Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებზე – ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი,ჰაეროვანნი,შავ

თვალ-წარბ-თმოსანნი,თეთრყირმიზნი,იშვით შავგვრემან და მოყვითან,იშვით

თვალჭრელ და გრემანი,და მწითურ ანუ თეთრ . . . . წერწეტნი, უმეტეს ქალნი,იშვით სქელნი.მხნენი,მუშაკნი,ჭირთა მომთმენნი,ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი,მკვირცხლნი, მსწრაფლნი სალაშქროთა შინა ახოვანნი,საჭირველთ

მოყვარენი,ამაყნი,ლაღნი, სახელის მაძიებელნი(ესრეთ,რამეთუ თვსთა

სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა),სტუმართა და უცხოთ

მოყვარენი,მხიარულნი (უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან,არარაჲ შეიჭირვიან),უხვნი(არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ),საუნჯეთა არა მმესველნი,გონიერნი,მსწრაფლმიმხდომნი, მჩემებელნი,სწავლის მოყვარენ (არამედ არს

ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა,თვინიერ წიგნის კითხვისა და

წერისა,გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე და ჰგონებენ

დიდმცოდინარობად),ურთიერთის მიმყოლნი,სიკეთის დამსწავლელნი და

მიმგებელნი,სირცხვილის მდევარნი, კეთილ ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი,თავხედნი,დიდების მოყვარენი, თვალმგებნი და მოთაკილენი ხოლო რომელნი

მთათა შინა სცხოვრებენ, მსგავსი ნადირთა,გარნა გონიერნი.

 

 

არჩილ ჯორჯაძე – ქართველს აქვს თავისი საკუთარი ხასიათი და ტემპერამენტი.მას მეტად უყვარს საკუთარი თავი;პირადობა მისი ბატონია,საზოგადო საქმე ძალდატანებაა.იგი მალე ინთება,ხოლო უმალვე ჰქრება.მისი ენთუზიაზმი უფრო ფიზიოლოგიურია,ვიდრე ფსიქიური.იგი შრომობს,ხშირად ბევრსაც შრომობს,ხოლო მის შრომას გაუტანლობის ნიშნები ატყვია.არ უყვარს საერთო მუშაობა.იგი ინდივიდუალისტია.ჯგუფობრიობა სულს უხუთავს.იგი განზე იწევა,არ უთმობს გზას იმას,რაც საჭიროა საერთო საქმის გაკეთებისთვის.საერთო საქმე მას არ ეხერხება.შესაძლებელია ეს უკულტურობის ნიშანი იყოს,მაგრამ უკულტურობის გარდა საჭიროა ეროვნულ თვისებების მხედველობაში მიღება.ქართველი ინტელიგენტი არსებითად საამქვეყნო კაცია,მისი სიცოცხლის ფესვები აი ამ მიწაშია ჩაფლული, რომელზედაც დგას.მას უყვარს მზე,ლაყბობა,ოხუნჯობა,იგი გულუბრყვილოა, მაგრამ თავს არ ივიწყებს.მას მეტად უყვარს თავისი ხორცი,თავისი კეთილდღეობა.ამიტომ არის იგი ხშირად ფარისეველი,როდესაც სასწორზე "პირადი" და "საზოგადო" იწონება.

 

დიმიტრი უზნაძე – ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება

ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ,რომელსაც ვერავთარი

დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს;მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი,თავდავიწყებითი ჭაპანის წევა.პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით

კეთება,როგორც დიდი საქმეებისა.ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.მისი

გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს.გული აინთება-ნებაც მოქმედებს,მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება.იშვიათია

ჩვენში ისეთი ადამიანი,რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ

კოჭლობდეს.პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი

ნება არ იძვრის;დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ,მაგრამ გული მანამდე

ცივდება,სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს,და გულთან ერთად ნებაც

დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება.ამიტომ არის,რომ ჩვენი

არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში

მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და

ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია;უამისობაა,რომ ჩვენ სხვის

საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ

გვადებინებს. აქტიური ხასიათი,ძლიერი ნება – აი,რა აკლია ქართველობას და

ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.ჩვენ მუდამ უნდა

გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ,რომ ღატაკნი ვართ,არამედ ღატაკნი მიტომ ვართ,რომ გლახები და მონები გახლავართ,და თუ რამ

გვჭირია, ყოვლის უწინარეს,აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

 

ოთარ ჭილაძე – მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,

რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს.მას შემდეგ,რაც

საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული

რუსეთისთვის,თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც:ჩავყვებით

თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს,ორივე შემთხვევაში მაინც

ერთნაირად უნდა მოგვსპოს,რათა თავად აღორძინდეს,კიდევ უფრო განავრცოს

საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს.რაც მთავარია,იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ

ამჩნევს, დრო რომ იცვლება.მართალია ნელა,მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და

დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს,რაც არ უნდა

«ქრისტიანული» იყოს მისი მისია.მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს

თავისას,ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც

მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით,როდის გადაგვსანსლავს

ერთხელ და სამუდამოდ…

 

 

ნოე ჟორდანიას სიტყვა,წარმოთქმული 1920 წლის 14 იანვარს,დამფუძნებელი

კრებაზე,საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო – ჩენი დღევანდელი

ცხოვრება და მომავალი გზა–კვალი მჭიდროთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწ####ბა არ ძალუძს არავითარ ძალ–ღონეს . . . ასეთია ბატონებო ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად.წავრსდექით არა მოწყალებისათვის,არამედ უფლებისათვის და მათ გვკითხეს – რა მოგაქვთ?ჩვენ ვუპასუხეთ:მოგვაქვს 2 წლის კულტურა,ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა,მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება,დემოკრატიული შემოქმედება და ვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში . . . აქ არის დიდი ბრიტანია – სამშობლო კულტურის დიდი წარმოების და თავისუფალი მმართველობისა.აქ არის საფრანგეთი – სამშობლო დიდი რევოლუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა.აქ არის შეერთებული შტატები სამშობლო დიდი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა.აქ არის მშვენიერი იტალია – ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა,ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით,როგორიც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია . . . დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია.ჩვენ მუდმივად ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს . . . გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებზე – ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი,ჰაეროვანნი,შავ თვალ-წარბ-თმოსანნი,თეთრყირმიზნი,იშვით შავგვრემან და მოყვითან,იშვით თვალჭრელ და გრემანი,და მწითურ ანუ თეთრ .

Siknadmo

მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად, უკიდურესი ეგოიზმი, სიზარმაცე, განცხომისადმი მიდრეკილება, უდარდელობა, უვიცობა, აი ის თვისებები რომლითაც გაჯერებულია ქართველი, ხოლო ეკლესია პი

asds

asesino_141 და რა დღეში ვარ იქნებ გამანათლო?   აი წარმოდგენა რაზეც არ გაქვს იმაზე რომ საუბრობ და საუბრობთ ხშირად, მაგით ზუსტად იმას აკეთებ და აკეთებთ რაშიც მე მდებ ბრალს მოდერ : )) ანუ..   ერთსაც და

