Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

nika1995

ეხლა მინდა განვიხილოთ ჯოჯოხეთის არსებობის არარსებობის საკითხი

 

ჩვენ იეჰოვას მომწეებს არ გვჯერა რომ ადმიანის სიკვდილის მერე მისი სული ცოცხალია და ზეცაში მიდის

მოდი განვიხილოთ ეს საკიკითხი..... ესეიგი სული არ არსებობს? ჯერ მოვიყვანოთ სახარებიდან მუხლი: ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკა 23:43)აქ მაინტერესებს შენი აზრი რატომ შეპირდა ქრისტე დღესვე ჩემთან ერთად იქნებიო? . საინტერესოა მკვდარი როგორ იქნებოდა სამოთხეში თან იმ დღესვე თუ სული არ არსებობს? რა იგულისხმა ქრისტემ ამ დაპირებაში?

 

ეხლა მდიდარსა და ლაზარეს იგავიც მინდა რომ გავიხსენოთ, მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს (ლუკა 16:22) თუ სული არ არსებობს აბრაამის წიაღში როგორ აიტაცეს როგორ ქრისტე იგავში იტყუებოდა? თუ სული არ არსებობს რა აიტაცეს ანგელოზებმა აბრაამის წიაღში?

 

ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში - მდიდარი თუ დამარხეს ჯოჯოხეტში როგორ ეწამებოდა და თან დასძენ სული არ არსებობსო აბა ვინ ეწამებოდა ჯოჯოხეთში ?

 

 

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

 

რატომ სთხოვდა მდიდარი აბრაამს თავის ძმებზე, რომ ამ სატანჯველში არ ჩაცვიდნენო? თუ სატანჯველი არ არსებობს აბა რომელ სატანჯველზე ელაპარაკებოდა მდიდარი?

 

ცეცხლის ტბაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა...... ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე (გამოცხ.20:10) თუ ისინი უკვალოდ გაქრებიან ცეცხლის ტბაში დღე და ღამ წამება რაღა უბედურებააა

 

საყოველთაო აღდგენის დროს აღდგება ყველა ადამი და ევას გარდა ხოლო ის იცხოვრებს მარადიულად ვინც აღდგომის შემდეგ აღიარებს იეჰოვა ღმერთს და მისი კანონის დამცველი იქნება

რა აზრი აქვს ბოროტების აღდგენას თუ ისევ უკვალოდ გაქრებიან? ისე ესეც საინტერესოდ თქვი ადამი და ევა რატომ არ აღდგებიან სად ამოიკითხე ბიბლიაში რომ ადამი და ევა არ აღდგებიანო გთხოვ მუხლი მიმითითო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ლიცი ;) ჩაგეთვალა. ძალიან ორიგინალურად გაეცი ჩემ შეკითხვებს პასუხი (ან შემთხვევით გაგეცა პასუხები). ისე, გამოგიტყდები რომ შენი ხელმოწერა ძალიან მომეწონა თავისი ორიგინალობითა და მოქნილობით.   ყველა

აზრი

გლობალ მოდერატორო 'ლ ი ც ი' - გამარჯობა   ამ პოსტის დაწერის შემდეგ უნდა დაამუხრუჭო. ჯერ უნდა ახსნა:   1. ვის გულისხმობ "ერთ მძლავ სტრუქტურად შეკრულს" მევრძოლთა არმიას? 2. და ვის გულისხმობ "სახელმწიფო

აზრი

აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია.   ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული

თქვენთან მოდის ორი ახალგაზრდა, რეკავს ზარს, იწყებს საუბარს ღმერთზე, გადმოგცემთ ჟურნალს "საგუშაგო კოშკი" და გთავაზობთ, მათთან ერთად შეისწავლოთ ბიბლია. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მათ

სახლში შემოუშვებთ. შეიძლება თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდეთ, რომ თქვენ სახლს ესტუმრა ტოტალიტარული სექტა "იაღოვას მოწმეები". გახსოვდეთ, რომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოებიდან" მხოლოდ ორი გზა არსებობს - ფსიქიატრიული საავადმყოფო ან სიკვდილი.

 

მაშ, ვინ არიან ეს აქტივისტ-მქადაგებლები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ქრისტე ღმერთი კი არა, მხოლოდ ღმერთის ქმნილებაა, და რომ დედამიწაზე მოსვლამდე იგი ზეცაში მთავარანგელოზი მიქაელი იყო? ვინ არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ სწავლება წმიდა სამებაზე ეშმაკის მოგონილია, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ღმერთს კი არა, სატანას ემსახურებიან, და რომ ქრისტიანული

დღესასწაულებისა და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა უდიდესი ცოდვაა? რა აიძულებთ ამ უცნაურ "ქრისტიანებს", არცთუ ალერსიანი მიღების მიუხედავად, ჯიქურ იარონ სახლიდან სახლში და იმეორონ

გაზუთხული ფრაზები? მაშ ასე, ვინ არიან და რას მოწმობენ ისინი?

 

 

"იეღოვას მოწმეებს" არ უყვართ საკუთარ თავსე საუბარი და ვერც იმაზე მეტს შეიტყობთ, რაც უკვე სწერია მათ ბრჭყვიალა ბუკლეტებში, რომლებიც ბანანის კუნძულებზე დასასვენებელ რეკლამებს უფრო მოგვაგონებს. რიგითი "მოწმეების" აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე; მმართველი კორპორაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ისტორია არ გახმაურდეს. მათ მართლაც ბევრი რამ აქვთ დასამალი, რადგან მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა მათი "ჭეშმარიტი სწავლება", იგი მრავალგზის იცვლებოდა, და ამასთან, მუდამ

"ჭეშმარიტად" რჩებოდა.

 

ყყველაფერი კი ასე დაიწყო: პიტსბურგის საგალანტერეო მაღაზიების მფლობელმა, ჩარლზ რასელმა (1852-1916წ.წ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური

განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული "გულმოდგინე გამოთვლების" შემდეგ, მან საკუთარ ჟურნალში, "სიონის საგუშაგო კოშკი", გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი "გამოცხადება". ამ "წინასწარმეტყველების"

არსი კი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა არმაგედონი, ე.ი. ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება, დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რასელის მიერ 1884 წელს დაარსებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" წევრები იქნებოდნენ. გამოაცხადა რა თავი "მოძღვრად", მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით სავსე 6-ტომეული შრომა "საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში.

 

1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებური გამოყენებისთვის. სასამართლო პროცესზე "მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, როდესაც დაიფიცა (იმ პერიოდში ამერიკის სასამართლოში

წესისამებრ ბიბლიაზე იფიცებდნენ), რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას, სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც, მაგრამ დაპირებული "ქვეყნის აღსასრული" არ

დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. "მოძღვარი" რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა, რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად "უიღბლო წინასწარმეტყველიც" გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი სამუდამო სიკვდილით უფსკრულისაკენ მიმავალ გზას გაუყენა.

 

სექტის მომდევნო ხელმძღვანელი გახდა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელმაც პირველი რაც გააკეთა, არმაგედონის ახალი თარიღი - 1918 წელი დაასახელა. ამ თარიღის მშვიდობიანად გასვლის შემდეგ, "მთელი რიგი მარტივი გამოთვლებით", რუტერფორდმა "ადამიანური ცივილიზაციის აღსასრული" 1925 წლისთვის დაადგინა. ამ წელს იმდენად დიდი იყო ქვეყნის აღსასრულის რწმენა, რომ ბევრმა ფერმერმა 1925 წლის გაზაფხულზე მინდვრებიც კი არ დაამუშავა. მორიგი კრახის შემდეგ არმაგედონის თარიღი დიდხანს აღარ სახელდებოდა, ვიდრე მან 1942 წლისათვის არ გადაინაცვლა; კვლავ "გული

მიეცა" ათასობით გულუბრყვილო ადამიანს. არმაგედონის შემდეგ "მიწაზე დამყარებული სამოთხის" მოლოდინში მათ სანდიეგოში ააშენეს ბრწყინვალე სახლი, სახელად "ბეთსარიმი" (ებრაულად "მთავართა სახლი"), რომელშიც მშვიდად ცხოვრობდა სექტის მეთაური 1942 წლამდე, თავის გარდაცვალებამდე. დავასახელებთ "საგუშაგო კოშკის" მიერ დადგენილ კიდევ რამოდენიმე თარიღს სამყაროს "გაჟლეტისა და არსებული სისტემის სრული განადგურების" წინასწარმეტყველებით: 1946 - 1955 - 1966 - 1975 და ბოლოს 1980 წელი.

როგორც ვხედავთ მათი წინასწარმეტყველებანი ცრუ აღმოჩნდა. გამოდის, რომ "იეღოვას მოწმეთა" ყველაზე საშიში მტერი მათივე ლიტერატურაა, რომელიც არამც და არამც არ მეტყველებს მათი სწავლების საღმრთო ბუნებაზე. სწორედ ასეთი წინასწარმეტყველების შესახებ ამბობს წმიდა წერილი:

 

ციტატა

წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს" (მეორე სჯული 18.22).

 

 

კერძო საუბრებში "მოწმეები" აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ სახარებით ცხოვრობენ და ნათლად ესმით ღმრთის სიტყვა. მართალია თუ არა ეს, ამის გარჩევა არ იქნება რთული, თუკი მათ "მოძღვრებას" ბიბლიას

შევადარებთ.

 

ყყველაფერი კი ასე დაიწყო: პიტსბურგის საგალანტერეო მაღაზიების მფლობელმა, ჩარლზ რასელმა (1852-1916წ.წ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური

განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული "გულმოდგინე გამოთვლების" შემდეგ, მან საკუთარ ჟურნალში, "სიონის საგუშაგო კოშკი", გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი "გამოცხადება". ამ "წინასწარმეტყველების"

არსი კი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა არმაგედონი, ე.ი. ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება, დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რასელის მიერ 1884 წელს დაარსებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" წევრები იქნებოდნენ. გამოაცხადა რა თავი "მოძღვრად", მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით სავსე 6-ტომეული შრომა "საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში.

 

1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებური გამოყენებისთვის. სასამართლო პროცესზე "მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, როდესაც დაიფიცა (იმ პერიოდში ამერიკის სასამართლოში

წესისამებრ ბიბლიაზე იფიცებდნენ), რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას, სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც, მაგრამ დაპირებული "ქვეყნის აღსასრული" არ

დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. "მოძღვარი" რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა, რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად "უიღბლო წინასწარმეტყველიც" გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი სამუდამო სიკვდილით უფსკრულისაკენ მიმავალ გზას გაუყენა.

 

 

წმიდა სამების შესახებ

 

 

- იეღოვას მოწმეები: "სწავლება სამებაზე არის არასწორი, არაბიბლიური სწავლება, რომელიც გადმოღებულია წარმართებისგან და სატანისაგან მომდინარეობს" ("საგუშაგო კოშკი". 1946 წ; გვ. 81; 1995 წ. თებერვალი, გვ.5).

 

- ბიბლია: ჯერ კიდევ ძველი აღთქმა დასაწყისშივე ამტკიცებს: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად" (დაბ. 1. 26-27). "გავაჩინოთ" – მიუთითებს შემოქმედი ღმერთის პირთა სიმრავლეზე; შემდგომ წმიდა წერილი ამბობს: "შექმნა ღმერთმა", რითაც ხაზი გაუსვა, რომ ღმერთის ამ სამ სახეში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი.

 

- ახალი აღთქმა კი მოწმობს: "და ნათელ-იღო იესო და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმა იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელ მე სათნო-ვიყავ." (მათე 3. 16-17);

 

"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28. 19);

"არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? სიტყუათა, რომელთა გეტყ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყ, არამედ მამა ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? უკეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენენ ჩემი" (იოანე 14. 10-11);

"ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი და მოგა სენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ"

(იოანე 14.26.);

"ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; მარჯვენითა უკუე ამაღლდა და აღთქუმა სულისა წმიდისა მოიღო და მოჰფინა, რომელსა-ესე თქუენ აწ ჰხედავთ და გესმის" (საქმე მოციქულთა 2.32-33)

 

- მოციქულ პეტრეს მიერ სულთმოფენობას ხალხის წინაშე წარმოთქმული სიტყვები.

 

"წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისათა და სიწმიდითა სულისათა დასამორჩილებლად და საპკურებლად სისხლისა იესო ქრისტესისა მადლი თქუენ თანა და მშდობა განმრავლდინ!" (1 პეტრე. 1.2);

"მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა

თქუენ ყოველთა თანა. ამინ." (2 კორინთელთა 13.13);

"რამეთუსამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამა, სიტყუა და სული წმიდა; ესე სამნი ერთ არიან." (1 იოანე 5.7.)

 

სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე დაფუძნებულია ბიბლიაზე.

 

 

უფალ იესო ქრისტეს შესახებ

 

 

- იეღოვას მოწმეები: "იესო არის არა ღმერთი, არამედ იეღოვას პირველი ქმნილება" (`იეღოვას მოწმეები მე-20 საუკუნეში~ 1994 წ., გვ.13); "იესო იყო განხორციელებული მთავარანგელოზი მიქაელი, და

ზეცად ამაღლებულმა სახელი მიიღო" (`რას თხოულობს ჩვენგან ღმერთი~ 1996 წ., გვ.6).

 

- ბიბლია: მათეს სახარების პირველსავე თავში ნათქვამია, რომ ბეთლემში შობილი ყრმა არის ღმერთი, რომლის შობაც ნაწინასწარმეტყველებია ძველ აღთქმაში:

 

"აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩვენ თანა ღმერთი" (მათე 1.23; ესაია 7.140); ანგელოზი კი ამგვარად აუწყებს მწყემსებს:

 

"რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკა 2.11). წმინდა პავლე მოციქული ამბობს:

 

"და აღსარებულად დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ორცითა..." (1 ტიმოთეს 3.16).

 

თავად მამა ღმერთი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ: "ესე არის ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავი" (მათე 3,17;)

 

"საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთვის" (იოანე 5. 36-37) როდესაც ჰკითხეს უფალს: ჯერ ორმოცდაათი წლისაც

არა ხარ და აბრაამი გინახავს?

 

"ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (იოანე 8. 57-58).

 

"ვარ", როგორც ძველ აღთქმაშია ნათქვამი, ნიშნავს ღმერთს: "მე ვარ, რომელიც ვარ" (დაბადება 3.14). "... დიდება ჩემი არარა არს, არამედ არს მამა ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი." (იოანე 8. 54); "მე და მამა ჩემი ერთ ვართ" (იოანე 10.30);

"თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ." (იოანე 13.13).

თავად წმიდა მოციქულები არაერთგზის საუბრობდნენ ქრისტე მაცხოვრის ღმრთაებრიობაზე. თომა მოციქული

აღდგომის შემდეგ მიმართავს მაცხოვარს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოანე 20.28). მოციქული პეტრე: "...ქრისტე ხორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა..." (რომაელთა 9. 5) "ჩუენდა ერთ არს მამა, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ მისა მიმართ, და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა

მიერ არს ყოველი და ჩუენ მის მიერ." (1 კორინთელთა 8.6); "ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესო უფალი, მას შინა ვიდოდეთ... რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე

სავსება ღმრთეებისა ორციელად" (კოლასელთა 2. 6,9). "ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან... განგამტკიცენინ თქუენ ყოველითა სიტყთა და საქმითა კეთილითა" (2 თესალონიკელთა 16-17); "დამარხვად შენდა მცნება იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე

გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა" (1 ტიმოთეს 6. 14); "და მოველოდეთ ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრებისა ჩუენის იესო ქრისტესსა" (ტიტეს 2.13) და ა.შ. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მთავარანგელოზი მიქაელი იქცა ქრისტედ; იგი მკაფიოდ განასხვავებს ღმერთს ანგელოზებისაგან (ებრაელთა 1.11-14). ქრისტეს ღმრთაებრიობის დამადასტურებელი პირდაპირი მითითებები, როგორც ვხედავთ, ბევრია. ბიბლიის საღვთისმეტყველო ლექსიკონში მხოლოდ მითითებები ბიბლიაზე რამოდენიმე გვერდს იკავებს, მაგრამ "იეღოვას მოწმეებს" ურჩევნიათ იკითხონ არა ბიბლია, არამედ ტვინის ამრევი ბრუკლინის (ა.შ.შ.) სპეციალისტების მიერ შედგენილი ბიბლიის კონსპექტი, რომელიც არ შეესაბამება ბიბლიის ჭეშმარიტ ტექსტს. სწორედ ასეთი "მისიონერების" შესახებ გვაფრთხილებს მოციქული იოანე ღმრთისმეტყველი, როდესაც ამბობს:

 

"ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარყოს, ვითარმედ იესო არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე,

რომელმან უარყოს მამა და ძე. ყოველმან, რომელმან უარყოს ძე, არცა მამა არს მის თანა და რომელი აღიარებს ძესა, მამაცა არს მის თანა" (1 იოანე 2. 22-23).

 

"იეღოვას მოწმეებს", ისევე როგორც სხვა ტოტალიტარულ კულტებს, გააჩნიათ მმართველობის მკაცრი სისტემა; მეთაურობს მმართველი კორპორაცია, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებასა და ერთადერთ ავტორიტეტს წარმოადგენს. ყველანი, ვინც შეძლეს მოენახათ საკუთარ თავში იმის ძალა და სიმამაცე, რომ დაეტოვებინათ სექტა, ამბობენ, რომ იქ მოხვედრილთ ელით არა ბიბლიის შესწავლა, არა ლოცვა და კეთილმსახური ცხოვრება, არამედ ტვინის უმოწყალო რეცხვა, რაც ამერიკული წესისამებრ ლამაზადაა გაფორმებული. "იეღოვას მოწმეს" მკაცრად ეკრძალება: საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება, დაბადების დღის აღნიშვნა, სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, სამხედრო სამსახური და ურთიერთობა იმათთან, ვინც არ მიიღო მათი მოძღვრება.

 

ასეთი კაბალური მცნებების მიზეზით ათიათასობით ოჯახი დაინგრა, ამდენივე ბავშვი დაობლდა. იეღოველთა უსაშინლეს ცდომილებას წარმოადგენს სისხლის გადასხმის კატეგორიული აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მსგავსს არაფერს ამბობს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში იღუპება ათასობით ადამიანი, რომლებიც ფანატიკურად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე; იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ბავშვები, რომელთა გადარჩენაზე უარს ამბობენ მათი მშობლები. სწავლება არმაგედონზე, რომლითაც კორპორაციას

დაშინებული ჰყავს რიგითი სექტანტები, ქადაგებს "თანამედროვე მიწიერი ცივილიზაციის სრულ განადგურებასა" და გადარჩენილი "იეღოვას მოწმეების" "უსასრულო ნეტარებით ტკბობას". ამგვარია ბრუკლინის კორპორაციის

"სახარება არმაგედონზე".

 

ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს, ჩავთვალოთ "იეღოვას მოწმეები" არაადამიანურ ტოტალიტარულ სექტად, რომელიც ლახავს ადამიანის თავისუფლებას და საზოგადოების ცხოვრებაში დამანგრეველი საწყისი შემოაქვს. სექტაში მოხვედრილი ადამიანი სოციალურად უსარგებლო ხდება ოჯახისა და სახელმწიფოსათვის. სექტა მანიპულირებს რელიგიური გრძნობებით, ქადაგებს სიძულვილს წმიდა ეკლესიისადმი, ეროვნული კულტურისადმი, ნერგავს მტრობას ადამიანებში და შეუწყნარებლობას ნებისმიერი ოპოზიციისადმი. ბევრ ქვეყანაში სექტა ოფიციალურადაა აკრძალული, რადგან მისი ქადაგების ძირითად თემას რელიგიებს შორის შუღლის გაღვივების პროპაგანდა წარმოადგენს.

 

შეგვეწიოს უფალი, რათა არ დაუშვას ამ სიმსივნის გავრცელება თანამედროვე საზოგადოებაში. მოგვცეს უფალმა სულიერი სიბრძნე, სიფხიზლე და კეთილგონიერება, რათა არ გადაგვიბირონ იეღოველებმა და არ დავუთმოთ მათ ჩვენი შვილები. როგორც მოციქული პეტრე გვაფრთხილებს,

 

"თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთუსჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ." (2 პეტრე 3. 17-18).

 

 

 

:yes: კაია

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube..

მაგარია რა :))

Nukriko

 

მაგ იუთუბის მულტფილმში რასაც წარმოგიდგენენ, არის მოწმეების დაცინვა და არანაირად არ შეესაბამება იმას რაც მოწმეებს სწამთ. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი განვიხილოთ ეს საკიკითხი..... ესეიგი სული არ არსებობს? ჯერ მოვიყვანოთ სახარებიდან მუხლი: ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკა 23:43)აქ მაინტერესებს შენი აზრი რატომ შეპირდა ქრისტე დღესვე ჩემთან ერთად იქნებიო? . საინტერესოა მკვდარი როგორ იქნებოდა სამოთხეში თან იმ დღესვე თუ სული არ არსებობს? რა იგულისხმა ქრისტემ ამ დაპირებაში?

პირველრიგში მინდა გითხრა რომ სასვენი ნიშნები არასწორად გაქვს გამოყენებული ეგ ბიბლიური მუხლი ასე წერია ბიბლიაში: 42 შემდეგ თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. 43 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“

13 წამების ბოძზე სიკვდილის პირას მყოფმა იესომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კაცობრიობის უტყუარ იმედზე. მის გვერდით ძელზე დაკიდებულმა ბოროტმოქმედმა იესოს უთხრა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესო დაჰპირდა მას: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:42, 43). ვინაიდან ეს კაცი ებრაელი იყო, მას არ სჭირდებოდა რაიმეს ახსნა სამოთხის შესახებ. მას სჯეროდა, რომ მომავალში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნებოდა.

 

განმარტება: სიტყვა „ჯოჯოხეთი“ გვხვდება ბიბლიის ბევრ თარგმანში. ზოგ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია „სამარედ“, „ქვესკნელად“, „შავეთად“ და ასე შემდეგ. არის თარგმანები, რომლებშიც „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვების ტრანსლიტერაციაა გაკეთებული (დედნის სიტყვები გადმოტანილია იმ ენის ასოებით, რომელზეც თარგმანია შესრულებული). ეს სიტყვებია „შეოლ“ (ებრაული) და მისი ეკვივალენტი „ჰადეს“ (ბერძნული). მათში იგულისხმება არა ცალკეული საფლავი, არამედ კაცობრიობის საერთო სამარე. კიდევ ერთი ბერძნული სიტყვაა „გეენა“, რომელიც სამუდამო განადგურების სიმბოლოა. როგორც ქრისტიანული სამყაროს, ისე ბევრი არაქრისტიანული რელიგიის სწავლებით, ჯოჯოხეთი არის დემონების სამყოფელი, სადაც ბოროტები სიკვდილის შემდეგ ისჯებიან (და, ბევრის აზრით, იტანჯებიან).

იტანჯებიან მკვდრები? რას ამბობს ბიბლია?

ეკლ. 9:5, 10: «ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში [„შავეთში“, სსგ, ბსგ; „ჯოჯოხეთსა შინა“, ძვო (თ-ე, ი)], სადაც მიდიხარ» (თუ მათ არაფერი იციან, ვერც ვერაფერს იგრძნობენ).

ფსალმ. 146:4: «ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები [„აზრები“, ბსგ (145:4); „ზრახვანი“, ძვო (რმე-დ)]».

 

რატომ არსებობს აზრთა სხვაობა იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთზე?

«აზრთა სხვაობასა და მცდარი შეხედულების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ბიბლიის პირველი მთარგმნელები ებრაულ სიტყვას „შეოლ“, აგრეთვე ბერძნულ სიტყვებს „ჰადეს“ და „გეენა“, ხშირ შემთხვევაში ჯოჯოხეთად თარგმნიდნენ. ბიბლიის გადამუშავებულ ვერსიებში მთარგმნელებმა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია გადმოიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აზრთა სხვაობისა და არასწორი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად» („The Encyclopedia Americana“, 1942, ტ. XIV, გვ. 81).

მთარგმნელები თანმიმდევრულად არ თარგმნიდნენ დედნისეულ სიტყვებს და თავიანთ ნაშრომებს საკუთარი შეხედულებისამებრ „ალამაზებდნენ“. მაგალითად: 1) „ძველი აღთქმის ორტომეულში“ და „მცხეთურ ხელნაწერში“ სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია „ჯოჯოხეთად“ და „სიკვდილად“. 2) საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია „შავეთად“, „ქვესკნელად“ და „ჯოჯოხეთად“. 3) ბიბლიური საზოგადოების გამოცემაში სიტყვა „შეოლ“ გადათარგმნილია „შავეთად“, „ქვესკნელად“ და „ჯოჯოხეთად“, ხოლო „გეენა“ — „ჯოჯოხეთად“ და „გეენად“. 4) ცნობილ ინგლისურ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია როგორც „ჯოჯოხეთი“, „სამარე“ და „საფლავი“, სიტყვა „ჰადეს“ კი — როგორც „ჯოჯოხეთი“ და „სამარე“. ამგვარად, ბიბლიის დედნისეული სიტყვების ზუსტი მნიშვნელობები ბუნდოვანი გახდა.

 

სიკვდილის შემდეგ ბოროტთა ტანჯვას გულისხმობდა იესო, როცა მსმენელებს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი მოუყვა?

პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ის, რაც ლუკას 16:19—31-ში წერია? როგორც ინგლისურ ენაზე გამოცემული „იერუსალიმის ბიბლიის“ სქოლიოშია ნათქვამი, ეს არის „ამბის სახით გადმოცემული იგავი, რომლის პერსონაჟებიც რეალურად არარსებული პირები არიან“. თუ ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ გამოდის, რომ ყველა, ვინც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ერთი კაცის, აბრაამის, მკერდთან უნდა დაეტიოს; თითის წვერზე დატეული წყალი არ უნდა ააორთქლოს ჰადესის ცეცხლმა; ერთი წვეთი წყალი კი საკმარისი უნდა იყოს ცეცხლში მყოფი ადამიანის გასაგრილებლად. რამდენად ლოგიკურია ეს? ამ ამბავს ვერ შევუსაბამებთ ბიბლიის სხვა მონაკვეთებს, თუ მას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ. განა შეეცდებოდა ჭეშმარიტების მოყვარული ღმერთი ჩვენი რწმენის განმტკიცებას ისეთი წიგნით, რომელშიც ურთიერთგამომრიცხავი აზრებია? ცხადია, არა. ბიბლიაში არ არის ურთიერთსაპირისპირო აზრები.

რა არის ნაგულისხმები ამ იგავში? „მდიდარი კაცი“ განასახიერებს ფარისევლებს (იხილეთ მე-14 მუხლი). ლაზარე კი განასახიერებს იუდეველთა დაბალი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ინანიებდნენ და იესოს მიმდევრები ხდებოდნენ და რომლებსაც არაფრად აგდებდნენ ფარისევლები (იხილეთ ლუკას 18:11; იოანეს 7:49; მათეს 21:31, 32). მდიდარი კაცისა და ლაზარეს სიკვდილიც სიმბოლურია და მათი მდგომარეობის ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, ღმერთმა კეთილგანწყობა გამოავლინა ერთ დროს დამცირებულების მიმართ, ხოლო ისინი უარყო, ვისაც ერთი შეხედვით იწონებდა. ამ უკანასკნელთ სტანჯავდათ განაჩენის მოსმენა მათგან, ვისაც ერთ დროს არაფრად აგდებდნენ (საქ. 5:33; 7:54).

 

ძველ ბაბილონელთა და ასურელთა რწმენით „ქვესკნელი . . . იყო საშინელი ადგილი, რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“ („The Religion of Babylonia and Assyria“, მორის ჯესთროუ უმცროსი, ბოსტონი, 1898, გვ. 581). ქრისტიანული სამყაროს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილია, ძველი ეგვიპტური რელიგიიდან იღებს სათავეს („The Book of the Dead“, ნიუ-იორკი, 1960, გვ. 144, 149, 151, 153, 161). ბუდიზმში, რომელსაც ძვ. წ. მე-6 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მოძღვრება ცივი და ცხელი ჯოჯოხეთების შესახებ („The Encyclopedia Americana“, 1977, ტ. 14, გვ. 68). იტალიის კათოლიკურ ეკლესიებში გამოსახულ ჯოჯოხეთის სცენებში შეიმჩნევა ეტრუსკების წარმოდგენების კვალი („La civiltà etrusca“, ვერნერ კელერი, მილანი, 1979, გვ. 389).

 

და აქედან გამომდინარე თუ ჯოჯოხეთში არ მიდიან ადამიანები და არ არსებოსბ ის ვასკვნით რომ არც ზეცანაში მიდის ადამიანი. ასორმოცდაოთხი ათასის გარდა

 

Nukriko

გეთანხმები აზრი

ეგ მულთფილმი არარუს იეჰოვას მოწმეების გადაღებული და რაც მანდ არის ასაული ყველაფერი სიცრუეა ეგ მულთფილმი შექმნეს ჩვენს დასაცინად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika1995

მადლობთ ნიკა ამხელა ტექსტისთვის, ადრე ნამდვილად არ იჩენდი ამხელა პოსტებისთვის ან გეზარებოდა, ან არ გქონდა პასუხები,ერთ ორ სიტყვას გადმომიგდებდი "ბიბლია უნდა იცოდეო ისე ვერ გაიგებო" და ეგ პასუხი გქონდა სულ,ეხლა ამომწურავი პასუხი გამეცი თუმცა ზოგიერთ კითხვაზე არ მიპასუხე იმედია შემდეგში როცა გეცლება გამცემ პასუხებს.

 

შენი ამხელა პოსტიდან დავინახე ორი რამ: 1) ღმერთიც შეიძლება რომ შეცდეს, 2) თქვენი რელიგია ღმერთის შიშს ადამიანში კლავთ და არღვევთ (მათე 10:28)მუხლს რომელიც ეწინააღმდეგება შენს პოსტსა და ამ მუხლს....სამწუხაროა ნიკა ამხელა პოსტი რომ დამიწერე და მხოლოდ ეს 2 რამ დავინახე და სასიკეთო ვერაფერი..

 

მოდი განვიხილოთ შენი პოსტი

პირველრიგში მინდა გითხრა რომ სასვენი ნიშნები არასწორად გაქვს გამოყენებული

შენ რა იცი სასვენი ნიშნები სად უნდა დადებულიყო? ძვ. ბერძნულ დედნისეულ ტექსტებში საერთოდ არ არსებობდა სასვენი ნიშნები და საიდან დაასკვენი რომ "დღეს" მერე ჭირდება მძიმე და არა მაგის წინ? ისე საინტერესოა ბატონმა რასელმა სად დასვა მძიმე?ქრისტიანებმა ხომ შეიყვანეს შეცდომაში ჯვარზე გააკრობით, არცაა გასაკვირვი ამაშიც შეცდა და მაგ დროს ადამიანის სულს აღიარებდა ამ პატარა სასვენი ნიშნის გამო. მოდი საერთოდ რომ არ დავსვათ მძიმე რა შინაარსის ტექსტი გამოვა? აბა ვნახოთ

 

"ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" - ამ ტექსტშიც ჩანს რომ იესო დღესვე პირდება სამოთხეს და არა ხვალ და ზეგ ... მე კი არ ვფიქრობ არამედ დარწმუნებულიც ვარ, რომ თვითნებურად არის ჩამატებული ეს სასვენი ნიშანი, ეს მაგიტომ მოუვიდატ რომ რასელი და მისი შტამომავლები თვითნებურად სვამდნენ და თარგმნიდნენ ბიბლიას და არა სულიწმინდით (მაგიტომ დაგისვი მაშინ რასელი როგორ მოქმედებდათქო)

 

მერე შენი პოსტიდან მოგაქვს თუ რა არის ჯოჯოხეთი და როგორ ითარგმნება დედნისეულ ტექსტში, ჩემთვის სულ ერთია მას "შავეთს" დაარქმევენ "სიკვდილად" "ქვესკნელად" "სამარედ" "გეენას" "ტირილი და კბილთა ღრჭენას" "გარისკნელის ბნელს" და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემთვის ეგ აღნიშნავს ღმერთისგან მიტოვებულს, დიახაც ჩემთვის იქნება სიკვდილი რომ ღმერთი მიმატოვებს მე ის ჩემი წამებაც იქნება, ტირილიც, კბილთა ღრჭენაც, გარისკნელის ბნელიც და გოგირდოვანი ცეცხლის ტბაც და არამც და არამც უკვალოდ გაქრობა, მომიტანე ბიბლიის მუხლიდა რომელიც წერია უკვალოდ გაქრებიანო და თავს დაგანებებ....ზემოთ რომ დაგიწერე ღმერთიც შეიძლება შეცდესო იმიტომ დაგიწერე რომ ესეიგი ღმერთმა ადამს რომ ჩაჰბერა "სიცოცხლის სუნთქვა" ეს სუნთქვა არის რომ ადამი უნდა ყოფილიყო უკვდავი და შენი რელიგიიდან ჩანს თითქოს ღმერთმა შექმნა უკვდავი ადამი და მერე შეცდა ღმერთი და უკვალოდ გააქრო შენ იმის ღირსიც კი არ გახადე ადამი რომ საყოველთაო აღდგომის დროს ადამი არ აღდგებაო

 

დიახაც სულს არაფრის კეთება აღარ შეუძლია ეს სიმართლეა

სიკვდილის შემდეგ ბოროტთა ტანჯვას გულისხმობდა იესო, როცა მსმენელებს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი მოუყვა?

იესო ამ იგავში გულისხმობდა თუ რა მოუვათ იმ ფარისევლებს მწიგნობრებს და ვინც ღმერთის მოსაწონი ადამიანი რომელიც ცხოვრობს უხეშად რომ ვთქვათ "ჰარიჰარალოდ" და რა მოუვიდოდა ისეტ ადამიანს რომელიც ღმერთის მოსაწონი გახდებოდა ადამიანი, შენი რელიგიიდან გამომდინარე თითქოს იესომ მოიგონა ისეთი რამ რაც არარსებობდა? ესეიგი მდიდარი რომელიც ჯოჯოხეთში მოხდა იესომ მოიგონა? ჯოჯოხეთში რომ ეწამებოდა მდიდარი ესეც მოიგონა იესომ? უცნაურია სული რომ ავიდა აბრაამის წიაღში ესეც მოიგონა ესეიგი რა გამოდის ქრისტე არარსებულზე გველაპარაკებოდა? ესეიგი ქრისტე გვატყუებდა როცა არასებულზე გველაპარაკებოდა?ის წვეთი წყალი შეიძლება შენთვის შეუძლებელია რომ არ არორთქლდებოდა მაგრამ ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი ჩემო კარგო, ეგ მაინც უნდა იცოდე.იქ უფრო ჩანს რომ იმ წვეთი წყალს რომ თხოულობდა როგორ იტანჯებოდა მდიდარი, ასევე შეიძლება ითქვას როცა ქრისტე გვეუბნება "თუ შენი თვალი გაცდუნებს უმჯობესია ის თვალი ამოიგდოო" აქ ქრისტე პირდაპირ გადათარგმნით კი არ გვეუბნება გინდათუარა ამოიგდეო შენი თვალიო მაგდროსო არამედ რა საშინელებააო გეენაო იმას გვიღწერს.

 

მეორე ის რომ გითხარი ღმერთის შიშს კლავთქო ეგ იცი რას ნიშნავს? მე ეხლა ვცხოვრობ იმით რომ ღმერთის მეშინია რომ ღმერთი დამსჯის მე თუ ჩემი ცხოვრების წილი ბოროტად გამოვიყენებ და თუ გავიგებ რომ ღმერთი უკვალოდ გამაქრობს სულ არ შემეშენდებოდა ღმერთის კაის შევჭამდი კაის დავლევდი ვიმრუშებდი ვინც არ მომეწონებოდა მოვკლავდი კიდევაც, და ჰარიჰარალოდაც გავატარებდი ჩემს ცხოვრებას,ვიტკოდი კიდევაც რაც დარჩენილი მაქვს ცხოვრება სანამ დროა მოვასწრო ჰარირიჰარალოდ ცხოვრება თორემ მერე მოკვდები თავპირიც უმმტვრევიათ ყველას აი ამას ვიტყოდი ნიკა და ღმერთის სიყვარულიც არ მექნებოდა არასდროს მაგრამ იესო პირდაპირ მეუბნება გეშინოდესო ღმერთისო (მათე 10:28)და დარწმუნებული ვარ ყველას რომ სჯეროდეს რომ ღმერთი არ დასჯის ვინც ცუდად მოიქცევა, მხოლოდ უკვალოდ გაქრებიან აქ მსოფლიოში დაიმკვიდრებს დიდი ბოროტება და დიდი ქაოსი. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანებს ღმერთის შიში აქვს რომ მერე არ დაისაჯონ, შიშით მერე სიყვარულიც მოდის სხვანაირად კიდევ ვიმეორებ იქნებოდა მსოფლიოში დიდი ქაოსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika1995

ცეცხლის ტბაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა...... ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე (გამოცხ.20:10) თუ ისინი უკვალოდ გაქრებიან ცეცხლის ტბაში დღე და ღამ წამება რაღა უბედურებააა

რა აზრი აქვს ბოროტების აღდგენას თუ ისევ უკვალოდ გაქრებიან? ისე ესეც საინტერესოდ თქვი ადამი და ევა რატომ არ აღდგებიან სად ამოიკითხე ბიბლიაში რომ ადამი და ევა არ აღდგებიანო გთხოვ ბიბლიიდან მუხლი მიმითითო

ამ კითხვებზე რატომ არ მიპასუხე? ეტყობა აქაც არ გაქვს პასუხი, მე უფრო იცი რა დავასკვენი? სადაც გაქვს პასუხი დიდ ტექსტებს მიწერ და სადაც არ გაქვს პასუხი იმას უგულებელყოფ და არ მიწერ ამაზე ვიცი რასაც დამიწერ და თუ გინდა არ შეიწუხო თავი აი ამას დამიწერ "ბიბლია უნდა იცოდეო თავიდან ბოლომდე და მერე გაიგებო ისე ვერაო" დავიჯერო "იეჰოვას მოწმეები" ყველას აქვს წაკითხული ბიბლია ვისაც არ აქვს წაკითხული ბიბლია ან ეზარება კითხვა ისეთს არ მიიღებთ თქვენს რელიგიაში? მართლა მაინტერესებს ნიკა ვისაც ბიბლია არ აქვს წაკითხული ან არ იცის კითხვა მიიღებთ თქვენს სარწმუნოებაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika1995

შენ რა იცი სასვენი ნიშნები სად უნდა დადებულიყო? ძვ. ბერძნულ დედნისეულ ტექსტებში საერთოდ არ არსებობდა სასვენი ნიშნები და საიდან დაასკვენი რომ "დღეს" მერე ჭირდება მძიმე და არა მაგის წინ?

lasha kakauridze

 

მოდი სანამ nika1995 გიპასუხებს პოსტებზე, შენ მიპასუხე, საიდან დაასკვენი რომ "დღეს" წინ ჭირდება მძიმე და არა მაგის მერე? :givi: იმედია მიპასუხებ შეკითხვაზე.. :TAT:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha kakauridze

 

ჩემი აზრით, nika1995 სწორად მსჯელობს. სიტყვა "დღის" წინ შეუძლებელია მძიმის დასმა სულ უმარტივესი მიზეზის გამო. ეს ის მიზეზია რო იესო აღდგომის შემდეგ მარიამს ეუბნება რომ ჯერ არ ასულა მამასთანო. თუ სიტყვა "დღის" შემდეგ დაისვება მძიმე, მაშინ იესოს ნათქვამს აღარ ეწინააღმდეგება ფრაზა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მოდი სანამ nika1995 გიპასუხებს პოსტებზე, შენ მიპასუხე, საიდან დაასკვენი რომ "დღეს" წინ ჭირდება მძიმე და არა მაგის მერე? იმედია მიპასუხებ შეკითხვაზე..

 

"ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში"

 

იქიდან დავასკვენი ჩემო კარგო, რომ სიტყვა "დღეს"ლუკა მახარობელს რომ ამოეგდო ზუსტად როგორც თქვენ გინდათ, ის ფრაზა გამოვიდოდა .....ან "დღეს" მაგივრად ეტკოდა "როცა მოვალ" ან სხვა რამეს, იქ თითქოს სიტყვა "დღეს" სრულიად არ იყო საჭირო ანუ ზედმეტი იყო რომ თქვენს სასიკეთოდ დაეწერა, მაგრამ რახან ეს სიტყვა გამოიყენა ესეიგი იქ იგულისხმა დღესვე 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში

levaniko

ჩემი აზრით, nika1995 სწორად მსჯელობს. სიტყვა "დღის" წინ შეუძლებელია მძიმის დასმა სულ უმარტივესი მიზეზის გამო. ეს ის მიზეზია რო იესო აღდგომის შემდეგ მარიამს ეუბნება რომ ჯერ არ ასულა მამასთანო. თუ სიტყვა "დღის" შემდეგ დაისვება მძიმე, მაშინ იესოს ნათქვამს აღარ ეწინააღმდეგება ფრაზა.

არაფერიც არ იცვლება ლევანიკო, შენ მთავარია იესო ქრისტე ღმერთად აღიარე და მერე ნახე როგორ კარგათ ეწყობა ყველაფერი და არც არაფერი აზრი არ იცვლება მაგ დროს რადგან ავაზაკი უკვე სამოთხეში იკო იესომ რომ ეგ ფრაზა წარმოთქვა "მარიამს ეუბნება რომ ჯერ არ ასულა მამასთანო" აბა რა გიყო იესოს ღმერთად არ აღიარებ სამწუხაროა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

"ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში"

 

იქიდან დავასკვენი ჩემო კარგო, რომ სიტყვა "დღეს"ლუკა მახარობელს რომ ამოეგდო ზუსტად როგორც თქვენ გინდათ, ის ფრაზა გამოვიდოდა .....

lasha kakauridze

 

სულაც არ იყო იმის საჭიროება ლუკას ამოეგდო სიტყვა დღეს. :) პირიქით, ლუკამ დაწერა ის, რაც იესომ უთხრა თავის გვერდით ძელზე გაკრულ ავაზაკს. იესოს სიტყვების არსი იმაში მდგომარეობას, რომ მიუხედავათ იმ მდგომარეობისა, რომელშიც იესო და ავაზაკი იქყვნენ, იესოს შეეძლო იმის დაპირება რაც დაპირდა ავაზაკს. ამიტომ სიტყვა "დღეს" დიდ მნიშვნელობას ატარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე იქნებოდა: დღეს ხომ ასეთ მდგომარეობაში ვართ, თითქოს უძლური ვარ რომ დაგეხმარო, მაგრამ დადგება დრო და იქნები სამოთხეში.

