Jump to content
Planeta.Ge

სულიერი სამყაროს მსგავსება


Recommended Posts

არის ქვეყნად მეგობრობა და არის სიყვარული - მაგრამ შესაძლებელია სრულიად უცხო და უნახავ ადამიანთან სულიერი სიახლოვე გაკავშირებდეს: აზრთა თანხვედრა და ერთნაირი მსოფლმხედველობა. რომელი ცნობილი ადამიანია თქვენთვის ყველაზე ახლობელი და რატომ? (ყველა დროის მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი თუ სხვა...) ვისთან ისურვებდით გასაუბრებას და აზრის გაზიარებას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ არ ვიცი, ეხლა Beethovenი გამახსენდა რატომღაც :lol:

 

არ ვგავარ მგონი, მაგრამ მაგას გავესაუბრებოდი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტიცინ ტაბიძე და მე ვიქნებოდით მეგობრები, რომ მომცემოდა მაგის საშუალება :| ჩანახატებს რომ ვკითხულობ სულ ეგრე ვფიქრობ...

 

მაგრამ რა თქმა უნდა მე და ჯიმი უფროო ახლობლები ვიქნბეოდით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

დავიდ კოვერდეილი!

თავს უფლებას ნამდვილად არ მივცემ ამ ღმერთკაცს შევედარო!

 

მაგრამ რაღაც სულიერ მსგავსებას ვგრძნობ :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რავი, ალბათ ტერენტი გრანელს, მაინც პირველი ნამდვილი ქართველი გოთი იყო, მაგარი კაცი

 

:mamao:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
. რომელი ცნობილი ადამიანია თქვენთვის ყველაზე ახლობელი

კოლაუ ნადირაძე

 

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...