემა არ არის არც ბიბლიის მუხლები ეწინააღმდეგება და არც იტყუება იესო ქრისტე მაგ დროს რადგან ის დასაბამიდან ღმერთი იყო, როცა ხორციელად მოვიდა წუთისოფელში ღმერთი იყო, სანამ ამაღლდებოდა ღმერთი იყო და ეხლაც და მომავალშიც უკუნითი უკუნისამდე ღმერთი იქნება, ის ყოველთვის მამასთან იყო არის და იქნება, ასე რომ ძნელია როცა იესო ქრისტეს არ აღიარებთ ღმერთად მაგის დარწმუნება ძალზედ ძნელია და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? მაშინ იესო ქრისტე მაშინაც იტყულებოდა როცა მისი მონათვლისას ციდან მტრედის სახით დაეშვა მასზე წმინდა სული და ციდან ხმა გაისმა ეს არის ჩემი საყვარელი ძე მას უსმინეთ(მათეს 3:17)მაშ ვინ ამბობდა იესო ჩემი ძეაო თუ ის გმერთია.ღირს ამაზე დაფიქრება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts