newstudio Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 1. ენერგეტიკა საქართველოს აქვს შანსი იყოს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ელენერგია მთლიანად განახლებადი რესურსებით დაიკმაყოფილებს (ჰიდრო, მზე, ქარი). ფანტასტიკაა,? არა, რადგან ქარის და მზის ელექტროსადგურები უკვე გამოიმუშავებენ 200-500 მეგავატსმ რამდენიმე ასეთი სადგური + ჰოდროელექტროსადგურები კარგა ხნით მოხსნის ელენერგიის პრობლემას საქართველოში... ენერგიის დამზოგავი პროდუქციის წარმოება და ჩანაცვლება (მაგალითად ნათურები) შიგაწვის მანქანების ჩანაცვლება ელექტრო მანქანებით, არც ესაა ფანტასტიკის სფეროდან... უნდა განვითარდეს ლიზინგი, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი მანქანების შემოყვანა ნელნელა (ჯერ წლების მიხედვით, შემდეგ მთლიანად) ... უნდა განვითარდეს და პროპაგანდა გაეწიოს ელექტრო სკუტერებს და ველოსიპედებს... უნდა იყოს განვითარებული გაქირავების პუნქტები... რას მოგვცემს ეს ჩვენ? იმვესტიციებს, ახალ ტექნოლოგიებს... მარალკვალიფიციურ მომსახურე პერსონალს (მოთხოვნა გაჩნდება და იმიტომ) 2. სოფლის მეოურნეობა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საშუალო და მსხხვილი ფერმების ჩამოყალიბებას. სოფლის დაცლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში დერმერები 5-7%ს შეადგენენ და წარმატებით ართმევენ საქმეს თავს. უნდა ამოქმედდეს დაზვევა ამ დარგში და ბანკებმა კრედიტები ნორმალური პირობებით უნდა გასცეს (შესაძლოა წილში სახელმწიფო შევიდეს ამ შემთხვევაში) 3. მრეწველობა აქცენტი პირველ რიგში უნდა გაკეთდეს შიდა ბაზარზე... იცით, რომ ღვინის გარდა, ყველაფერს რასაც ვაწარმოებთ 30%ზე მეტი არ უკავია ქართულ ბაზარზე? როგორ უნდა შეეწყოს ხელი? ალასანიას ქონდა კარგი პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსება კრედიტებში ნორმალური 8% წლიურით... და პირველი 3 თვე სტარტაპი ანუ პროცენტს არ იხდი. თუმცა დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არაფერს აზრი არა აქვს. 4. სამართალი გადასახედია ბევრი კანონი, რათა ქართულ ენასთან შესაბამისობაში მოვიდეს და აღარ იყოს ორაზროვანი მუხლები დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. ეს მოხერხდება მხოლოდ იმ შემტხვეაში... თუ სასამართლო ფორმალურად თუ არაფორმალურად გამოვა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენიდან. ნუ ბევრი მოდელი არსებობს და შიძლება განხილვა. 5.ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები კარგია რომ გზებს აგებენ, მაგრამ სრულიად არასაკმარისი.ბოლო ბოლო გლობალის პრობლემა ვერ გადაწყდა ამდენი ხანია და ღმერთმა უწყოს ყოველი გათიშვის დროს რა ზარალს ნახულობს ქვეყანა. 6. განათლება პირველ რიგში უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა. 100დოლარიანი ლეპტოპების ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის დარიგების მიზნით. კარგი იქნება დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი სახელმწიფო დაფინანსებით ძალიან იაფი თუ ეღირება (მაგალითად თვეში 5 ლარიან ნაკლები), ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის თვალსაწიერის გაზრდას. სკოლების სტრუქტურა და მასწავლებლები რომ თითქმის მთლიანად შესაცვლელია მე მგონი არავინ დაობს. უბრალოდ გაყრით და გამოყრით საქმეს არ ეშველება. საჭიროა ახალგაზრდა მასწავლებლების წახალისება რომ მუდმივად აიმაღლონ ცოდნის დონე. ხანშიშესულები კი საპატიო პენსიაზე... სკოლის წიგნები კომპეტენტურმა კომისიამ უნდა შექმნას, თუ საჭიროა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. შესამქნელია ღსადგენია მრავალი დარგობრივი პროფტექნიკუმები და უნივერსიტეტი... წოველწლიურად 30 000 სტუდენტი ძალიან ბევრია... გამოცდები ბევრად უნდა გამკაცრდეს. დაფინანსდეს ახალი გამოკვლევები და გამოიცას სპეციალური ნატარგმნი ჟურნალები ფუნდამენტურ დარგებში. უნდა აირჩეს განვითარების ვექტორები. ყველაფერს და ყველას ვერ მოერევა სახელმწიფო. გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 დატოვეთ კომენტარები, ვიმსჯელოთ..