Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 McLaren ფოთის ამბები ააფხზეთამდე არ იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 Private Nodariფოთის ამბები ააფხზეთამდე არ იყო?არა ფოთი რუსების გეგმის უკვე ბოლო სტადია იყო, უფრო სწორედ ბოლოს წინა. როგორც ამბობენ ფოთის მერე ქუთაისი უნდა აეღოთ ზვიადის მომხრეებს. ხოდა ორხელისუფლებიანობა უნდა დამყარებულიყო მანამ, სანამ ერთერთი მხარე არ სთხოვდა რუსებს დახმარებას. შევარდნაძე ტრაკში შეძვრომის ამბებში უფრო გამოცდილი იყო და ამიტომ დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც დამთავრდა. შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად იყო და რაც მე დავწერე რაღაც შეთქმულების თეორიაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსეთს სწორედ ეს გეგმა ქონდა. და განახორციელა კიდევაც. ერთადერთი იმაზე ვფიქრობ, ჯერ კიდევ ცხინვალის მოვლენების დროს რომ შეძრომოდა შევარდნაძე რუსებს, იქნებ აფხაზეთის და სამეგრელოს ამბებს გადავრჩენილიყავით. მაგრამ ეს უფრო ის პონტია, ბებიაჩემი ბაბუაჩემი რომ ყოფილიყოო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 McLarenშევარდნაძე ტრაკში შეძვრომის ამბებში უფრო გამოცდილი იყო და ამიტომ დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც დამთავრდა. ამაშიც რომ უვარგისი უყო ის უბედური ისა, ზვიადას ვგულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) McLaren ამაშიც რომ უვარგისი უყო ის უბედური ისა, ზვიადას ვგულისხმობ. სისულელეა.ზვიადი რუსებს დახმარებას არ სთხოვდა.დაფიქრდით რაზე საუბრობთ. 1991 წელს "სამხედრო გადატრიალება" რუსების მიერ იყო პროვოცირებული. უფრო სწორედ ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება, არამედ რუსების ოკუპაცია. ედვარდი მაშინ რუსეთში იყო და ამის უშუალო მონაწილე. ბესარინ გუგუშვილს აქვს ამ თემაზე დაწერილი: http://besarion.wordpress.com/tag/%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98/ 1993 წელს აფხაზეთი ამბავი გადაწყდა იმ დროს როდესაც ედუარდთან მოილაპარაკეს სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე. მაშინ უკვე გასაგები იყო რა ბედი ელოდა აფხაზეთს.დანარჩენი მხოლოდ თამაში იყო, რომელიც გათვლილი იყო კანონიერი ხელისუფლების მომხრე სამხედრო ნაწილების და კანონიერი ეროვვნული გვარიის განადგურებაზე. ეხლა რომ შევარდნაძეს ზვიადზე მეტი შანსი ჰქონდა ამაზე მე მგონი ეჭვი არ გეპარებათ. ბოლო-ბოლო გაიყიდა ისე, როფგორც გაიყიდა 2008 წელს. Edited August 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgi ნუ რა ვიცი, აბა, ბაბუ - მე მაგ საკითხზე სულ სხვა ინფორმაცია მაქვენ. რუსლან იმრანოვიჩ ხაზბულატოვი თუ გახსოვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ზვიად გამსახურდია რუსეთის ისეთივე გეგმის ნაწილი იყო როგორც, კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე და ბოლოს სააკაშვილი.. გაზეთ "კომუნისტიდან" იწყება ზვიადის გაქაჩვა (იქ იწყება ზვიადის ლანძღვა, ის არ არის კომუნისტი ის პატრიოტი არისო ანუ პიარი რა), მერე 9 აპრილი, ანუ 9 აპრილის დარბევა პოლიტიკურად მარტო ზვიადმა მოიგო, დარწმუნებული ვარ ეს 9 აპრილიც მხოლოდ იმიტომ მოეწყო რომ საკუთარი კაცის რეიტინგი აემაღლებინათ, სამაჩაბლოში დაპირისპირების გაღვივება და ბოლოს რუსულ აგენტუერის მოყვანე ყველა სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, კიტოვანი მისი კაცი იყო, ამის შემდეგ სამოქალაქო ომი და მისი მეშვეობით, ქართველები საქართველოს ანადგურებენ და ბოლოს გადააგდეს. ედიკა უკვე მეორე საფეხური იყო, აფხაზეთის გაყიდულ ომით, დსთ-ში შესვლით.. სააკაშვილი მესამე ეტაპი და მისი მთავარი როლი იყო კონფლიქტი განეახლებინა სამაჩაბლოში და ეხლა მეოთხე ეტაპი, კვლავ არეულობისთვის ამზადებენ ქვეყანას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ზვიად გამსახურდია რუსეთის ისეთივე გეგმის ნაწილი იყო როგორც, კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე და ბოლოს სააკაშვილი.. გაზეთ "კომუნისტიდან" იწყება ზვიადის გაქაჩვა (იქ იწყება ზვიადის ლანძღვა, ის არ არის კომუნისტი ის პატრიოტი არისო ანუ პიარი რა), მერე 9 აპრილი, ანუ 9 აპრილის დარბევა პოლიტიკურად მარტო ზვიადმა მოიგო, დარწმუნებული ვარ ეს 9 აპრილიც მხოლოდ იმიტომ მოეწყო რომ საკუთარი კაცის რეიტინგი აემაღლებინათ, სამაჩაბლოში დაპირისპირების გაღვივება და ბოლოს რუსულ აგენტუერის მოყვანე ყველა სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, კიტოვანი მისი კაცი იყო, ამის შემდეგ სამოქალაქო ომი და მისი მეშვეობით, ქართველები საქართველოს ანადგურებენ და ბოლოს გადააგდეს. ედიკა უკვე მეორე საფეხური იყო, აფხაზეთის გაყიდულ ომით, დსთ-ში შესვლით.. სააკაშვილი მესამე ეტაპი და მისი მთავარი როლი იყო კონფლიქტი განეახლებინა სამაჩაბლოში და ეხლა მეოთხე ეტაპი, კვლავ არეულობისთვის ამზადებენ ქვეყანას შენც იგივე რუსეთის გეგმის ნაწილი ხარ, როგორც კიტაოვანი და ედვარდი. შენი აზროვნება რუსეთის მიერ დამუშავებული პროპაგანდის ნაყოფია.ამს სრული სერიოზულობით გეუბნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 შენც იგივე რუსეთის გეგმის ნაწილი ხარ, როგორც კიტაოვანი და ედვარდი. შენი აზროვნება რუსეთის მიერ დამუშავებული პროპაგანდის ნაყოფია.ამს სრული სერიოზულობით გეუბნები. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) :018:საწყენად არ დამიწერია. Edited August 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 საწყენად არ დამიწერია.აბსურდზე წყენა არ გამიგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 აბსურდზე წყენა არ გამიგია გეთანხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=11 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 (edited) აფხაზეთის მხარეში 19 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, ომი დაიწყო http://burusi.files.wordpress.com/2010/03/316.jpgსახელმწიფო საბჭოს წევრ ჯაბა იოსელიანის, ანუ მოღალატის მოგონებებიდან საგულისხმოა, რომ ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის ომის დაწყების აღწერისას (მისი მოგონებების ამ თავს პირდაპირ ასე ჰქვია - "აფხაზეთი"), გვერდიგვერდ ახსენებს ზვიად გსახურდიასა და აფხაზეთში სამხედრო ძალების შეყვანის თითქმის საყოველთაო დაჟინებულ მოთხვნას: "სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახელი. აფხაზეთიდან ჩამოსული წარმომადგენელთა ჯგუფები, სახელმწიფო საბჭოს მხარდამჭერნი და საზოგადოებრივად გაუთვითცნობიერებელი მოქალაქენი დაჟინებით მოითხოვენ ლაშქრის შეყვანას აფხაზეთში. ბორის კაკუბავა - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი აფხაზეთში - მთხოვს იარაღს, სურს, სოხუმში ჩამოაყალიბოს "მხედრიონი". ვაძლევ რამდნიმე ათეულ ავტომატს და ტყვია-წამალს. აფხაზეთის თვითმმართველობის უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმ აზრზე არიან, რომ აფხაზეთში ლაშქარი შევიყვანოთ. ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელად ნიშნავს ალიკ ანქვაბს. გივი ლომინაძე თბილისის საავამყოფოში წევს. ტვირთის გადაზიდვის საქმე მძიმე მდგომარეობაშია - სოჭის მხრიდან საერთოდ არაფერი შემოდის..." (ჯ. იოსელიანი, სამი განზომილება", გვ. 188). დავაკვირდეთ: საქართველოს უახლოესი წარსულის უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი, უსაშინელესი მოვლენის - აფხაზეთში ომის დაწყების გახსენებისას ჯაბა იოსელიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, რიგითობით აყალიბებს ომის დაწყების მიზეზებს: 1. თურმე, სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახლი, ანუ ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო საბჭოს წევრებიც კი სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ "ბატონობით"! 