babuagiorgi Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 (edited) არ ვმალავ იმას რომ კარგა ხანია საარჩევნო პროგრამაზე და პიარზე ვმუშაობ. ისიც დავწერერე რომ ჩეხეთში ადგილობრივ არჩევნებში მინდა მოვსინჯო ზოგიერთი რამ იქედან, რაც მაქვს ამის თაობაზე დამუშავებული. საქართველოს თაობაზე მაქვს საკმაო ინფორმაცია, მაგრამ ადგილზე ყოფნით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს. ერთი მხვრივ დამეხმარებით მე და მეორე მხვრივ შეიძლება აქ გამოთქმული აზრები გამოდგეს რომელიმე პარტიას და თან გაერთობით რა ბოლო-ბოლო კარგი საქმე გაკეთდება ყველა შემთხვევაში. შეგვიძლია გავარჩიოთ ეს საკითხი თეზისებით, ან ვთქვათ პროგრამის ცალკეული მიმართულებით და საერთოდ რა პრიორიტეტული საკითხები უნდა დააყენოს პარტიამ საარჩევნო პროგრამაში. დავიწყებ ჩემი თეზისით. ესეც იყო ადრე აქ მოთავსებული. თეზისი დაკარგული ტერიტორიების თაობაზე. ამ თეზის რამდენად ვიცი უკვე ორი პარტია გამოიყენებს. ნუ უმეტესობას აქვს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", რაც არარეალურია ახლო მომავალში და ჩემი აზრით პარტიამ ასეთი თეზისი არ უნდა გამოიყენოს. თან ასეთი თეზისით ძნელია აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების დაწყება. მაშ ასე: "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეიურე სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის" ჩემი აზრით ეს თეზისი შეესაბამება რეალობას. თქვენ რას იტყვით? Edited September 6, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეიურე სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის" ეგრე არ წავა,რადგან მოწინააღმდეგე მხარეებში აფხაზეთი და ოსეთი იგულისხმება.პირდაპირ ლაბავოი უნდა ითქვას,რომ მოლაპარაკებებს გავმართავთ რუსეთთან. სხვანაირად მაგ ტერიტორებს ვერ დავიბრუნებთ.მაგ შემთხვევაშიც საეჭვოა,მაგრამ მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 საარჩევნო პროგრამა ამდენ უაზრო საუბარს საქმს კეთება სჯობიატერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ ეტაპზე სწორედ ეს თემა მიმაჩნია უაზრო საუბრად, სამწუხაროდ! რას ნიშნავ ტერიტორის დაკარგვა, ჩვენს მაგივრად სხვის ძალით დასახლებას?მაგრამ მაშინ რა ჰქვია შენი ტერიტორიის საკუთარი ნებით დათმობასა და მიტოვებას და იმის ლოდისნ, თუ იქ სავსებით მშვიდობიანად სხვა ვინმე როდის დაესახლება, იმიტომ, რომ ჩვენი იქ დაბრუნება თითქმის არარეალურია დღევანდელი ქართული ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე. წინა კვირას ვიყავი ქიზიYში, ჩემს სოფელში და მარტო ჩვენს პატარა უბანში 75 სახლია გამოკეტილი. ახალგაზრდობის რაოდენობა არის სადღაც 15-20% დარჩენილი მოსახლეობის, ესეც იმიტომ, რომ მათ იქიდან გადასახვეჭი სახსრები არ გააჩნიათ. დანარჩენები არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლები ჯოხით ხელში ძლივს ახერხებენ ეზოში გამოსვლას. დედულეთის მხრივ, ზემო იმერეთში, ჩვენს სოფელში მკვიდრი მოსახლე ზამთარ ზაფულ არის ერთადერთი!!!!! ოჯახი, რომელსაც შვილები უკვე თბილისში ყავთ გადმოსახლებული. ეხლა მე მაინტერესებს, რად გვინდა ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვთქვათ ხვალვე აღსდგა, მერე? რაც გვაქვს იმას რა თავში ვიხლით??? საქართველოს რეგიონების აბსოლუტური უმრავლესობა არის დოტაციური და იქეთ შესანახ-გამოსაკვები ცენტრის მიერ, მათ არანაირი სარგებელი სახელმწიფოსთვის არ მოაქვთ. იქ არ იქმნება არაფერი, ან იმდენად ცოტა, რომ თავად რეგიონსაც კი არ ეყობა საარსებოდ. ამ რაღაცა უაზრო დროშები ფრიალს და რუსთაველზე წივილ-კივილს აგერ უკვე 20 წელია ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. მე რომ რომელიმე პარტიის ადგილას ვიყო, სამოქმედო პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ რეგიონების განვითარებასა და თავკომბალა მონსტრის - თბილისის მაქსიმაულრად განტვირთვას შევიტანდი. მე თუ მკითხავთ, საერთოდ, ვინც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, საერთოდ გავანთავისუფლებდი ყოველგვარი გადასახადებისგან 20-25 წელი, ან მეტი, დავუწესებდი მაქსიმალურად დაბალ კომუნალურ ტარიფებს, მაქსიმალურად დავეხმარებოდი კრედიტებით. ეს რათმაუნდა მოკლევადიან დიდ მოგებას არ მოიტანს, მაგრამ პერსპექტივაში ეკონომიკურად აქტიურ სივრცეს რამდენჯერმე გავზრდიდი და დღევანდელივით მარტო თბილისით არ შემოვფაგლიდი, რაც პერსპექტივაში რამოდენიმეჯერად მოგებას მისცემდა ქვეყანას და ბიზნესსაც. რახან რუსი ტანკი არ დგას ქართლის, კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის დაუმუშავებელ და მიგდებულ-მიტოვებულ მიწებზე, ამიტომ ისინი ითვლება რომ ჩვენია და არ დაგვიკარგავს? ან მათი დაბრუნება (დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში) საჭირო არაა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 მე რომ რომელიმე პარტიის ადგილას ვიყო, სამოქმედო პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ რეგიონების განვითარებასა და თავკომბალა მონსტრის - თბილისის მაქსიმაულრად განტვირთვას შევიტანდი. 100%მე თუ მკითხავთ, საერთოდ, ვინც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, საერთოდ გავანთავისუფლებდი ყოველგვარი გადასახადებისგან 20-25 წელი, ან მეტი, დავუწესებდი მაქსიმალურად დაბალ კომუნალურ ტარიფებს, მაქსიმალურად დავეხმარებოდი კრედიტებით. ზუსტად მაგას პირდებოდა მიშა გლეხებს "რევოლუციამდე". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 მე რომ რომელიმე პარტიის ადგილას ვიყო, სამოქმედო პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ რეგიონების განვითარებასა და თავკომბალა მონსტრის - თბილისის მაქსიმაულრად განტვირთვას შევიტანდი. გეთანხმები. ამ თეზის რომელიც მოვათავსე, თავისი ახსნა აქვს. ეს კი ოდნავ მოგვიანებით.აქ ზუსტად რომ აქცენტი რეგიონების განვითარებაზეა გაკეთებული. პრინციპში ტერიოტორული პრობლემატიკის ეკონომიური ბერკეტებით გადაწყვეტაზეა საუბარი. ""ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის გეგმის ნიმუშში" დაკარგული ტერიტორიების იურიდიულ სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორისსაქართველოში ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად მიახლოებით 15 – 20 წლის სამოქმედო გეგმით.ამ გეგმის განხორციელებისათვის გასათვალისწინებელია საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი და აქედან გამომდინარე უნდა მიღებულ იქნას ოფიციალური გადაწყვეტილებები: ა). მიღებულ უნდა იქნას ოფიციალური დოკუმენტი სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე;ბ). რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის პრიორიტეტი;გ). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეიურე სტატუსის შენარჩუნება;დ.) საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის მიღწევა;ე). კანონის მიღება ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე. ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის პროცესი უნდა გაიყოს 5 ეტაპად: 1. მოსამზადებელი ეტეპი (2-3 წელი): ა). რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა;ბ). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენა;გ). საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობა;დ). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მოწყობის თაობაზე მორატორიუმის მიღება;ე). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა;ყ). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის უფლება განურჩევლივ მოქალაქეობისა. 2. ეკონომიკური ზეგავლენა დარეგულირების პროცესზე (8 –10 წელი). ამ ეტაპზე ფინანსების დაბანდება უნდა მოხდეს არა თვით რეგიონში, არამედ მოსაზღვრე რეგიონებში ქართლში და სამეგრელოში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული უნდა იქნას ზუგდიდში და გორიში: ა). თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ზონებს გორისა და ზუგდიდის რაიონში, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის შესყიდვისა და საბაზრო ურთერთობებისათვის რეგიონების საზღვრებთან სავაჭრო ცენტრბის შექმნა;ბ). კაპიტალის დაბანდებას და ინვესტორების მოწვევა გორისა და ზუგდიდის რაიონებში და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით შექმნა;გ). რეგიონებიდან შემოსული მუშების შეღავათიანი სამედიცინო დაზღვევა. 3. ეკონომიური ესპანსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში (5 – 6 წელი), რომელიც ითვალისწინებს ქართველი ბიზნესმენების ეკონომიკური მხარდჭერას: ა). უპროცენტო კრედიტების გაცემა;ბ.) პროდუქციის რეალიზაციის დახმარება. 4. მესამე ეტაპის განხორციელების შუა პერიოდიდან ერთობლივი ღონისიებების დფინანსება და ჩატარება აღნიშნულ რეგიონებში (2 წლი მესამე ეტაპიდან + 2 წელი): ა). რეგიონებში მომუშავე ერთობლივი მედია საშუალებების დაფინანსება;ბ). კულტურული ღონისიებების დაფინანსება;გ). ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;დ) ინდივიდუალური მუშაობის დაფინანსება. 5. ბოლო ეტაპი, ერთობლივი კონსულტაციები ტერიტორიული მოწყობისა თაობაზე და რეფერენდუმის ჩატარება ." პ.ს. ესც ადრე მქონდა მოთავსებული. ოდნავ შესწორებული ვარიანტი. ეგრე არ წავა,რადგან მოწინააღმდეგე მხარეებში აფხაზეთი და ოსეთი იგულისხმება.პირდაპირ ლაბავოი უნდა ითქვას,რომ მოლაპარაკებებს გავმართავთ რუსეთთან. სხვანაირად მაგ ტერიტორებს ვერ დავიბრუნებთ.მაგ შემთხვევაშიც საეჭვოა,მაგრამ მაინც. დიტო, ლაბავოით ჯიხვები ურტყამენ, პოლიტიკაში ლაბავოი სისუელეა. ნუ ეხლა თუ ჯიხვები არ ვართ მაშინ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 ხო, მხოლოდ ერთ მოენტზე არ დაფიქსირდეთ. მე თემის დასაწყისში შემოგთავაზეთ მხოლოდ თეზისი და აქედან გამომდინარე შეკითხავც იყო, უკეთეისა ეს თეზისი "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა". ამ თეზის შევადარე "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეიურე სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის" ეს თეზისი. როდესაც ის პირველი მომენტალურად არარეალური. რატომ უნდა შესთავაზოს პარტიამ არარეალური თეზისი ხალხს. არ მოვრჩეთ ამ პაკაზუხობას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 მე წაკითხული მაქვს თქვენ საიტზე დადებული ეგ სტრატეგია. თქვენ ეკონომიური მეთოდების მომხრე ხართ მაგ საქმეში და მაგაში გეთანხმებით. რეალურათ, ჩვენნაირმა ხალხმა სხვა რა უნდა დაწეროს? მაგრამ პრაქტიკულად, დღეს ხელისუფლება არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელსაც მაგ ან სხვა პროგრამის განხორციელება შეუძლია.