რატომაც არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 newstudio კარგი თემაა მაგრამ ამ ხელისუფლების დროს უტოპიაა ყველაფერი. რაც მეტად გაუჭირდეს ხალხს იმაზეა ხელისუფლება აქცენტირებული. იდეები კარგია, მაგრამ სამომავლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 newstudioეს ყველაფერი შენი დაწერილია თუ რამე სტატიაა? სხვა დარგები არ ვიცი მაგრამ ელექტრო ენერგია შეგვიძლია სრულიად გამოვიყენოთ ანუ თუ აშენდება საკმარისად ბევრი კაშხლები და ასე შემდეგ და დენით გათბობა თუ უფრო იაფი გახდება ვიდრე გაზი ბუნებრივია რომ გაზის ყიდვა აღარ მოგვიწევს...მეტა: უცხო_პლანეტელი და ქართულ ბაზარს რაც შეეხება უბრალოდ ხარისხიანი საქონელი უნდა აწარმოონ და ხალხმაც გამოიჩინოს ინიციატივა როცა დავუშვათ არის ქართული მჟავე კიტრე ამ დროს რატომ უნდა იყიდოს ვიღაცამ რუსული? მოკლედ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი რაც მეტად გაუჭირდეს ხალხს იმაზეა ხელისუფლება აქცენტირებული.http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/SNEMOTICON13.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 1. ენერგეტიკა საქართველოს აქვს შანსი იყოს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ელენერგია მთლიანად განახლებადი რესურსებით დაიკმაყოფილებს (ჰიდრო, მზე, ქარი). ფანტასტიკაა,? არა, რადგან ქარის და მზის ელექტროსადგურები უკვე გამოიმუშავებენ 200-500 მეგავატსმ რამდენიმე ასეთი სადგური + ჰოდროელექტროსადგურები კარგა ხნით მოხსნის ელენერგიის პრობლემას საქართველოში... ენერგიის დამზოგავი პროდუქციის წარმოება და ჩანაცვლება (მაგალითად ნათურები) შიგაწვის მანქანების ჩანაცვლება ელექტრო მანქანებით, არც ესაა ფანტასტიკის სფეროდან... უნდა განვითარდეს ლიზინგი, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი მანქანების შემოყვანა ნელნელა (ჯერ წლების მიხედვით, შემდეგ მთლიანად) ... უნდა განვითარდეს და პროპაგანდა გაეწიოს ელექტრო სკუტერებს და ველოსიპედებს... უნდა იყოს განვითარებული გაქირავების პუნქტები... რას მოგვცემს ეს ჩვენ? იმვესტიციებს, ახალ ტექნოლოგიებს... მარალკვალიფიციურ მომსახურე პერსონალს (მოთხოვნა გაჩნდება და იმიტომ)ენერგეტიკა საინტერესო თემაა, მაგრამ როცა განახლებად ენერრგიაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ის რომ გლობალურ დათბობასთაბნ დაკავშირებით მდინარრეების წყალწყვა მნიშვნელოვნად შემცირდება.. აგრეთვე შესასწავლია ის თუ რამდენად არის საქართველოში ქარის მეშვეობით ინდუსტრიულ დონეზე ელექტროენერგიის გამომუშავების ბუნებრივი პირობები და შესაბამისი ფართობები.. მზის ენერგია ალბათ ყველაზე პერსპექტიული შეიძლება იყოს ამ მხრივ, მაგრამ ამ სფეროშI არსებული ტექნოლოგიები ჯერ არასაკმარისად არის დამუშავებული და მზის ბატარიების მეშვეობით გამომუშავებული ელექტროენერგია დღესდღეისობით თავი ბოლო რამდენიმე პროცენტამდე თუ შეიძლება ავიდეს საერთო მოცულობაში.. თუმცა ეს თემა საინტერესოა.. ჩემი აზრითატომური ენერგია უალტერნატივოა დღეს დრეისობით და მიუხედავად რიგი ნეგატივისა ვფიქრობ რომ საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიის ერთ ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს.. 2. სოფლის მეოურნეობა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საშუალო და მსხხვილი ფერმების ჩამოყალიბებას. სოფლის დაცლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში დერმერები 5-7%ს შეადგენენ და წარმატებით ართმევენ საქმეს თავს. უნდა ამოქმედდეს დაზვევა ამ დარგში და ბანკებმა კრედიტები ნორმალური პირობებით უნდა გასცეს (შესაძლოა წილში სახელმწიფო შევიდეს ამ შემთხვევაში)სოფლის მეურნეობის გააზრებული სუფსიდირება (ეს მსოფლიო პრაქტიკაა) ადეკვატური სამუშაო გარემოს შემნის პირობებში საქართველოს ნამდვილად გახდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორ სახელმწიფოს.. 3. მრეწველობა აქცენტი პირველ რიგში უნდა გაკეთდეს შიდა ბაზარზე... იცით, რომ ღვინის გარდა, ყველაფერს რასაც ვაწარმოებთ 30%ზე მეტი არ უკავია ქართულ ბაზარზე? როგორ უნდა შეეწყოს ხელი? ალასანიას ქონდა კარგი პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსება კრედიტებში ნორმალური 8% წლიურით... და პირველი 3 თვე სტარტაპი ანუ პროცენტს არ იხდი. თუმცა დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არაფერს აზრი არა აქვს.მე რომ მკითხე მრეწველობის განვითარების კონტექსტშI აქცენტი ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებებზე უნდა გაკეთდეს.. ეს ნიშნავს ქვეყნის მაღალტექნილოგიური წარმოებებით აღჭურვას რაც ავტომატურად ნიშნავს მაღალკბვალიფიციურ კადრებს, ნიშნავს განათლების სისტემის მოდერნიზებას, ნიშნავს თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვიდრებას.. და გავაგრძელებდი და გავაგრძეებდი მაგრამ ვიდრე ხელისუფლებაში მართლა ადეკვატური და წესიერი ადამიანები არ მოვლენ მანამდე ამ ყველაფერზე ლაპარაკს აზრი აქვს კი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) ნეტაი თქვენ საქმე გამოგლევიათ.ეს ყველაფერი ვინ უნდა გააკეთოს და ამითი დაგეწყოთ. მაღალ ტექნოლოგიებამდე სანამ მივალთ,რისი გაკეთებაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. Edited August 13, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 qartulad vxedav ukve, qartul cerasac tu mascavlit kargi ineba. P.s. Kvelaze magari tema politikashi. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 newstudioგადასახედია კანონი 'პატიმრობის შესახებ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 მე ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველამ ყველაფერი იცის დასმული თვითოეული საკითხი ცალკე მეცნიერებაა, უფრო მეტიც ყოველ მოცემულ საკითხს ათობით ქვედისციპლინები აქვს, რომლებსაც წლობით სწავლა და გამოცდილება სჭირდება. ამდენად ესე ზერელე განხილვა ცოტა არ იყოს სასაცილოა , ელიავას ყოლიფერჩიკებივით მოგვდის შევეშვათ "კარგ მენეჯერობას" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 ალასანიას ქონდა კარგი პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსება კრედიტებში ნორმალური 8% წლიურით... და პირველი 3 თვე სტარტაპი ანუ პროცენტს არ იხდი.სტარტაპი სხვა რამეა. სტარტაპი ბიზნესის ნულიდან დაფინანსებას ნიშნავს. შენ რასაც ამბობ ეგ საშეღავათო პერიოდია და ვითიბის ჰქონდა (შეიძლება ახლაც აქვს) 12 თვემდე ეგ - არც პროცენტს იხდიდი და არც ძირს. თუმცა ამ შემთხვევაში რისკები მატულობს და პროცენტიც შესაბამისი - კაი 36-39 გამოდიოდა წლიური, თანაც არა ანუიტეტი, ანუ რადგანაც ძირი არ იფარება ყოველთვიურად, შესაბამისად სუფთა 36-39% გადახდა გიწევს. ნუ წეწვა იყო მოკლედ. სტარტაპი რეალურად ძალიან ძნელი დასაფინანსებელია. ფაქტიურად გამორიცხულია მართვის უფლების გაზიარების გარეშე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) mtidanმაგრამ ამ ხელისუფლების დროს უტოპიაა ყველაფერი. ცხადია, მაგრამ ჩვენ განვიხილოთ , თუნდაც ვიოცნებოთ, მომავალში გამოგვადგება...