Jump to content
Planeta.Ge

გუგუშვილი vs გამსახურდიას კომისია


Recommended Posts

1. კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი -- აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

 

 

შეკითხვა:

* ასეთი მკაფიოდ გამოხატული ცალმხრივობითა და არაობიექტურობით ხომ არ იქცა ეს კომისია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის (!) საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიად“?

 

 

2. კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“.

 

 

შეკითხვები:

* კომისიის დასახელებიდან გამომდინარე -- არსებობს თუ არა ამ კომისიის შემადგენლობაში თუნდაც ერთი წევრი, რომელიც იმთავითვე (კომისიამდე და გამოძიებამდე) არ იზიარებდა გამსახურდიას მკვლელობის ვერსიას და ემხრობოდა თვითმკვლელობის ვერსიას? და -- თუ არის კომისიის წევრი რომელიც ან ადრე ან ახლა ემხრობა თვითმკვლელობის ვერსიას -- სად და როდის გამოთქვა მან თუნდაც მცირედი ეჭვი მკვლელობის ვერსიაში?

* ხომ არ მოწმობს კომისიის დაკომპლექტება მხოლოდ ისეთი ადამიანებით რომლებიც მტკიცედ არიან განწყობილნი რომ „გამსახურდია თავს არ მოიკლავდა“ კომისიის ცალმხრიობასა და არაობიექტურობაზე?

* აგროვებს თუ არა კომისია მასალებს ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის დამასაბუთებელ ფაქტებსა და მასალებსაც -- თუ მხოლოდ მკვლელობის დამასაბუთებელი მასალებისა და დოკუმენტების შეგროვებითაა გატაცებული?

 

 

3. პარლამენტის კუთვნილ კოკოს კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, კონსტანტინე გამსახურდიას მეორე შუალედური მოხსენება“ -- მაგრამ არაა გამოქვეყნებული ამავე კომისიის პირველი მოხსენება (25.02.2010, რომლის შესაბამისადაც მას ვადა გაუგრძელეს).

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1450&info_id=28291

 

 

შეკითხვა:

* ამ ორ დოკუმენტებს შორის დიდი და ძალზე არსებითი წინააღმდეგობებია პირველ რიგში მკვლელობის ვერსიის საეჭვოობისა და ამ ვერსიის მიმართ კომისიის არაობიექტური დამოკიდებულების თვალსაზრისით, ხომ არ უნდა დაბადოს ამ ფაქტმა ეჭვი იმაში, რომ ახლა კომისია ცდილობს მიმალოს და მიჩქმალოს „პირველი შუაქლედური დასკვნა“ მისი სრული არაადექვატურობის, მიკერძოების, არაობიექტურობისა და არაპროფესიულობის გამო?

 

 

4. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ აღნიშნულია: კომისია ამტკიცებს, რომ: «1994 წლის 12 იანვარს ა.ბალუაშვილმა გამოიტანა დადგენილება დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ. აღნიშნული დადგენილება შესრულდა 1994 წლის 17 თებერვალს, როდესაც ზუგდიდის რაიონ სოფელ ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობიდან, მიწის ამოთხრის შედეგად, ამოსვენებული იქნა კუბო, ზვიად გამსახურდიას ცხედრით.»

 

 

ამავე დროს კარგად ცნობილია და შესანიშნავად დოკუმენტირებულია, რომ ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენების მიზნით(!) დაკრძალვის ადგილიდან ცხედრის ამოღება და დათვალიერება მოხდა პირველ რიგში და უმთავრესად გამსახურდიას ქვრივის (ოჯახის) მოთხოვნითა და გამსახურდიას გროზნიში გადასვენების საერთაშორისო კომისიის (ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერისა და პარლამენტის წევრების, ლიტვის პარლამენტის წევრებისა და ინგუში პოლიტიკოსის მონაწილეობით) მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით, გამსახურდიას ოჯახის წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ -- ხოლო ბალუაშვილის მხარემ არც კი იცოდა სადაა გვამი დასაფლავებული.

 

 

შეკითხვები:

* რატომ ამახვილებს კომისია ყურადღებას მხოლოდ ბალუაშვილის „დადგენილებაზე“ და სავსებით ჩქმალავს გამსახურდიას ოჯახისა და განსაკუთრებით გროზნიში გადასვენების საერთაშორისო კომისიის წვლილსა და პასუხისმგებლობას (რომელნიც გამსახურდიას თვითმკვლელობას აღიარებენ)?

* ხომ არ ასაბუთებს კიდევ ერთხელ კომისიის ეს ცალმხრივობა მის განსაკუთრებულ მიკერძოებულობას მხოლოდ მკვლელობის ვერსიის მიმართ და მის არაობიექტურობას?