რჩილ ჯორჯაძე – ქართველს აქვს თავისი საკუთარი ხასიათი და ტემპერამენტი.მას მეტად უყვარს საკუთარი თავი;პირადობა მისი ბატონია,საზოგადო საქმე ძალდატანებაა.იგი მალე ინთება,ხოლო უმალვე ჰქრება.მისი ენთუზიაზმი უფრო ფიზიოლოგიურია,ვიდრე ფსიქიური.იგი შრომობს,ხშირად ბევრსაც შრომობს,ხოლო მის შრომას გაუტანლობის ნიშნები ატყვია.არ უყვარს საერთო მუშაობა.იგი ინდივიდუალისტია.ჯგუფობრიობა სულს უხუთავს.იგი განზე იწევა,არ უთმობს გზას იმას,რაც საჭიროა საერთო საქმის გაკეთებისთვის.საერთო საქმე მას არ ეხერხება.შესაძლებელია ეს უკულტურობის ნიშანი იყოს,მაგრამ უკულტურობის გარდა საჭიროა ეროვნულ თვისებების მხედველობაში მიღება.ქართველი ინტელიგენტი არსებითად საამქვეყნო კაცია,მისი სიცოცხლის ფესვები აი ამ მიწაშია ჩაფლული, რომელზედაც დგას.მას უყვარს მზე,ლაყბობა,ოხუნჯობა,იგი გულუბრყვილოა, მაგრამ თავს არ ივიწყებს.მას მეტად უყვარს თავისი ხორცი,თავისი კეთილდღეობა.ამიტომ არის იგი ხშირად ფარისეველი,როდესაც სასწორზე "პირადი" და "საზოგადო" იწონება.

 

მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად,

უკიდურესი ეგოიზმი, სიზარმაცე, განცხომისადმი მიდრეკილება, უდარდელობა, უვიცობა, აი ის თვისებები რომლითაც გაჯერებულია ქართველი, ხოლო ეკლესია პირველ რიგში სწორად ასეთი თვისებების წინააღმდეგაა მიმართული,

შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, წიგნიერება, ასკეზა-ესაა საფუძVველი ერის სიჯანსაღის

 

 

ქრისტიანობის თანახმად ადამიანში არის ორი საწყისი, ცხოველური და ანგელოზური,

ღმერთის გარეშე ადამიანი ემსგავსება ცხოველს, ღმერთის კი არა, რელიგიის არასწორე გაგების შEმთხვევაშიც კი ცხოველს ემსგავსება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად,

:)) კარგი ანეკდოტი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ეს არ გემუქრება :))

რამეს რომ წერ რაციონალურ აზროვნებას რატომ არ დებ ნაწერში ხოლმე? :D

 

 

შენი ნაწერით არამართლმადიდებელი ქართველი არაადამიანია :D

 

ნუ შეურაცხყოფის მიყენების სურვილი რომ გაქვს და გარკვეული ზიზღი განსხვავებულ აზრისადმი ეს გასაგებია, დამახასიათებელია შენისთანა ადამიანებისთვის, მაგრამ ამ ზიზღს რომ რაციონალურ არგუმენტებით რომ ვერ ფუთავ, სწორედ ეს ხდის შენს არგუმენტებს არასერიოზულს :D

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამეს რომ წერ რაციონალურ აზროვნებას რატომ არ დებ ნაწერში ხოლმე? :D

პადარასტიოშ უზნაეშ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუკრიკო სული გააქვს?

ეგ უცნობია. აი ჭკუა აქვს თუ არა ადამიანს, ამის დადგენა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo, ადრე დაგიწერე, რომ ჭკვიან კი არა ბრძენ კაცად მიმაჩნიხარ მეთქი და ვგულისხმობდი მოვლენებისადმი კრიტიკულ და ლოგიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ამ ფრაზის

მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად

დაბრეხვებამ დამარწმუნა, რომ ყველა სიკეთესთან ერთად საკმაოდ კომპლექსიანიც ყოფილხართ.

მე ამას არ ვღებულობ პირად შეურაცხყოფად, მაგრამ მესიამოვნა მეთქი ვერ ვიტყვი.

იმასაც გეტყვი, მანამ სანამ ამ გაგების ხალხი (ვგულისხმობ მოყვანილ ფრაზას) საქართველოში არსებობენ და არის საშიშროება, რომ ისინი შეიძლება უმრავლესობა გახდნენ მე ვიქნები აჭარის ავტონომიის ქომაგი და დამცველი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შენი თემის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მაქვს, მაგრამ შენამდე მსგავსი თემა გავხსენი, მაგრამ ლაშა-ალოს კურთხევით(თემეში იყო) მოდერმა ზარზეიმით დედა უტირა

 

კაროჩე, ეტყობა მეზობლობის ხათრით შენს თემაზე "ნევიჟუს" აკეთებს

 

იმიტომაც ენძრევა "მოშნად" ამ ფორუმს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

სანამ ამ გაგების ხალხი (ვგულისხმობ მოყვანილ ფრაზას) საქართველოში არსებობენ

ვერცერთ საზოგადოებას ვერ მოთხოვ, რომ მხოლოდ ნორმალური და ჭკვიანი ადამიანებისგან შედგებოდეს. ბრიყვები ყველგანაა, ნებისმიერ სოციუმში.

