newstudio Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 [რეზონანსი]საშემოდგომო სამხედრო გაწვევა 18 აგვისტოს დაიწყება და 2010წლის 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის 3 500 ახალგაზრდა იქნება გაწვეული. ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან. კომისიის სხდომაზე იმსჯელეს იმაზე, თუ რა რაოდენობისა და კატეგორიის ახალგაზრდებს გაიწვევენ საშემოდგომო გაწვევაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, სხდომაზე საგაზაფხულო გაწვევის მონაცემები გაანალიზეს და შესაბამისად იმოქმედებენ. “ამასთან, კოორდინაციაში ვიქნებით გუბერნატორებთან და გამგეობებთან. გაწვეულების მობილიზება სწორედ გამგეობებში მოხდება. იმისათვის, რომ გაწვევა ორგანიზებულად ჩატარდეს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მაქსიმალური კოორდინაციით იმუშავებენ. ეს იქნება ყველაზე უფრო მობილიზებული, ყველაზე უფრო კარგად მომზადებული გაწვევა, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,” - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ახალგაზრდა ობიექტური მიზეზების გამო უარს იტყვის სამხედრო სამსახურზე, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 000 ლარის ოდენობის სავალდებულო მოსაკრებლის გადახდა დაეკისრება. საშემოდგომო სამხედრო გაწვევისთვის მუნიციპალიტეტებში ახალი სამედიცინო აპარატურა დამონტაჟდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ ცეტრალური გამწვევი კომისიის პირველ შეხვედრაზე იქნა მიღებული. 3 500 წვევამდელიდან რამდენი იქნა შსს-ს დაქვემდებარეში, რამდენი – იუსტიციის სამინისტროს თუ სხვა სამინისტროების დაქვემდებარებაში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკოლეიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. “რა ნაგავი სიტუაციაც იყო, ის ნაგავი დარჩება, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ფილოსოფოსი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე, - წინა გაწვევასთან რა პრობლემებიც იყო, რამე პრობლემა მოიხსნა? რაც იყო – ის არის, და ასე იქნება, სანამ ეს იქნება ხელისუფლება. არ მესმის, რა გაწვევაზეა საუბარი, როდესაც ვერ გაურკვევიათ, როგორი უნდა იყოს დაკომპლექტება, გაწვევაზე დამყარებული თუ კონტრაქტზე. ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ?” http://presa.ge/index.php?text=news&i=12722 პ.ს. მთლიანად ვეთანხმები კაციტაძეს , ბიუჯეტის ფულის უაზრო ყრაა... არადა ქვეყანა ღრმა კრიზისშია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 სავალდებულო გაწვევა აღდგაროდის იყო გაუქმებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 Saturnროდის იყო გაუქმებული?ნუ ომის შემდეგ ფაქტიურად გაუქმებული იყო მე როგორც ვიცი... და დიდი ხანია გასაუქმებელია ისედაც იმჰო...არაფერი სარგებლობა არ მოაქვს ჯერჯერობით გაწვევას ჯობია სამოქალაქო თავდაცვას მიხედონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 გაუქმებული არ ყოფილა - როგორც ვიცი შეჩერებული იყო თუ რაღაც ამგვარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 რეზერვი მაინტერესებს, სტუდენტებს გაიწვევენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 ისე, მაინც ვერ გავიგე, რად გვინდა ეს ჯარი? ან ვისგან უნდა დავიცვათ თავი (ანუ, რისი დამცველები ვართ), ან ვის უნდა დავესხათ (ნუ, რუსეთს არ ვგულისხმობ, ეგ ხომ ჩვენი ბულკია ომში) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 2000-იანი ჯარიმების გამოა. ხარკის ახალი წყარო გაჩითეს. სავალდებულო გაწვევა აღდგა მაპზე უკეთესი სად წავიდა. პროფესიული ჯარიო. ნატოს სტანდარტებიო. წითელი არმიის სტანდარტებს კი აწესებენ და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 სავალდებულო გაწვევა აღდგა ჩემის აზრით,აღარავის სურს ჯარში წასვლა და ეს იმიტომ გააკეთეს.თან ცოტა ფულსაც იშოვიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 2000-იანი ჯარიმების გამოა. ხარკის ახალი წყარო გაჩითესძალიან არაკომპეტენტური და ბოღმა საუბარი მიდის, ძალიან. არც გაწვევა არ იყო გაუქმებული და ეგ გადავადების გადასახადიც დიდი ხანია მოქმედებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 3 500 წვევამდელიდან რამდენი იქნა შსს-ს დაქვემდებარეში ეს რა პონტია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 მე მგონი, ჩვენს მეზობლებში ერთადერთი აზერებს შეიძლება მოვუგოთ ომი. ასე რომ, ჩვენი ჯარის პროგრამა მაქსიმუმი სომხეთის ჯარის დამარცხება უნდა იყოს. ია ტაკ დუმაიუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2010 Grigმე მგონი, ჩვენს მეზობლებში ერთადერთი აზერებს შეიძლება მოვუგოთ ომი.ლოლ.. არადა აზერბაიჯანის არმია რიცხობრივადაც მეტია როგორც ქვეითი ასევე საჰერო,სახმელეთო ტექნიკით. მოკლედ, ჩვენზე ძლიერი არმია ყავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2010 რატომ უნდა წავიდეს ჯარში კაცი,რომელმაც იცის,რომ თუ ომში დაიღუპება თავისი ოჯახი უპატრონოდ დარჩება? სამშობლო და ეგეთები არ იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2010 lasha1997 რატომ უნდა წავიდეს ჯარში კაციდეზერტირი რომ არ იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.