შევარდნაძის მიდგომამ უფრო დააშოშმინა სიტუაცია და უფრო ახლოს ვიყავით კონფლიქტების მოგვარებასთან. 8 წლის უკან გამოვიარეთ სამაჩაბლო ოჯახთან ერთად და ეხლა გაოცებას ვარ, როცა ვადარებ მაშინდელ მოგონებებს და დღევანდელ ამბებს. ამაზე ცალკე თემის შექმნა ღირს! შევარდნაძის ყველა მიღწევა განიავა მიშამ. გავიმეორებ, რატომ იძახიან მიშა შევარდნაძის საქმეს აგრძელებსო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 მე წაკითხული მაქვს თქვენ საიტზე დადებული ეგ სტრატეგია. თქვენ ეკონომიური მეთოდების მომხრე ხართ მაგ საქმეში და მაგაში გეთანხმებით. რეალურათ, ჩვენნაირმა ხალხმა სხვა რა უნდა დაწეროს? მაგრამ პრაქტიკულად, დღეს ხელისუფლება არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელსაც მაგ ან სხვა პროგრამის განხორციელება შეუძლია.შევარდნაძის მიდგომამ უფრო დააშოშმინა სიტუაცია და უფრო ახლოს ვიყავით კონფლიქტების მოგვარებასთან. 8 წლის უკან გამოვიარეთ სამაჩაბლო ოჯახთან ერთად და ეხლა გაოცებას ვარ, როცა ვადარებ მაშინდელ მოგონებებს და დღევანდელ ამბებს. ამაზე ცალკე თემის შექმნა ღირს! შევარდნაძის ყველა მიღწევა განიავა მიშამ. გავიმეორებ, რატომ იძახიან მიშა შევარდნაძის საქმეს აგრძელებსო? მოდით რა ნუ ვისაუბრებთ ხელისუფლებაზე. აქ არ ვარჩევთ იმას არის თუ არა ხელისუფლება ამის გამკეთებელი, არამე მაქსიმალურად მინდა მივუახლოვო პარტიის საარჩევნო პროგრამა რეალურ შესაძლებლობებს.აქ ვერ გაოვრიცხავთ პიარის ელემენტებსაც, უბრალოდ არ გამოდის. ხო და ამ მხვრივაც ზემოთ ხსენებული თეზისის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ეს ნიმუშიც.რაც თვენ გაქვთ ჩემს საიტზე წაკითხული, იმის შემდეგ მანდა ასე 20%-ი შევცვალე. უბრალოდ მინდა მაქსიმალურად დავუახლოვო შესრულების შესაძლებლობებეს და თან ისე, რომ ზიანი არ მოიტანოს ასეთმა პროექტმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 მხოლოდ სოც. პროგრამებსა და სოფლის მეურნეობას რომ მივაწვე არ მომისმენთ? აი აზრზე არა ვარ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს და რა ვქნა? (გზა და გზა ვაწყობ აზრებს, ამიტომ არეული და შესაძლოა ზოგჯერ გაურკვეველიც იყოს. კი გთხოვეთ წერის ნიჭი მათხოვეთ მეთქი და არავინ გაიმეტეთ.. ) და კიდევ ერთი ნიუანსი, თანხებს არ ვითვლი, ეყოფა არ ეყოფა ბიუჯეტი გზა-გზა დავთვალოთ. 1. ჯანმრთელობა და სოც. დაზღვევა შეიქმნას სახელმწოფო სადაზღვევო და სოც სისტემა (თუ რაც ჰქვია) და ყველა დასაქმებული და დაუსაქმებელი სავალდებულო წესით გაერთიანდეს ბაზაში. ნებისმიერი შრომითი (ჩემის აზრით მხოლოდ ვადიანი) კონტრაქტი სავალდებულო წესით - ბაზაში. დასაქმებული იხდის თანხას (რაც გინდათ ის დაარქვით, სოც გადასახადი, დაზღვევა, საპენსიო ფონდი, თუნდაც გაერთიანდეს საშემოსავლოსთან) კონტრაქტისა და სამუშაოს ტიპის მიხედვით შესაბამის გარკვეულ თანხას. (მუშა ნაკლებ პროცენტს, დირექტორი მეტს, ყარაული ნაკლებს, პროგრამისტი მეტს) შეიქმნას მუნიციპალური პოლიკნინიკები (უბნების მიხედვით) და საავადმყოფოები. უფასო სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტი ყველასთვის, მათ შორის დიალიზი და მსგავსი მომსახურებანი (გარდა პლასტიკური ქირურგია და ეგეთი მაიმუნობებისა) მედიკამენტები