newstudio Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა . აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით ავლაბრის რეზიდენციიდან მივიდნენ და საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ. ფიზიკური დაპირისრების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. საბოლოოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" რამდენიმე აქტივისტი. ლაშა ჩხარტიშვილი კი დაკავებას გადაურჩა, დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისი წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც პარლამენტის შენობასთან რჩებიან და საპროტესტო აქციის გაგარძელებას აპირებენ, თუმცა ვითარება ბოლომდე განმუხტული არ არის. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/142721-saprotesto-aqciis-monatsileebsa-da-policiis-thanamshromlebs-shoris-dapirispireba-mokhda.html რა სულ დაჭერაზე არიან ესენი გადასულები? მასე რომ ვერ ჩააცხრობენ მუხტეს არ იციან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 newstudioრა სულ დაჭერაზე არიან ესენი გადასულები? მასე რომ ვერ ჩააცხრობენ მუხტეს არ იციან? დაჭერით უფრო მეტ ხალხს გააღიზიანებენ და მუხტიც აიწევა. უმრავლესობას დასაკარგი აღარაფერი დარჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ადამიანური ენით მოყევით რა ხდება?დევნილები რა მოთხოვნებს აყენებენ? უმრავლესი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები სად არიან და რაზე ოცნებობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 დევნილები რა მოთხოვნებს აყენებენ? ვაკეში ითხოვენ ბინებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 GeoStreamადამიანური ენით მოყევით რა ხდება?დევნილები რა მოთხოვნებს აყენებენ?ეს ნახე: ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას და თბილისის მერს მოუწოდებს, ფოცხო-ეწერში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები ნახონ . ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიქტორ დოლიძე წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში გუშინ იმყოფებოდა, სადაც თბილისიდან გასახლებული დევნილების კომპაქტურად ჩასახლება უნდა მოხდეს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის ადგილები და შენობები, სადაც დევნილების ჩასახლებას აპირებენ, აბსოლუტურად გამოუსადეგარია ცხოვრებისთვის. "შენობები, სადაც დევნილებს უპირებენ ჩასახლებას არის ავარიული, არ არის ელექტროენერგია და წყალი, არ არის ცხოვრების მინიმალური პირობებიც კი შექმნილი. გარდა ამისა, არ არსებობს ირგვლივ სახნავ-სათესი სავარგულები, მიწები, სადაც ეს ადამიანები, ელემენტარულად, საკუთარი თავის გამოკვებას შეძლებენ. ეს არის ვანდალური ქმედება, რომელსაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ახორციელებს", - აღნიშნა დოლიძემ. პ.ს.: "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისვლას და პოლიციის თანამშრომლებისთვის ჩაბარებას აპირებს . როგორც ჩხარტიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ღია პროვოკაცია მოაწყო. "პოლიცია ცდილობდა, უკანონოდ დაეკავებინა აქციის ორგანიზატორები. უკანონოდ დააკავეს კიდევაც რამდენიმე მათგანი, მათ შორის "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე",-აღნიშნა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, არ აპირებს, შეეგუოს ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, აპირებს, იბრძოლოს ბოლომდე, მივიდეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჩაბარდეს და მოითხოვოს ოფიციალური პასუხი, თუ რატომ მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის, რატომ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად და დააკავეს მისი თანამოაზრეები. Saturnვაკეში ითხოვენ ბინებსდავდევი უკვე, ნახე სად აგზავნიან...