mtidan Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 საქართველოში პური უძველესი დროიდან მოყავდათ და ეს კულტურა განვითარებული იყო საქართველოს დასახელებაშია (გეორგია) უკვე ჩადებული, რომ მიწათმოქმედი ქვეყანა ვიყავით.მგონი 40-ზე მეტი ჯიშია ცნობილი, რომელიც ქართულია. გადასახადებშია ჩადებული უკვე, რომ მიწა არ დამუშავდეს. მიზანმიმართული პოლიტიკაა. არავინ დამაჯეროს რომ ფათოღლუ სჯობია ქართულ პურს. საქართველოს რომ თავისი ხორბალი ჰქონდეს რუსეთის ხანძარი გავლენას ვერ იქონიებდა ფასზე, რომლის მომიზეზებით ვიღაც ხელს ითბობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების განადგურება გრძელდება საზოგადოება — თავფურცელი17:37 02.02.2009 ჩვენი ქვეყანა - საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგილობრივი ჯიშის არსებობა.ამ ჯიშებმა, უდავოდ, ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში და წარმოადგენენ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების გამოყვანა, ეს არ იყო არც ერთი, არც ორი წლისა და, თუ გნებავთ, არც ათწლეულების საქმე. მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა საუკუნეები მოანდომა და ეს ხანგრძლივი პროცესი ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან. ამ ჯიშთა ბუნება ფაქტობრივად იგივეა, რაც ქართველი კაცის ბუნება. ქართული პურ-ღვინო ის პროდუქტებია, ურომლისოდაც ქართველი კაცი არ არის სრულფასოვანი ქართველი. თუკი ჩვენს წმინდათა წმინდა სამეულს - ენას, მამულსა და სარწმუნოებას ცალკ-ცალკე განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მამული არა მარტო ტერიტორია, არამედ პირველ რიგში, სწორედ ქართული პურ-ღვინოა, რომელიც მეორე მხრივ, ეხმაურება ასევე ენასა და სარწმუნოებასაც. ეს ყოველივე კი, შესაძლოა, განხილვის საგნადაც გახდეს იმ გაგებით, რომ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების მთავარი სიმბოლო - ზიარება, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, თავდაპირველად, სწორედ პური და ღვინოა, ხოლო რაც შეეხება ენას, განა შეიძლება იმაზე მეტი ითქვას ამის შესახებ, როდესაც სიტყვა ”ღვინო” სწორედ ქართული ენიდან გავრცელდა მსოფლიო ენებში ღვინის აღმნიშვნელად და იგი წმინდა ქართულ სიტყვას წარმოადგენს? ქართული სოფლის მეურნეობის ეს ორი უმთავრესი დარგი ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის დასაყრდენსა და საფუძველს. სწორედ ამაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ წლის მოსავლის ავკარგიანობის განმსაზღვრელს საქართველოში ხორბლისა და ყურძნის მოსავლიანობა წარმოადგენდა. აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მთისა და ბარის განსაზღვრებად სწორედ ვაზი გვევლინებოდა - მთად იწოდებოდა ის ადგილი, სადაც ვაზი არ ხარობდა სიცივისა და ზღვის დონიდან სიმაღლის გამო. ხორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.ამით სულაც არ გვინდა, ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის კულტურას, მაგრამ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, როცა ძალიან ბევრი ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად ”საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ხორბალი? ამა თუ იმ ერის კულტურას, ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს მისი ბუნების მრავალფეროვნებაც. თუკი შესაძლებელია, რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ფლორასა და ფაუნაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად, ქართველმა კაცმა გამოიყვანა ისეთი ვაზისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც არათუ მხარისა და რეგიონის, არამედ ხშირ შემთხვევაში, სოფლების ან სოფლებში კონკრეტული უბნებისა თუ ფერდების სახელს ატარებენ? მაგალითად: ხორბლის ჯიშებიდან: თიანური დოლისპური, კორბოულის დოლისპური, მესხური დოლისპური