Jump to content
Planeta.Ge

სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?

სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?  

21 members have voted

  1. 1. სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?

    • სამშობლო
      6
    • ოჯახი
      15

Recommended Posts

პროსტა აქაურების აზრი მაინტერესებს და თუ შეიძლება დაკლიკული დააკოპირეთ თითვოელმა.

მე ოჯახს ვაკლიკავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ოჯახი (3 votes [100.00%])

ოჯახით იწყებოდა და იწყება ჩემთვის სამშობლოც, ქვეყანაც და პატრიოტიზმიც.. განვითარებული/დემოკრატიული/სამართლებლივი საქართველოც ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის მინდოდა პირველ რიგში და მერე დანარჩენი საზოგადოებისთვის, რომელიც ასევე სამშობლოს ნაწილია..

ასე რომ რათქმაუნდა ოჯახი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?

ვერ ვხვდები რაში უშლის ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორივეს თავისი ეკუთვნის, ოჯახს ოჯახის და სამშობლოს სამშობლოსი,

როცა ადამიანი გონიერია ის არ მოქმედებს პრინციპით ჯერ სამშობლო ან ჯერ ოჯახი,

არამედ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელს უფრო სჭირდება დახმარება

და სადაა რეალური დახმარება და სად არა,

იქნება თუ არა შენი ოჯახი ბედნიერი თუკი შენ მატერიალურ კეთილდღეობას შენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმეგოდ მოიპოვებ,

მაგალითად მუშაობ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში და ბოვშვებისთვის გადმოგცეს დახმარება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთები, შენ კი ეს ნივთები გაყიდე და შვილიკოს უყიდე სნიკერსი,

ანუ, ვალდებული ხარ შენი ოჯახი შეინახო და რაც აუცილებელია გაიღო მათთვის, მაგრამ მათ ფუფუნებას გადააყოლო შEნი თანამემამულეების ინტერესები ეს უკვე ბოროტებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

" სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?"

შენ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ხარ გასაშვები რა :givi: უცნაურ თემებს ხსნი ამ ბოლო დროს.

მეომარი რომელიც ომში მიდის ამ მომენტში მაღლა სამშობლოს აყბნებს, თუმცა შეიძლება ითქვას თავისი ოჯახისთვისაც იბრძვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ოჯახებისთვისაც იბრძვის.

გააჩნია დიტო მომენტს. იყო დრო როდესაც სამშობლო დამყენებია წინ, იყო დრო როდესაც ოჯახი.

გააჩნია რა სიტუაცია იქნება მომავლში, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მოვიქცევი.

პ.ს. დედა უფრო გიყვარს თუ მამა? იგივე ვარიანტის კითხვაა. :givi:

ისე კი ნორმალური ამბეა როდესაც უმეტესობა ოჯახს მისცემს უპირატესობას.

გამოიკითხვა აკლია ეს შეკითხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის, ძალიან საინტერესო წესები ჰქონდათ ძველ ბერძნებს - ჯარში ვერ წახვიდოდი, თუ მიწის ნაკვეთის მფლობელი არ იყავი (აქ საუბარია ჰოპლიტებზე, მეორეხარისხოვან შენაერთებში ყველას შეეძლო ჩაწერა). იგულისხმებოდა, რომ თუ რაიმე კონკრეტულს არ იცავდი - სახლ-კარს, ოჯახს - კარგად ვერ იომებდი.

იგივე წესი ჰქონდათ რომაელებსაც - მარიუსის რეფორმებამდე.

ჰოდა, რისი თქმა მინდოდა - იმ სამშობლოს გავარტყი, სადაც ჩემი ოჯახი ბედნიერი არ იქნება.

ამ სამშობლოში რომ ოჯახი ბედნიერი იყოს ვისი გასაკეთებელია ეს ამბე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჯახის ინტერესები არ უნდა უპირისპირდებოდეს საზოგადოების ინტერესებს,

ეხლა, შენი ოჯახის ინტერესია გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა და ამით გამდიდრება

ყველა მხოლოდ საკუთარი ოჯახის ინტერესებზე ფიქრობს

მივიღებთ საქართველოს, სომალის, ბურკინა ფასოს,

მერე ნუღა გვიკივრს რომ ამ ქვეყანას დედა არ ჰყავს, სამშობლო ერთია ხოლო ოჯახები ბევრი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამ სამშობლოში რომ ოჯახი ბედნიერი იყოს ვისი გასაკეთებელია ეს ამბე? :)

კონსტრუქციული ოპოზიციის? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ჰოდა, რისი თქმა მინდოდა - იმ სამშობლოს გავარტყი, სადაც ჩემი ოჯახი ბედნიერი არ იქნება.

უფრო იმ ქვეყანას გავარტყი რომელიც ჩემ ოჯახს უსაფრთხო გარემოში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემს. სამშობლო მაინც რაცხა აბსტრაქტული რამეა და ვერ გაარტყავ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ოჯახის ინტერესები არ უნდა უპირისპირდებოდეს საზოგადოების ინტერესებს,

ეხლა, შენი ოჯახის ინტერესია გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა და ამით გამდიდრება

ყველა მხოლოდ საკუთარი ოჯახის ინტერესებზე ფიქრობს

მივიღებთ საქართველოს, სომალის, ბურკინა ფასოს,

მერე ნუღა გვიკივრს რომ ამ ქვეყანას დედა არ ჰყავს, სამშობლო ერთია ხოლო ოჯახები ბევრი

ნუ ახლა შენ სულ სხვა ოპერაში წახვედი - ეგ არ იგულისხმება. შენ რასაც ამბობ, ეგ კრიმინალია და სულ სხვა საკითხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვხედავ ხალხს მოსწონს სხივის ხელით აშენებული სამშობლო, სადაც ოჯახი ბედნიეი იქნება. :givi:

ომში მეთაურმა დაიყვირა, "ვისაც სამშობლო უყვარს წინ!!!!!"

მეგრელი დარჩა აკოპში.

მერე ეკითხებიან:

"რაზე არ წახვედი შეტევეზე?"

"რომ მოვეკალიო ვის ეყვარებოდა სამშობლო?". :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მეპრაფესორებით აქ რა და რა კითხვაც დაგისვით გამეცით პასუხი.

ეს თემა გუშინ იმ ნაბოზვარ ფორუმზე თემის წაკითხვამ გადამაწყვეტინა.ზოგიერთი ტვინგაყინულის აზრით(იქით)ოჯახი მშიერი უნდა ამოწყვიტო და სამშობლო პირველ რიგში უნდა დააყენო.მე არ ვფიქრობ ეგრე და გამიასნეთ აბა თუ მართალს არ ვამბობ?

babuagiorgi

გაანებე ამ ომს თავი და გამეცი პასუხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...