მარტივი მაგალითი... კოსმოსში გაფრენაზე როდის დაიწყეს ოცნება? fashistiეს ყველაფერი შენი დაწერილია თუ რამე სტატიაა? მე დავწერე სხვა დარგები არ ვიცი მაგრამ ელექტრო ენერგია შეგვიძლია სრულიად გამოვიყენოთ ანუ თუ აშენდება საკმარისად ბევრი კაშხლები და ასე შემდეგ და დენით გათბობა თუ უფრო იაფი გახდება ვიდრე გაზი ბუნებრივია რომ გაზის ყიდვა აღარ მოგვიწევს... მარტო კაშხლები არა, თან კაშხლები არც ისე ეკოლოგიურად უსაფრთხოა... asdsგრეთვე შესასწავლია ის თუ რამდენად არის საქართველოში ქარის მეშვეობით ინდუსტრიულ დონეზე ელექტროენერგიის გამომუშავების ბუნებრივი პირობები და შესაბამისი ფართობები.. შესწავლილია უკვე, არის რესურსები რომ რამდენიმე 200 მეგავატიანი სადგური აშენდეს (დაახლოებით) . ცნობისატვის საქართველო თუ მეხსიერება არ მრალატობს გიგავვატსზე ცოტა მეტს იყენნებს დღესდღეობით.მაგრამ ამ სფეროშI არსებული ტექნოლოგიები ჯერ არასაკმარისად არის დამუშავებული და მზის ბატარიების მეშვეობით გამომუშავებული ელექტროენერგია დღესდღეისობით თავი ბოლო რამდენიმე პროცენტამდე თუ შეიძლება ავიდეს საერთო მოცულობაში.. თუმცა ეს თემა საინტერესოა.. უკვე არის...და აშენებულიც არის, ესპანეთი, ეხლა დუბაიში შენდება. lasha1997ნეტაი თქვენ საქმე გამოგლევიათ.ეს ყველაფერი ვინ უნდა გააკეთოს და ამითი დაგეწყოთ.მიზანი უნდა იყოს ადამიანისთვის გრანდიოზული ცოტა საჯდომი რომ გაანძრიოს იმჰოტაშიი დასმული თვითოეული საკითხი ცალკე მეცნიერებაა, უფრო მეტიც ყოველ მოცემულ საკითხს ათობით ქვედისციპლინები აქვს, რომლებსაც წლობით სწავლა და გამოცდილება სჭირდება. ზოგადი მიმოხილვაა... და მე მგონი ფორუმზე ერთი პროფესიის ხალხი არა ვართ ხო?ვიმსჯელოთ.asesino_141 სტარტაპი ბიზნესის ნულიდან დაფინანსებას ნიშნავს. ვიცი, სიჩქარეში გაუმართავად იყო დაწერილი)))/ Edited August 13, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 newstudio შესწავლილია უკვე, არის რესურსები რომ რამდენიმე 200 მეგავატიანი სადგური აშენდეს (დაახლოებით) . ცნობისატვის საქართველო თუ მეხსიერება არ მრალატობს გიგავვატსზე ცოტა მეტს იყენნებს დღესდღეობით.რამდენიმე 200 მეგავატიანს და კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდეროელექტროსადგურს კი ააშენებ, მაგრამ თუ საქართველოს განვითარება უწერია მაშინ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება რამდენიმე ასეული პროცენტით მინიმუმ, რაც ნიშნავს მხოლოდ იმას რომ თუ არ გვინდა ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა ვიყოთ მაშინ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე უნდა ვიფიქორთ.. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ საჭირო.. პლუს რათქმაუნდა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჰიდრო რესურსები, სხვა განახლებად რესურსებთან ერთად, ამაში საკამათო არაფერია.. უკვე არის...და აშენებულიც არის, ესპანეთი, ეხლა დუბაიში შენდება.ვიცი რომ ესპანეთში მინდვრები აქვთ მზის ბატარიებით გადატენილი და ალბათ რაიმე ანალოგიურს აკეთებენ დუბაიშიც თუმცა ესპანეთის რიგ მხარეებში და დუბაში მზიანი დღე შეიძლება 250 300 იყოს წელიწადში მაშინ როცა საქართველოში მზიანი სეზონი თავი ბოლო რამდენიმე თვე გრძელდება.. მერეა და ესპანეთში რომ ააშენეს ის მინდორი მაინც ექსპერიმენტული პროექტია და კიდევ რამდენიმე ათეული წელი დაჭირდება ალბათ იმას რომ მზის ენერგიის მეშვეობით ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება გახდეს შესაძლებელი.. ისე იდეა იმის რომ სარკეების მეშვეობით მზის ენერგიის ერთ წერტილში კონცენტრირება მოხდეს და იქ გარდაიქმნას ელექტროენერგიად ან ამ ე.