Nukriko Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 ეხლა 1 კვირით ვიყავი კახეთში, თელავში, ჩემ ნათესავებთან და არა მარტო ჩემ ნათესავებთან. მთელი კახეთი არის უმუშევარი. მოსავალიც გვალვების გამო არ მოუვიდათ ისეთი როგორსაც ელოდნენ და აბსოლიტურად მათ უმრავლესობას საკუთარი შემოსავალი არ აქვს. საქონელს, ღორებს ზრდიან, წაგებაში მიდიან რადგან მათი გაზრდა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მერე გაყიდვა. ღვინო არ ეყიდებათ. წყლის პრობლემაა, 2 დღეში ერთხელ მოდის წყალი, ისიც გრაფიკით. გამგებელი როგორი სირიცაა ყველამ იცის, ხალხი მისულა წყლის მილების გამოცვლის თხოვნით და თქვენო ბევრი არ ხართო, რატომ უნდა გამოგიცვალოთ მილებიო. თელავის ცენტრი შედარებით ნორმალურია ამ მხრივ. ტელეფონს რაც შეეხება, ახალი ხაზები დაუდგიათ და ისეთია, რომ ერთმანეთში ირევა და 6 კაცს ერთმანეთის ლაპარაკი ესმის (მოტეხეს რა მაღუთი). წარმოიდგინეთ 1 ქუჩაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა ქარხანაში, ისიც 60 ლარზეა რა, სხვა დანარჩენი უმუშევრები არიან. დასაქმებას რაც შეეხება, მხოლოდ ორი რამე მუშაობს (რასაც მუშაობა ჰქვია) 1) ლიმონათის ქარხნები (რომლებსაც აქ არ ყიდიან, ყაზახეთში ყიდიან, არადა ნატურალური წყვენია) 2) მანქანების შეკეთება და ა.შ ძირითადი დასაქმების წყარო არის აი ეს ორი. ღვინო არ იყიდება, ამიტომ ძირითადად რაც მოჰყავთ, საკუტარ მოხმარებისთვის მოჰყავთ. (ანუ რითიც არსებობდა კახეთი, ასე თუ ისე შემოსავალი რითიც შედიოდა, უკვე ვეღარ მუშაობს) ეკონომიურად მძიმე სიტუაციაა, მარა კახური ბუნება და ხალისი, ღვინოს დალევა და ა.შ ამ სიმძიმეს აადვილებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Nukrikoრა სახსრებით ცხოვრობენ..როგორც ჩანს ბოლო დროს ყურძნის ჩაბარებიდან მიღებული თანხის იმედი არა აქვთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 ალბათ ღადაობენ კახელები ბაყაყის მოყვანაზე? მომენატრა დალოცვილი მხარე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 2) მანქანების შეკეთება და ა.შ ძირითადი დასაქმების წყარო არის აი ეს ორიკი მაგრამ ყველა უმუშევარი თუ არის ეს მანქანები საიდან ყავთ ან ბენზინს როგორ ასხამენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 გიორგი68რა სახსრებით ცხოვრობენ..როგორც ჩანს ბოლო დროს ყურძნის ჩაბარებიდან მიღებული თანხის იმედი არა აქვთ.. ყურძენის ამბავი ცუდადაა, რადგან ჯერ ესერთი გვალვებმა გააფუჭა საქონელი და მეორე ჩაბარება ხდება მიზერულ თანხებში. წამალი, მოვლა და ა.შ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მერე ჩაბარებისგან აღებული თანხა. Saturnკი მაგრამ ყველა უმუშევარი თუ არის ეს მანქანები საიდან ყავთ ან ბენზინს როგორ ასხამენ? მანქანები შენ გგონია ბევრია? აი გორში რომ ვიყავი, იქ ვხედავდი სულ უცხოურ თანამედროვე მანქანებს, თელავში და ზოგად კახეთში, სულ ძველი 80-იანი წლების ჟიგულები ჰყავთ. მანქანებს რაც შეეხება, ძველი ტრაქტორები კი ჰყავთ და გინდა არ გინდა, რაღაც რომ მოიყვანო გჭირდება რომ ამუშაო და აგერ ჩემი ნათესავი მუშაობს იქ და თვეში 120 ლარამდე აქვს ხელფასი. ძირითადად ეს მძღოლები ჟიგულებით მარშუტკის ფასად ტაქსაობენ. 