უფასო - სტაციონარული მოსახურებისას (მგონი ეგრე ჰქვია საავადმყოფოში მკურანალობას)ამბულატორიული მკურნალობისას - სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მეტი პროცენტი დაფინანსებისა პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა აიგოს ჯანდაცვაზე, არ არსებობს არ ჰყოფნის თანხები, ჯერ ჯანდაცვა, მერე დანარჩენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 (edited) მხოლოდ სოც. პროგრამებსა და სოფლის მეურნეობას რომ მივაწვე არ მომისმენთ? აი აზრზე არა ვარ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს და რა ვქნა? (გზა და გზა ვაწყობ აზრებს, ამიტომ არეული და შესაძლოა ზოგჯერ გაურკვეველიც იყოს. კი გთხოვეთ წერის ნიჭი მათხოვეთ მეთქი და არავინ გაიმეტეთ.. ) და კიდევ ერთი ნიუანსი, თანხებს არ ვითვლი, ეყოფა არ ეყოფა ბიუჯეტი გზა-გზა დავთვალოთ. 1. ჯანმრთელობა და სოც. დაზღვევა შეიქმნას სახელმწოფო სადაზღვევო და სოც სისტემა (თუ რაც ჰქვია) და ყველა დასაქმებული და დაუსაქმებელი სავალდებულო წესით გაერთიანდეს ბაზაში. ნებისმიერი შრომითი (ჩემის აზრით მხოლოდ ვადიანი) კონტრაქტი სავალდებულო წესით - ბაზაში. დასაქმებული იხდის თანხას (რაც გინდათ ის დაარქვით, სოც გადასახადი, დაზღვევა, საპენსიო ფონდი, თუნდაც გაერთიანდეს საშემოსავლოსთან) კონტრაქტისა და სამუშაოს ტიპის მიხედვით შესაბამის გარკვეულ თანხას. (მუშა ნაკლებ პროცენტს, დირექტორი მეტს, ყარაული ნაკლებს, პროგრამისტი მეტს) შეიქმნას მუნიციპალური პოლიკნინიკები (უბნების მიხედვით) და საავადმყოფოები. უფასო სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტი ყველასთვის, მათ შორის დიალიზი და მსგავსი მომსახურებანი (გარდა პლასტიკური ქირურგია და ეგეთი მაიმუნობებისა) მედიკამენტები უფასო - სტაციონარული მოსახურებისას (მგონი ეგრე ჰქვია საავადმყოფოში მკურანალობას)ამბულატორიული მკურნალობისას - სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მეტი პროცენტი დაფინანსებისა პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა აიგოს ჯანდაცვაზე, არ არსებობს არ ჰყოფნის თანხები, ჯერ ჯანდაცვა, მერე დანარჩენი. აქ ჯანდაცვა და სოციალური სიტემა უნდა განცალკავდეს. ნუ იმის თქმა მინდა რომ ეს ორი სხვა და სხვა მომენტია.ამ ამბეში კარგი მააგლით გვაქვს ევროპის ყოფილი პოსკომუნისტური რესპუბლიკები. 1. სახელმწიფოს ნახევრად მონოპოლი სადაზღვევო და ჯანდაცვის სისტეაში;2. შრომის ბირჟების ეფექტიური საქმიანობა. მაგალითისთვის ჩეხეთში ერთ შექმნილ სამუშაო ადგილზე 350 ევროს ღებულობს ბიზნესმენი.საარსებო კალათის მინიმუმის დადგენა და უმუშევრებოზე გაცემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების საშუალება. მთავარი ერთია, პირველ ეტაპზე ვერ გავექცევით სოციალურ დემოკრატიის პრინციპეპს. ამ სფეროში სრული თავისუფლება არ გამოგვივა და დასაწყისსი სახელმწიფო რეგულაირება გვჭირდება. პ.ს. სავალდებულო დაზღვევა.მუშევარს უხდის სახელმწიფო შრომის ბირჟების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.მოლედ სამედიცინო დაწსებულებაში ნაღდი ფული უნდა გაქრეს. დაზღვევა და მორჩა. ასევე აფთიაქებში წამლების 60-80% ფარგლებში იხდის დაზღვევა. რაც შეეხება დაფნანსებას, ჯანდაცვის დაზღვევაზე უნდა საერთო გადასახადიდან დაფიქსირდეს %, მაგალითისთვის მოგებიდან (ან ხელფასიდან) 5%-ი. Edited September 6, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 babuagiorgiსაარსებო კალათის მინიმუმის დადგენა და უმუშევრებოზე გაცემა.