DATA TUTASXIA Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 http://ghn.ge/news-21109.html წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი დააპატიმრეს თბილისი 11:35 - 30.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა913 ზომა:სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება. ცენტრის ცნობით, პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს, ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა. „გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდროს შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს", - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა სანდრო მეგუთნიშვილის ძმამ აჩიკო მეგუთნიშვილმა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. „ბოდიშს ვიხდი. ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. ვერაფერს გეტყვით". ლეილა გარსევანიშვილი, ადვოკატი: „სანდროს ბრალი ედება სსკ-ის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობაა. ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ნაცემი არ არის. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მიბრძანდით და კომენტარი პროკურატურას მოსთხოვეთ". ამ საქმესთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" კომენტარი არ გააკეთეს. სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 28 აგვისტოს განიხილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ქეთი ასაბაშვილმა აღნიშნა, მოსამართლის ბრძანება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 (edited) კუდის თანამშრომელს ხელი როგორ გაარტყი ბიჭო, იმენნა ასაჩეხი ხარ შეჩემისა ტკბილი ცხოვრება გინდათ ბიჭებო, აი, ჩAააფურთხეთ, ნი ხ.. სებე, მთელს საქართველოს უჭირს თქვენ კი ფულებში იხრჩობით, 200ტ-ნაც უნდა იყიდო და თუ გეტყვია ბიჭო 400-სიც, მტერი 40 კილომტერშია ბლია ამ დღეებში ისთეთი კაცი გაპარსეს და გაააპარტახეს რომ ამის შემდეგ არაფრის არ მიკვირს, Edited August 30, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 როგორ მეზიზღებიან ეს ცოფიანი ბანდიტები საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლააი, ამას რომ წაიკითხაც, როგორ არ მოგინდება წყევლა რა ზომამდე მიიყვანეს ხალხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 როგორ მეზიზღებიან ეს ცოფიანი ბანდიტები აი, ამას რომ წაიკითხაც, როგორ არ მოგინდება წყევლაცუცაააა ტუუუტ :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანა წელს ყურძნის მიღებას არ აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნის დირექტორმა ბითარ ბიწკინაშვილმა განუცხადა, საწარმოს გასულ წელს მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოც არ გაუყიდია.„სულ მაქვს 2 000 ტონა ღვინის ჭურჭელი. 1 700 ტონა სავსეა, როგორც ჩემი, ასევე გასულ წელს მთავრობის მიერ ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინით. 300 ტონის ჭურჭელია მხოლოდ თავისუფალი და ფული არ გვაქვს, რომ ყურძენი მივიღოთ. რაც მაქვს, ისიც ვერ გაგვიყიდია“, - აღნიშნა ბითარ ბიწკინაშვილმა.წელს გლეხებისგან ყურძნის მიღებას არ აპირებს არც ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა შპს „მეღვინეობა - ხარება“. ქარხნის დირექტორის ემზარ ნოზაძის თქმით, საწარმოს 450 ჰა საკუთარი ვენახი აქვს და ქარხანაში იმდენი ღვინოა დარჩენილი, რომ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაც გაუჭირდებათ. შპს „მეღვინეობა - ხარება“ ღვინის ქარხანას ფლობს ყვარლის რაიონშიც. ყურძნის მიღებას არც „ყვარლის გვირაბი“ აპირებს. წელს მოსახლეობისგან ყურძენს არც „ქინძმარაულის მარანი“ ჩაიბარებს. „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის დიმიტრი ლებანიძის განცხადებით, კომპანია 1200 ტონაზე მეტი ყურძნის მოკრეფას საკუთარი ვენახებიდან ვარაუდობს, ამიტომ გლეხებიდან დამატებითი ყურძნის შეძენა არ სჭირდება.2010 წელს წელს „ქინძმარაულის მარანი“ ექსპორტზე 400 ათას ბოთლზე მეტ ღვინოს გაიტანს, რაც შარშანდელთან შედარებით 20%-ით მეტია. კომპანიას ღვინო ჩინეთში, სინგაპურში, პოლონეთსა და ბელორუსიაში გააქვს.რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსახლეობიდან ყურძნის მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩაბარებას გეგმავს „თელავის ღვინის მარანი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, კომპანია წელს 2500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, რაც ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავალი იქნება.