და სხვ. და ვაზის ჯიშებიდან - ვერტყვიჭალური თეთრი, ხვანჭკარა, ინგილოური, ვაზისუბნის წითელი, წნორის თეთრი, მაღრაანული ქისი და სხვ. ეს ყოველივე, უდავოდ, სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონესა და განვითარებაზე მეტყველებს. ხორბლისა და განსაკუთრებით ვაზის ადგილობრივ ჯიშებს სიმრავლით ბადალი არა ჰყავთ. ვაზსა და ხორბალს არც ხილი ჩამორჩებოდა. ქართველი კაცის მარჯვენამ გამოიყვანა ისეთი უნიკალური, ადგილობრივ პირობებს ზედმიწევნით კარგად მორგებული და შეგუებული ვაშლის ჯიშები, როგორიცაა: თურაშაული, აბილაური, შაქარნაბადა, ჯორისცხვირა, მესხური მსუქანა და სხვ. მათი ჩამოთვლა ისევე ძალზედ შორს წაგვიყვანს, როგორც ქართული კურკოვანი თუ თესლოვანი ადგილობრივი ხეხილის ჯიშების სახელების ჩამოთვლა.აქ, ჩემდაუნებურად, მახსენდება ქართველი ბრძენკაცის მიერ გამოთქმული ერთი ქართული ანდაზა, რომელიც ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს დღესდღეობით შექმნილ სიტუაციას, რომელიც შექმნილია როგორც საზოგადოდ, ისე კონკრეტულად, სოფლის მეურნეობაში - ”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს, თავიანთი ჭკუამოკლეობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები, რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ? ეს მაშინ, როცა თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა, ქართული ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ, თავისად ასაღებენ.თავის დროზე, საქართველოში რუსმა თუ ევროპელმა ეგრეთწოდებულმა სპეციალისტებმა, ჩვენი ვაიქართველების დიდი გვერდშიდგომით, ვითომდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნების გასამდიდრებლად ჩვენში შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები. რასაც წარმოადგენდა ამ ყველაფრის მოტივი, ეს ჩემთვის ძალზე კარგადაა გასაგები და ალბათ, არც სხვებისთვის იქნება გაუგებარი. ამ ყოველივეს მოჰყვა ის, რომ საქართველოში თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს (იქნებ არცთუ შემთხვევით) საქართველოში შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა. ამგვარივე რამ გამოიწვია თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამაც, რომელმაც ერთი მხრივ, გამოიწვია ნიადაგების მასიური გამოფიტვა და გაღარიბება, ხოლო მეორე მხრივ მოჰყვა ის, რომ სიმინდმა განდევნა ისეთი კულტურები, როგორებიცაა ღომი და ფეტვი, რომლისგანაც უწინ მზადდებოდა მჭადი. ყოველივე ახალი და თანამედროვე მისასალმებელია, მაგრამ ამ ახალმა გავრცელება ადგილობრივი და დიდი ხნის წინ გამოცდილი კულტურის განდევნის ხარჯზე არ უნდა ჰპოვოს. თავის დროზე, ამ ეგრეთწოდებულ ახალი და გამოუცდელი ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ილია ჭავჭავაძემ. იგი ამბობდა, რომ ისინი, ვინც დაუფიქრებლად და გამოუცდელად შეეცდებიან, ჩვენში დანერგონ რაიმე ახალი ისე, რომ არ გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიცია და გამოცდილება, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ უმარცხოდო. მაშ ასე, ჩვენს სასიქადულო მთავრობას გადაუწყვეტია საქართველოში შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ხორბლისა თუ ვაზის ჯიშები. ალბათ, სწორედ ამ ყველაფრის ნიადაგის შემზადებაზე მეტყველებს მათივე ”ჭეშმარიტი ქართული საქმე”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ საქართველოში (ჯერჯერობით, მხოლოდ კახეთში) ქართული ვაზის ამოძირკვასა და მოსპობას, რომელიც მეორე მხრივ, ბრწყინვალე გაგრძელებაა შაჰ აბასისა, აღა-მაჰმად-ხანისა და თემურლენგის დაწყებული საქმისა. ნუთუ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე პირველი და პრიორიტეტული საქმე და ამოცანა? ანდა, ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას გააკეთებდა, რაც ეგრეთწოდებული დევნილთა ქალაქების შექმნით გაკეთდა? ეს ხუხულა ბარაკები აშენდა საუკეთესო სახნავ-სათეს და სავენახე მიწებზე, რომელთა გაკულტურებაზე, გასარწყავიანებაზე თუ მათი ქარსაფარი ზოლებით უზრუნველყოფისთვის, თავის დროზე, უამრავი დრო, ენერგია და ფული დაიხარჯა. ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც ამდენი დაცლილი და გაპარტახებული სოფელია საქართველოს მთასა და ბარში. თითოეული ამ ბარაკის ფასად ხომ სახლ-კარი მოვიდოდა თავისი სახნავ-სათესით ნებისმიერ სოფელში? ამით ხომ დაცლილი სოფელიც შეივსებოდა და გაძლიერდებოდა? ახლა კი მხოლოდ ის გაკეთდა, რომ არსებული საუკეთესო სახნავ-სათესიცა და სავენახე ფართობიც საბოლოოდ დაიკარგა და იქ აშენებულ დევნილთა ბარაკებში შესახლებული, შრომას მიჩვეული მეურნეც, საბოლოოდ, მოსწყდა მიწას. არ ვიცი, კიდევ რამდენი კითხვის ნიშანი დავსვა... როდესაც ქართველ კაცს ქართულ ვაზსა და ხორბალს და აქედან გამომდინარე, ქართულ პურ-ღვინოს წაართმევ და, სანაცვლოდ, პირდები რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ”ცარიელ” ჯიშებს, რომლებიც არცთუ იშვიათად გენური ინჟინერიითაა მიღებული, რაღაც მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე. აქ კი, ძალზე დიდი გულისხმევა და დაფიქრებაა საჭირო. ღმერთმა ნუ მოშალოს საქართველოში ქართული პურისა და ქართული, მართალი ღვინის მადლი. გიორგი ბარისაშვილი სადღეგრძლოს პონტშია მაგრამ რაღაც რაღაცეები გასათვალისწინებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 mtidanგადასახადებშია ჩადებული უკვე, რომ მიწა არ დამუშავდესროგორაა ჩადებული. მექანიზმი ახსენით გეთაყვა. არავინ დამაჯეროს რომ ფათოღლუ სჯობია ქართულ პურსშენ ყოველთვის იმას ყიდულობ რაც ჯობია? მე მაგალითად ვერ ვახერხებ ამას და უფრო იაფს და ხელმისაწვდომს ვჯერდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 ტრადიციულად პურის მომყვანი რაიონები იყო საქართველოში სამხრეთ საქართველო - მესხეთ-ჯავახეთი, დღეს იქ მიწების ნახევარზე მეტი საერთოდ ტყუილადაა, დაუმუშავებელი და უსარგებლოა, აღმოსავლეთ საქართველო - დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები, დღეს იქ, სსრკ-დროიდან მოყოლებული მევენახეობაა გავრცელებული ძირითადათ, არადა ისტორიულად მეპურეობის რაიონები იყო. თუმცა ხორბალიც მოჰყავთ ეხლა, რასაკვირველია. თუმცა წლეს მეტად უცნაური ამბები მოხდა, ჯერ არნახული სახეობის მღრღნელები გაჩნდა, ე.წ. "უკუდო" თაგვები, გრძელი, წვეტიანი თავით. ეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ საშინელი ზარალი აანხა ამ მღრღნელმა წელს ხორბლის მომყვან ხალხს, მასზე არ ახდენს არანაირ გავლენას აქ არსებული არცერთი წამალი, ანადგურებს ფაქტიურად მთელს მოსავალს. ადგილობრივები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ეს თითქოს სპეციალურად გავრცელებული მავენბელია, რათა ექსპორტზე მეტი ხორბალი შემოვიდესო და ადგილობრივი საერთოდ წახდესო. მე, რათქმაუნდა, ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ წელს პირველად გამოჩნდა საერთოდ ეს მუტირებული მღრღნელი., რომელსაც ჩვეულებრივ მღრღნელებთან შედარებით გაცილებით დიდი ზარალი მოაქვს მწარმოებლისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 უარესადაა საქმეhttp://planeta.ge/index.php?showtopic=38081&view=findpost&p=314862 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 როგორაა ჩადებული. მექანიზმი ახსენით გეთაყვა. გადასახადი შეუსაბამოდ დიდია და მოსავლის მოყვანა ნაკლებრენტაბელურია, . შემომტანები ჩაყენებული არიან სასათბურე პირობებში, მწარმოებლისგან განსხვავებით. ახალს არაფერს ვამბობ.შენ ყოველთვის იმას ყიდულობ რაც ჯობია? მე მაგალითად ვერ ვახერხებ ამას და უფრო იაფს და ხელმისაწვდომს ვჯერდები. ქართული რომ იყოს იქნებოდა შესაბამისად კარგი და იაფიც. გაათავისუფლონ სოფლის მეურნეობა მახრჩობელა გადასახადებისგან, მისცენ საწვავი რეალურ ფასში ან უფლება თვითონ შემოიტანონ აზერბაიჯანიდან და ნახავთ რომ მართალს ვამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 გადასახადი შეუსაბამოდ დიდია რისი გადასახადია შეუსაბამოდ დიდი და რამდენია? შემომტანები ჩაყენებული არიან სასათბურე პირობებში, მწარმოებლისგან განსხვავებით.