Jump to content
Planeta.Ge

რა განსხვავებაა რუსულს დაგვაძალებდნენ, თუ ინგლისურს?


Recommended Posts

სატურნ დარაგო,როდესაც ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში ვერ მიდის იმის გამო,რომ მშობლებს ტანსაცმელის და წიგნების ფული არა აქვთ და ეს სულელი ამხელა ფულებს ისვრის არაფერში(1%–მა თუ ისწავლა ინგლისური კარგი იქნება)რა ჰქვია ამისთანა საქციელს შენის აზრით? :)

რამხელა ფულს ისვრის მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 203
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

Marta1 ყიდვა გაყიდვა ჩვენც გვეხერხება, ისე კი, ევროპაში საკომუნკაციო ენა ინგლისურია, ძირითადად და ამ ენის ცოდნა უკვე საკმარისია, ენის შესწავლის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ უცხო ენა უნდა იყოს ერთ-ერთი

kisa

უცხოენის მასაწავლებელი კაია რამოდენიემ შეკითხვა მაქ ოღონდ - აქვთ თუ არა პედაგოგიური განათლება? არიან თუ არა სერტიფიცირებულნი? ვინ უხდით ხელფასს და რამდენს?   Saturn არის ეგეთი არასამთავრობო ორგანიზაცვ

kisa

bebiko საქარველოში არის 70 000 პედაგოგი, შეუძლებელია მატ სორის იყოს 10 000 ინგლისურის მასწავლებელი ვინაიდან სკოლებში ისწავლება სხვა უცხოენებიც - რუსული, გერმანული, ფრანგული. ვის შეანაცვლებენ ეს ახლადჩ

რამხელა ფულს ისვრის მაინც?

 

 

შენი აზრით მაგ მასწავლებლებს ობამა უხდის ხელფასებს ,თუ მუქთაზე ჩამოდიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი აზრით მაგ მასწავლებლებს ობამა უხდის ხელფასებს ,თუ მუქთაზე ჩამოდიან?

არ ვიცი და იმიტომ გეკითხები იქნებ შენ იცოდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი და იმიტომ გეკითხები იქნებ შენ იცოდე.

 

 

მე საიდან უნდა ვიცოდე და ავიღოთ ყველაზე მინიმუმი 500 ლარი ხელფასი.ასი ლარიც საკმარისი იქნებოდა იმ ოჯახებისთვის ვისაც ბავშვების წიგნების ფული არა აქვთ. :)

1%–მა თუ ისწავლა ინგლისური კარგი იქნება

 

 

აი დაიმახსოვრე რასაც ვამბობ.ეს პროექტი ჩაფლავდება და ინგლისურის სწავლა ,გაგიმარჯოს,რა გქვია და ა.შ. არ არის. :) ამდენი წელია აქა ვარ და კიდევ შეცდომებით ვლაპარაკობ ზოგჯერ,რადგან გრამატიკის აზრზე არა ვარ. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამდენი წელია აქა ვარ და კიდევ შეცდომებით ვლაპარაკობ ზოგჯერ,რადგან გრამატიკის აზრზე არა ვარ. :givi:

 

ჩამოდი მერე აქ და მიშას გასწავლის :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი აზრით მაგ მასწავლებლებს ობამა უხდის ხელფასებს ,თუ მუქთაზე ჩამოდიან?

ობამა არაფერს არ უხდის, ვინაიდან ეს მასწავლებლემი არ არიან მხოლოდ ამერიკიდან

სიუჟეტი ვნახე ტევეთიმ ინგლისიდან იყო ერთი, კანადიდან და აშშ-დანაც

 

ეს პროექტი რტომ უნდა დააფინანსოს სხვა ქვეყანამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც გავიგე მათ საქართველო ბიუჯეტიდან უხდიან ფულს, შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მაქვს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოდი მერე აქ და მიშას გასწავლის

 

ბრუკლინში როცა ვცხოვრობდი,საერთოდ არ მჭირდებოდა ინგლისური და ფაქტიურად აქეთ როცა წამოვედი მაშინ ვისწავლე.ჩემს ასაკში ესაც მიღწევაა. :givi: ყველაფერი მესმის და ვლაპარაკობ.ვკითხულობ,მაგრამ წერაში მაგარი მენძვრის. :givi:

 

 

kisa

ეს პროექტი რტომ უნდა დააფინანსოს სხვა ქვეყანამ?

 

 

საქართველო უხდის ფულს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

 

შეხედე და რატომ არის ინგლისურად დაწერილი ეს ყველაფერი ამ საიტზე?

 

http://www.economy.ge/?category=47〈=geo

 

 

 

კონკურსი სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობებზე

The Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia is looking for a Speech Writer (English)

This position will be instrumental in assisting the Ministry reach out more effectively to the increasing number of target audiences by streamlining its messaging at a growing number of public events, media and other outreach activities.