წ. კონწენტრაციის წერტილში წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით წყლის ორთქლი გამომუშავდეს რომელიც თავის მხრივ ტურბინას აამუშავებს და ტურბინიდან გასვლის შემდეგ კონდენსირების მეშვეობით ისევ სისტემაში დაბრუნდება საინტერესოა, მაგრამ ამ ტექნოლოგიის ჭკუაზე მოყვანასაც დრო უნდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) asdsმაშინ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე უნდა ვიფიქორთ.კი.. და პლიუს ტექნოლოგიების ათვისება მოგვიწევს... ესპანეთის რიგ მხარეებში და დუბაში მზიანი დღე შეიძლება 250 300 იყოს წელიწადში მაშინ როცა საქართველოში მზიანი სეზონი თავი ბოლო რამდენიმე თვე გრძელდება..არ არის მასე... გარე კახეთის უდაბნოებში პრაკტიკულად მტელი წელი მზეა... ნალექიც ძალიან მცირე... მერეა და ესპანეთში რომ ააშენეს ის მინდორი მაინც ექსპერიმენტული პროექტია და კიდევ რამდენიმე ათეული წელი დაჭირდება ალბათ იმას რომ მზის ენერგიის მეშვეობით ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება გახდეს შესაძლებელი..უკვე აშენებენ დუბაიში 200 მგვტ აქვს თუ არ ვცდები... ამის გარდა აშშ ააშენეს ჰიბრიდული ელექტროსადგური...მზე აცხელებს სითხეს...ის ამოძრავებს ტურბინებს...ისე რომ ღამეც ყოფნის სითბო... სოფლის მეურნეობა: აი რა გააკეთეს ამერიკელებმა დიდი დეპრესიის დროს (ჩვენტან შეიძLება უარესი სიტუაციაცაა) В сфере сельского хозяйства принятый 12 мая 1933 года закон о регулировании реструктурировал двенадцатимиллиардный фермерский долг, сократил проценты по ипотечной задолженности и удлинил срок погашения всех долгов. Правительство получило возможность предоставить фермерам заем, и в течение последующих четырёх лет аграрные банки выдали полумиллиону земельных владельцев ссуды на общую сумму 2,2 млрд долларов на очень лёгких условиях. Для поднятия цен на сельхозпродукцию законом от 12 мая фермерам рекомендовалось уменьшить производство, урезать посевные площади, снизить поголовье скота, а для компенсации возможных убытков создавался специальный фонд. ანუ სუპერ კაპიტალისტურმა ქვეყანამ არ იტაკილა ფერმერების დახმარება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი... კანონმდებლობით უნდა დადგინდეს მინიმალური გასაყიდი ფასი ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურების. ეს მონოპოლიზაციას შეუშლის ხელს.. (არახალია , რძეზეა ასე აშშ-ში) Edited August 13, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 newstudioსოფლის მეურნეობა: აი რა გააკეთეს ამერიკელებმა დიდი დეპრესიის დროს (ჩვენტან შეიძLება უარესი სიტუაციაცაა) В сфере сельского хозяйства принятый 12 мая 1933 года закон о регулировании реструктурировал двенадцатимиллиардный фермерский долг, сократил проценты по ипотечной задолженности и удлинил срок погашения всех долгов. Правительство получило возможность предоставить фермерам заем, и в течение последующих четырёх лет аграрные банки выдали полумиллиону земельных владельцев ссуды на общую сумму 2,2 млрд долларов на очень лёгких условиях. Для поднятия цен на сельхозпродукцию законом от 12 мая фермерам рекомендовалось