Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • 8 months later...
რა არის დრო? აბა თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ?

დროს როცა უნდა თოვს :naushnik:

Edited by mashiko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის დრო? აბა თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ?

და რელიგიის განყოფილება რა შუაშია...მდა ?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
მეზიზღება დრო... ასე მგონია რომ კისერზე აყროლებული ძაღლის ლეშივიტ მკიდია და მამძიმებს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

დრო დრო

 

 

ყველაფრის მკურნალია

 

დრო დედაა ჩვენი

 

დროის შვილები ვართ

 

დრო მოგვიღებს ბოლოს

 

დრო მოგვავლენს დედამიწაზე.

 

დრო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება

 

ვოტ დრო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ჭანო

არსებობს ჩვენი სამყაროს წარმოქმნის საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დასაბუთებული მოდელი, რომლის ძირითადი საყრდენია მეცნიერთაAმიერ დაფიქსირებული ე.წ. ”წითელი წანაცვლება”, რელიქტორული გამოსხივება (კოსმიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შემორჩენილია სამყაროს ფორმირების პერიოდიდან და ყველა მიმართულებით ერთნაირ ინტენსივობას ინარჩუნებს). ამის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე _ სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება უნდა დაწყებულიყო რაღაც წერტილიდან.

აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აქვს საწყისი. მანამდე არაფერი არ იყო და ის, რამაც სამყარო შექმნა, კონცენტრირებული იყო წერტილში ნულოვანი რადიუსით. ნულოვანი რადიუსი ნიშნავს, რომ არ იყო სივრცე, შესაბამისად, არ იყო არც მატერია, არც დრო და ამ ნულოვანი რადიუსის წერტილში მოხდა აფეთქება, რაც საფუძვლად დაედო სამყაროს, მის გაფართოებასა და ფორმირებას.

ამ დასკვნას მეცნიერთა უმრავლესობა ეთანხმება, მათი აზრით, ამ აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მეშვეობით მოგვიანებით შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, ორგანული ბუნება, ადამიანები.

მაგრამ რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, ამაზე მეცნიერები მორცხვად დუმან და დამაჯერებლად ვერაფერს ამბობენ.

რა თქმა უნდა, გამოჩნდა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ’’დიდი აფეთქების თეორიას’’ არ იზიარებდა. რა უნდა გაეკეთებინათ მათ? უნდა წარმოედგინათ ახალი! ასე დაიბადა “სიმების (შ) თეორია”. ამ თეორიის თანახმად, ელემენტარული ნაწილაკები სულაც არ არიან ნაწილაკები და არიან სიმები. დიახ, სიმები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ირხევიან და, შესაბამისად, არიან მრავალფეროვანნი. თეორია უნივერსალური უნდა ყოფილიყო, მას ყველაფერი უნდა აეხსნა. მაგრამ ამის ნაცვლად ”სიმების თეორია” ხუთ თეორიად დაიშალა, ე.ი. ის სულაც არ იყო უნივერსალური. და მისმა მოწინააღმდეგე ე.წ. სუპერგრავიტაციული თეორიის წარმომადგენლებმა ”სიმების თეორიას” სარკასტულად ყველაფრისა კი არა, ”არაფრის თეორია” უწოდეს.

ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პარტიების პროგრამების მსგავსად, სუპერგრავიტაციული თეორია და სიმების თეორია დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძირითადი განსხვავება სივრცის განზომილებებია.

