Jump to content
Planeta.Ge

შეტაკება დევნილებსა და პატრულს შორის


Recommended Posts

babuagiorgi

ჩეხეთში ეს:

 

უცხოეთიდან ვინც წერთ,იმათ მინდა გკითხოთ,რომელი ქვეყნის დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოითმენს რომ ცენტრალურ მაგისტრალზე იყიდებოდეს ბოსტნეული,ხილი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლიფებზე და საცვლებზე არაფერს არ ვამბობ...

 

ხდებაა?

 

მართლა მაინტერესებს.

 

 

პასუხს ამ პოლიციელებს ვაგებინებთ ერთხელ და ძალიან მწარედ.

ნაღდი ძაღლებია რა..............

babuagiorgi

 

ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს მაგრამ პოლიცია პოლიციად დარცება ნებისმიერ შემთხვევაში.. ვინც არ უნდა მოვიდეს.

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 177
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

გარევაჭრობა მართლაც არ უნდა იყოს დაშვებული.

უბრალოდ ეს დროდადრო ახსენდება ჩვენ ხელისუფლებას - სჭირდებათ ხმები - უშვებენ, არარ - აგდებენ.

აი იმ ხალხის ვერ გამიგია - რიტ ვერარ ისწავლეს ჭკუა? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ ეს დროდადრო ახსენდება ჩვენ ხელისუფლებას - სჭირდებათ ხმები - უშვებენ, არარ - აგდებენ.

აი იმ ხალხის ვერ გამიგია - რიტ ვერარ ისწავლეს ჭკუა?

kisa

 

აი ამაში კი გეტანხმები

ეს ყველაფერი(და არამარტო ეს) არჩევნების შემდეგ არ უნდა მომხდარიყო.

 

საეჭვოდ ბევრი საზოგადოებაში არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწია ხელისუფლებას;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

საეჭვოდ ბევრი საზოგადოებაში არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწია ხელისუფლებას;

პირველად რომ აყარეს ქუჩებიდან - ამრთლაც ამოვისუნთქეთ

მერე დასჭირდათ ამ ხალხის ხმები და ისევ დაუშვეს.

სწორედაც ეგაა უბედურება, რომ არათანამოიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ პოპულისტები არიან

ეგაა სულ

 

დევნილებთან მიმართებაში სხვა აზრი მაქ - ვგონებ არ მოგეწონება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილებთან მიმართებაში სხვა აზრი მაქ - ვგონებ არ მოგეწონება

kisa

 

ხო ვთქვი მწარეს დაწერს მეთქი:

 

გისმენ აბა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

უცხოეთიდან ვინც წერთ,იმათ მინდა გკითხოთ,რომელი ქვეყნის დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოითმენს რომ ცენტრალურ მაგისტრალზე იყიდებოდეს ბოსტნეული,ხილი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლიფებზე და საცვლებზე არაფერს არ ვამბობ...

 

მადლობ,akkai, რომ ჩემი თხოვნა შეისმინე და იუტუბი-ზე დადე ეგ ვდეო. წინა შენი ვიდიეო ხათრის გულისთვის ბოლომდე ვუყურე წვალებით...მაგრამ ფინალური კადრები (თუთაშხია ფიშტოს რომ აჩუქებს ის ვნახე საბოლოო) მაინც არ ჩამომიტვირთა.

 

რუსეთი თუ უცხოეთია (ქართველების თითქმის 20-25% აქ ცხოვრობს), მე უცხოეთიდან აი რას მოგწერ.

აქაც მაჭრობენ გზის პირას, მაგრამ ქალაქ გარეთ სოფლებში ტრასის გასწვრივ.

დედაქალაქში მაგას ვერ მოითმენენ. მაგრამ... აქ იმდენი პავილიონების სავაჭროდ დადგმული, რომ თავისუფალი პავილიონებიც არის და პავილიონის დაქირავება, არენდა პრობლემა არაა. თუ აუშენებ სავაჭრო პავილიონებს (ჯიხურებს) და მერე აუკრძალავ გარეთ ვაჭრობას, ხომ გასაგებია. მაგრამ როცა უკანასკნელს ართმევ... მაშინ გამორბიან რუსეთში სამუშაოთ (სავაჭროთ). მაშინ უნდათ აქ დარჩენა და ეშინიათ აქედან არ გაასახლონ ისევ საქართველოში.

როცა მტერთან შენი მოქალაქეები გარბიან, ორი გზა გაქვს. ერთი - დაფიქრდე. მეორე - არ შეიმჩნიო.