მისი თქმით, „თელავის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს მილიონ 800 ათას ბოთლ ღვინოს ჩამოასხამს. აქედან მილიონ 600 ათასი ექსპორტზე გავა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია. „თელავის ღვინის მარანს“ ღვინო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გარდა ინგლისში, ჰოლანდიასა და შეერთებულ შტატებში გააქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანა წელს ყურძნის მიღებას არ აპირებს აკი გრიალით მიიღებენ ყურძენს ქარხნებიო? ამ სულელმა არ სთქვა,ტბაზე გასვლითი მინისტრთა სხდომაზე? რაც შეეხება დაპატიმრებას,შეიძლება დამნაშავეც იყოს,მაგრამ ამ ხელისუფლების უფრო არ მჯერა,რადგან კანონს ამოფარებული ყაჩაღები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.იმდენი შენი კეთილები ##################.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 (edited) http://ghn.ge/news-21109.html წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი დააპატიმრეს თბილისი 11:35 - 30.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა913 ზომა:სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება. ცენტრის ცნობით, პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს, ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა. „გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდროს შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს", - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა სანდრო მეგუთნიშვილის ძმამ აჩიკო მეგუთნიშვილმა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. „ბოდიშს ვიხდი. ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. ვერაფერს გეტყვით". ლეილა გარსევანიშვილი, ადვოკატი: „სანდროს ბრალი ედება სსკ-ის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობაა. ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ნაცემი არ არის. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მიბრძანდით და კომენტარი პროკურატურას მოსთხოვეთ". ამ საქმესთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" კომენტარი არ გააკეთეს. სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 28 აგვისტოს განიხილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ქეთი ასაბაშვილმა აღნიშნა, მოსამართლის ბრძანება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ. სორე წიე სატურნი? დღეს რაღაც გადამეტებული ინფორმაცია ვრცელდება ძალოვნებზე ჰა? პ.ს. ყურძნის გადამუშავების ახლაი ტეხნოლოგია ეს. Edited August 30, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 ღვინოს სანამ კარგას არ გააკეთებენ,ვერ გაჰყიდიან.ამერიკაში შემოტანილი ღვინო არის შლაპი და მანდ რა იქნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 ღვინოს სანამ კარგას არ გააკეთებენ,ვერ გაჰყიდიან.ამერიკაში შემოტანილი ღვინო არის შლაპი და მანდ რა იქნება? ვანოს უნდა ჩავაბაროთ ღვინის ქარხნები და კარგი ღვინო იქნება ნაღდში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 babuagiorgi რა გაცინებს და მაგ შლაპ ღვინოს სვამ შენც. ხვანჭკარაო,რომ გაიძახი გინახავს მაინც სად მოდის და რამდენი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 babuagiorgi რა გაცინებს და მაგ შლაპ ღვინოს სვამ შენც. ხვანჭკარაო,რომ გაიძახი გინახავს მაინც სად მოდის და რამდენი? ადრე არ ვიცოდი, მაგრამ დღეს გავიგე ის რომ კუდის თანმშრომლების მოყვანილი და დაწურული ყოფილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 babuagiorgi მაგათია ქვეყანა და აბა რა გეგონა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 ისე რა გაბლატავებულები არიან „სამართალდამცავები“ კაიფობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 ისე რა გაბლატავებულები არიან „სამართალდამცავები“ კაიფობთ? მაგას ვიძახი მეც, რომ ვის დაჭერასაც მოვასწრებთ უნდა დავიჭიროთ. ვისაც მოვითხოვთ და არ გადმოგვცემენ განადგურება (მგონი ისრაელი აკეთებ ასე). პროსტო თუ ერთხელ არ მოხვდა ამ პოლიცია-მელიციას ცხვირში, ამ საქართველოს არასოდეს არ ეშველება. აბა ვანოებს რა გამოლევს ამ დამწვარ ქვეყანაში. "ჩქიმი პკაზუხა" არ გამომრჩეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.