ელემენტარულ პირობებს ითხოვენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 mtidanდაჭერით უფრო მეტ ხალხს გააღიზიანებენ და მუხტიც აიწევა. უმრავლესობას დასაკარგი აღარაფერი დარჩა. ზუსტად ეგ უნდათ რომ ამ აწეული მუხტეს მეშვეობით საზოგადოების ფართო მასების საპროტესტო აქციებში ჩართვა შეძლონ და საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი ჩააცხრონ.. ტრადიციულად უკვე.. ეს ბოლო წლები სხვა რას აკეთებდა კრიმინალური რეჟიმი ამ ფსევდო ოპოზიციის მეშვეობდით? მართვის თეორიიის ჰამბავია, ისე მართავენ როგორც უფრო ადვილად გამოსდით, ადვილად კი ხალხის გაფარჩაკება გამოსდით და ეგ ნაძირლებიც აფარჩაკებენ. წლიდან წლამდე.. სამწუხაროდ ასეთია რეალობა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 newstudioროგორც დოლიძემ აღნიშნა, ის ადგილები და შენობები, სადაც დევნილების ჩასახლებას აპირებენ, აბსოლუტურად გამოუსადეგარია ცხოვრებისთვის. ზოგიერთის აზრით დევნილებს იმიტომ ასახლებენ და თან თბილისიდან მოშორებით რომ შემოდგომის აქციების ეშინიათ და კარგად იციან დევნილების ძალაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 "შენობები, სადაც დევნილებს უპირებენ ჩასახლებას არის ავარიული, არ არის ელექტროენერგია და წყალი, არ არის ცხოვრების მინიმალური პირობებიც კი შექმნილი. გარდა ამისა, არ არსებობს ირგვლივ სახნავ-სათესი სავარგულები, მიწები, სადაც ეს ადამიანები, ელემენტარულად, საკუთარი თავის გამოკვებას შეძლებენ. ეს არის ვანდალური ქმედება, რომელსაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ახორციელებს", - აღნიშნა დოლიძემ. იტყუება ეს კაცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ადამიანური ენით მოყევით რა ხდება?დევნილები რა მოთხოვნებს აყენებენ? უმრავლესი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები სად არიან და რაზე ოცნებობენ? რომ გაიგო რა ხდება ამ თემაში უნდა შეხვიდე http://planeta.ge/index.php?showtopic=37376&pid=314154&st=30&&do=findComment&comment=314154 მანდ რომ შეხვალ მიხვდები იმას, რომ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ და არაფერს არ ვაკეთებთ. ამას რომ მიხვდები შემდეგ შეიძლება ადს დათანხმდები იმაში, რომ კალაშნიკოვია სასწრაფოდ საყიდელი. კალაშნიკოვს რომ იყიდი, მერე მიხვდები იმას რომ ვერ გამოიყენებ და ა.შ. (ვხუმრობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 lasha1997იტყუება ეს კაცი?არა, სპეციალურად წავიდა ამ ადგილების სანახავად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 კალაშნიკოვს რომ იყიდი, მერე მიხვდები იმას რომ ვერ გამოიყენებ და ა.შ. (ვხუმრობ) რატომ ხუმრობ, მართლა მასეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 15:19 19-08-2010 პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრების საპროტესტო აქცია დასრულდა . აქციის დასრულების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა, კერძოდ კი "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პატრულის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა; დააკავეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" ერთ-ერთი აქტივისტი ლევან ჩიტაძე. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ მოაწყო პროვოკაცია. მისი თქმით, ეს დავდასხმა და დაკავებები იყო სრულიად უკანონო. ლაშა ჩხარტიშვილი, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად, გაემართა პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ, სადაც აპირებს, რომ სამართალდამცავებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი მოსთხოვოს."იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩავბარდე",- აღნიშნა ჩხარტიშვილმა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და აუცილებლად გაგრძელდება დევნილებისა და გარემოვაჭრეების უფლებებისათვის ბრძოლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 რატომ ხუმრობ, მართლა მასეა აქ საქმე ისე მიდის, რომ კაზინოში 6-ზე რომ დავდო მეტი შანსი მაქვს ვიდრე რევოლუციის. "ჩქიმი პაკაზუხა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ მოაწყო პროვოკაციარაც რაში გამოიხატა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ეს სიტხვები მიკლავს გულს, თორემ დანარჩენს ეშველება კიდევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.