ეს პოლიციელებს არ ეხებათ ამ შემთხვევაში - ისინი ბრძანებას ასრულებდნენ. ამ შემთხვევაში როგორი ბრძანება იყო და როგორ შესრულდა ვერ გეტყვი. მაგაზე სხვებმა იმსჯელონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობ,akkai, რომ ჩემი თხოვნა შეისმინე და იუტუბი-ზე დადე ეგ ვდეო

GeoStream

 

მაესტრო თავის არხზე გასულ სიუჟეტებს დებს აქ:---- http://maestro.ge/

 

უპრობლემოდ შეგიძლია ნახო ხოლმე...თვითონ ტვირთავენ იუტუბზე

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჩეხეთში ეს:

 

 

 

ხდებაა?

 

მართლა მაინტერესებს.

 

babuagiorgi

 

ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს მაგრამ პოლიცია პოლიციად დარცება ნებისმიერ შემთხვევაში.. ვინც არ უნდა მოვიდეს.

 

რა გაინტერესებს ის რომ საზღვარგარეთ ხალხს ასეთ დღემდე არ მიიყვანდნენ?

თუ ის რომ ასეთ მოთხოვნის შემთხვევასი დააკმაყოფილებდნენ თუ არა?

საფრანგეთში ქალაქის ცენტრში ერთ დღეს გავიარე. მოდენაზე მგონი. შევნიშნე ასფალტზზ ხვრელები იყო.

მოკლედ შაბათ კვირას მანდ ბაზრობა წავიდა გააფრენ. ხორცი გინდა რა არ იყოდებოდა.

თუ გაინტერესებს ჰიგიენის მხვრივა დამიჯერე საქართველოზგან არ განსხვავდებოდა.

ასეთი მოთხოვნა რომ იყოს თან ამდენი ხალხის, ნაღდში დააკმაყოფლებს აქ ხელისუფლება და თან პირობებსაც შეუქმნის.

 

რაც შეეხება პოლიციას, ერთხელ არ დასჯილა სამაგალითოდ და ეს ამიტომ ხდება. დაისჯებიან და არასოდეს არ განმეორდება მაგვარი ძაღლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

უცხოეთიდან ვინც წერთ,იმათ მინდა გკითხოთ,რომელი ქვეყნის დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოითმენს რომ ცენტრალურ მაგისტრალზე იყიდებოდეს ბოსტნეული,ხილი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლიფებზე და საცვლებზე არაფერს არ ვამბობ...

უცხოეთში ამ ხალხს შექმნილი აქვს სამუშაო ადგილები და ცხოვრების ნორმალური პირობები..

 

თუ ამას ვერ ითმენთ რადგან უცხოეთში ვერ მოითმენდნენ,მაშინ იმას როგორ ითმენთ რო არჩევნებს გიყალბებენ..ამასაც ვერ მოითმენენ უცხოეთში..

 

პ.ს. ისე მალტის დედაქალაქ ვალეტას ცენტრალურ ქუჩაზე ყოველ შაბათ-კვირას დგავენ დახლებს და ყიდიან ძალიან იაფიან საქონელს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ამ ყველაფერზე პასუხიმგებელია ჩხარტიშვილი. რომელმაც პოლიტიკური ქულების (როგორც მახსოვს რესპუბლიკელია ეს ადამიანი) დაწერა მოინდომა გარემოვაჭრეების ხარჯზე.

 

უცხოეთიდან ვინც წერთ,იმათ მინდა გკითხოთ,რომელი ქვეყნის დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოითმენს რომ ცენტრალურ მაგისტრალზე იყიდებოდეს ბოსტნეული,ხილი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლიფებზე და საცვლებზე არაფერს არ ვამბობ...

 

პოლიციის ქმედებას რაც შეეხება: სასაცილოა დღევანდელი ინციდენტის და 7 ნოემბერის ერთმანეთან შედარება:

 

პოლიცია აქ სრული წესების დაცვით მოქმედებდა 7 ნოემბრისგან განსხვავებით...თუ არ გაქვს ნებართვა ქუჩის გადაკეტვის და აქციის მოწყობის,არავინ არსად არ მოგცემს ამის გაკეტების უფლებას; ნუ ჩხარტიშვილის ინტრიგანობა და პროვოკატორობა სხვა თემაა..ვიცნობ და არ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი:::::

 

მოვაჭრეებს რაც შეეხება. მეცოდებიან ეს ქალბატონები გურლწრფელად. თუმცა მერიამ გამოუყო მათ სავაჭრო წერტილები,თუმცა მათი უმრავლესობა იქ შესვლაზე თავს იკავებს..

