Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Lo Janko

და ასე ბევრი გინახიათ ამ ცხოვრებაში, რომ ასეთ ამბიციურ დასკვნას აკეთებთ და ფაქტიურად მთელ ხალხებს ვერდიქტს უდგენთ.

იტალიელებმა რა დაგიშავათ ასეთი უსაშველო, საინტერესოა.

თუმცა მას ძშემდეგ, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ქსენოფობიური ფორმულები გადმოაფრქვია არაფერი აღარ მიკვირს.

თუ პრეზიდენტს აქვს ვიღაცეები მათი კანის ფერის გამო არ მოწონდეს, რატომ სხვას, უბრალო მოქალაქეს არ აქვს უფლება ვიღაცეების თვალის ჭრილი ან რელიგია (ან არწმენა) არ მოწონდეს?

ანუ მე არ მაქვს უფლება რაიმე მომწონდეს და რაიმე არ მომწონდეს?

 

იქნებ პოლიტკორექტულობის გამო საერთოდ არ ვიქონია რაიმე მოვლენაზე ჩემი პოზიცია და იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაცაში ბრალი არ დამდოს

უარი ვთქვა ჩემს შეხედულებებზე,

მე ვთვლი რომ ყველა ეთნოსს გააჩნია თავისებურებები, არა ის რომ ყველა ერშია კარგი და ცუდი, არამედ ყველა ერს აქვს რაღAც განსაკუთრებული, ინდივიდუალური, დამახასიათებელი და რა თქმა უნდა საერთოც ბევრი გვაქვს,

 

ეხლა კი ხდება იმის მცდელობა რომ სამყარო ერთფეროვანი გახდეს, ერთიანი წესით იცხოვროს და მრავაფეროვნება შეიცვალოს ერთფეროვნებით, გახდეს ისეთივე უაზრო და მოსაწყენი როგორც ჰოლივუდის პროდუქცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებზე – ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი,ჰაეროვანნი,შავ თვალ-წარბ-თმოსანნი,თეთრყირმიზნი,იშვით შავგვრემან და მოყვითან,იშვით თვალჭრელ და გრემანი,და მწითურ ანუ თეთრ .

Siknadmo

მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად, უკიდურესი ეგოიზმი, სიზარმაცე, განცხომისადმი მიდრეკილება, უდარდელობა, უვიცობა, აი ის თვისებები რომლითაც გაჯერებულია ქართველი, ხოლო ეკლესია პი

asds

asesino_141 და რა დღეში ვარ იქნებ გამანათლო?   აი წარმოდგენა რაზეც არ გაქვს იმაზე რომ საუბრობ და საუბრობთ ხშირად, მაგით ზუსტად იმას აკეთებ და აკეთებთ რაშიც მე მდებ ბრალს მოდერ : )) ანუ..   ერთსაც და

Lo Janko

ეს შენი აზრით.

ჩემი აზრით კი ეკლესია დღეს ხელისუფლებაშია და მისი ასეთი მწვავე დაპირისპირება ნაცებთან უბრალოდ ხელისუფლების ორი შტოს დაპირისპირებაა და მეტი არაფერი.

კი, ილია მეორე ნიშნავს მინისტრებს სხვათA შორის ეკონომიკის მინისტრი აფხაზეთის ეპისკოპოსის კურთხევით დაინიშნა,

ხოლო ნაცმოძრაობის ოფისებში ღამ-ღამობით ტარდება წირვა, ხოლო დეპუტატებს კოსტუმების ქვეშ ანაფორები აქვთ ჩაცმული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ მე არ მაქვს უფლება რაიმე მომწონდეს და რაიმე არ მომწონდეს?

არა, მე ეს არ მიგულისხმია კი არა და არ დამიწერია.

თქვენ ვერავინ შეგზღუდავთ გქონდეთ თქვენი შეხედულება, მაგრამ ისეთ გლობალურ დასკვნებს ხალხების ავკარგიანობის შესახებ, როგორსაც თქვენ აკეთებთ, უბრალოდ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი აზრები უფრო თქვენს განწყობილებაზე მეტყველებს ვიდრე ობიექტურ სინამდვილეს ასახავს.

აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ თქვენ ვერ ურიგდებით იმ სტერეოტიპიდან გადახრას რომელიც თქვენვე შექმენით ქართველობის შესახებ.

ეს კი ქსენოფობიაა.

