Jump to content
Planeta.Ge

ხუთოსნები და ცუდი ბიჭები

Recommended Posts

უბნის ყოჩსა და ხუთოსან მოსწავლეზე პრეზიდენტმა დღეს ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი არის უბნის ძველი ბიჭი, ყოჩი, კრიმინალური ავტორიტეტი და უცებ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოჩნდა ხუთოსანი გოგო თუ ბიჭი, რომელიც ფრიადებს იღებს და ყველას მოსწონს და ყველა თავზე ხელს უსვამს. ასეთ ხუთოსანს, პრეზიდენტის თქმით, ყველას უნდა რომ დაეხმაროს, მაგრამ იმ ყოჩს არ მოსწონს და არაერთხელ წამოარტყა ხელი. საბოლოოდ კი, ამ ხუთოსანმა ყოჩს ხელი შეუბრუნა და ერთი პანღურიც ამოარტყა. "ამასობაში უბანში შემოიხედა პოლიციამ, მსოფლიო თანამეგობრობამ და ყველა გააჩერა. Mმაგრამ ძველმა ბიჭმა ხომ იცის რომ მდგომარეობა, ე.წ. "პალაჟენია" გაუფუჭდა. Yყველა ხედავს, რომ ეს ხუთოსანი, რომელიც შეიძლება გაბინტული იყოს, მაგრამ ისევ დადის სკოლაში, ისევ არ ეშინია და ისევ იზრდება და ამასობაში, ამ ძველ ბიჭს დანარჩენებიც აღარ ეპუებიან", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, ამ ხუთოსანი მოსწავლის ეს წარმატება და, ზოგადად, შექმნილი სიტუაცია, ძველი ბიჭისთვის, მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია. პრეზიდენტის თქმით, როგორც კი ძველ ბიჭს აჩევნებ, რომ ცოტათი მაინც გეშინია მისი, მაშინვე წასულია საქმე. "ამიტომ მათ ამ საჩუქარს არასოდეს გავუკეთებთ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.--

რაც მთავარია ამ გამოსვლისას ბელადმა ოფიციალურად განაცხადა რომ საქართველოში თურქმენბაშიზმი დაკანონდა და მისი ყურმოჭრილი მონები ამას ტაშით და სიცილით შეხვდნენ. ისტორიული დღეა. ოფიციალურად გამოცხადდა დიქტატურა საქართველოში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

შავი სამყარო ჩემთვის მიუღბელია, მაგრამ აშკარაა რომ მიშას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა ეგ. წოდებულ ძველ ბიჭებთან, სუსტი იყო, ვერ იცავდა თავს,

ეხლა კი ფიშტოიანი ხალხი უდგას გვერდით და ატრ...

ის ძველი ბიჭიც საქ. მოქალაქეა და კი არ უნდა გძულდეს კაცო, უნდა შეეცადოს ნორმალური ხელისუფლება რომ ყველას თავისი ადგილი მოუძებნოს, ციხეს არ ვგულისხმობ :givi:

და ან ბოტანიკი უნდა იყო ან ძველი ბიჭი???

პროსტა კაცი რომ იყო და თანაც შენი პროფესიის კარგად მცოდნე ეგ ვერაა???? :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ გამოსვლაში მთავარი ის იყო,რომ მიშამ განაცხადა რომ ძლიერი პრეზიდენტი უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა ვენეციის კომისია რას ამბობსო.ვეღარ გავიგე რა უნდა,პრემიერობა და მერე ისევ პრეზიდენტად დაბრუნება?

კი, და მოახერხებს კიდეც ამ მონურ ქვეყანაში. ბავშვობის კომპლექსებით სავსე ადამიანი მართავს ქვეყანას და მისი მოსახლეობა მას თვალებში შესციცინებს და გმადლობთო ეუბნება და რატომ ვერ მოახერხებს? მუგაბე და ჩავესი თუ ახერხებენ, მაგას რატომ გაუჭირდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაგ გამოსვლაში მთავარი ის იყო,რომ მიშამ განაცხადა რომ ძლიერი პრეზიდენტი უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა ვენეციის კომისია რას ამბობსო.ვეღარ გავიგე რა უნდა,პრემიერობა და მერე ისევ პრეზიდენტად დაბრუნება?

მგონი უგულავას ნათქვამია: მიშას პირველობა ისე უყვარს, რომ ქორწილში მეფე უნდა იყოს და სატირალში მიცვალებულიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც მთავარია ამ გამოსვლისას ბელადმა ოფიციალურად განაცხადა რომ საქართველოში თურქმენბაშიზმი დაკანონდა და მისი ყურმოჭრილი მონები ამას ტაშით და სიცილით შეხვდნენ. ისტორიული დღეა. ოფიციალურად გამოცხადდა დიქტატურა საქართველოში

ეს მართალია? სად შეიძლება ამის წაკითხვა? მარტო ეს მაინტერესებს.

ამის წინა სისულელეზე გული ამერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა კი ფიშტოიანი ხალხი უდგას გვერდით და ატრ...

ეს სინდრომია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კაცის გაუთავებელმა სეგრეგაციამ დამღალა. მოკლედ გაუთავებელი დაყოფა ხდება ჩარეცხილები, ცუდი ბიჭები, ოპოზიციონერები, ზანგები, მართლმადიდებლები, იეღოველები, ჰომოები და იმათი გულშემატკივარი ნაციონალები და რა ვთქვა კიდე. ტერიტორიები დაყო, ხალხი დაყო, რაღა დარჩა არ ვიცი. თან პრეზიდენტი ვარო. რანაირად ხარ ჩემი პრეზიდენტი, როცა შენ თვითონ გამუდმებით სეგრეგაციას ახდენ და მხოლოდ იმათ თვლი ადამიანებად რომლებიც ტრაკს გილოკავენ.

მაკკეინის მსგავსად უნდა ვთქვა სოლიდარობის და ერთიანობის მიზნით:

დღეს ყველა ძველი ბიჭები ვართ

დაყოფა, დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ესაა მათი ტაქტიკა,

მე უკვე აღარ მაქვს ერთიანობის განცდა ქართველებთან :(

ვინაა ჩემიანი :no:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...