ხო, დავიწყოთ პირველით

რა დაგიშავა ჩხარტიშვილმა, ყველა პოლიტიკოსი ცდილობს რომ დაეყრდნოს რომელიმე სოციალურ ფენას და ყველგან პოლიტიკოსები, თუკი მათ პოლიტიკოსები ჰქვიათ და არა გალსტუკიანი პეპლები ცდილობენ იყვნენ იქ სადაც არის ხალხის პროტესტი,

უცხოეთს რომ ადარებ სად გინახია შენ ამდენი დევნილი???? თან საკუთარი მოქალაქე,

როდესაც გერმანიასა და საფრანგეტში დევნილად ბარდება ამ ქვეყანას მოქალაქე მას უზრუნველჰყოფენ ბინით, საკვებით

და თუკი შესაძლებლობა აქვთ სამუშაოთი,

თანაც საქმე ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და არა საკუთარ მოქალაქეებს,

თუკი შენ ფიქრობ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უზრუნველჰყო საკუთარი დევნილი მოქალაქეები ბინით, სოც დამხარებებით და სამუშაოთი ??? და მიუხედავად ამისა დევნილები მაინც იმდენად გაუმაძღები არიან რომ ისინი ვერ კმაყოფილდებიან ამით და ურჩევნიათ

მტვერში და სიბინძურეში ივაჭრონ???

ამ ხალხმა, დევნილებმა გამონახა არსებობის ნიშა, ერთ-ორ კაპიკს შოულობენ რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოკვებონ

და შენ დისკომფორტს გიქმნის მათი ვაჭრობა??? სუნი გაწუხებს თუ უხარისხო პროდუქტი,

ნუ იყიდი, ნუ გაეკარიები იმ ადგილს, შენთვის ის გარე მოვაჭრეები ეტყობა არაფერს არ ნიშვს,

შენ იცი რამდენი უნდა გადაიხადონ გარე მოვაჭრეებმა დღეში-7 ლარი, ამის საშულაება ბევრს არა აქვს იმიტომ რომ დღეში ზოგი 5 ლარზე მეტს ვერ შოულობს, გარდა ამისა ადგილებიც არაა საკმარისი,

 

მერე, დეზერტირები დაკეტეს, დიღმის ბაზარი დაკეტეს, თავად კეტავენ ბაზრებს და ყრიან ამ ხალხს და მერე ქუჩიდანაც ყრიან,

ადგილები კი ძვირია და ყველას არ ყოფნის,

 

უნდა იცოდე რომ შენ რომ დაბანილ დავარცნილი და ნაჭამი ხარ შენს თAნამემამულეებს უჭირთ და შენც და მეც ვართ პასუხისმგებელი მათ მდგომარეობაზე,

თუკი არ გაქვს შენი თანამემამულეების მიმართ სოლიდარობის განცდა ქე მაინც გაჩუმდი და ამ ხელისუფლების ყველანაირ ქმედებას მხარს ნუ უჭერ,

ან, თუკი უჭერ ყველანაირ უნამუსობას მხარს იმის პრეტენზია მაინც ნუ გექნება რომ აქ შენს ამ ანტიადამიანურ იდეებს პატივისცემით მოექცევიან,

 

არ გირჩევ და არ გისურვებ მოხვდე მათ მდგომარეობაში, ამ ხალხს ყველაფერი ჰქონდა და ყველაფერი დაკარგა და ნება იბოძე და აიტანე პატარა დისკომფორტი, თუკი არ ხარ ამ ხელისუფლების მომხრე, როგორც შენ ამტკიცებ სიტყვირად, ნურც ამ უნამუსობის დამცველი იქნები რაც ეხლა ხდება,

გაგიჭირდება შენც და არავინ არ აღმოჩნდება შენს გვერდით, დაეცემა და წიხლს ჩაგაზილავენ, იმიტომ რომ თავად ესე იქცეოდი როგორც ჩანს,

ვიანიდან სხვისი ჭირის გაზიარების უნარი არ გაგაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

პ.ს. ისე მალტის დედაქალაქ ვალეტას ცენტრალურ ქუჩაზე ყოველ შაბათ-კვირას დგავენ დახლებს და ყიდიან ძალიან იაფიან საქონელს..

ეს ტერმინი "ქუჩის მოვაჭრეები" ამათ რაღაც საშინელება ჰგონიათ რა. :)

 

ევროპაში სადაც არ ვიყავი ყველგან არის ასეთი ვაჭრობა, უბრალოდ უკეთეს პირობებს უქმნის ხელისუფლება. ესაა განსხვავება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტერმინი "ქუჩის მოვაჭრეები" ამათ რაღაც საშინელება ჰგონიათ რა. :)

 

ევროპაში სადაც არ ვიყავი ყველგან არის ასეთი ვაჭრობა, უბრალოდ უკეთეს პირობებს უქმნის ხელისუფლება. ესაა განსხვავება.

გაისუქეს ამ არაადიამიანებმა ერთი ადგილი და თავი ევროპელები გონიათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

babuagiorgi

 

თუ გჯერათ ჩემი პარიზის,რომის,მოდენას,კოპენჰაგენის,ჰელსინკის,სტამბოლის,ლარნაკას, ათენის,ბაქოს.კიშინოვის ცენტრალურ ქუჩაზე მე მსგავსი არაფერი არ მინახია..

 

გარეუბნებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვიცი.

 

პ.ს. იმედია სუვენირების და საჩუქრების გაყიდვას გარევაჭრობად არ თვლით.

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...