და შენ დარწმუნებული ხარ რომ ადგილობრივები რომ აწარმოებენ, ის იაფი იქნება ვიდრე შემოტანილი? მე არსებული გამოცდილება რატომღაც სხვა რამეს მკარნახობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 რისი გადასახადია შეუსაბამოდ დიდი და რამდენია? ზუსტი ინფო არა მაქვს. ახლობელი მყავს საკმაო გამოცდილების მქონე ბიზნესმენი, რომელმაც იყიდა კახეთში მიწის ფართობები ხორბლის მოსაყვანად. იყიდა ტექნიკა და ისე გაუხდა საქმე გადასახადების წყალობით რომ მიწას აღარ ამუშავებს და ტექნიკაც უჟანგდება უქმად. მე ჰაერზე არ ვწერ არაფერს.და შენ დარწმუნებული ხარ რომ ადგილობრივები რომ აწარმოებენ, ის იაფი იქნება ვიდრე შემოტანილი? მე არსებული გამოცდილება რატომღაც სხვა რამეს მკარნახობს. როცა ბევრი მეწარმე იქნება, კონკურენციაც გაიზრდება და ფასებიც დაიწევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 mtidanზუსტი ინფო არა მაქვსმე ჰაერზე არ ვწერ არაფერს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი, დეპუტატი პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს . როგორც მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურზე ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახები. "ამ ბიზნესზე მონოპოლია ხელისუფლებას აქვს. პური, რომელიც დღეს ცხვება საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან მზადდება. შესაბამისად, ექსპერტები, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში პურის ფასების ზრდას უფრო ოქტომბერ-ნოემბერში ვარაუდობდნენ",-აღნიშნა მამრაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ პურზე ფასები სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა და ამისთვის ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი იყო. "პურზე ფასის ნაადრევი ზრდა არჩევნების შემდეგ ბიუჯეტის თანხებით შევსების პრობლემას უკავშირდება. ფასების ზრდის შემთხვევაში, საჭიროა ხელისუფლებამ გაჭირვებული მოსახლეობისათვის გარკვეული კომპენსაცია გასცეს",-აღნიშნა პეტრე მამრაძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 როგორც მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურზე ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახებიარა მარსზე ცუდი ამინდებითაა ნაკარნახები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 newstudioაი ეს არის 7 წლიანი მმართველობის შედეგი ... საქმეც მაგაშია რომ მაშ რაღა აზრი ჰქონდა ვარდების რევოლუციას??? ნაცები და მისი ხროვა რომ გაგვემდიდრებინა იმიტომ??? მაგათი დედაც... მეცოდებიან ისენი რომლებმაც მხოლოდ ამ ყაყა სააკაშვილის რეჟიმში იპოვეს თავისი თავი და თავისი ადგილი... ცხოვრების ჭაობიდან, ფსკერიდან ამოვიდნენ ამ ყაყა ხელისუფლების ხელში და მთელი მათი კეთილდღეობა და მომავალი მხოლოდ ამ ყაყას ყოფნა - არყოფნაზეა დამოკიდებული!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 მეცოდებიან ისენი რომლებმაც მხოლოდ ამ ყაყა სააკაშვილის რეჟიმში იპოვეს თავისი თავი და თავისი ადგილი... ცხოვრების ჭაობიდან, ფსკერიდან ამოვიდნენ ამ ყაყა ხელისუფლების ხელში და მთელი მათი კეთილდღეობა და მომავალი მხოლოდ ამ ყაყას ყოფნა - არყოფნაზეა დამოკიდებული!!! ნეხვის ჭია ყველაზე კარგათ ნეხვში გრძნობს თავს და იმიტომაცაა იქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 mtidan დრონი მეფობენ და არა მეფენი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 უარესადაა საქმეძალიანაც კარგი. ეხლა ის სიტუაციაა, როდესაც ჩემ ხუჟე, ტემ ლუჩშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.