Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი


Recommended Posts

ვახ :) იმის დედა ვატირე, თუ მალე მიშისტი არ გავხდე ამ ხალხის შემყურე. ეტყობა მართლა ჭკვიანები არიან მიშისტები, გაცილებით ადრე მიხვდენ რომ ამ საზოგადოებაში მიშისტობა ჯობს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთიდანის მიერ დადებულ ლინკსაც ერორი აწერია,

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი

აუდიო

18:06 27-08-2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს შეხვდა . როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ბევრი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რათა ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

"წელს 300–მა აბიტურიენტმა გაბედა და ეროვნული გამოცდები ახალი პროგრამით ჩააბარა. თქვენ გახდით სტუდენტები და ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მინდა თქვენი რიცხვი ბევრად გაიზარდოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადამიანები ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით არ ხარისხდებიან. "ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, შრომისუნარიანობით, წესიერებით და პატრიოტიზმით და არც რელიგიით და არც ეთნიკურობით. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი... მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების მიღწევის შანსი. ამის კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ გავა დრო და შაშკინს მოიხსენიებენ, როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო მულტიკულტურული და მულტიეროვნული სახელმწიფოა, სადაც ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი სტუდენტებს ასევე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე ესაუბრა. ამასთან, აღნიშნა, რომ ქართული ენის კარგად ცოდნა მშობლიური ენის დავიწყებას არ ნიშნავს.

შეხვედრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედგების მქონე სტუდენტები კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მულტიკულტურული და მულტიეროვნული

აი მაზიანი ეხლა ამ მულტი პულტის აითვისებენ მედიაში მიშისტები და მათი ხურნალისტები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი...

:what:

ოიიიიიიიიიი, მამაააააააა!!!!!

რა ჭამა მაგან ნეტა?

ვირის ტვინი?

 

კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ გავა დრო და შაშკინს მოიხსენიებენ, როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს"

ანუ შაშკინის ეროვნულ კუთვნილებას გაუსვა ხაზი ტოლერანტმა და დემოკრატმა პრეზომ?

 

ზავალ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ეჰ ჩემო კარგო. შენც კი გაგიკვირდა ხომე ხედავ? არა და, მართლა ჯობს მიშისტი იყო,ვიდრე ეს უაზრო "სახელწიფოებრივი აზროვნება" და "არაკონსტიტუციური ქმედება". აი იმენა კაცს რომ ეუბნები, ნუ დგახარ ამ სტროიკის ქვეშ, დაგეცემა აგური, და ის რომ გლანძღავს, შენ ვის ასწავლი ჭკუასო, ძალაუნებურად გიჩნდება იმის შეგრძნება, რომ ახვიდე, და შენი ხელით დაუშვა აგური იმის თავზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საისტორიო სიტყვა:"საქართველოში დღეს არის ის სიტუაცია, როცა შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს შაშკინი, ყურბანოვი ან სხვა ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობის წარმოამადგენელი. მეზიზღება კორუფცია და ეთნიკური დისკრიმინაცია, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, თავისი შრომისუნარიანობით, წესიერებით და პატრიოტიზმით და არა რელიგიითა და ეთნიკურობით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ახლა ეზიზღება კორუფცია მილიარდები რომ გადაქაჩეს ოფშორულ ზონებში?ttp://www.onlinenews.ge/index.php?id=1357&lang=geo

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ახლა ეზიზღება კორუფცია მილიარდები რომ გადაქაჩეს ოფშორულ ზონებში?

ვერ გაუგე..მან თქვა რომ კორუფცია ეზიზღება ადამიანებში.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საისტორიო სიტყვა:"საქართველოში დღეს არის ის სიტუაცია, როცა შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს შაშკინი, ყურბანოვი ან სხვა ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობის წარმოამადგენელი. მეზიზღება კორუფცია და ეთნიკური დისკრიმინაცია, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, თავისი შრომისუნარიანობით, წესიერებით და პატრიოტიზმით და არა რელიგიითა და ეთნიკურობით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვერბალური ფაღAრათი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

ე.ი. მართლა თქვა

 

 

ამის კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ გავა დრო და შაშკინს მოიხსენიებენ, როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

არაა გამორიცხული რომ შაშკინი მართლაც დაგვისვან პრეზოდ,

 

ვერბალური ფაღAრათი :user:

ან იქნება მაკაკების შემზადება რომ გადაერთონ იმ მიმართულებით, არ გამოვრიცხავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არაა გამორიცხული რომ შაშკინი მართლაც დაგვისვან პრეზოდ,

ვერ გავიგე რა ნიჰილიზმს თესავ..მანამდე საარცევნო გარემოს შეცვლიან და მერე ნახეთ..თუ ტყვილად ველოდები..?? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არაა გამორიცხული რომ შაშკინი მართლაც დაგვისვან პრეზოდ,

შაშკინს ისევ ყურბანოვი მირჩევნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...