ლ ი ც ი Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 (edited) ნებისმიერი კუთხით შეხედეთ თბილისს და მყისვე დაინახავთ ქართლის ცხოვრებას. თბილისის დემოგრაფიული შესწავლა მაშინვე გვიჩვენებს, რა ნაირ ნაირ ხალხს უცხოვრია საქართველოს დედაქალაქში . იოსებ გრიშაშვილი წერდა:"თბილელი,-კინტო იქნება იგი თუ აშუღი, ბაყალი თუ სოვდაგარი,-არ ეკუთვნის რომელიმე ტომს: მას დედა სომეხი ჰყავს, მამა კი ქართველი, ხანდახან პირიქით. ზოგის მოდგმა არაბისტანიდან არის გადმოსული, ზოგის ულუპაპა მაჰმადიანი ყოფილა და სხვა" რა წარმომავლობის სიტყვას არ შეხვდები თბილურ ტოპონიმიკაში-ქართულ გარეთუბანს, ვაკეს თუ საბურთალოს, არაბუ ისანს(ციხეს ნიშნავსო, ამბობენ ისტორიკოსები), სომხურ ხარფუცს (სურდის შესატყვისი ყოფილა), სპარსულ სეიდაბადს (სეიდები ტომის სახელია, ერთად სეიდაბადი კი სეიდების უბანი), თურქულ ნავთლუღს(ლუღი თურქულად ადგილს ეწოდება თურმე, ესე იგი, ნავთლუღი ნავთის ადგილი გამოდის), ებრაულ ფეთხაინს (გერცელ ბააზოვი ამბობს, სიცოცხლის სახლს ნიშნავსო) რუსულ ნახალოვკას. თბილური ქართული ლექსიკა სავსეა ნაირნაირი ტომისა და ენის კაცის დანატოვარი სიტყვებით. "პაჟარნიო", ამბობს თბილელი და თავზეხელაღებულ ვაჟკაცს გულისხმობს. "ჩასპანდიო" იტყვის და უნდა მიხვდე, დარდიმანდ, ყოჩაღ კაცზე რომ ლაპარაკობს. ხნაში სევდას გაურევს, ვინმეს "სალდათ" მოიხსენიებს და უნდა გაიგო, მარტოხელი კენტი ადამიანი რომ ეცოდება. თბილისური მუსიკალური და პოეტური ფოლკლორი თბილისს გარეთ არ გადის. აქ იბადება, აქ ცხოვრობს და აქვე კვდება. ამ ფოლკლორში ქართული სიტყვა და ჰანგიც ისმის, სომხურიც არაბულიც, სპარსულიც, თურქულიც და რუსულიც: ამ ლექსს, თბილისს გარდა სხვა საქართველოში არ იმღერებენ, არც მიიღებენ:ქეზპეს გეღეციკ ოვორ კუ ტესნი-იტყვიან: მზეა სხივთ უმეტესნი!ვოკოკეტლივი, ოჩენ პრელესტნი,ჯერ არ შობილან შენ უმჯობესნი. თბილური ზნე-ჩვეულებაც ნარევია. ყველას თავის მოუტანია. უცხო და შინაური ერთმანეთს შესისხლხორცებია და განუყრელად დაკავშირებია, სხვანაირად ვერც იქნებოდა. სულ ერთ მტკაველ მიწაზე ერთმანეთის გვერდით იდგა ქრისტიანული სიონი, მაჰმადიანური შაჰისმაილის მეჩეთი და ებრაული სინაღოღა.ალბათ ამ ნაირნაირობის გამო უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ თბილისს საქართველოს მოშლილი კუჭი. აკაკი ბაქრაძე, "რწმენა" ლიცემერი: ოჰ, ეს თბილისური ჟარგონი, სლენგი, ინტონაცია მისი! "ბგერების" ენა, ქუჩის დიალექტი! ახლაც ჩამესმის მისი: კურე ვარე სერიოზულად კი, ხშირად ეს ყალბი თბილისური "ინტერნაციონალიზმი"საბედისწერო როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. იმის გახსენებაც კმარა, როგორ შემოაბრუნეს უკან ბრძოლის პირველ დღეს დამარცხებული და "დათესილი"აღა-მაჰმად-ხანი არარატიანმა და ყორღანიანმა. ამ ღალატმა დიდიხნით გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ბედი. მოკლედ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე (ვერაზე), მაგრამ ძველ ჭრელაჭრულა თბილისზე ნოსტალგია ნამდვილად არ მაქვს, დღევანდელი თბილისი მირჩევნია , თქვენ? Edited August 1, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს - „უცხო“ და φόβος ფობოს - „შიში“) ნიშნავს უცხოსა ან უჩვეულოს მიმართ შიშს. ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა. ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი. ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის. ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როცა დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ლ ი ც იამ თემას თუ თბილისელებში გადავიტანთ კიდევ არაუშავს და პოლიტიკურ გზამკვლევს თუ მივმართავთ, უეჭველი ქსენოფობიის ჩიხს მიგვაყენებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ლ ი ც იამ თემას თუ თბილისელებში გადავიტანთ კიდევ არაუშავს და პოლიტიკურ გზამკვლევს თუ მივმართავთ, უეჭველი ქსენოფობიის ჩიხს მიგვაყენებს. asesino_141თემა პოლიტიკურია სერიოზულად კი, ხშირად ეს ყალბი თბილისური "ინტერნაციონალიზმი"საბედისწერო როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. იმის გახსენებაც კმარა, როგორ შემოაბრუნეს უკან ბრძოლის პირველ დღეს დამარცხებული და "დათესილი"აღა-მაჰმად-ხანი არარატიანმა და ყორღანიანმა. ამ ღალატმა დიდიხნით გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ბედი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ლ ი ც ითემა პოლიტიკურიამაშინ ვიკეტებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 (edited) ნებისმიერი კუთხით შეხედეთ თბილისს და მყისვე დაინახავთ ქართლის ცხოვრებას. თბილისის დემოგრაფიული შესწავლა მაშინვე გვიჩვენებს, რა ნაირ ნაირ ხალხს უცხოვრია საქართველოს დედაქალაქში . იოსებ გრიშაშვილი წერდა:"თბილელი,-კინტო იქნება იგი თუ აშუღი, ბაყალი თუ სოვდაგარი,-არ ეკუთვნის რომელიმე ტომს: მას დედა სომეხი ჰყავს, მამა კი ქართველი, ხანდახან პირიქით. ზოგის მოდგმა არაბისტანიდან არის გადმოსული, ზოგის ულუპაპა მაჰმადიანი ყოფილა და სხვა" რა წარმომავლობის სიტყვას არ შეხვდები თბილურ ტოპონიმიკაში-ქართულ გარეთუბანს, ვაკეს თუ საბურთალოს, არაბუ ისანს(ციხეს ნიშნავსო, ამბობენ ისტორიკოსები), სომხურ ხარფუცს (სურდის შესატყვისი ყოფილა), სპარსულ სეიდაბადს (სეიდები ტომის სახელია, ერთად სეიდაბადი კი სეიდების უბანი), თურქულ ნავთლუღს(ლუღი თურქულად ადგილს ეწოდება თურმე, ესე იგი, ნავთლუღი ნავთის ადგილი გამოდის), ებრაულ ფეთხაინს (გერცელ ბააზოვი ამბობს, სიცოცხლის სახლს ნიშნავსო) რუსულ ნახალოვკას. თბილური ქართული ლექსიკა სავსეა ნაირნაირი ტომისა და ენის კაცის დანატოვარი სიტყვებით. "პაჟარნიო", ამბობს თბილელი და თავზეხელაღებულ ვაჟკაცს გულისხმობს. "ჩასპანდიო" იტყვის და უნდა მიხვდე, დარდიმანდ, ყოჩაღ კაცზე რომ ლაპარაკობს. ხნაში სევდას გაურევს, ვინმეს "სალდათ" მოიხსენიებს და უნდა გაიგო, მარტოხელი კენტი ადამიანი რომ ეცოდება. თბილისური მუსიკალური და პოეტური ფოლკლორი თბილისს გარეთ არ გადის. აქ იბადება, აქ ცხოვრობს და აქვე კვდება. ამ ფოლკლორში ქართული სიტყვა და ჰანგიც ისმის, სომხურიც არაბულიც, სპარსულიც, თურქულიც და რუსულიც: ამ ლექსს, თბილისს გარდა სხვა საქართველოში არ იმღერებენ, არც მიიღებენ:ქეზპეს გეღეციკ ოვორ კუ ტესნი-იტყვიან: მზეა სხივთ უმეტესნი!ვოკოკეტლივი, ოჩენ პრელესტნი,ჯერ არ შობილან შენ უმჯობესნი. თბილური ზნე-ჩვეულებაც ნარევია. ყველას თავის მოუტანია. უცხო და შინაური ერთმანეთს შესისხლხორცებია და განუყრელად დაკავშირებია, სხვანაირად ვერც იქნებოდა. სულ ერთ მტკაველ მიწაზე ერთმანეთის გვერდით იდგა ქრისტიანული სიონი, მაჰმადიანური შაჰისმაილის მეჩეთი და ებრაული სინაღოღა.ალბათ ამ ნაირნაირობის გამო უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ თბილისს საქართველოს მოშლილი კუჭი. აკაკი ბაქრაძე, "რწმენა" ლიცემერი: ოჰ, ეს თბილისური ჟარგონი, სლენგი, ინტონაცია მისი! "ბგერების" ენა, ქუჩის დიალექტი! ახლაც ჩამესმის მისი: კურე ვარე სერიოზულად კი, ხშირად ეს ყალბი თბილისური "ინტერნაციონალიზმი"საბედისწერო როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. იმის გახსენებაც კმარა, როგორ შემოაბრუნეს უკან ბრძოლის პირველ დღეს დამარცხებული და "დათესილი"აღა-მაჰმად-ხანი არარატიანმა და ყორღანიანმა. ამ ღალატმა დიდიხნით გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ბედი. მოკლედ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე (ვერაზე), მაგრამ ძველ ჭრელაჭრულა თბილისზე ნოსტალგია ნამდვილად არ მაქვს, დღევანდელი თბილისი მირჩევნია , თქვენ? ეს რა პონტია და ამას რატომ წერ ლიც? თახნიშვილის ჩიხში ვცხოვრობდით თერთმეტ ნომერში სასტუმრო საქრათველოს უკან.