მდა Posted November 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2008 რა არის დრო? აბა თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mashiko Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 (edited) რა არის დრო? აბა თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ?დროს როცა უნდა თოვს :naushnik: Edited July 24, 2009 by mashiko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paparaci Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 ისევ ისე გადის დრო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 (edited) რა არის დრო? აბა თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ?და რელიგიის განყოფილება რა შუაშია...მდა ? Edited July 30, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ეს თემა წასასლელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MORGANA Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 მეზიზღება დრო... ასე მგონია რომ კისერზე აყროლებული ძაღლის ლეშივიტ მკიდია და მამძიმებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 კიდევ ერთ ნაბიჯი სიკვდილისკენ - გაქრობისკენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 დრო ეფემერული ცნებაა და მატერია სჭირდება საარსებოდ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 დრო დრო ყველაფრის მკურნალია დრო დედაა ჩვენი დროის შვილები ვართ დრო მოგვიღებს ბოლოს დრო მოგვავლენს დედამიწაზე. დრო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება ვოტ დრო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 დრო დიდი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ჭანო არსებობს ჩვენი სამყაროს წარმოქმნის საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დასაბუთებული მოდელი, რომლის ძირითადი საყრდენია მეცნიერთაAმიერ დაფიქსირებული ე.წ. ”წითელი წანაცვლება”, რელიქტორული გამოსხივება (კოსმიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შემორჩენილია სამყაროს ფორმირების პერიოდიდან და ყველა მიმართულებით ერთნაირ ინტენსივობას ინარჩუნებს). ამის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე _ სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება უნდა დაწყებულიყო რაღაც წერტილიდან.აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აქვს საწყისი. მანამდე არაფერი არ იყო და ის, რამაც სამყარო შექმნა, კონცენტრირებული იყო წერტილში ნულოვანი რადიუსით. ნულოვანი რადიუსი ნიშნავს, რომ არ იყო სივრცე, შესაბამისად, არ იყო არც მატერია, არც დრო და ამ ნულოვანი რადიუსის წერტილში მოხდა აფეთქება, რაც საფუძვლად დაედო სამყაროს, მის გაფართოებასა და ფორმირებას. ამ დასკვნას მეცნიერთა უმრავლესობა ეთანხმება, მათი აზრით, ამ აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მეშვეობით მოგვიანებით შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, ორგანული ბუნება, ადამიანები.მაგრამ რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, ამაზე მეცნიერები მორცხვად დუმან და დამაჯერებლად ვერაფერს ამბობენ. რა თქმა უნდა, გამოჩნდა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ’’დიდი აფეთქების თეორიას’’ არ იზიარებდა. რა უნდა გაეკეთებინათ მათ? უნდა წარმოედგინათ ახალი! ასე დაიბადა “სიმების (შ) თეორია”. ამ თეორიის თანახმად, ელემენტარული ნაწილაკები სულაც არ არიან ნაწილაკები და არიან სიმები. დიახ, სიმები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ირხევიან და, შესაბამისად, არიან მრავალფეროვანნი. თეორია უნივერსალური უნდა ყოფილიყო, მას ყველაფერი უნდა აეხსნა. მაგრამ ამის ნაცვლად ”სიმების თეორია” ხუთ თეორიად დაიშალა, ე.