Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამერიკა მართლა მაგარი ქვეყანაა და ალბათ გაინტერესებთ(თუ არ გაინტერესებთ,არც ეგ არის პრობლემა)და მკითხეთ არ მოგერიდოთ. :)

 

 

მოკლედ.ამ ქვეყანაში ჩამოვედი თორემტი წლის(ცამეტი თებერვალში გამიხდება)წინ,იმის ფიქრით,რომ ერთ წელში უკან წამოვიდოდი,მაგამ ....(ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაშიც :) )................საბუთები გავაკეთე(მწვანე ბარათი,ორ წელში მოქალაქეობას მივიღებთ მთელი ოჯახი)და არა მგონია დავბრუნდე სიბერემდე. :)

 

 

 

არიზონას შტატმა კანონი მიიღო არალეგალების შესახებ(ადრე დავწერე)რომელიც ობამას(დაბადების დღე აქვს დღეს) ადმინისტრაციამ გააპროტესტა და ფედერალურ სასამართლოში შეიტანა საჩივარი,მაგრამ კანონი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და ალბათ არიზონას გავერმენი(ქალია)გაიტანს თავისას.ოცი შტატი აპირებს დამატებით ამ კანონის მიღებას.ნიუ–ჯერსიც(ამ შტატში ვცხოვრობ)

 

 

ეხლა ნიუსებში მოვისმინე,რომ რესპუბლიკელი სენატორები ამზადებენ კანონს აქ დაბადებული ბავშვებზე.ანუ აქ დაბადებული ბავშვები ავტომატიურად ამერიკის მოქალაქეები ხდებოდნენ.ამ კანონის გაუქმება სურთ.

 

ოპრას(ყველაზე პოპულარული შოუს პატრონი ამერიკაში) ჰყავდა მიწვეული ლორა ბუში შვილებთან ერთად და ლორამ სთქვა,რომ არაოფიციალური მიწვევების ფართის ფულს საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ. :)

 

 

ამ ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამეები ხდება და დაგიპოსტავთ ხოლმე. :)

 

 

 

 

 

პ.ს. დემოკრატების სენატორს მაგარი დაენძრა სუშის ბარებში საბიუჯეტო ფულების ხარჯვაზე. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 597
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა მოგწონს ამერიკის? (ირონიული კითხვა არაა, მართლა მაინტერესებს და ვეცდები ბასკეთს შევადარო)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არიზონას შტატმა კანონი მიიღო არალეგალების შესახებ

 

ისე ჩათლახობაა ეგ კანონი. რომ დაფიქრდე ყოფილი არალეგალი ემიგრანტები ეწინააღმდეგებიან ახალ არალეგალ ემიგრანტებს. რატომ რითი არის მათი გაამერიკელება უფრო "ღვთიური"?

 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩაფლავდება ეგ კანონი.

 

ამერიკა მართლა მაგარი ქვეყანა არის

აბსოლუტურად გეთანხმები. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ არავინ არის უცხოელი. თავს გრძნობ ისე როგორც საკუთარ სამშობლოში, განსხვავებით ევროპისაგან (აღარ ვამბობ არაცივილიზებულ სამყაროს).

 

მართლა მაინტერესებს და ვეცდები ბასკეთს შევადარო

ბასკეთში შენ უცხო ხარ, ამერიკაში კიდე ისეთივე გრძნობა გაქვს, როგორც საკუთარ სამშობლოში. ამერიკაში ყველა უცხოა, ან უფრო სწორად ყველა კარინნოია :D

 

ერთი მოგასმენინათ აშშ-ს საზოგადოებრივი რადიო მაუწყებელი. მერე მიხვდებით რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენი ზღრენი საზოგადოებრივი უფრო ზღრენი ხდება ამის მერე(კარდუსთან ბოდიში :D)

 

