Jump to content
Planeta.Ge

პარადოქსი


Recommended Posts

აბა ვინ რა პარადოქსი იცის, გთხოვთ გაგვიზიაროთ...

 

1. როგორი უსიამოვნებაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც იცოდა, რომ ასე იქნებოდა. (ევანსის კანონი)

2. თუ მეგობარს ჭირში დაეხმარეთ, აუცილებლად გაგიხსენებთ, როცა გაუჭირდება... (ჩეისტის კანონი)

3. რაც უფრო ახლოა სხვისი აზრი თქვენს აზრთან, მით უფრო სიმპათიურია აზრის ავტორი. რაც უფრო მიმზიდველია ადამიანი, მით უდრო მეტად მოელიან მისგან შეხედულებების მსგავსებას.

4. ყოველთვის იმას პოულობ, რასაც არ ეძებდი. (მერიანის კანონი)

5. ტელეფონი მაშინ დარეკავს, როცა თქვენ ბინის შესასვლელთან დგახართ და ამაოდ ცდილობთ მის გაღებას.

6. საუკეთესო სურათის გადაღების შესაძლებლობა მას შემდეგ ჩნდება, როცა გამოყენებულია ბოლო კადრი.

7. როგორც კი მეორე რიგში გადახვალთ, ყოფილი რიგი სწრაფად დაიძვრება...

8. ის ვინც ხვრინავს, პირველი იძინებს.

 

აბა განაგრძეთ! :(:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...