თემური ციციშვილი იყო ჩვენი მეზობელი,სომეხიც მყავდა მეზობელი,რუსიც,ებრაელიც,აისორიც და კიდევ ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობდნენ იმ ჩიხში.მსახიობი გელოვანიც ჩვენთან ჩიხში ცხოვროდა და ესეთი რამ თავში არასოდეს არავის არ მოსვლია,რომ თბილისი მატო ქართველების იყო. საინტერესო ის არის ლიც,რომ შენ გახსნილ თემაში ეს ტეტიები აქტიურობენ,რომლებიც ერთი ან სამი წლის ჩამოსულები არიან თბილისში.გინდ გეწყინოს და გინდ არა,არ მევასა ესეთი შენი ბაზარი და ის სირები სულ ერთ ადგილას მკიდია.ახლობლები მყავს სომხები და აზერები,რომლებსაც ამ ტეტიებში არასოდეს არ გავცვლი. Edited August 2, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 შენ შეიძლება გერჩივნოს დღევანდელი თბილის იმ თბილისს(შენი საქმეა),მაგრამ მე ის თბილისი უფრო მიყვარს რომელიც ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში მახსოვს.გემოვნებაზე არ დავობენ,მაგრამ თუ გინდა გაგიასნებ,რომ მართალი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 ძველი თბილისი უკვე ძველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 ძველი თბილისი უკვე ძველია კი ეგრეა,მაგრამ შედარება ხომ შეიძლება დღევანდელ თბილისთან? ერთს ვიტყვი მხოლოდ,რომ ამდენი ბოზობა და ჩათლახობა რაც დღეს არის თბილისში, მაშინ არ იყო და მხოლოდ ეს არგუმენტი არის საკმარისი იმისთვის,თუ რომელი თბილისი სჯობდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 (edited) საინტერესო ის არის ლიც,რომ შენ გახსნილ თემაში ეს ტეტიები აქტიურობენ,რომლებიც ერთი ან სამი წლის ჩამოსულები არიან თბილისში.გინდ გეწყინოს და გინდ არა,არ მევასა ესეთი შენი ბაზარი და ის სირები სულ ერთ ადგილას მკიდია.ახლობლები მყავს სომხები და აზერები,რომლებსაც ამ ტეტიებში არასოდეს არ გავცვლი. შენ თემის კონტექსტი ვერ დაამუღამე, უფრო სწორედ-არასწორი ინტერპრეტაცია მიეცი. ასე რომ, არ არის მასე გამარჯობა, დიტო Edited August 2, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 lasha1997მაგრამ ძველ ჭრელაჭრულა თბილისზე ნოსტალგია ნამდვილად არ მაქვსგააჩნია ძველში რას გულისხმობ რამაზ,თუ წინა საუკუნის დასაწყისს,როცა ქართველები უმცირესობაში იყვნენ თბილისში,სხვაა.მე რაც მახსოვს 60-იანებიდან და ის მირჩევნოდა.სხვათა შორის დიდი ბელადი იოსკა სწორედ მაგას საყვედურობდა ე.წ. "ნაციონალ უკლონისტებს": თქვენ რა გინდათ თბილისი ქართულ ქალაქად გადააქციოთო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 აშშ-ს ამ შტატში სადაც მე ამჟამად ვიმყოფები ქართველი არ ცხოვრობს. მოკლედ დღეს ერთ მაღაზიაში შემთხვევით გავიცანი თბილისელი სომეხი კაცი. 1 საათი ერთად ვიტირეთ, ქართულად რა თქმა უნდა. 17 წელია წამოსულია და მეორედ შეხვდა ქართველს ამ ხნის განმავლობაში, ხოდა წარმოიდგინეთ რა ემოციები ექნებოდა. მიმინოს დანამა დანამა სიუჟეტი გამახსენდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 მე ვხსნი ლიცის გამო არა . ამჯერად არ ვეთანხმები ჯონათან ბატონს,რაც იშვიათად ხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 ეს საქართველოა!!+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.