уменьшить производство, урезать посевные площади, снизить поголовье скота, а для компенсации возможных убытков создавался специальный фонд. ანუ სუპერ კაპიტალისტურმა ქვეყანამ არ იტაკილა ფერმერების დახმარება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი... კანონმდებლობით უნდა დადგინდეს მინიმალური გასაყიდი ფასი ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურების. ეს მონოპოლიზაციას შეუშლის ხელს.. (არახალია , რძეზეა ასე აშშ-ში) პრინციპში პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში დოტაციურია სოფლის მეურნება.. ეგ არის რომ ამ დოტაციების მიმართულებები უნდა იყოს კარგად გააზრებული.. ასეა თუ ისე პოტენციალი რომ აქვს საქართველოს ეს ფაქტია მაგრამ არნახული მაყუთი უნდა ჩაიდოს აგრარულ სექტორში რამე რომ გამოვიდეს.. ელემენტალური აგერ საერეგაციო არხებიც კი აღარ არსებობს და სახნავ სათესი მიწების ნახევარზე მეტი, 70-80%-მდე მგონი არ/ვერ მუშავდება.. მოკლედ სოციალური უნდა იყოს ბიუჯეტი და შიდაინვესტირებაზე ორიენტირებული, რადგან ეკონომიკის რეალურ სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის იმედი კარგა ხანი არ უნდა ქონდეს ქვეყანას.. სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით 3-5 წელიწადში შეიძლება რამდენიმე მიმართულების სოლიდური კლასტერები შეიქმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც აგრარულ, ასევე სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტულ, გადამამუშავებელ სექტორებში სადაც ათეულობით/ასეულობით საშუალო და მცირე კომპანია იმუშავებს. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფომ შეიძლება გაყიდოს აქტივები ამ კომპანიებში, შედეგად კი გამოღვიძებული ეკონომიკა დარჩეს ქვეყანას.. იტოგში ძალიან დიდი ფულია საჭირო და ერთადერთი ვარიანტი დღეს დღეისობით ამ ფულის ეკონომიკაში ჩადების არის სახელმწიფო ბიუჯეტი.. ანუ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და საბიუჯეტო სახსრებიც ისე გადანაწილდეს.. თავდაცვის სამინისტროს რომ ლამის ბიუჯეტის ნახევარი მიაქვს და ამ დროს არაფრის მაქნისი სტრუქტურა არ არის ეს ნორმალური მომენტი არ არის ჩემი აზრით.. ეგ მილიარდები აგრარულ, სამრეწველო ან და ტურისტულ სექტორში რომ ჩადებულიყო ვინ იცის არც ომამდე მივიდოდა საქმე და არც ქვეყანა იქნებოდა 5 წუთის გარეშე ბანკროტი და უცხოური დახმარებების იმედად.. რაზე ვლაპარაკობთ, სანამ ადეკვატური ხელისუფლება არ ეყოლება ქვეყანას არანაირი რეფორმები არ განხორციელდება და არც ძლიერი საშუალო ფენა შეიქმნება, რადგან კრიმინალურ რეჟიმს ობიექტური მიზეზების გამო ძლიერი-დამოუკიდებელი საშუალო ფენა არ აწყობს, შესაბამისად არ აწყობს ეკონომიკის რეალური განვითარება.. არც ვითარდება მამენტ.. რაც ვითარდება ან ვითარდებოდა, იგივე საბანკო საფინანსო და სამშენებლო სექტორები, თავად რეჟიმის მიერ კონტროლდება და ამდენად მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsრაზე ვლაპარაკობთ, სანამ ადეკვატური ხელისუფლება არ ეყოლება ქვეყანას არანაირი რეფორმები არ განხორციელდება და არც ძლიერი საშუალო ფენა შეიქმნებაადეკვატური ხელისუფლება რომ მოვიდეს, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა... ხოდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა? მე მგონი იმაზე არავინ დაობს , რომ სახემწიფო ინვესტიციები უნდა განხორციელდეს დიდი რაოდენობით ასევე სადაო არ უნდა იყოს შიდა წარმოების მხარდაჭერა კანონმდებლობის დონეზე... მაგრამ რა და როგორ განვითარდეს ამაზეა სამსჯელი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.