ადამიანები ფაქტიურად არ იტყუებიან. იმიტომაც ჩანან ქართველთან შედარებით იდიოტებად. ბავშვობიდან ასწავლიან რომ ტყუილი არის ცუდი, ამიტომ ნამდვილად გულახდილები არიან ამერიკელები და ამიტომ ჩანან ზედმეტად მიამიტებად. ჩვენთან ხომ რაც უფრო მაგრად იტყუება უფრო მაგარია.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასკეთში შენ უცხო ხარ, ამერიკაში კიდე ისეთივე გრძნობა გაქვს, როგორც საკუთარ სამშობლოში. ამერიკაში ყველა უცხოა, ან უფრო სწორად ყველა კარინნოია

ეჭვი მეპარება ამაში და არიზონას კანონპროექტიც მოწმობს ამას. ბასკეთში არასდროს არავინ უმიზეზოდ არ გაგაჩერებს ქუჩაში, არავინ შენი წარმომავლობის გამო არ შეგარჩევს და მითუმეტეს არ გაგაგდებენ ქვეყნიდან (ნუ ეხლა თუ არ გადაბუგე იქაურობა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკა მართლა მაგარი ქვეყანა

მე არ მევასება ამერიკა. აი იმენა ბოროტების იმპერია ეგაა თუა :)

ორ წელში მოქალაქეობას მივიღებთ მთელი ოჯახი)და არა მგონია დავბრუნდე სიბერემდე.

ეგ არ ქნა. მე უნდა შევუერთდე ალქაიდას და გადავწვათ ეგ იმპერია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპაში ვცხოვრობდი ბოლო 10 წელი და ნამდვილად კარგ დალაგებულ ქვეყანაში, თუმცა თავს ყოველთვის უცხოელად ვგრძნობდი. საქართველოს მერე ერთადერთი ქვეყანაა ამერიკა სადაც თავს არ ვთვლი უცხოელად. ამ გრძნობას მიხვდები მხოლოდ მაშინ, როდესაც აშშ-ი იცხოვრებ.

 

პრაქტიკულად ყველაფერი ან მომწონს ან ვეგუები აშშ-ში, ერთადერთი რასაც ვერ შევეგუები არის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა, როდესაც მშობელს უნდა შეუთანხმო მისვლის დრო და შეიძლება უარი გითხრას არ მცალიაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ამ გრძნობას მიხვდები მხოლოდ მაშინ, როდესაც აშშ-ი იცხოვრებ.

თავისთავად, თანაც ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, მშობლიური ქალაქისა და სოფლის გარდა ყველგან უცხოელად ვიგრძნობ თავს. ბათუმსა და ქობულეთშიც კი უცხოდ ვგრძნობდი თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდე რაც არ მომწონს არის ევროპასთან შედარებით სოციალური დაუცველობა. ადრე სირცხვილი იყო სოციალურ საკითხებზე ლაპარაკი კომუნისტობას დაგაბრალებდნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ მომწიფდა ამერიკელი საზოგადოება და დემოკრატების მოსვლით ალბათ ბევრი რამე გამოსწორდება ამ მხრივ.

 

ვფიქრობ ამერიკას მაგრად წაადგება დემოკრატების კიდე უფრო გამარცხენება და რესპუბლიკელების მხრიდან ნეოკონსერვატორების საერთოდ სანაგვეზე გადაყრა. რესპუბლიკური პარტია აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ დიკ ჩეინის ნაირი ჰალსტუხიანი თალიბები მოსაშორებელია.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

კიდე რაც არ მომწონს არის ევროპასთან შედარებით სოციალური დაუცველობა. ადრე სირცხვილი იყო სოციალურ საკითხებზე ლაპარაკი კომუნისტობას დაგაბრალებდნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ მომწიფდა ამერიკელი საზოგადოება და დემოკრატების მოსვლით ალბათ ბევრი რამე გამოსწორდება ამ მხრივ.