2. ვლადისლავ არძიმბას მოწინააღმდეგე აფხაზეთის ქართული წარმომადგენლობა და რიგითი მოქალაქენი დაჟინებით ითხოვენ აფხაზეთში სამხედრო ძალის შეყვანას... 3. და მხოლოდ ბოლო მიზეზად მოიხსენება"რკინიგზის გახსნის" საკითხი!... ამ დრს კი, რა მდგომარეობაა ოთხკაციან სახელმწიფო საბჭოში? "შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს სხდომებს საკითხთა მიხედევით გაფართოებული შემადგენლობით იწვევს. ჩვენ ოთხნი უკვე დავიქსაქსეთ. კიტოვანი და სიგუა ერთად, შევარდნაძე-ცალკე. მე მათ შორის ჯერჯერობით მომრიგებელი ვარ. თუმცა, თვით შევარდნაძე თენგიზებს არ უპირისპირდება. თუ რაიმე წვეტიანი საკითხია, ჩემი წამოწყების იმედი აქვს და. უნდა ვთქვა, მე ეს ჩემს მოვალეობადაც მიმაჩნია" (იქვე, გვ. 188). სახელმწიფო საბჭოს განხილვებზე, რა თქმა უნდა, საჩვენებლად წამყვანი თემა"რკინიგზის დაცვაა". აბა, საჯაროდ იმას ხომ არ განიხილავენ, როგორ გავანადგუროთ ქართული ეროვნული მოძრაობაო? "ვგეგმავთ რკინიგზის მუდმივი მეთვალყურეობის ღონისძიებას სამტრედიიდან სჭამდე (საკითხავია, სოჭი როგორღა უნდა აეყვანათ "მუდმივ მეთვალყურეობაზე"?! - გ.გ.) თავდაცვის უწყებასა და შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობას დავალებული აქვთ, აღრიცხვონ ხალხის რაოდენობა, აღჭურვილობა, ხელმძღვანელთა შენაცვლების ადგილები, სადგურებში კავშირგაბმულობის კვანძები. ქაღალდზე ყველაფერი, ასე ვთქვათ აჟურშია. მე კი მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესთან ნაკლებ კავშირშია. ამ ღონისძიების განხორციელებას 2 ათასი ჯარისკაცი სჭირდება. გვყავს ამის შემსრულებელი ადამიანები? თენგიზებმა ლამის სასაცილოდ ამიგდეს. "როგორ? გვარდია, შინაგანი ჯარი", - ამბობენ ისინი. ამასვე იმეორებენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელები. შევარდნაძეც მათკენ იხრება. ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის არც გვარდიაა მზად, არც შინაგანი ჯარი. საქმე რომ გაკეთდეს, ეს 2 ათასი კაცი ხომ იქ უნდ გადასახლდეს?..." (იქვე 188 გვ.) ჯაბა იოსელიანის მტკიცებით, ის არ აპირებდა საქმეში "მხედრიონის" ჩართვას, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მაინც მხედრიონელების გასაკეთებელი გახდებოდა... "მხედრიონს" შეგნებულად არ ვრთვთ ამ გეგმაში. ჯერ ერთი, მინდა იგი მაშველთა სამსახურში განვალაგო, მეორეც, ვერც მხედრიონელები გასწევენ ამ ყოველდღიურ ჭაპანს. გიორგი გიგაურის წერილიდან**** აფხაზეთის ომის მიზეზები http://www.nregion.com/pic/kitovani_tengiz_001.jpgსაუბრობს ყოფილი სახელმფო საბჭოს წევრი თენგიზ კიტოვანი: http://s46.radikal.ru/i114/1108/20/7dee5ddda224.jpghttp://s56.radikal.ru/i152/1108/49/d02caa25802c.jpg Edited August 14, 2011 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 კიტოვანს ვეთანხმები ღორი შევარდნაძე მართლაც ითხოვდა რუსებისგან დახმარებას და მიიღო კიდეც სხვაგვარად ვერც დაამხობდა პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლებას მოვაზ დღე შეიძლება შევარდნაძე ცოცხალიც აღარ იყოს მაგრამ უნდა გაიმართოს სასამართლო და იგი იქნეს ცნობილიო დამნაშავედ ყველა დანაშაულში რომელიც ჩაიდინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 მოვაზ დღე შეიძლება შევარდნაძე ცოცხალიც აღარ იყოს მაგრამ უნდა გაიმართოს სასამართლო და იგი იქნეს ცნობილიო დამნაშავედ ყველა დანაშაულში რომელიც ჩაიდინასანამ მიშაა ხელისუფლებაში ედიკას ხელს ვერავინ ახლებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.