ყველა უთანხმოებას თავისი საფუძველი აქვს. ეს უთანხმოება კი იმით დაიწყო, რომ “მოუსვენარმა” აინშტაინმა სამ განზომილებას (სიგრძე, სიმაღლე, სიგანეს) დაუმატა მეოთხე განზომილება _ დრო, რითაც ისედაც რთული სამყაროს გააზრება უფრო გაართულა. ”სიმთა თეორიის” აქტიურ მხარდამჭერებს ეს ეცოტავათ: თუ გართულებაა, გართულება იყოსო და მოითხოვეს მეხუთე განზომილების შემოტანა, ოღონდ, რაა ეს მეხუთე, “პატიოსან” ხალხს ვერ გააგებინეს. “პატიოსანმა” ხალხმა ჩათვალა: ალბათ, ასეა საჭირო და იმიტომო! “სიმების თეორიის” ავტორებმა ისარგებლეს “პატიოსანი” ხალხის გულუბრყვილობით და სასწრაფოდ შემოიტანეს მეექვსე! ამის შემდეგ ისევ ჩათვალეს: თუ თავხედობაა, თავხედობა იყოსო და შემოიტანეს მეშვიდე! ძლივს გაჩერდნენ 10 განზომილებაზე! “სუპერგრავიტაციული თეორიის” ავტორებმა _ ასე არ უნდაო და, შემოიტანეს მეთერთმეტე განზომილება! დროებით დაზავდნენ. ე.ი. ამ თეორიებში ძირითადი განსხვავება ერთ განზომილებაშია.

”სიმების თეორიის” გადასარჩენად მის ავტორებს დასჭირდათ პარალელური სამყაროს არსებობის იდეის შემოტანა. ამან, თავის მხრივ, იმ ერთი განზომილების შემოტანა მოითხოვა, რისთვისაც ”სუპერგრავიტაციული თეორიის” მომხრეებს დასცინოდნენ. ეს მათთვის საშინელება იყო. სხვა გზა არ რჩებოდა. მათ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს და აღიარეს მეთერთმეტე განზომილების აუცილებლობა. ადვილი წარმოსადგენია ის სიხარულის ყიჟინა, რითაც სუპერგრავიტაციის მომხრეებმა უპასუხეს. როდესაც დაწყნარდნენ, ”სიმთა თეორიის” ავტორებს ხუთივე თეორიის გაერთიანების შესაძლებლობა გაუჩნდათ. მოწინააღმდეგეთა იდეები უკვე ავსებდნენ ერთმანეთს.

რა მოუვიდა სიმს, სამყაროს აშენების მათთვის უცვლელ მასალას? ავტორების აზრით, ისინი გაიწელნენ და ერთმანეთში გადაიხლართნენ. შექმნეს ბადე, უფრო სწორად, მემბრანის მსგავსი რამ შეიქმნა ე.წ. მემბრანის, შემოკლებით M თეორია.

ალბათ იკითხავთ _ რა არის ეს 11 განზომილება? პასუხი მხოლოდ ასეთი იქნება _ ესაა ის, სადაც ჭკუამხიარულ, კარგად ნაკვებ ინდივიდს არაფერი ესაქმება. დანარჩენები კი დაგვღალა მისმა რეალურად წარმოდგენის მცდელობამ!

მაგრამ ჯერ სადა ხართ! თურმე ნუ იტყვით და ამისთანა თერთმეტგანზომილებიან სმყაროში ერთი მხრივ, სიმი შეიძლება უსასრულოდ გაიჭიმოს, მეორე მხრივ, ის სისქეში 10-20 მმ-ია. ასეთი სიმებისაგან “მოქსოვილი” მემბრანა, თავის მხრივ, ქმნის ბუშტის მსგავს სფეროს. ჰიპერსივრცის მეორე ბოლოში შეიძლება იყოს სხვა ბუშტი, რომელიც ქმნის პარალელურ სამყაროს. თუ ეს ასეა, მაშინ ადვილად იხსნება, რატომაა გრავიტაციული ველი ასე სუსტი სხვა ველებთან შედარებით და საკუთარი სიმძიმით რატომ არ ვისრისებით? _ თურმე ნუ იტყვით და, იმ მეორე ბოლოში არსებულ ბუშტში გრავიტაციული ველი მართლაც უძლიერესია, ის შეიძლება გამოიპაროს იქიდან და სანამ ჩვენამდე მოვა, სუსტდება. სხვა პასუხი არ არსებობს.