ეს ცოტა მოგვიანებით, მართლა ვერ გაწვდება მაგდენს ბიუჯეტი. საარსებო მინიმუმი, ოღონდ რეალური უნდა იყოს მინიმალური პენსია. ნახევრად მონოპოლია რას ნიშნავს ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში? პ.ს. სავალდებულო დაზღვევა.მუშევარს უხდის სახელმწიფო შრომის ბირჟების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.მოლედ სამედიცინო დაწსებულებაში ნაღდი ფული უნდა გაქრეს. დაზღვევა და მორჩა. ასევე აფთიაქებში წამლების 60-80% ფარგლებში იხდის დაზღვევა.რაც შეეხება დაფნანსებას, ჯანდაცვის დაზღვევაზე უნდა საერთო გადასახადიდან დაფიქსირდეს %, მაგალითისთვის ხელფასიდან 5%-ი.ჰო, ამას ვგულისხმობდი სავალდებულო დაზღვევაში. გადასახადს რაც შეეხება კი, მე სოცში და საშემოსავლოში გავაერთიანე. ჯამში 5% ძალიან ცოტაა. კლასიფიცირებული უნდა იყოს სამუშაოები და შესაბამისად დაიბეგროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 babuagiorgi ნახევრად მონოპოლია რას ნიშნავს ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში? ეს სიტემა ყოფილ კომუნისტურ ბლოკის რესპუბლიკებშია და მოქმედი გამოდგა. ნახევრადსახელწიფო სადაზღვევო კომპანია, როემსაც უკავაი 51%-ი აქციების პაკეტი. აქედან გამომდინარე კომპანიის მენეჯმენტისც სხელმწიფოს ხელშია.ასეთი სადაზღვევო კომპანია ჩეხეთში მაგალითისთვის ჰყავს დაზღვეული 80%-ი მოსახლეობა. სამდიცინო სამსახურის 100%-ს შეთანხმებებს ფარავს ეს კომპანია. მოკლედ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას აქვს ხელშეკრუელება დადებული. აქედან ხდება სამედიცინო მომსახურეობაზე ფასების რეგულირება. ასეთივე ვარიანტით აფთიაქთა ქსელიც შედის ამ სისტემაში. 20 წელი მოქმედებს ეს სიტემა და მხოლოდ ეხლა ნელ-ნელა ზოგიერთი მომსახურეობდა და ზესტანდარტული მომსახურეობა გადაჰყავთ პაციენტის % მონაწილეობაზე. babuagiorgi ჯამში 5% ძალიან ცოტაა. კლასიფიცირებული უნდა იყოს სამუშაოები და შესაბამისად დაიბეგროს. ეს მიახლოებითი იყო.თუ არ ვცდები ჩეხეთში ეს თანხა არის 12%-ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 (edited) ჩვენთვის მგონი სრული სახელმწიფო კონტროლი აჯობებს. ანუ 100% სახელმწიფო სისტემა. დღეს რეანიმაციაც კი პირველივე დღიდან ფასიანია ყველასთვის და მინიმუმ 500 ლარს ურტყავს. პენსიონერთათვის 7 დღეს აფინანსებს სახელმწიფო. Edited September 6, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 წავედი დავიძინო და ხვალ დავდებ სოფლის მეურნეობის განვითარების მიკროგეგმებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 ჩვენთვის მგონი სრული სახელმწიფო კონტროლი აჯობებს. ანუ 100% სახელმწიფო სისტემა. დღეს რეანიმაციაც კი პირველივე დღიდან ფასიანია ყველასთვის და მინიმუმ 500 ლარს ურტყავს. პენსიონერთათვის 7 დღეს აფინანსებს სახელმწიფო. მაშინ ოდნავ კომუნიზმში დავბრუნდებით.ნახევრდასახელმწიფო კომპანიებია ჯამრთელობის სადაზღვევო, სატრანსპორტო, ენერგოსისტემა. მოკლედ საკვანძო.ასეთი ვარიანტი მომგებიანია. ეს კომპანიები მოქმედებენ როგორც კერძო ფირმები და ამავე დროს სახელმწიფო კონტროლს ქვეშ არიან. თან შემოსავალსაც იძლევიან ბიჯეტში საკონტროლო პაკეტის %-ის მიხედვით. პ.ს. ხო სამედიცინო დაწესებულებებიც ამ სიტემით მოქმედებენ.ეხლახან იყო საუბარი სამედიცინო დაწსესებულებების სრულ პრივატიზაციაზე მაგრამ შეეშინდათ. ასე რომ ჯერ გადაიდო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.