ი. ის სულაც არ იყო უნივერსალური. და მისმა მოწინააღმდეგე ე.წ. სუპერგრავიტაციული თეორიის წარმომადგენლებმა ”სიმების თეორიას” სარკასტულად ყველაფრისა კი არა, ”არაფრის თეორია” უწოდეს. ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პარტიების პროგრამების მსგავსად, სუპერგრავიტაციული თეორია და სიმების თეორია დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძირითადი განსხვავება სივრცის განზომილებებია. ყველა უთანხმოებას თავისი საფუძველი აქვს. ეს უთანხმოება კი იმით დაიწყო, რომ “მოუსვენარმა” აინშტაინმა სამ განზომილებას (სიგრძე, სიმაღლე, სიგანეს) დაუმატა მეოთხე განზომილება _ დრო, რითაც ისედაც რთული სამყაროს გააზრება უფრო გაართულა. ”სიმთა თეორიის” აქტიურ მხარდამჭერებს ეს ეცოტავათ: თუ გართულებაა, გართულება იყოსო და მოითხოვეს მეხუთე განზომილების შემოტანა, ოღონდ, რაა ეს მეხუთე, “პატიოსან” ხალხს ვერ გააგებინეს. “პატიოსანმა” ხალხმა ჩათვალა: ალბათ, ასეა საჭირო და იმიტომო! “სიმების თეორიის” ავტორებმა ისარგებლეს “პატიოსანი” ხალხის გულუბრყვილობით და სასწრაფოდ შემოიტანეს მეექვსე! ამის შემდეგ ისევ ჩათვალეს: თუ თავხედობაა, თავხედობა იყოსო და შემოიტანეს მეშვიდე! ძლივს გაჩერდნენ 10 განზომილებაზე! “სუპერგრავიტაციული თეორიის” ავტორებმა _ ასე არ უნდაო და, შემოიტანეს მეთერთმეტე განზომილება! დროებით დაზავდნენ. ე.ი. ამ თეორიებში ძირითადი განსხვავება ერთ განზომილებაშია. ”სიმების თეორიის” გადასარჩენად მის ავტორებს დასჭირდათ პარალელური სამყაროს არსებობის იდეის შემოტანა. ამან, თავის მხრივ, იმ ერთი განზომილების შემოტანა მოითხოვა, რისთვისაც ”სუპერგრავიტაციული თეორიის” მომხრეებს დასცინოდნენ. ეს მათთვის საშინელება იყო. სხვა გზა არ რჩებოდა. მათ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს და აღიარეს მეთერთმეტე განზომილების აუცილებლობა. ადვილი წარმოსადგენია ის სიხარულის ყიჟინა, რითაც სუპერგრავიტაციის მომხრეებმა უპასუხეს. როდესაც დაწყნარდნენ, ”სიმთა თეორიის” ავტორებს ხუთივე თეორიის გაერთიანების შესაძლებლობა გაუჩნდათ. მოწინააღმდეგეთა იდეები უკვე ავსებდნენ ერთმანეთს.რა მოუვიდა სიმს, სამყაროს აშენების მათთვის უცვლელ მასალას? ავტორების აზრით, ისინი გაიწელნენ და ერთმანეთში გადაიხლართნენ. შექმნეს ბადე, უფრო სწორად, მემბრანის მსგავსი რამ შეიქმნა ე.წ. მემბრანის, შემოკლებით M თეორია.ალბათ იკითხავთ _ რა არის ეს 11 განზომილება? პასუხი მხოლოდ ასეთი იქნება _ ესაა ის, სადაც ჭკუამხიარულ, კარგად ნაკვებ ინდივიდს არაფერი ესაქმება. დანარჩენები კი დაგვღალა მისმა რეალურად წარმოდგენის მცდელობამ! მაგრამ ჯერ სადა ხართ! თურმე ნუ იტყვით და ამისთანა თერთმეტგანზომილებიან სმყაროში ერთი მხრივ, სიმი შეიძლება უსასრულოდ გაიჭიმოს, მეორე მხრივ, ის სისქეში 10-20 მმ-ია. ასეთი სიმებისაგან “მოქსოვილი” მემბრანა, თავის მხრივ, ქმნის ბუშტის მსგავს სფეროს. ჰიპერსივრცის მეორე ბოლოში შეიძლება იყოს სხვა ბუშტი, რომელიც ქმნის პარალელურ სამყაროს. თუ ეს ასეა, მაშინ ადვილად იხსნება, რატომაა