analgin Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი, ვალსების მეფე იოჰან შტრაუსი-უმცროსი (1825-1899 წწ.), ვისი ერთ-ერთი ვალსის სახელწოდებაც (Geschichten aus dem Wienerwald - "ვენის ტყის ზღაპრები") ამ ფოტორეპორტაჟის სათაურად გამოვიყენეთ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის დედაქალაქში, მშობლიურ ვენაში, ამდენი ქართველი (თანაც მაღალჩინოსანი) მოიყრიდა თავს. მაგრამ დღეს მაღალი ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუკუნეში ზღაპრის რეალობად ქცევაც შესაძლებელი ყოფილა... როდესაც რედაქციიდან დამირეკეს და მითხრეს, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლემ, ლელა კილაძემ ვენაში იმშობიარაო, მივხვდი, ის სამედიცინო დაწესებულება უნდა მომეძებნა და დამედგინა, რა დაუჯდა თბილისის თავკაცს ვაჟის დაბადება. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ბატონმა გიგიმ მეუღლე ვენაში რომ ჩამოიყვანა. ქართულ სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებ, სულ გაიძახიან, რომ წინ მივდივართ, რომ საქართველოში მედიცინის დონე უმაღლეს დონეზეა და... რა ვიცი, ავსტრიაში მეუღლის მოსამშობიარებლად ჩამოყვანა ხარჯი არ არის?.. დავიწყე სამშობიაროს ძებნა და იმასაც მივხვდი, რომ გიგი უგულავა რომელიმე სასტუმროში იქნებოდა დაბინავებული. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძვირად ღირებული სასტუმროები გადავამოწმე. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, თბილისის მერი სასტუმრო შაცჰერ-ში ვიპოვე... პირველ რიგში, თვალში მეცა ის, რომ სასტუმროს შესასვლელის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა. ვიფიქრე, მარტო გიგი უგულავას ხათრით დროშა როგორ გამოკიდეს-მეთქი და მოპირდაპირე მხარეს კაფეში დავჯექი ფოტოაპარატმომარჯვებული. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმროსთან ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონა გაჩერდა და მანქანებიდან ცნობილი ქართველები გადმოვიდნენ. ისინი ხმაურობდნენ და ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც საქართ ველოში. http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/baramidze0.jpg სასტუმრო შაცჰერ-ის წინ მდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ქართველთაგან ბევრი ვიცანი. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც ჯერ შევარდნაძის გუნდში იყო, მერე - ჟვანიასთან, სააკაშვილთან და აგერ, ახლა ვენაში გიგისთან არის; აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია; სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კრიმინალური პოლიციის შეფი ერეკლე კოდუა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ამას რაღა უნდა, ნეტავ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვან გვანცა დარასელიას?!http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/daraselia1.jpg ერეკლე კოდუას ჟესტებზე და დგომაზეც ეტყობოდა, ვინ იყო იქ უფროსი... გიგი წერეთელი ყველას უღიმოდა. აი ის, თავდაპირველად მძღოლი რომ მეგონა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი აღმოჩნდა - უგულავას და ერეკლე კოდუას ავტომობილის კარს უღებდა და თვალებში შესციცინებდა... გია ბარამიძე დონ კორლეონესავით გამოიყურებოდა - ქოლგითა და სათვალით ისე მოძრაობდა, მარლონ ბრანდოსაც შეშურდებოდა... აი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილიც, როგორ გამხდარა?!http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/ugulava-baramidze.jpg როგორც შევიტყვეთ, ბატონი გიგის მეუღლემ კერძო კლინიკაში იმშობიარა, სადაც 5-დღიანი მკურნალობა 2.890 ევრო ღირს, ამას ემატება ექიმის ჰონორარი - 1.500 ევრო და თუ მშობიარეს პალატაში მარტო ყოფნა სურს, დღეში დამატებით 150 ევრო უნდა გადაიხადოს. ანუ, თბილისის მერს მემკვიდრის დაბადება, სულ მცირე, 5.140 ევრო დაუჯდებოდა (ეს მგზავრობის, კვებისა და წვრილმანი ხარჯების ჩაუთვლელად). რაც შეეხება სასტუმროს, ქართველებს Sacher-ში 310-ე, 315-ე, 715-ე და 717-ე ნომრები ჰქონდათ დაქირავებული. ყველაზე ძვირი, ლუქს-ნომერი (#717) გიგი უგულავას ეკავა და ეს სიამოვნება დღეში 1.180 ევრო უჯდებოდა. სხვა ნომრებში ყოფნა კი 750 ევრო ღირდა. სხვათა შორის, როგორც სასტუმროში გვითხრეს, ზემოაღნიშნული ნომრები ბატონი გიგი უგულავას სახელით იყო დაქირავებული... დასასრულ, სასტუმროს "მერსედესის", "ფოლკსვაგენისა" და "ჯიპის" ესკორტების მომსახურება 5 დღეში, შესაბამისად, 603, 603 და 892 ევრო ჯდება. ქართული დელეგაციის განკარგულებაში სამივე ტიპის ესკორტი იყო. ლევან ხვედელიძეყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით) წყარო/Source: http://www.ambebi.ge//sazogadoeba/24019-qvenis-tyis-zghaprebiq.html#ixzz0vJLYUMoG Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 აკი ხელფასზე ცხოვრობსო და მამამისი მიქესტილი 06–ით დადისო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ვინმეს სჯერა რომ ესენი ამ ყველაფერს არჩევნებით დათმობენ?