Jump to content
Planeta.Ge

სოციალური გარემო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე


Recommended Posts

ეხლახანს ნვახე საქინტერესო გადმოცემა სად ითქვა რომ ბოლო გამოკვლევბის თანახმად მარტოობა ანუ სოციალური კონტაკტების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელოაბს. ის შეიძლება სიგარეტის ინტენსიურ მოწევას შევადაროთო(!!!) და ორჯერ უფრო მავნეა ვიდრე ჭარბი წონაო.

 

მე მგონი ამ მხრივ საქართველომ სერიოზუი რეგრესი განიცადა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

უცხო პლანეტელო ვეთანხმები ამ აზრს, უფრო სწორად გამოკვლევას..

 

ურთიერთობების ნაკლებობა რა თქმა უნდა გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. იქედან გამომდინარე, რომ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა ნერვებს აზიანებს და ეს უკანასკნელი თავისთავად ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს..

 

თუმცა საინტრესო იქნებოდა დაგეწერა, თუ რა სახის დაავადებებს იწვევს...

 

ჩემი აზრით რაც გიწერია, ეგ სულაც არ საჭიროებდა კვლევას, ერთგვარად ცხადი უნდა ყოფილიყო ნეირო-ფსიქოლოგებისთვის და საერთოდაც სოც. ფსიქოლოგებისთვის. :read: ჰმმმმ.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან დიდი გავლენა აქვს სოციალურ გარემოს ჯანმრთელობაზე

 

ჯანმრთელობის განმარტებას მოვიყვან

საერთოდ ჯანმრთელობის დეფინიციის ჩამოყალიბებაზე ბევრია ნაფიქრი, ანუ რა არის ჯანმრთელობა და რა ავადმყოფობა ხშირად ძნელი გასაცალკევებელია

საბოლოო ჯამში ასეთ განმარტებამდე მივიდნენ

 

ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა

 

ანუ ფიზიკურად რომ უნდა იყოს ჯანმრთელი ეს ნაწილი ადვილია თუმცა აქაც არის გარკვეული სირთულე

უამრავი დაავადებაა რომლიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რეალურად ადამიანი ავად არის მაგრამ არაფერი აწუხებს და შესაბამისად იქმნება ფიზიკური ჯანმრთელობის ილუზია :)

თუმცა საბოლოოო ჯამში ყველა დაავადება განიცდის პროგრესს და სიმპტომები გამოიხატება

 

სულიერი ჯანმრთელობაც მეტ ნაკლებად გასაგებია

ანუ მარტივად რომ ვთქვათ გიჟი არ უნდა იყოს

თუმცა შიზოფრენიას და აბსოლუტურ სულიერ ჯანმრთელობას შორის უამრავი პათოლოგია არსებობს

ნევროზი, დეპრესია, აპათია, მელანქოლია რა ვიცი უამრავი დარღვევა რომელიც რეალურია და მკურნალობასაც მოითხოვს ან ნევროლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან (აი აქ მართლა ძალიან უკან ვართ ქართველები)

ფსიქოლოგიური პრობლემები საბოლოო ჯამში ფიზიკურ პრობლემებშიც შეიძლება გადაიზარდოს

 

აი აქ გარკვეულად საზღვარი იშლება სულიერ და სოციალურ ჯანმრთელობას შორის

 

ნუ სოციალურ კეთილდღეობაში რა იგულისხმება - რომ გაქვს საჭმელი, სასმელი, გარკვეული ადგილი გიკავია საზოგადოებაში

არ ხარ ლოთი, უსახლკარო (ბომჟი) და რა ვიცი უამრავი სოციალური პრობლემები არსებობს

 

სულიერ და სოციალურ კეთილდღეობის ნაკლებობას სერიოზულ დაღვევებამდე მივყავართ ხოლმე

ნუ აქ შიმშილს არ მოვიყვან მაგალითად

ფაქტია რომ შიმშილი საბოლოო ჯამში აზიანებს ჯანმრთელობას

 

ნევროზი, დაძაბულობა, სტრესი საკმაოდ მძიმე გართულებებს იძლევიან

ელემენტარულად სტრესმა შეიძლება იზეთი პათოლოგია გამოიწვიოს როგორიც არის კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი

უამრავი შემთხვევა არსებობს როცა სტრესი (შიში, ტკივილი, ხმაური, არაკომფორტული სამუშაო გარემო მოკლედ ბევრი რამ) იწვევს ე.წ. სტრესული წყლულის და თუნდაც დიაბეტის ჩამოყალიბებას

 

უზნაძეს მუშაობდა მაგ საკითხზე და მისი ”განწყობის თეორია” მსოფლიო მაშტაბით არის აღიარებული

(D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966).

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

 

ამისთანა გენიოსის შთამომავალ ქვეყანაში მედიცინა ამ მხრივ საკმაოდ უკან არის (თუმცა არა მარტო მაგ მხრივ...)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...