 

 

ეხლა კი ხდება იმის მცდელობა რომ სამყარო ერთფეროვანი გახდეს, ერთიანი წესით იცხოვროს და მრავაფეროვნება შეიცვალოს ერთფეროვნებით, გახდეს ისეთივე უაზრო და მოსაწყენი როგორც ჰოლივუდის პროდუქცია

ამაშიც ვერ დაგეთანხმებით. მსოფლიოში ეროვნული თვითმყოფადობის მიმართ დამოკიდებულება მათი შენარჩუნებისკენაა მიმართული და ამაზე დიდ თანხებსაც ხარჯავენ.

თუ საერთაშორისო საზოგადოების დაპირისპირებას ადანმიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ტრადიციების წინააღმდეგ განვიხილავთ ტრადიციებთან ბრძოლად, მაშინ კი ასეთ მრავალფეროვნებას ნამდვილად ებრძვიან და მე ასეთ ბრძოლას მხარს ვუჭერ.

 

 

კი, ილია მეორე ნიშნავს მინისტრებს სხვათA შორის ეკონომიკის მინისტრი აფხაზეთის ეპისკოპოსის კურთხევით დაინიშნა

მე არ ვიცი აფხაზეთის ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევა დაჭირდა თუ არა ვერა ქობალიას გამინისტრებას, მაგრამ ნამდვილად ვიცი ვისი პროტექციით დაინიშნა თავის დროზე აჭარის განათლების მინისტრი მათე ტაკიძე. :D

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

არა, მე ეს არ მიგულისხმია კი არა და არ დამიწერია.

თქვენ ვერავინ შეგზღუდავთ გქონდეთ თქვენი შეხედულება, მაგრამ ისეთ გლობალურ დასკვნებს ხალხების ავკარგიანობის შესახებ, როგორსაც თქვენ აკეთებთ, უბრალოდ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი აზრები უფრო თქვენს განწყობილებაზე მეტყველებს ვიდრე ობიექტურ სინამდვილეს ასახავს.

აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ თქვენ ვერ ურიგდებით იმ სტერეოტიპიდან გადახრას რომელიც თქვენვე შექმენით ქართველობის შესახებ.

ეს კი ქსენოფობიაა.

ხო, პირადად მე საკმაოდ ნეგატიურად ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ ვინც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნებას,

ეს გონებაშეზღუდულობის ნიშანია, ადამიანის ავკარგიანობა მისი ეროვნებით არ განისაზღვრება, ასეთი შეხედულება აფსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის,

 

მაგრამ მე არ ვუარყოფ იმ აშკარა გარემოებასა რომ ყველა ეთნიკურ ჯგუფს გაააჩნია თავისებურებები,

სომხებს აქვთ მიდრეკილება სიძუნწისადმი და შრომისმოყვარეები არიან, ხოლო ქართველები ხელგაშლილები არიან და შრომისადმი დამოკიდებულება უფრო მსუბუქია,

არის ასეთი მომენტები, აშკარად, გამონათქვამი ავიღოთ "ზარმაცია მაგრამ ნიჭიერი" ეს არის პირდაპირი მოწოდება სიზარმაცესკენ,

ანუ რატომღაც ქართული საზოგადოები გარკვეულ ნაწილში ჩამოყალიბდა ისეთი შეხედულებები რომ შრომა ეს ტანჯვა წვალებაა და ადამიანი უნდა ეცადოს მაქსიმალურად აარიდოს თავი, ხოლო სომხებში შრომას დიდ პატივს სცემენ,

თავად საზოგადოებაშია ასეთი სტერეოტიპი დამკვიდრებული და ჩემი მოგონილი არააა,

 

ვაიმეე შვილოოო რამდენ ვმუშაობა აღარ შემიძლიაა, მოვკვდი მუშაობითა, ვწვალობ, შრომა დასჯასთანაა გაიგივებული და ამას ამბობენ გლეხები რომლებსაც სიზარმაცეში ბრალს ვერ დადებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

პატივმოყვარეობა და განდიდების მანია დაგღუპავს შენ და შენზე დამოკიდებულ ადამიანებსაც თან გაიყოლებს. ზუსტად სარკეებს რომ გიმალავენ (მეც მათ შორის) იმიტომ ხარ ამ დღეში.

და რა დღეში ვარ იქნებ გამანათლო?