 

Siknadmo, ადრე დაგიწერე, რომ ჭკვიან კი არა ბრძენ კაცად მიმაჩნიხარ მეთქი

ამ ფრაზის დაბრეხვებამ დამარწმუნა, რომ ყველა სიკეთესთან ერთად საკმაოდ კომპლექსიანიც ყოფილხართ.

ამიტომ დამიჯერეთ ხოლმე :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo, ადრე დაგიწერე, რომ ჭკვიან კი არა ბრძენ კაცად მიმაჩნიხარ მეთქი და ვგულისხმობდი მოვლენებისადმი კრიტიკულ და ლოგიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ამ ფრაზის დაბრეხვებამ დამარწმუნა, რომ ყველა სიკეთესთან ერთად საკმაოდ კომპლექსიანიც ყოფილხართ.

მე ამას არ ვღებულობ პირად შეურაცხყოფად, მაგრამ მესიამოვნა მეთქი ვერ ვიტყვი.

იმასაც გეტყვი, მანამ სანამ ამ გაგების ხალხი (ვგულისხმობ მოყვანილ ფრაზას) საქართველოში არსებობენ და არის საშიშროება, რომ ისინი შეიძლება უმრავლესობა გახდნენ მე ვიქნები აჭარის ავტონომიის ქომაგი და დამცველი.

არსებობენ ბუნებით კარგი ადამიანები, მაგალითად ევროპელები ძირიტადად, პატიოსანი,წესიერი ხალხი (იტალიელებს არ ვგულისხმობ)

შვეცია, ნორვეგია, ფინეთი და ას. შ. ამ ადამიანებმა შექმნეს ნორმალური საზოგადოება სადაც შესაძლებელია ცხოვრება, იქ ადამიანი ავლენს თავის შესაძლებლობებს, უზრუნველყოფილია სოციალურად, შოულობს სამუშაოს,

სხვათა შორის ბენელუქსის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ბედნიერები არიან, გამოკითხვაც იყო,

რატომ? იმიტომ რომ იმ საზოგადოებაში ადამიანი ადამიანისთვის არაა მგელი, მათ ერთმანეთთან აქვთ ნორმალური დამოკიდებულებ

და არანაირად არ ცდილობენ საკუთარი მე სხივისი დამცირების ხარჯზე გააძლიერონ,

სამწუხროდ ქართული საზოგადოება სხვა ცნობიერების მატარებელია, ძალიან იშვიათადაა შესაძლებელი, ნუ გამონაკლისია რომ ადამიანი აკმაყოფილებდეს მორალურ ნორმებს, ქართველი მყავს მხედველობაში თუკი ის მარტლმადიდებელი არაა, თუმცა რა თქმა უნდა ასეთI გამონაკლისიც იქნებ,

 

რაც შეეხება ავტონომიის დაცვას, მე პირადად ყოველგვარი უკანონო და უსამართლო ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ყველა ადამიანს აქვს უფლებს იწამოს ის რაც მას სურს,

ანუ არანაირად არ მითქვამს მე რომ ძალადობრივი გზით რაიმე შევცვალოთ ანდა იმ ადამიანებს ვინც არაა მართლმადიდებლები სხვანაირად მოვექცეთ, უკანონოდ,

 

 

ჩემი რწმენის თანახმად ადამიანს კი არა, ცხოველსაც კი წესიერად უნდა მოექცე, ასე რომ არავის არ ვემუქრები, მითუმეტეს რომ რაიმე პერსპექტივას მართლმადიდბლობის ხელისუფლებაში მოსვლის ვერ ვხედავ

 

Lo Janko

 

ვერცერთ საზოგადოებას ვერ მოთხოვ, რომ მხოლოდ ნორმალური და ჭკვიანი ადამიანებისგან შედგებოდეს. ბრიყვები ყველგანაა, ნებისმიერ სოციუმში.