 

 

Reporting lines: Reports to Director of Administration

Starting date: as soon as possible

Location: Tbilisi, Georgia

 

Principal responsibilities:

The primary focus will be on creating compelling written materials that effectively communicate Ministry of Economy and Sustainable Development's priorities to a diverse group of target audiences.This would entail working on:

 

Drafting of executive speeches and Op-eds (a key function)

Drafting of articles for publications in mainstream and specialised publications/websites;

Creation of general and thematic PowerPoint presentations;

Assisting with the press release and statement drafting process;

Drafting of promotional materials;

Writing content for social media sites such as blogs or Twitter

Editing and/or updating materials/sections for the website;

Actively contribute to the creativity of the department’s work.

Required knowledge, experience and skills:

Minimum of three years’ experience as a writer in an international or media organisation.

Superior written communications in English;

Superior ability to turn complex, technical language into accessible, compelling speeches, articles and other materials

Speechwiriting experience is highly desired

Excellent oral communications skills in English;

Excellent creative/journalistic writing skills, and creative approach to communications.

Editing and/or re-writing experience along with the ability to think creatively about re-packaging solutions

Strong ability to adapt writing style to online and print materials

Strong communications research and analytical skills, and ability to rapidly research, analyse and integrate diverse information from varied sources.

Up-to-date knowledge of current affairs topics and issues.

Strong organisational skills and ability to meet deadlines.

Knowledge of and interest in economics and sustainable development.

Dynamic self starter; highly motivated, comfortable in taking initiative and able to work with minimum supervision.

Ability to perform as part of a team under pressure.

Organised, dependable, flexible, highly articulate and discreet.

To apply:

Detailed applications (in English only) giving full particulars of qualifications and experience, biographical data, salary expectations, and the names, phone and e-mail contact details of 3 referees, including recent employers, should be sent via email to: ministry@economy.ge

:)

 

უნახავმა რა ნახა დედიმის მ.....ო.ვაი ამათ პატრონს უბედურს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არის ინგლისურად დაწერილი ეს ყველაფერი ამ საიტზე?

მინისტრს ეტყობა ქართულზე უფრო ინგლისური ეხერხება :givi: აგერ აქ შემოდი კაცო, ყველაფერი ქართულად გვაქვს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

Saturn

 

 

ეს შენ მისტერ სატურნ.

 

 

პრესტიჟული ფაკულტეტები აღარ დაფინანსდება!

"სიახლეების გენერატორი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისე მუშაობს, რომ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცოტა ხნის წინ ლონდონში იმყოფებოდა და საქართველოში ახალი ამბებით დაბრუნდა:

 

- დღეს ბაზარზე 900-მდე სახელმძღვანელო გვაქვს. არის საგნები, სადაც ერთდროულად ოცამდე სახელმძღვანელოა, რაც ქაოსსა და გაუგებრობას ქმნის. ბავშვი ერთ წელს ერთი, მეორე წელს მეორე ავტორის სახელმძღვანელოთი სწავლობს. 1-ელი მარტიდან ახალი სახელმძღვანელოების მიღებას ვიწყებთ. არ დავმალავ, გრიფირება იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენი მიზანია კარგი სახელმძღვანელოების შერჩევა. პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების სერიით ისწავლიან.

 

სახელმძღვანელოები, რომელთაც გრიფი მიენიჭება, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება პირველივე კლასიდან გახდება სავალდებულო. ამიტომ ინგლისურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად - 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი ცოდნის დონის შესაბამისი სახელმძღვანელოდან მისცენ დავალება.

კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად.

 

ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი.

მიუხედავად ჩვენი სპეციალისტებისადმი დიდი პატივისცემისა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენ უკეთ დავწერთ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს, ვიდრე ოქსფორდის ან "მაკმილანის" გამომცემლობები, "მაკმილანის" გამომცემლობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობს სახელმძღვანელოებზე იმ მოსწავლეებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა და არა მშობლიური. თუმცა, პრობლემა იყო წიგნის მაღალი ფასი - 26 ლარი. ბაზარზე ეს წიგნები 40 ლარამდე ღირდა.

 

შესაბამისად, ამ წიგნებით მხოლოდ ელიტური კერძო სკოლები სწავლობდნენ. გასულ კვირას ლონდონში მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, "მაკმილანმა" აიღო ვალდებულება, რომ მათ მიერ მომზადებული წიგნი არ ეღირება 10 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "მაკმილანი" ყველა ქართველ ინგლისურის მასწავლებელს უფასოდ მისცემს არა მხოლოდ სახელმძღვანელოს და დამხმარე ლიტერატურას (რუკები, აუდიოდისკები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ვიზუალური მასალა), არამედ უფასოდ გადაამზადებს ზაფხულში. სახელმწიფოს ეს არაფერი დაუჯდება.