 

აი წარმოდგენა რაზეც არ გაქვს იმაზე რომ საუბრობ და საუბრობთ ხშირად, მაგით ზუსტად იმას აკეთებ და აკეთებთ რაშიც მე მდებ ბრალს მოდერ : )) ანუ..

 

პატივმოყვარეობა და განდიდების მანია დაგღუპავს შენ და შენზე დამოკიდებულ ადამიანებსაც თან გაიყოლებს.

ზუსტად სარკეებს რომ გიმალავენ (მეც მათ შორის) იმიტომ ხარ ამ დღეში.

ერთსაც დავამატებდი რომ ეს ციტატები არამარტო შენ არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას ეხება, საზოგადოებას რომელმაც დიდი ხნის წინ დაკარგა კეთილშობილება, სიყვარული, თავმდაბლობა და შესაბამისად სახე..

 

ისე თუ ძაიან გაინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრების ჰამბები და გეტყვი რომ პირად ცხოვრებაში იმდენად კარგად ვარ რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია ადამიანი კარგად იყო მიწიერ ცხოვრებაში და თქვენც იგივეს გისურვებთ.. დაიმახსოვრე სხვა დროს რომ რაიმე ექსტრა ორდინალური არ დაახეთქო.. ნურც ადამიანის საჯარო სახეს, იმიჯს, აქტიურობას გაუიგივებ ადამიანის პირად ცხოვრებას, სხვადასხვა რამეა.. თან დრონი მეფობენო მარაა კარგი გამგონი თქვენ არ ხართ და არც ინტერპრეტაციის ადეკვატური უნარებით დაგაჯილდოვათ განგებამ და იმიტოა ათას სისულელეს რომ აფრქვევენ ბაგენი თქვენი.. ვახ რა პოეტურად ვთქვი მაინც :)) ხოდა მე მაპატიეთ ეხლა მაი ჰამბავი, მთლად ჩემი ბრალი არ უნდა იყოს.. როცა ვეღარ ვიკაიფებ ფორუმებით თავს აღარ შეგაწყენთ და თქვენს ჭეშმარიტად ვირტუალურ ქართულ სამყაროშიც სიმშვიდე დაისადგურებს აუცილებლად. ფრომის :018:

 

ჯალიან ჯალიან ვაჟნობასაც ნუ გადაყვებით მამენტ.. ამპარტავნება და ქედმაღლობაც ცოდვააო შემოუთვლია ჯიზუზას :))

 

მეცოდები.

მართლა? :user:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:)) :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ამაშიც ვერ დაგეთანხმებით. მსოფლიოში ეროვნული თვითმყოფადობის მიმართ დამოკიდებულება მათი შენარჩუნებისკენაა მიმართული და ამაზე დიდ თანხებსაც ხარჯავენ.

თუ საერთაშორისო საზოგადოების დაპირისპირებას ადანმიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ტრადიციების წინააღმდეგ განვიხილავთ ტრადიციებთან ბრძოლად, მაშინ კი ასეთ მრავალფეროვნებას ნამდვილად ებრძვიან და მე ასეთ ბრძოლას მხარს ვუჭერ.

სხვათა შორის გვახარიას აქვს ნათქვამი კარგად, ხდება არა ტრადიციების შენარჩუნება არამედ ტრადიციების კიჩიზაცია, როდესაც ტრადიციას ერთმევა მისი ნამდვილი არსი და ხდება მისი გარეგნული დემონსტრირება კომერციული მიზნით,

მე მომხრე ვარ რომ შენარჩუნდეს ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავისი წესებით და არა იმიტომ რომ ეს რეჟიმი ჩემთვის მისაღებია, არა, ეს რეჟიმი ირანელებისთვისაა მისაღები, თორემ მაგათი შარიათის ამსახველ ფოტოებს რომ გავეცანი დამთრგუნა ამ ამაზრზენმა სანახაობამ :no:

 

ასდს

 

ერთსაც დავამატებდი რომ ეს ციტატები არამარტო შენ არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას ეხება, საზოგადოებას რომელმაც დიდი ხნის წინ დაკარგა კეთილშობილება, სიყვარული, თავმდაბლობა და შესბამისად სახე..