გრავიტაციული ველი ასე სუსტი სხვა ველებთან შედარებით და საკუთარი სიმძიმით რატომ არ ვისრისებით? _ თურმე ნუ იტყვით და, იმ მეორე ბოლოში არსებულ ბუშტში გრავიტაციული ველი მართლაც უძლიერესია, ის შეიძლება გამოიპაროს იქიდან და სანამ ჩვენამდე მოვა, სუსტდება. სხვა პასუხი არ არსებობს. თერთმეტგანზომილებიანი სამყარო სავსეა სხვადასხვანაირი მემბრანებით. რომელიმე მათგანზე შესაძლებელია სიცოცხლეც არსებობდეს, მაგრამ ის სხვა სამყაროა, ჩვენ იქ არა ვართ. თურმე, მაღალგანზომილებიან სივრცეებში ძლიერი ტალღები წარმოიქმნება, ანუ ის სულაც არაა წყნარი სივრცე. ესაა უზარმაზარი ტურბულენტური ტალღები. რა მოხდება, თუ ისინი დაეჯახებიან ერთმანეთს? აი, ის კითხვა, რისთვისაც ასეთი აბსურდის აღწერა დაგვჭირდა. ასეთი ორი მემბრანის ბუშტის დაჯახებისას ხდება ის აფეთქება, რის შედეგადაც გაჩნდა ჩვენი სამყარო. მემბრანის ბუშტების ზედაპირი გლუვი არაა, მას ბორცვები აქვს. ორი ასეთი ბუშტის შეჯახება მემბრანების ბორცვების მონგრევასა და მატერიის გროვად გადაქცევას იწვევს. “მემბრანის თეორიით” დრო აფეთქებამდე არსებობდა. ამ მემბრანებში ფიზიკის განსხვავებული კანონებია. ჩვენი სამყარო ერთ-ერთი ასეთი მემბრანაა, პატარა ბუშტი ბუშტების ოკეანეში. შეიძლება ლაბორატორიაში შეიქმნას ახალი სამყარო, რომელიც უსასრულობამდე გაფართოვდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიგრძნობთ. ის საკუთარ სივრცეში სხვა განზომილებაში გავა. აქ, თითქოს ჯადოსნური წრე იკვრება. ამ მსჯელობით ჩვენი სამყაროს წარმოშობა თითქოს აიხსნა, მაგრამ პარალელური სამყაროები, სიმები, მემბრანები ვინ ან რამ შექმნა, ისევ გაურკვეველი რჩება.რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერებს ასეთი წარმოდგენა აქვთ სამყაროს წარმოშობაზე.რა თვალსაზრისითაც უნდა განიხილავდნენ მეცნიერები სამყაროს შექმნის საკითხს, მაინც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა _ რა იყო აფეთქების მიზეზი და როგორ იყო ნულოვანი რადიუსის წერტილში, ანუ არაფერში კონცენტრირებული ის უზარმაზარი ენერგია, რომლის აფეთქებამაც მთელი სამყარო შექმნა. ცხადია, ნულოვან რადიუსში, სადაც სივრცე არ არსებობს, მატერიის კონცენტრაცია შეუძლებელია. შესაბამისად, იქ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო წმინდა პოტენციური ენერგია მატერიის გარეშე. აფეთქების მიზეზი იყო რაღაც და ეს რაღაც არამატერიალური, ანუ იდეალური უნდა ყოფილიყო.ე.ი. მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა. მატერია იდეამ შექმნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2010 (edited) არსებობს ჩვენი სამყაროს წარმოქმნის საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დასაბუთებული მოდელი, რომლის ძირითადი საყრდენია მეცნიერთაAმიერ დაფიქსირებული ე.წ. ”წითელი წანაცვლება”, რელიქტორული გამოსხივება (კოსმიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შემორჩენილია სამყაროს ფორმირების პერიოდიდან და ყველა მიმართულებით ერთნაირ ინტენსივობას ინარჩუნებს). ამის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე _ სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება უნდა დაწყებულიყო რაღაც წერტილიდან.აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აქვს საწყისი. მანამდე არაფერი არ იყო და ის, რამაც სამყარო შექმნა, კონცენტრირებული იყო წერტილში ნულოვანი რადიუსით. ნულოვანი რადიუსი ნიშნავს, რომ არ იყო სივრცე, შესაბამისად, არ იყო არც მატერია, არც დრო და ამ ნულოვანი რადიუსის წერტილში მოხდა აფეთქება, რაც საფუძვლად დაედო სამყაროს, მის გაფართოებასა და ფორმირებას. ამ დასკვნას მეცნიერთა უმრავლესობა ეთანხმება, მათი აზრით, ამ აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მეშვეობით მოგვიანებით შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, ორგანული ბუნება, ადამიანები.მაგრამ რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, ამაზე მეცნიერები მორცხვად დუმან და დამაჯერებლად ვერაფერს ამბობენ. ცხადია, ნულოვან რადიუსში, სადაც სივრცე არ არსებობს, მატერიის კონცენტრაცია შეუძლებელია. შესაბამისად, იქ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო წმინდა პოტენციური ენერგია მატერიის გარეშე. აფეთქების მიზეზი იყო რაღაც და ეს რაღაც არამატერიალური, ანუ იდეალური უნდა ყოფილიყო.ე.ი. მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა. მატერია იდეამ შექმნა. giauridia ძალაიან მოკლედ გადაჭერი საკითხები და თანაც ძალიან რადიკალურად. თემა ეხება დროს და არა მეცნიერების ამა თუ იმ თეორიებს, რომლებიც ურთიერთ ანუ ერთმანეთის გამომრიცხავია. ერთი მეცნიერი ერთს ამბობს, მეორე მეორეს. მინდა ვთქვა რომ ჩემი აზრით, ზუსტად არავინ იცის რა არის დრო. დროის რა სახის და რამდენი განზომილება არსებობს არავინ იცის. არავინ იცის ზუსტად როდის დაიწყო დრო და უფრო მეტიც, არავინ იცის, საერთოდ ჰქონდა თუ არა მას დასაწყისი. შენ მოგყავს ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდები და თეორიები სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით და ხმამაღლა აცხადებ, რომ არც მატერია იყოო და არც დროოო. იმაში გეთანხმები, რომ სამყარო ფართოვდება და შესაბამისად ამისა, სამყაროს აუცილებლად ექნებოდა საწყისი. მაგრამ დროზე ვერ ვიტყვით იგივეს, რადგან დრო არ არის მატერია. სამყარ სხვა რამ არის და დრო სხვა. თუ რა არის დრო, ეს ჯერჯერობით ზუსტად არავის შეუძლია ახსნას. უფრო მეტიც, ვერ ვეთანხმები შენს ბოლო სიტყვებსაც: "მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა". იქნებ შემთხვევითობა იყო მატერიის წარმოშობის წყარო? ნუ იქნები რადიკალური. იმედია იცი აინშტაინი ვინ იყო. აინშტაინმა 1905 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც ფარდობითობის სპეციალური თეორიის მათემატიკურ დანამატად იქნა მიჩნეული. მასში შედიოდა ფორმულა E=mc2, რაც მოკლედ გადმოსცემდა აინშტაინის მიღწევებს. ამ ფორმულის თანახმად, ატომის დაშლის შედეგად მიღებული ენერგია უდრის სხეულის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს. მატივად რომ გითხრა, მატერიისაგან მიიღება ენერგია და ენერგიისაგან მიიღება მატერია. ალბათ ხვდები რის თქმაც მინდოდა. ანუ, მატერიის წყარო იდეა კი არა, ენერგიაა. აინშტაინისა და სხვა მეცნიერების კვლევა-ძიების წყალობით კაცობრიობამ უფრო მეტი გაიგო სამყაროს ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ ვწვდებით სამყაროს საიდუმლოებებს. დღევანდელი, თანამედროვე დროის მეცნიერები აღიარებენ რომ სამყაროს 95%-ზე მეტი ადამიანისთვის სრულიად უცნობია. ამ ყველაფრის შემდეგ, განა ვინმეს შეუძლია თქვას საერთოდ რა არის დრო? Edited March 15, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.