 

- აცხადებდით, რომ სახელმწიფოს არაფერი დაუჯდებოდა ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანაც, მაგრამ ეს ათმილიონიანი პროექტია.

- არ მითქვამს, რომ ეს არაფერი დაუჯდებოდა სახელმწიფოს. მე მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ინგლისურენოვან მასწავლებლებს ხელფასს არ ვუხდიდით, თუმცა, მათ ვუნაზღაურებთ მგზავრობის საფასურს. ავიაბილეთები 2 ლარი ხომ არ ღირს? იმისათვის, რომ ჩვენი პედაგოგების ერთი ჯგუფი ერთი თვით საზღვარგარეთ გაგვეგზავნა გადასამზადებლად, მინიმუმ 100 ათასი დოლარი დაგვიჯდებოდა. რა სჯობია, ინგლისურენოვანი პედაგოგების აქ ჩამოყვანა თუ ქართველი პედაგოგების უცხოეთში გაგზავნა?

:)

 

- კარგია, რომ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება შემოდის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე რამდენად ზრუნავთ? კახა ლომაიას მინისტრობისას გაუქმდა ქართული ენის პალატა.

- მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ... შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში ჩამოყალიბდა ქართული ენის სამმართველო, რომელმაც პირველად საქართველოში შექმნა ქართული ენის სტანდარტი და სწავლების მეთოდოლოგია. ქართული ენის სამმართველომ შექმნა ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისათვის. მათთვის შეიქმნა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ერთ თვეში იქნება.

 

ქართული ენის უკეთ სწავლებისთვის, თბილისში ყველა რუსული სკოლა გადაყვანილია ბილინგვურ სწავლებაზე. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის 1/3 ამ სკოლებში ქართულად ისწავლება. მომავალ წელს უკვე პროგრამის 2/3 ბილინგვური სწავლებით წარიმართება.

 

- იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიდნენ, სპეციალური პროგრამა არსებობდა, რომელიც გაუქმდა.

- 2010 წლიდან არსებობს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის". ჩვენ გავაორმაგეთ იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვინც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიან. მათი ხელფასი, რომლებიც ქართულ ენას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ასწავლის, 1.000 ლარია. მიმდინარე წლის ნოემბერში ახალქალაქში დასრულდება ქართული სკოლის მშენებლობა, სადაც ქართული ენის სწავლების ცენტრი გაიხსნება. იქ არა მარტო მოსწავლეებს, მათ მშობლებსაც ექნებათ ქართული ენის შესწავლის საშუალება.

 

- უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებამ საგრანტო დაფინანსებაში (სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100, 70, 50 და 30-პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს).

- დაფინანსების ახალი წესი შეეხება მათ, ვინც სტუდენტი 2011 წელს გახდება. როდესაც ეს საკითხი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის გამოყოფილი დაახლოებით 12 მილიონი ლარიდან 85% მიდიოდა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ამ 4 ფაკულტეტს მიჰქონდა სახელმწიფო დაფინანსების 85%. საინჟინრო, ტურიზმი და საბუნებისმეტყველო მიმართულება, ფაქტობრივად, დაუფინანსებელი რჩებოდა.

 

აგრარულ უნივერსიტეტში წამყვანი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობა იყო! სტუდენტების 65% არ სწავლობდა აგრარული მიმართულებით.

ამიტომაც არის ქვეყანაში ინჟინრების, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების დეფიციტი. იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტების პრესტიჟულობა საბჭოთა პერიოდის გამოძახილია. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ინჟინერი წარმატებული ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან დაბალი ხელფასი ჰქონდა. მეც მეგონა, რომ იურისტის პროფესია გამორჩეული იყო.

 

დღესაც ქვეყანაში იურისტების პროფიციტია. ამიტომ ბევრად უფრო საჭირო საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებია.

ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილმაც ეს სპეციალობები აირჩიოს.

 

იზო რიკაძე

 

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/6780-prestizhuli-fakultetebi-aghar-dafinansdeba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოეთის დროს,თუ რუსული არ იცოდი კარგ სამსახურში შანსი არ იყო რომ მიეღეთ.დღეს არის და ინგლისური თუ არ იცი სამსახურის შოვნის შანსი მიზერია.

გასაგებია,რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა,მაგრამ რატომ არის სავალდებულო ინგლისურის ცოდნა სამსახურში მიღების დროს საქართველოში?

იმიტომ რომ გაქცეული ამერიკელი მოაბრუნო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

MOXUCI

პატრულს

ისე, მაგენს კი უნდა დააძალონ წესით.

უცხოეთში რომ ვარ და რამის გაგება მინდა პირველ რიგში პოლიციელს ვეძებ.

სამწუხაროდ ხშირად ვერ ვპოულობ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...