თერთმეტგანზომილებიანი სამყარო სავსეა სხვადასხვანაირი მემბრანებით. რომელიმე მათგანზე შესაძლებელია სიცოცხლეც არსებობდეს, მაგრამ ის სხვა სამყაროა, ჩვენ იქ არა ვართ. თურმე, მაღალგანზომილებიან სივრცეებში ძლიერი ტალღები წარმოიქმნება, ანუ ის სულაც არაა წყნარი სივრცე. ესაა უზარმაზარი ტურბულენტური ტალღები. რა მოხდება, თუ ისინი დაეჯახებიან ერთმანეთს? აი, ის კითხვა, რისთვისაც ასეთი აბსურდის აღწერა დაგვჭირდა. ასეთი ორი მემბრანის ბუშტის დაჯახებისას ხდება ის აფეთქება, რის შედეგადაც გაჩნდა ჩვენი სამყარო. მემბრანის ბუშტების ზედაპირი გლუვი არაა, მას ბორცვები აქვს. ორი ასეთი ბუშტის შეჯახება მემბრანების ბორცვების მონგრევასა და მატერიის გროვად გადაქცევას იწვევს. “მემბრანის თეორიით” დრო აფეთქებამდე არსებობდა. ამ მემბრანებში ფიზიკის განსხვავებული კანონებია. ჩვენი სამყარო ერთ-ერთი ასეთი მემბრანაა, პატარა ბუშტი ბუშტების ოკეანეში. შეიძლება ლაბორატორიაში შეიქმნას ახალი სამყარო, რომელიც უსასრულობამდე გაფართოვდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიგრძნობთ. ის საკუთარ სივრცეში სხვა განზომილებაში გავა. აქ, თითქოს ჯადოსნური წრე იკვრება. ამ მსჯელობით ჩვენი სამყაროს წარმოშობა თითქოს აიხსნა, მაგრამ პარალელური სამყაროები, სიმები, მემბრანები ვინ ან რამ შექმნა, ისევ გაურკვეველი რჩება.

რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერებს ასეთი წარმოდგენა აქვთ სამყაროს წარმოშობაზე.

რა თვალსაზრისითაც უნდა განიხილავდნენ მეცნიერები სამყაროს შექმნის საკითხს, მაინც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა _ რა იყო აფეთქების მიზეზი და როგორ იყო ნულოვანი რადიუსის წერტილში, ანუ არაფერში კონცენტრირებული ის უზარმაზარი ენერგია, რომლის აფეთქებამაც მთელი სამყარო შექმნა.

ცხადია, ნულოვან რადიუსში, სადაც სივრცე არ არსებობს, მატერიის კონცენტრაცია შეუძლებელია. შესაბამისად, იქ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო წმინდა პოტენციური ენერგია მატერიის გარეშე. აფეთქების მიზეზი იყო რაღაც და ეს რაღაც არამატერიალური, ანუ იდეალური უნდა ყოფილიყო.

ე.ი. მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა. მატერია იდეამ შექმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
არსებობს ჩვენი სამყაროს წარმოქმნის საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დასაბუთებული მოდელი, რომლის ძირითადი საყრდენია მეცნიერთაAმიერ დაფიქსირებული ე.წ. ”წითელი წანაცვლება”, რელიქტორული გამოსხივება (კოსმიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შემორჩენილია სამყაროს ფორმირების პერიოდიდან და ყველა მიმართულებით ერთნაირ ინტენსივობას ინარჩუნებს). ამის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე _ სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება უნდა დაწყებულიყო რაღაც წერტილიდან.

აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აქვს საწყისი. მანამდე არაფერი არ იყო და ის, რამაც სამყარო შექმნა, კონცენტრირებული იყო წერტილში ნულოვანი რადიუსით. ნულოვანი რადიუსი ნიშნავს, რომ არ იყო სივრცე, შესაბამისად, არ იყო არც მატერია, არც დრო და ამ ნულოვანი რადიუსის წერტილში მოხდა აფეთქება, რაც საფუძვლად დაედო სამყაროს, მის გაფართოებასა და ფორმირებას.