ესენი არიან უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ბანდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted August 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 (edited) ეძღვნება საქართველოს. მტრის ჯინაზე! ვისაც ფეისბუქი გაქვთ შედით და მოუსმინეთ. არ ინანებთ! განსაკუთრებით ვისაც ქეიფი გევასებათ და ერთი რჩევაც გაითვალისწინეთ, თავიდან არ გათიშოთ ბოლომდე მოუსმინეთ და ისეთ ხასიათზე დადგებით იფრენთ. http://www.facebook.com/profile.php?v=info&edit_info=all&ref=nur#!/video/video.php?v=1564100064374&ref=mf Edited August 1, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 სნობები რომ არიან დიდი ხანია ცნობილია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted August 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 მე რა მაინტერესებს იცით? 9 თვის ორსული ქალისთვის თვიმფრინავით მგზავრობა შეიძლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ძალიან ნუ აღშფოთდებით..ეს საქართველოა..!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 უარესის ღირსია ქართული საზოგადოება.. უგულავას და მაგის ბოზ ცოლს ხალხის ფულზე გულავი არ შერჩება და არც ვინმე სხვას, მაგრამ ქართული საზოგადოება უარესი დაცინვის ღირსია.. ხტთფუ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ვინმეს სჯერა რომ ესენი ამ ყველაფერს არჩევნებით დათმობენ?ესენი არიან უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ბანდა. მუდმივი ამქვეყნად არფერია. არჩევნების მოგება არ არის ისეთი შეუძლებელი ამბე.ამათ "შეფებს" აშშ-ი ამოსული ჰყავღთ ესენი ყელში, მაგრამ დღევადელი ოპზიციას ვერ ხედავენ შესაფერის კანდიდატურად, ამიტომ უჭერენ ამათ მხარს.საჭიროა ჩამოყალიბდეს ალტერნატივა და ყველაფერი რიგზე იქნება. პრობლემა მეორე საკთხია, ამ ნაქურდალის დაბრუნება და შემდგომ ამ ბანდის საქართველოში დაბრუნება.ეს აუცილებელია იმისათვის რომ მომავალში ვინმეს არ გაუჩნდეს რეპეტეს წყურვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 და რატომ მაინცა და მაინც ვენაში?მანდ ხომ რუსეთუმე გრუზინების და ქურდების სხოდკები იმართება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 babuagiorgiამათ "შეფებს" აშშ-ი ამოსული ჰყავღთ ესენი ყელში, მაგრამ დღევადელი ოპზიციას ვერ ხედავენ შესაფერის კანდიდატურად, ამიტომ უჭერენ ამათ მხარს.და რომ ხედავდნენ დღევანდელ ე.წ. ოპოზიცაში სააკაშვილის შემცვლელს (არადა ხედავებ კი არა ალასანია დიდი ხანია შემცვლელად ყავთ დანიშნული) შენთVის მისაღები იქნებოდა ვაშინგტონის ან მოსკოვის მონების დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოში ცხოვრება? პრობლემა მეორე საკთხია, ამ ნაქურდალის დაბრუნება და შემდგომ ამ ბანდის საქართველოში დაბრუნება.ეს აუცილებელია იმისათვის რომ მომავალში ვინმეს არ გაუჩნდეს რეპეტეს წყურვილი. ვაშინგტონის ან მოსკოვის მონებმა შეიძლება რომ წინამორბედი მონების ტყავი დახიონ? ვითომ შესაძლებელია ეს? Lo Jankoდა რატომ მაინცა და მაინც ვენაში?მანდ ხომ რუსეთუმე გრუზინების და ქურდების სხოდკები იმართება? პადელნიკები არიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 babuagiorgiამათ "შეფებს" აშშ-ი ამოსული ჰყავღთ ესენი ყელში, მაგრამ დღევადელი ოპზიციას ვერ ხედავენ შესაფერის კანდიდატურად, ამიტომ უჭერენ ამათ მხარს.საჭიროა ჩამოყალიბდეს ალტერნატივა და ყველაფერი რიგზე იქნება. როგორც შევარდნაძე გამოგვიცვალეს უარესით, იგივე რომ გაგვიჩალიჩონ?მთავარია ხალხს მიეცეს საშუალება თვითონ აირჩიონ, მაგრამ მეეჭვება ამერიკამ ეს დათმოს. ხალხის მართვა კარგად იციან და შეიძლება რაღაც რევოლუციის მსგავსი სპექტაკლი დაგვიდგან კიდევ. რაჟისორი კი იგივე იქნება ვინც ვარდების დროს იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 შევარდნაძე გამოგვიცვალეს უარესითრა ქვეყანა დაანგრიეს სმაილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 რა ქვეყანა დაანგრიეს სმაილი ვინც მისტირის შევარდნაძეს ეგ იმათ ეკუთვნის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 mtidanროგორც შევარდნაძე გამოგვიცვალეს უარესით, იგივე რომ გაგვიჩალიჩონ?რაცხა არა მგონია ჩვენი სურვილის გარეშე მომხდარიყო ესე. მთავარია ხალხს მიეცეს საშუალება თვითონ აირჩიონერთხელ ხომ ავირჩიეთ 89-ში სხვის ჩაურევლად და ავშენდით არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.