Jump to content
Planeta.Ge

ქონების წართმევა გრძელდება


Recommended Posts

ბათუმში, ადლიის ტერიტორიაზე ნინიძეების ოჯახს სახლს უნგრევენ

ქალაქ ბათუმში, ე.წ. ადლიის დასახლებაში, ნინიძეების ოჯახს, მერიის გადაწყვეტილების თანახმად, სახლს უნგრევენ. საუბარია ზღვასთან ახლოს მდებარე 2700 კვ.მ ფართობზე, სადაც საცხოვრებელი სახლი და ბაღია განთავსებული. ამ დროისათვის ადგილზე პოლიციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სახლიდან ავეჯი გამოაქვთ, პარალელურად ფანჯრებსაც ხსნიან.

ნინიძეების სახლის დანგრევის მიზეზად, მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ექსპროპრიაციის შესახებ კანონს ასახელებენ. მათი თქმით, აღნიშნული სახლი გზის გაყვანას უშლის ხელს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გზა უკვე გაყვანილია და შესაბამისად, აღნიშნულ სახლს ამ პროცესისათვის ხელი არ შუშლია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნინიძეების სახლზე ბათუმის მერიას ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კი ოჯახის წევრებმა 14 ივნისს გაიგეს. "ჩვენთან მოვიდა ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, რომელმაც ამ სახლის სანაცვლოდ სხვა ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას დაგვპირდა, მოგვიანებით კი დანაპირები არ შეასრულა. დღეს დილით კი პოლიციის 200-მდე თანამშრომელი გაუფრთხილებლად მოგვადგა ოჯახში და სახლის დაცლა მოგვთხოვა", - აცხადებს ოჯახის წევრი კაკო ნინიძე.

ოჯახის წევრებმა ხელისუფლების დღევანდელ ქმედებას ვანდალიზმი უწოდეს და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანენ.

 

http://new.interpressnews.ge/ge/regioni/142152-bathumshi-adliis-teritoriaze-ninidzeebis-ojakhs-sakhls-ungreven.html

 

გაიქეცით სანამ დროა... :yes: :yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს მე -2 არხზე ბოკასაზე იყო გადაცემა და..

რა გინდათ კაცოოოოო :givi:

სხვათა შორის ფრანგები აფინანსებდნენ და ეგეც ფრანგობდა ჩემი

კაი, იმენნა მაგარ შოუებს აწყობდა, მერე კი მობეზრდათ ფრანგებს და გადატრიალება მოუწყვეს,

 

კაციჭამიობა არ დაუმტკიცდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

erpressnews.ge/ge/regioni/142152-bathumshi-adliis-teritoriaze-ninidzeebis-ojakhs-sakhls-ungreven.html

 

გაიქეცით სანამ დროა... :yes: :yes: :yes:

 

კაცო ნუ ეწევი ამ პროპაგჰანდას, თორემ შენ ისე იზამ, მე რომ ჩამოვალ მანდ მარტო სატურნი დამხვდება. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს დილით კი პოლიციის 200-მდე თანამშრომელი გაუფრთხილებლად მოგვადგა ოჯახში და სახლის დაცლა მოგვთხოვა

 

ალბათ ადგილი მოეწონა ბენდუს.

 

იქით ტემაში კითხულობდნენ მიშას ხელისუფლებაში მუშაობა რა დონიდან ითვლება სამშობლოს ღალატადო. ნუთუ უბრალო რიგითიცო.

 

რა ვთქვა, არ ვიცი ეს 200 მდე არსება, რა არის. ნუთუ ესეთი გზით ნაშოვნი პურის ფული .... ისე ამ 200 კაციდან რომელიმე წინა დღით რომ მისულიყო მაგ ოჯახში და რამე მოეპარა უფრო ნაკლებ ზარალს მიაყენებდა მაგ უბედურ ოჯახს. კანონის სახელით უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეუბნებით მე თქვენ,რომ სამართალს ვერ იპოვნის მეთქი უბარლო მოკვდავი საქართველოში და არ გჯერათ. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეუბნებით მე თქვენ,რომ სამართალს ვერ იპოვნის მეთქი უბარლო მოკვდავი საქართველოში

თორე სხვაგან ხო იპოვის რა :) დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო, ეგ სუყველას ეხება ყველგან და ყველა დროში. შეფუთვაა პროსტო სხვადასხვანაირი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორე სხვაგან ხო იპოვის რა

 

 

ნორმალურ ქვეყანაში იმდენს უხდიან რამდენსაც ითხოვს საკუთრების პატრონი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნორმალურ ქვეყანაში იმდენს უხდიან რამდენსაც ითხოვს საკუთრების პატრონი.

სუ გაგიჟებულან :) ეგრე იმდენს მოვითხოვ რაღაც 100 დოლარიან გარაჟში, რომ მთელი ცხოვრება მეყოს, გადამიხდიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუ გაგიჟებულან ეგრე იმდენს მოვითხოვ რაღაც 100 დოლარიან გარაჟში, რომ მთელი ცხოვრება მეყოს, გადამიხდიან?

 

 

ცხოვრება შეიძლება ვერ მოიწყო,მაგრამ ახევით ვერ აგახევენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გეუბნებით მე თქვენ,რომ სამართალს ვერ იპოვნის მეთქი უბარლო მოკვდავი საქართველოში და არ გჯერათ.

ვის არ ჯერა მანახე აბა?)))

 

ეხლა გარემოვაჭრეებს ყრიან, და რატომ მგონია რომ უმრავლესობა ნაცებს მისცემდა ხმას?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო ნუ ეწევი ამ პროპაგჰანდას, თორემ შენ ისე იზამ, მე რომ ჩამოვალ მანდ მარტო სატურნი დამხვდება. :givi:

:)

 

კი, მასეთი პირი უჩანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეხლა გარემოვაჭრეებს ყრიან, და რატომ მგონია რომ უმრავლესობა ნაცებს მისცემდა ხმას?!

 

ყველაზე ცირკი რა არის , იცი? - ერთი ჩემი ახლო ნათესავი სამსახურიდან დირექტორად დანიშნულმა ნაციანალმა მანქურთმა გააგდო, სრულიად უმიზეზოდ. ჰოდა, ეს პიროვნება ახლა წავიდა არჩევნებზე და ხმა ისევ ნაცებს მისცა.

 

მაზოხისტები ვართ, რა.

 

მაგრამ ეს ხალხის ბრალი არ არის, დეპრეს. ისეთი პროპაგანდა მიდის, ამას გურჯები კი არა და შვეიცარიელები ვერ გაუძლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...