 

ან "დღეს" მაგივრად ეტკოდა "როცა მოვალ" ან სხვა რამეს, იქ თითქოს სიტყვა "დღეს" სრულიად არ იყო საჭირო ანუ ზედმეტი იყო რომ თქვენს სასიკეთოდ დაეწერა, მაგრამ რახან ეს სიტყვა გამოიყენა ესეიგი იქ იგულისხმა დღესვე 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში

 

:givi:

 

ახლა მასე თუ ვიმკითხავეთ იესო სხვა ნაირად ისტყოდაო ისაო ესაო, შორს წავალთ. ფაქტი ერთია და ვერ გაექცევი:

 

1. ახალი აღთქმის დედნისეულ ხელნაწერში, სასვენი ნიშნები არაა გამოყენებული, შესაბამისად ამა თუ იმ მუხლში, სასვენი ნიშანი იქ უნდა ჩასვას მთარგმნელმა, რაზეც თავად ტექსტი აძლევს ამის უფლებას:

 

2. ლევანიკოს იდეალური მაგალითი ოიყვანა როცა იესო ამბობს ჯერ არ ავსულვარ მამასთანო. თუ იესო აღდგომის შემდეგაც კი ჯერ არ იყო ასული მამასთან სამოთხეში, მაშ გამოდის რომ თქვენ რო გაგიხარდებათ ისე ჩასმული მძიმე, იესო მატყუარად გამოგყავთ. ასე რომ დაფიქრდით მაინც რას აკეთებთ და რას ასწავლით.

 

 

ლევანიკოს ვეთანხმები ამაში:

 

ჩემი აზრით, nika1995 სწორად მსჯელობს. სიტყვა "დღის" წინ შეუძლებელია მძიმის დასმა სულ უმარტივესი მიზეზის გამო. ეს ის მიზეზია რო იესო აღდგომის შემდეგ მარიამს ეუბნება რომ ჯერ არ ასულა მამასთანო. თუ სიტყვა "დღის" შემდეგ დაისვება მძიმე, მაშინ იესოს ნათქვამს აღარ ეწინააღმდეგება ფრაზა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

9. ადამიანის სული უკვდავია თუ არა?

 

 

დაბ. 2,7 გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

ადამიანს სული მისცა ღმერთმა, ის არ არის მატერიალური. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის მას სული არ შთაუბერია.

 

ეკკლე-სიასტე 12,7 მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

სიცოცხლის სუნთქვა - უკვდავი სულია.

 

საქმე 20,9-12 ევტიხი, რომელიც პავლეს უსმენდა, ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. „ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანავეა“. პავლემ პური გატეხა და ჭამა, განთიადამდე საუბრობდა: „ამასობაში ის ყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი“.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

ვიდრე სული სხეულშია, ადამიანი ცოცხალია, ხოლო როცა მას სული განშორდება, ის კვდება.

 

ლუკა 16,22-23 მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

ბოროტი ადამიანის სული მიდის სატანჯველში, ხოლო პატიოსანი ადამიანის სული - სასუფეველში.

 

მათე 22,32 მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

ღმერთისთვის ყველა ცოცხალია, რადგანაც კარგა ხნის მკვდარი აბრაამის, ისააკის, იაკობის სულები უკვდავია.

 

ფილიპ. 1,23-24

იხ. 2 კორ. 5,1-10 მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

მოციქულებს დიდი სურვილი აქვთ დატოვონ თავიანთი სხეული და სულით მივიდნენ უფალთან.

 

გამოცხ. 6,9-10 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სულებისათვის“.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

მოციქულ იოანეს გამოცხადებაში კარგად ჩანს, რომ კვდება ადამიანის სხეული, ხოლო სული განაგრძობს არსებობას.

 

1 პეტრე 3,18-19 რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც.

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :

იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და უქადაგა იქ მყოფ სულებს.

 

კვდება არა სული? დედამიწაზე ელოდებით იაღოველები სამოთხეს არა?

Edited by lasha kakauridze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2. იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ღმერთი

 

მათე 28,19 ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

 

1იოანე 5,7 რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია.

 

განმარტება:

ვინაიდან ერთი ღმერთის - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ვინათლებით და ეს სამი ერთია, ხოლო მამა არის ღმერთი, ამიტომ ძეც და სულიწმიდაც ღმერთია, არა სამი ღმერთი, არამედ ერთი - მამა, ძე და სულიწმიდა.

 

ესაია 9,6 რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.

 

განმარტება:

ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ დაიბადება ღმერთი ძლიერი.

 

რომ. 9,5 ...არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული.

 

იოანე 1,1 თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.

 

განმარტება:

ძე ღვთისას ბიბლიაში „სიტყვა“ ეწოდება.

 

იოანე 10,30 მე და მამა ერთი ვართ.

 

განმარტება:

იესო თავად ამბობს, რომ ის და მამა ერთია, ე.ი. მამა ღმერთია და ძეც ღმერთია.

 

1 ტიმ. 3,16 უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში.

 

განმარტება:

მოციქული პავლე წერს, რომ „ღმერთი გამოჩნდა ხორცით“. ვინ გამოჩნდა ხორციელად? მამა ღმერთი? - არა. სულიწმიდა ღმერთი? - არა. მხოლოდ ძე, ე.ი. ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელიც ხორციელად იშვა, ღმერთია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვთხოვ ყველა იეჰოვას მოწმეს სხვა მუხლები არ დამიწეროთ მე მინდა კონკრეტულად ამ ბიბლიის მუხლების განმარტება რაც მე ზემოთ მოვიკვანე, თუ ბიბლია გამოკვლეული გაქვთ ამის ახსნაც არ გაგიჭირდებათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

9. ადამიანის სული უკვდავია თუ არა?

 

ადამიანის სული მოკვდავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...