Jump to content
Planeta.Ge

აკი ქურდები არ გვჭირდებიანო?


Recommended Posts

რა არ შეუსრულა ვატო ყიფიანმა გივი თარგამაძეს?

ე.წ. მაზავშიკების საქმის გამო დაკავებულ გიორგი დემეტრაძეს მთელი უკრაინული და ქართული საფეხბურთო სამყარო ამოუდგა მხარში, მაგრამ მის თავდებით გათავისუფლებას მაინც არავინ აპირებს. აპირებს კი არა, დიდი შანსია, გიორგის მალე გვერდით არანაკლებ ცნობილი სახეები მიუსვან, თუმცა ამაზე შემდგომ.

 

როგორც შევიტყვეთ, საპყრობილიდან დემეს გამოშვება ამ ეტაპზე მხოლოდ ვატო ყიფიანს შეუძლია. იგი ამჟამად კიევშია და დემეტრაძის ბინაში ცხოვრობს. არ გეგონოთ, ეს ხელისუფლებისთვის უცნობი იყო. პირიქით, ყველაზე კარგად ამის შესახებ გივი თარგამაძეს მოეხსენება, რომელიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე კიევში ყიფიანს სწორედ დემეტრაძის ბინაში სტუმრობდა.

 

ეს ინფორმაცია უკრაინიდან გასულ კვირას მოგვაწოდეს და ისიც გვითხრეს, რომ თარგამაძე მარტო არ ყოფილა და მას კიდევ ორი უცნობი პიროვნება ახლდა. იმავე წყაროს ცნობით, ვასილიჩს ყიფიანისთვის სპეციალური დავალება ჰქონია.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქ არსებულ ქართულ ბიზნესს, რომლის დიდი ნაწილიც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თარგამაძეს ეკუთვნის, საფრთხე შეექმნა არა მარტო უკრაინული ხელისუფლებისგან, არამედ ადგილობრივი კრიმინალებისგან. ვასილიჩის ბიზნესს ლაშა შუშანაშვილი და გია ხმელიძე "კრიშავდნენ", მაგრამ მათთან ურთიერთობა ცნობილი მიზეზის გამო გაფუჭდა და დღეს შუშანაშვილი იმალება, ხმელიძე კი პრაღაში დააკავეს და სასამართლოს ელის.

 

შესაბამისად, გივი თარგამაძის ბიზნესს "კბენა" უკრაინაში არსებულმა ჩეჩნურმა კლანმა დაუწყო და ყიფიანს სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დაევალა. როგორც ამბობენ, ვატომ ვასილიჩს პირობა მისცა, რომ საქმეში გაერკვეოდა, მაგრამ მერე ჩეჩნებთან დაპირისპირებას თარგამაძის "გადაგდება" არჩია და ყიფიანის მეგობრების დაკავებამაც არ დააყოვნა.

 

ჩეჩნური კლანი კი უკან დახევას არ აპირებს და ახლა ყიფიანს პირობის შესრულება ერთი-ორად გაუჭირდება, რადგან უკრაინაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფება, პრაქტიკულად, გავლენის გარეშე დარჩა და როცა საუბარი მილიონებზეა, დათმობა და ქართული პოლიტიკური ამბები ჩეჩნებს არ აინტერესებთ.

 

დასასრულ, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ქართველი კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლონ და უკრაინაში დააბრუნონ, რათა მან შეძლოს და ბიზნესის ნაწილი გადაარჩინოს. :givi:

 

ლაპარაკია ციხის ბუნტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ და მერე ზარ-ზეიმით დაკავებულ ტარიელ ფოცხვერიაზე. ჩვენი ინფორმაციით "ტარასას" ამ თემაზე უკვე ესაუბრნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოახერხეს.

 

სწორედ ამიტომ გადაიდო მისი შეყვანა შეწყალებულთა სიაში და თუ შეთანხმება შედგება, მაშინ მორიგი შეწყალების აქტი მარიამობისთვის გამოიცემა და იქ ფოცხვერიას გვარი დიდი ასოებით ჩაიწერება.

 

დავით მინდიაშვილი

 

 

http://www.ambebi.ge/samartali/24345-ra-ar-sheusrula-vato-yifianma-givi-thargamadzes.html#ixzz0w8Xker00

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

დასასრულ, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ქართველი კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლონ და უკრაინაში დააბრუნონ, რათა მან შეძლოს და ბიზნესის ნაწილი გადაარჩინოს.