 

 

 

ამიტომ დამიჯერეთ ხოლმე :givi:

თვითკრიტიკა გამოსწორების საწყისია, მომწონეს, ასე განაგრძე :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ შლი მოდერ ჩემ პოსტებს?

 

რა იყო იმ პოსტში წასაშლელი?

 

სარკეში ჩახედვამ ხომ არ აღგაშფოთა?

 

-------------

 

კიდევ ერთხელ იხილეთ ჭეშმარიტი ქართველი მამულისშვილების მიერ ქართველობის დემონსტრირება, უზადო შესრულებით..

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34145326

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომ? იმიტომ რომ იმ საზოგადოებაში ადამიანი ადამიანისთვის არაა მგელი, მათ ერთმანეთთან აქვთ ნორმალური დამოკიდებულებ

და არანაირად არ ცდილობენ საკუთარი მე სხივისი დამცირების ხარჯზე გააძლიერონ,

 

გამონაკლისია რომ ადამიანი აკმაყოფილებდეს მორალურ ნორმებს, ქართველი მყავს მხედველობაში თუკი ის მარტლმადიდებელი არაა

რაც შეეხება ავტონომიის დაცვას, მე პირადად ყოველგვარი უკანონო და უსამართლო ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ყველა ადამიანს აქვს უფლებს იწამოს ის რაც მას სურს,

ანუ არანაირად არ მითქვამს მე რომ ძალადობრივი გზით რაიმე შევცვალოთ ანდა იმ ადამიანებს ვინც არაა მართლმადიდებლები სხვანაირად მოვექცეთ, უკანონოდ,

და ასე ბევრი გინახიათ ამ ცხოვრებაში, რომ ასეთ ამბიციურ დასკვნას აკეთებთ და ფაქტიურად მთელ ხალხებს ვერდიქტს უდგენთ.:D

იტალიელებმა რა დაგიშავათ ასეთი უსაშველო, საინტერესოა.

თუმცა მას ძშემდეგ, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ქსენოფობიური ფორმულები გადმოაფრქვია არაფერი აღარ მიკვირს.

თუ პრეზიდენტს აქვს ვიღაცეები მათი კანის ფერის გამო არ მოწონდეს, რატომ სხვას, უბრალო მოქალაქეს არ აქვს უფლება ვიღაცეების თვალის ჭრილი ან რელიგია (ან არწმენა) არ მოწონდეს?:D

 

ჩემი რწმენის თანახმად ადამიანს კი არა, ცხოველსაც კი წესიერად უნდა მოექცე

არამართლმადიდებელი ქართველები მადლიერნი დაგრჩებიან.:D

 

რაიმე პერსპექტივას მართლმადიდბლობის ხელისუფლებაში მოსვლის ვერ ვხედავ

ეს შენი აზრით.

ჩემი აზრით კი ეკლესია დღეს ხელისუფლებაშია და მისი ასეთი მწვავე დაპირისპირება ნაცებთან უბრალოდ ხელისუფლების ორი შტოს დაპირისპირებაა და მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

შენი ყველა პოსტი იშლება, რომელშიც ბილწსიტყვაობაა. სტატუსი რომ არ გიცავდეს აქამდე ხანგრძლივი ვადით იქნებოდი შეზღუდული პოსტინგში. ეს ისე და

 

სარკეში ჩახედვამ ხომ არ აღგაშფოთა?

 

პატივმოყვარეობა და განდიდების მანია დაგღუპავს შენ და შენზე დამოკიდებულ ადამიანებსაც თან გაიყოლებს. ზუსტად სარკეებს რომ გიმალავენ (მეც მათ შორის) იმიტომ ხარ ამ დღეში. მეცოდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...