ამ დასკვნას მეცნიერთა უმრავლესობა ეთანხმება, მათი აზრით, ამ აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მეშვეობით მოგვიანებით შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, ორგანული ბუნება, ადამიანები.

მაგრამ რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, ამაზე მეცნიერები მორცხვად დუმან და დამაჯერებლად ვერაფერს ამბობენ.

 

ცხადია, ნულოვან რადიუსში, სადაც სივრცე არ არსებობს, მატერიის კონცენტრაცია შეუძლებელია. შესაბამისად, იქ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო წმინდა პოტენციური ენერგია მატერიის გარეშე. აფეთქების მიზეზი იყო რაღაც და ეს რაღაც არამატერიალური, ანუ იდეალური უნდა ყოფილიყო.

ე.ი. მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა. მატერია იდეამ შექმნა.

giauridia

 

ძალაიან მოკლედ გადაჭერი საკითხები და თანაც ძალიან რადიკალურად. :givi:

 

თემა ეხება დროს და არა მეცნიერების ამა თუ იმ თეორიებს, რომლებიც ურთიერთ ანუ ერთმანეთის გამომრიცხავია. ერთი მეცნიერი ერთს ამბობს, მეორე მეორეს.

 

მინდა ვთქვა რომ ჩემი აზრით, ზუსტად არავინ იცის რა არის დრო. დროის რა სახის და რამდენი განზომილება არსებობს არავინ იცის. არავინ იცის ზუსტად როდის დაიწყო დრო და უფრო მეტიც, არავინ იცის, საერთოდ ჰქონდა თუ არა მას დასაწყისი. შენ მოგყავს ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდები და თეორიები სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით და ხმამაღლა აცხადებ, რომ არც მატერია იყოო და არც დროოო. :)

 

იმაში გეთანხმები, რომ სამყარო ფართოვდება და შესაბამისად ამისა, სამყაროს აუცილებლად ექნებოდა საწყისი. მაგრამ დროზე ვერ ვიტყვით იგივეს, რადგან დრო არ არის მატერია. სამყარ სხვა რამ არის და დრო სხვა. თუ რა არის დრო, ეს ჯერჯერობით ზუსტად არავის შეუძლია ახსნას.

 

უფრო მეტიც, ვერ ვეთანხმები შენს ბოლო სიტყვებსაც: "მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა". იქნებ შემთხვევითობა იყო მატერიის წარმოშობის წყარო? ნუ იქნები რადიკალური. :D

 

იმედია იცი აინშტაინი ვინ იყო. აინშტაინმა 1905 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც ფარდობითობის სპეციალური თეორიის მათემატიკურ დანამატად იქნა მიჩნეული. მასში შედიოდა ფორმულა E=mc2, რაც მოკლედ გადმოსცემდა აინშტაინის მიღწევებს. ამ ფორმულის თანახმად, ატომის დაშლის შედეგად მიღებული ენერგია უდრის სხეულის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს. მატივად რომ გითხრა, მატერიისაგან მიიღება ენერგია და ენერგიისაგან მიიღება მატერია. ალბათ ხვდები რის თქმაც მინდოდა. ანუ, მატერიის წყარო იდეა კი არა, ენერგიაა. :D

 

აინშტაინისა და სხვა მეცნიერების კვლევა-ძიების წყალობით კაცობრიობამ უფრო მეტი გაიგო სამყაროს ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ ვწვდებით სამყაროს საიდუმლოებებს. დღევანდელი, თანამედროვე დროის მეცნიერები აღიარებენ რომ სამყაროს 95%-ზე მეტი ადამიანისთვის სრულიად უცნობია. ამ ყველაფრის შემდეგ, განა ვინმეს შეუძლია თქვას საერთოდ რა არის დრო? :D

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...