აი ეგ კი სერიოზული მინუსია აშშ-სი, ძალიან წინ უსწრებს ევროპა, განსაკუთრებით სკანდინავია და ბასკეთიც აშშ-ს მაგ მხრივ, დაახლოებით ისე, როგორც აშშ - საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

უნდა განახა რა ომით გააქვთ სოციალური საკითხები დემოკრატებს (იტალია რო იწყებს ხოლმე ჩემპიონატებს ისე, შტანგითნოლი და ერთი ხმით მოგება..). რესპუბლიკელები მეორე წელია ობსტრუქციის მეტს არაფერს აკეთებენ. ჯანდაცვის რეფორმის ჩაგდება სცადეს, სამაგიეროდ მხარი დაუჭირეს ავღანეთში ჯარის გაზრდას და რატო უფრო მეტად არ ვზრდითო ჩეინი ყვიროდა. შევამციროთ ჯანდაცვის ხარჯი და გავზარდოთ ტყვიაწამალიო. არადა რაც თალიბანთან ომში დახარჯეს იმ ფულით სათითაოდ იყიდიდნენ ყველა თალიბს.

 

ჩემი აზრით ობამა ოქროს ასოებით შევა აშშ-ს ისტორიაში. მართალია მიშისტები ლანძღავენ და ბუშს აქებენ, მაგრამ ბუში უკვე შევიდა როგორც ყველაზე ძონძი ისტორიაში და ამაზე არ დაობს არავინ და ობამა კიდე ალბათ იქნება ერთერთი ყველაზე მაგარი. აგერ ვნახოთ.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

რა მოგწონს ამერიკის?

 

 

ეგეთი კითხვა დამისვეს ჩემმა ძმებმა მცხეთაში სალობიეში როცა ვლოთობდით და ორი სიტყვით ვუპასუხე.

 

 

ადამიანად ვგრძნობ თავს მეთქი.(კანონი მიცავს) :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

 

ეგ კანონი იმიტომ მიიღეს,რომ კორტელის წევრებისაგენ დაეცვათ ამერიკის სიტიზენები.მაგ შტატის ციხეში 70%–ი კოკაინის კორტელის წევრები ზიან და ამერიკელების ხოცვაზე როცა გადავიდნენ გავერმენმა თქვენი დედაც ##################ო.მაგ შტატის ერთი კაუნტის პოლიციის შერიფის დაბრედვაზე მილიონს იხდის კორტელი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩაფლავდება ეგ კანონი

 

 

არ ჩაფლავდება,რადგან ამ შემოდგომაზე დემოკრატები წააგებენ არჩევნებს(ეგრე ვფიქრობ).ჩემი შტატი იყო დემოკრატების,მაგრამ კორუფციის გამო დაიკიდეს და აირჩიეს რესპუბლიკელი.

 

 

აქ ჩემს გვერდით ქალაქში არალეგალების ბირჟაა(ელიავას ბაზრობის პოტში)აქამდე არაფერს ეუბნებოდნენ,მაგრამ დღეს ვნახე,რომ პოლიცია იდგა და მიჩენილი ადგილის გარეთ ვერ გამოდიოდნენ.მანდ ვერც ის ამერიკელი შევა და აიყვანს სამუშაოდ მაგ ხალხს,რადგან პრობლემები შეექმნება.

 

 

კაროჩე,ენძრევათ და არც მე ვარ მაგის მომხრე.მეც ვიყავი ეგეთ პრონტში,მაგრამ ბირჟაზე არ ვმდგარვარ.ვისწავლე თავიდან ჩემი საქმე და ეხლა ვუბერავ, თან მაგარს ვუბერავ. :)

 

 

ახლო მომავალში შეიძლება ჩემი საკუთარი ბიზნესი გავხსნა.გააჩნია ბანკი რამდენად მენდობა და რამდენ პროცენტში მომცემს კრედიტს. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ადამიანები ფაქტიურად არ იტყუებიან. იმიტომაც ჩანან ქართველთან შედარებით იდიოტებად. ბავშვობიდან ასწავლიან რომ ტყუილი არის ცუდი, ამიტომ ნამდვილად გულახდილები არიან ამერიკელები და ამიტომ ჩანან ზედმეტად მიამიტებად. ჩვენთან ხომ რაც უფრო მაგრად იტყუება უფრო მაგარია.

ჩემის აზრით, მართალმა ადამიანმა იდიოტის შთაბეჭდილება არ უნდა დატოვოს თუკი ის მართლაც იდიოტი არაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...