 

ხოხ ჩიჯვა ჩვენმა "მართლ"მსაჯულებამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

babuagiorgi

მაშ www.ambebi.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის გჯერათ? მაშინ ესეც უნდა დაიჯეროთ :givi:

 

რუსი ექსპერტები: რუსეთის არმიამ საქართველოსთან ომის შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა

ესეც ბმული: http://www.ambebi.ge/samkhedro/24408-rusi-eqspertebi-rusethis-armiam-saqarthvelosthan-omis-shemdeg-dzalebi-ver-aghidgina.html

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

babuagiorgi

მაშ www.ambebi.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის გჯერათ? მაშინ ესეც უნდა დაიჯეროთ :givi:

 

რუსი ექსპერტები: რუსეთის არმიამ საქართველოსთან ომის შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა

ესეც ბმული: http://www.ambebi.ge/samkhedro/24408-rusi-eqspertebi-rusethis-armiam-saqarthvelosthan-omis-shemdeg-dzalebi-ver-aghidgina.html

 

რაო, არაა ხო სიმართლე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

რუსი ექსპერტები: რუსეთის არმიამ საქართველოსთან ომის შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა

ჩვენ სატურნ ჯგუფურად ##################თ რუსული არმიის ძლიერებას :))

 

სააკაშვილის ქუცუნები რომ ქურდების შნირები ხდებიან ეგ თემა რაფრა მოგწონს?

 

 

 

არა რა.. კრიმინალური რეჟიმი ხომ კრმინალური რეჟიმია და დედა აქვს მოსახნავი მარაა ეგ უბედურის დღეზე გაჩენილები მართლა ჩმორები არიან და მართლა ფარჩაკები, სააკაშვილის თამადობით მე რომ მაგათი დებილი დედები მოვდღან :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ტყუილებია ეგ. ყვითელი პრესაა. თან ქართული.

ნუ ეს ყველაზე მაგარი არგუმენტია იასნათ : ))) კამათს კლავს :yes:

 

არადა თარგამაძის გოთვერნობებზე შენ ჩვენზე ნაკლები ინფორმაციები არ უნდა გქონდეს და რა მნიშვნელობაა ვინ წერს და რას, ჩვენ ხომ ვიცით რომ კრიმინალური შინაარსის არის ეგ რეჟიმი და კრიმინალები მართავენ სახელმწიფოს? ხოდა რომ ვიცით უნდა ვიმოქმედოთ კიდეც შესაბამისად..

 

ისე ქართული არაყვითელი პრესა და "ჟურნალისტიკა" რომელია? :018:

 

პრესა კი არა მთელი ქვეყანა გაპაპსავიკდა და გაყვითლდა.. დედა აღარ ყავს გურჯისტანს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი, დაველოდოთ მაშინ ამას:

ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ქართველი კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლონ და უკრაინაში დააბრუნონ, რათა მან შეძლოს და ბიზნესის ნაწილი გადაარჩინოს

შემატყობინეთ როცა გაანთავისუფლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტა რომელი არა მანდ ქურდი მიშა?

ესეც პრასტიტუტკა იყო უკრაინაში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ჩეჩნებმა დაადეს ლაპა მაშინ ნუ ძაან დიდი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ შავებს:givi:

 

ომი არ აწყობთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ვის კრიშავს . მაგრამ

 

როგორც შევიტყვეთ

ეს ინფორმაცია უკრაინიდან გასულ კვირას მოგვაწოდეს

იმავე წყაროს ცნობით

როგორც ამბობენ,

ჩვენი ინფორმაციით,

 

 

ამდენი "მესამე პირში" ნათქვამი რამდენად დასაჯერებელია არ ვიცი :)

 

asds

ჟურნლისტი ხო ხარ (თუ მეშლება ,მე მაპატიე) და ჩემზე კარგად უნდა იცოდე ინფორმაცია სანდოდ რომ ჩაითვალოს მინიმუმ 3 სხვადასხვა განხვავებულმა წყარომ უნდა დააგიდასტუროს ;

 

თუმცა ყვითელ პრესას ამას ვერ მოსთხოვ!

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ვის კრიშავს . მაგრამ

 

 

 

 

 

 

 

 

ამდენი "მესამე პირში" ნათქვამი რამდენად დასაჯერებელია არ ვიცი :)

 

asds

ჟურნლისტი ხო ხარ (თუ მეშლება ,მე მაპატიე) და ჩემზე კარგად უნდა იცოდე ინფორმაცია სანდოდ რომ ჩაითვალოს მინიმუმ 3 სხვადასხვა წყარომ უნდა დააგიდასტუროს ;

 

რა არ არის დასაჯერებელი, რომ ამათ ძველი მხედრიონის საძმო და ქურდები ამარაგებენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...