akkai Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი სრულდება . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ~აფხაზურმა გვარდიამ~, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო. შეთანხმების მიუხედავად, ~აფხაზურმა გვარდიამ~ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ~საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს~ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. სოხუმის უკანასკნელი დღე http://www.youtube.com/watch?v=HDRxT8ZYUt0&feature=relatedhttp://www.youtube.com/watch?v=R2UKTyYFFS8&feature=relatedნახეთ ეს ვიდეო: Edited August 14, 2010 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 საქართველოს ერთერთი უდიდესი შეცდომა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 საქართველოს ერთერთი უდიდესი შეცდომა...არა, საქართველოს უდიდესი ღალატია ეს და არა შეცდომა. (გამოვიდეთ ზღაპრების და კამფეტების ასაკიდან და რეალობას თვალი გავუსწოროთ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 არა, საქართველოს უდიდესი ღალატია ეს და არა შეცდომა ორხელისუფლიანობას გულისხმოობ? თუ ომის დაწყებას? პრინციპში ორივეში გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 Nukrikoარა, საქართველოს უდიდესი ღალატია ეს და არა შეცდომა. შეცდომა საზოგადოების...ღალატი არ მიგულისხმია ამ ფრაზაში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 შეცდომა საზოგადოების.საზოგადოება ბრბო იყო და არის კიდევადაც, ეხლაც აგვისტიშც ხომ აჭამებს (ყველას რომ ჯეროდა რომ საუკეთესო ჯარი გვყავს და ყველას დედას ვუტირებთ), როგორ უხაროდა ბევრს ჯარი შევიდა სამაჩაბლოშიო. ვაშა მოვიგეთ, ეხლა ოსებს დედა უნდა ვუტიროთო. ეჰ შტერია ეს შენი სზოგადოება და კიდე 50 წელი დარჩება ესეთ შტერად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 Nukrikoსაზოგადოება ბრბო იყო და არის კიდევადაც, ეხლაც აგვისტიშც ხომ აჭამებს (ყველას რომ ჯეროდა რომ საუკეთესო ჯარი გვყავს და ყველას დედას ვუტირებთ), როგორ უხაროდა ბევრს ჯარი შევიდა სამაჩაბლოშიო. ვაშა მოვიგეთ, ეხლა ოსებს დედა უნდა ვუტიროთო.ჰ შტერია ეს შენი სზოგადოება და კიდე 50 წელი დარჩება ესეთ შტერად.იმედი მაქვს ვიზრდებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 იმედი მაქვს ვიზრდებით... იგივე შეცდომა არ გავიმეორეთ სამაჩაბლოში რაც აფხაზეთში გავაკეთედ და შენ კიდევ ვიზრდებითო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ომის მსვლელობის უმართაობა და ორგულობაა დიდი შეცდომა და არა თვითონ ომი. ამის თქმა არც შეიძლება, 10 ათასობით დაღუპულ ვაჟკაც სამხედროსა თუ მოქალაქეს საფლავში ჩასძახი, შეცდომით ხარ მკვდარიო. შეცდომით თავს არ სწირავენ, არაფერი ხდება ტყუილ-უბრალოდ.მათი სისხლით გაპოხიერებულ ქართულ მიწაზე ჩათესილი ნერგი გამარჯვების ნაყოფს აუცილებლად გამოისხავს. შეცდომა მხოლოდ საზოგადოებრივი სიბრიყვე და გულგრილობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) , საქართველოს უდიდესი ღალატია ეს და არა შეცდომა. შევარდნაძის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია ყველაფერი.შევარდნაძე მემუარების წერით ერთობა და ისტორიას ილამაზებს.კიტოვანი მოსკოვში. ვინც იძიებდა აფხაზეთის საქმეს: ალექსანდრე შუშანაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ შევარდნაძეს სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებაო.დასკვნები ნათელია. Edited August 15, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 შევარდნაძის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია ყველაფერი.შევარდნაძე მემუარების წერით ერთობა და ისტორიას ილამაზებს.კიტოვანი მოსკოვში.ვინც იძიებდა აფხაზეთის საქმეს: ალექსანდრე შუშანაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ შევარდნაძეს სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებაო.დასკვნები ნათელია. მაშინ აბსოლიტურად ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი მოღალატე იყო (გამოვიდა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 შეცდომით თავს არ სწირავენ, არაფერი ხდება ტყუილ-უბრალოდ. სამხედროებზე არ მითქვამს შეცდომა დაუშვეს მეთქი.პოლიტიკოსებზე ვთქვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ის ფილმი ვანეხე ზემოთ რომ დევს. რატომ არ დაეხმარა??????????????? კარგი პასუხი აქვს ამაზე ბესარიონ გუგუშვილს და დაწერილი. ისე კი საინტერესოა ერტი რამ. შევარნძაძე "ითხოვდა დახმარებას" იმათ წინააღმდეგ, ვინც რამოდენიმე დღის შემდეგ დასავლეთ საქათველოში "ამბოხების" ჩასახშობდა "მოიპატიჟა".არ არის ეს ოდნავ აბსურდული? ხსოვანა არდავიწყება დაღუპულებს და ცოცხლებს მივხედოთ ეხლა. ეგერ ედვარდის შვილობილი გარეთ ჰყრის აფხაზეთიდან ლტოლვილებს და რამე გავაკეთოთ, თუ ვართ გამკეთებელი.ამ თემაში კი რა გავქვს სათქმელი მოგონებისა და ჩვენი უსუსურობის მეტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ამ თემაში კი რა გავქვს სათქმელი მოგონებისა და ჩვენი უსუსურობის მეტი.მართლაც არაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiის ფილმი ვანეხე ზემოთ რომ დევს. რატომ არ დაეხმარა??????????????? კარგი პასუხი აქვს ამაზე ბესარიონ გუგუშვილს და დაწერილი. ისე კი საინტერესოა ერტი რამ. შევარნძაძე "ითხოვდა დახმარებას" იმათ წინააღმდეგ, ვინც რამოდენიმე დღის შემდეგ დასავლეთ საქათველოში "ამბოხების" ჩასახშობდა "მოიპატიჟა".არ არის ეს ოდნავ აბსურდული?ქრონოლოგიას ურევ. ჯერ სოხუმი დაეცა, მერე ოჩამჩირე, მერე გალი. მერე ზვიადისტებმა ფოთი აიღეს და მხოლოდ შემდეგ დაეხმარნენ რუსები შევარდნაძეს. შენ არ ყვებოდი რომელიღაც თემაში, რომ რუსეთში დამიჭირესო და რომ გაიგეს, შევარდნაძის კაცი რომ არ ვიყავიო, გამომიშვესო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.