 

ხო, დაკარგა, მეც ამას ვიძახი და რატომ დაკარგა მიპასუხე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

ვსო, ნიჩია. :)

 

 

ვილაპარაკოთ უზნაძესა და ჯორჯაძეზე. ოღონდ ბილწსიტყვაობის გარეშე, თუნდაც ჰიტლერს ეხებოდეს ეს სიტყვები. :nodar:

 

 

 

 

 

ჯრჯრობით

ჯგუფი:Moderator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მე არ ვიცი აფხაზეთის ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევა დაჭირდა თუ არა ვერა ქობალიას გამინისტრებას, მაგრამ ნამდვილად ვიცი ვისი პროტექციით დაინიშნა თავის დროზე აჭარის განათლების მინისტრი მათე ტაკიძე.

 

მართლმადიდებლბოა და ნაცმოძრაობა შეუთავსებელია თავისი არსით, თუმცა გადაგვარებული ადამიანები ეკლესიაშიც მოიპოვებიან, ეს ბუნებრივია

 

http://www.youtube.com/watch?v=c1CmlTPO0hs

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ჩემი აზრით კი ეკლესია დღეს ხელისუფლებაშია

მართალია

 

მისი ასეთი მწვავე დაპირისპირება ნაცებთან

აბა მწვავე დაპირისპირება? არ არსებობს არანაირი მწვავე დაპირისპირება. გავლენის სფეროების გაზრდის მოპოვება რომ გეთქვა კიდე ჰო :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილია მეორე საქ. პრეზიდენტს აკონტროლებს ხო?

თუ ვანოს,

 

ნუ, თუ კიდევ იცით ხელისუფლების სხვა მოქმედი შტო საქართველოში ყურადღებით გისმენთ,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ილია მეორე საქ. პრეზიდენტს აკონტროლებს ხო?

თუ ვანოს,

იასნია ვერ აკონტროლებს,მაგრამ არც ზალიან აღშფოთებულია ნაცების მმართველობით..როგორც ყოველტვის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

იასნია ვერ აკონტროლებს,მაგრამ არც ზალიან აღშფოთებულია ნაცების მმართველობით..როგორც ყოველტვის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს..

კარგი ურთიერთობა არა აქვს, აღშფოთებულიცაა და ეს მის ეპისტოლეებშიც გამოჩნდა, მაგრამ მას არა აქვს უფლება ჩაერიოს პოლიტიკაში,

 

არა საერო, არამედ ეკლესიური კანონებით ეკლესიას მხოლოდ და მხოლოდ საგარეო აგრესიის შემტხვევაში აქვს უფლება დაიკავოს აქტიური პოლიტიკური პოზიცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ყოველტვის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს..

ოF ქოოორს. რა ჯოპია კაი ჯიპებს. იფ იფ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხო, დაკარგა, მეც ამას ვიძახი და რატომ დაკარგა მიპასუხე

ვერ დავიგინები გინდა თუ არა იმიტომ რომ ათი მცნება დაივიწყა თქვა, მაგრამ იმას კი ვფიქრობ, რომ იმ ათი მცნების მიერ განსაზღვრული ღირებულებების და ათი მცნებიდან გამომდინარე ანბანური ჭეშმარიტებების დავიწყებამ, ნამდვილად დაუკარგა ქართველობას სახე, დაუკარგა, რადგან სადაც არ არის სულიერება იქ და იმ საზოგადოებაში ცხოველური იბუდებს (ბიოლოგიურ ჰამბავს ვგულოსხმობ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ) და ამით ყველაფერი ნათქვამია..

 

სულიერებაში აუცილებლად რელიგიურობა არ იგულისხმება რათქმაუნდა, რადგან უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერებას და შესისხლხორცებას ღმერთი ყველაზე ნაკლებად ჭირდება, ადამიანი ყველაზე მეტად, ნამდვილი ადამიანი მხოლოდ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

რავიცი პირადად ჩემთვის ქართველი პირველ რიგში კეთილშობილებასთან ასოცირდებოდა ბავშვობიდან, მაგრამ, ვიზრდებოდი ეს ბავშვი და ვხედავდი როგორ იმსხვრეოდა ჩემი წარმოდგენა საზოგადოების და ქართველობის კეთილშობილებაზე, მიმტევებლობაზე, თავმდაბლობაზე, სიყვარულზე, ეროვნულობაზე, პატრიოტიზმზე და ყველაფერ ღირებულზე რასაც ამ საზოგადოებას უკავშირებდი..

 

სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაზე და ქართველობაზე ჩემი პირველადი, ერთობ ამაღლებული წარმოდგენის დეკონსტრუირება დღემდე გრძელდება..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა რეჩი მივეცი? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...