50 თეთრად დადიან კაცზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Saturnკი მაგრამ ყველა უმუშევარი თუ არის ეს მანქანები საიდან ყავთ ან ბენზინს როგორ ასხამენ?ვა ეს რა მაგრა გამოიჭირე..ნუკრიკო ალბათ აზერბაიჯანის მხარეზე იყო და აერია,თორემ საქართველოს რაიონებში ხომ ისე აიწია ცხოვრების დონემ,რომ ყველა ეზოში ახალი მანქანები უდგათ.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Nukrikoნუკრიკო, არ დაინტერესებულხარ რამდენი ადამიანია გასული საზღვარგარედ ოჯახებიდან? რეგიონებში ძალიან ხშირად დავდივარ - საზღვარგარედ წასულები არჩენენ აქ მყოფ ოჯახის წევრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Nukrikoუმძიმესი სურათი დახატე...მაგრამ მაინც რეგიონების მიხედვითაა რა... კახეთი და ქართლი წელში გაწყვეტილია... აი დასავლეთ საქართველო შედარებით ნორმალურადაა იმჰო..თხილის ხარჯზე ძირითადად.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 კარგია, რომ Nukriko თავისი თვალით ნახულს ყვება!იქნებ სხვებიც იყავით რეგიონებში და თქვენი დაკვირვებები დაწეროთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 newstudio უმძიმესი სურათი დახატე...მაგრამ მაინც რეგიონების მიხედვითაა რა... კახეთი და ქართლი წელში გაწყვეტილია... აი დასავლეთ საქართველო შედარებით ნორმალურადაა იმჰო..თხილის ხარჯზე ძირითადად.. დასავლთი ძალიან მრავალფეროვანია. გორში ხალხი მდიდრდებოდა, კონტრაბანდა და ვაჭრობა რომ იყო, აი იმით.. სამეგრელოშიც, ალბათ ეს კონტრაბანდა მუშაობს და შემოსავალი ალბათ ამიტომაა უფრო მეტი, თორე რეალურად ბაზარი ორივეს დაკეტილი აქვს. თხილს მერე სად ასაღებს? რუსეთის ბაზარი დაკეტილია ;) განვითარებულია მეტ-ნაკლებად აჭარა, ნუ გასაგები მიზეზების გამო, ტურიზმია და ფულიც იქ იდება. სხვა კუთხეებში არამგონია რომ რაიმე დიდად უკეთესად იყოს ეკონომიურად საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Nukrikoსამეგრელოშიც, ალბათ ეს კონტრაბანდა მუშაობს და შემოსავალი ალბათ ამიტომაა უფრო მეტი, თხილითხილს მერე სად ასაღებს?თურქეთში და ევროპაში... ნუ იყიდება რა... 2-3 ლარია კილოს ფასი..10 ტომა უკვე ფულია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 ნუკრიკოს მოგზაურობა კახეთში რააო გლეხებმა, გვიშველეოოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 იქნებ სხვებიც იყავით რეგიონებში და თქვენი დაკვირვებები დაწეროთ? უმრავლესობა უცხოეთში წასული ხალხის კმაყოფაზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 Nukriko აბა ამ სულელმა ყურძნის მიმღები ქარხნები უნდა ავაშენოო? ეხლა არ იყო ეს რომ სთქვა, მთავრობის ტბაზე გასვლით სხდომაზე? კახელებს გაუმარჯოს ღმერთმა,მაგარი როჟები არიან.რაც მე მანდეთ დრო მაქვს ნატარები ბიჯოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 lasha1997აბა ამ სულელმა ყურძნის მიმღები ქარხნები უნდა ავაშენოო?რაც არის, ისინიც არ იღებენ, იმიტომ რომ ჯერ შარშანდელი არ გაუყიდიათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.