 

 

5. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ მკვლელობის ვერსიის დამადასტურებელ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფატორად განიხილება და დიდი ადგილი აქვს დათმობილი „შემავალი ჭრილობის დიამეტრს“ და საბოლოოდ კი აღნიშნულია: «ზვიად გამსახურდიას ცხედარზე შემავალი ჭრილობის დიამეტრი "სტეჩკინის" პისტოლეტის კალიბრზე ნაკლები ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ მარგველან – გვანცელაძის ვერსია, რომ გასროლა "სტეჩკინის" პისტოლეტიდან მოხდა, არასწორია.»

 

 

შეკითხვა:

* მას შემდეგ, რაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნამ კოკოს კომისიის ეს ერთ-ერთი ყველაზე „სერიოზული“ დებულება გააქარწყლა და დაადასტურა რომ „მარგველან – გვანცელაძის ვერსია“ სავსებით სწორი ყოფილა ანუ შემავალი ჭრილობის დიამეტრი სწორედაც რომ "სტეჩკინის" პისტოლეტის კალიბრისა ყოფილა -- რატომ არ მოუხადა კომისიამ საჯარო ბოდიში მარგველანსა და გვანცელაძეს საჯარო ცილისწამებისათვის და უნდობლობისათვის, ხოლო -- ქართველ ხალხსა და ქართულ მას მედიას მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის?

 

 

6. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ მკვლელობის ვერსიის დამადასტურებელ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფატორად განიხილება თუ „სად მდებარეობს გამომავალი ჭრილობა?“ და კვლავ ეჭვებია გამოთქმული გამსახურდიას სიკვდილის მოწმეებისა და ცხედრის ჯიხაშკარში „გაპატიოსნება“-ბალზამირებისა და დამკრძალავთა პატიოსნების მიმართ.

 

 

შეკითხვა:

* მას შემდეგ, რაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნამ კოკოს კომისიის ეს აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე „სერიოზული“ დებულება გააქარწყლა და დაადასტურა რომ გამომავალი ჭრილობა სწორედ და ზუსტად იქ მდებარეობს სადაც მასზე სიკვდილის მოწმეები და ცხედრის ჯიხაშკარში „გაპატიოსნება“-ბალზამირებისა და დამკრძალავები მიუთითებდნენ -- რატომ არ მოუხადა კომისიამ საჯარო ბოდიში შესაბამის პირებს საჯარო ცილისწამებისათვის და უნდობლობისათვის, ხოლო -- ქართველ ხალხსა და ქართულ მას მედიას მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის?

 

 

7. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ მკვლელობის ვერსიის დამადასტურებელ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფატორად განიხილება თუ „რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა?“ და კვლავ ეჭვებია გამოთქმული გამსახურდიას სიკვდილის მოწმეების ჩვენებათა და მათი პატიოსნების მიმართ და აშნიშნულია: «ფაქტობრივი მასალა მიბჯენით გასროლის ფაქტის დასამტკიცებლად აშკარად არასაკმარისია და მეტიც, წინააღმდეგობრივია.»

 

 

გასროლის მანძილზე სპეკულაციებია აგრეთვე კოკოს ფილმში „დინების საწინააღმდეგოდ“, სადაც აღნიშნული იყო, რომ თითქოს როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა (კადრში უჩვენებენ რაღაც რუსულ ტექსტს, ვითომ როსტოვის დასკვნისა, რომელიც იმ დროს კოკოს არ გააჩნდა) რომ ტყვია, რომელმაც მოკლა ზვიად გამსახურდია ნასროლი იყო „50 სანტიმეტრის სიშორიდან“.

 

 

შეკითხვა:

* მას შემდეგ, რაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნამ კოკოს კომისიის ეს აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე „სერიოზული“ დებულება გააქარწყლა და დაადასტურა რომ გასროლა განხორციელდა „არა უშორეს 50 სანტიმეტრისა“, გნებავთ „50 სანტიმეტრზე უფრო ახლო მანძილიდან“ და მეტიც, - მიბჯენით გასროლის შესაძლებლობით -- რატომ არ მოუხადა კომისიამ საჯარო ბოდიში შესაბამის პირებს საჯარო ცილისწამებისათვის და უნდობლობისათვის, ხოლო -- ქართველ ხალხსა და ქართულ მას მედიას მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის?

 

 

8. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ მკვლელობის ვერსიის დამადასტურებელ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფატორად განიხილება თუ „როგორ მიაყენა თვითმკვლელმა თავის თავს სხვა დაზიანებები?“ და კვლავ ეჭვებია გამოთქმული გამსახურდიას სიკვდილის მოწმეების ჩვენებათა და მათი პატიოსნების მიმართ იმ საბაბით, რომ ვითომ ცხედარს შეემჩნეოდა ნატყვიარი აგრეთვე ყელის არეში.

 

 

შეკითხვა:

* მას შემდეგ, რაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნამ კოკოს კომისიის ეს აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე „სერიოზული“ დებულება გააქარწყლა და დაადასტურა რომ ნეშტს აღმოაჩნდა მხოლოდ ერთი ნასროლის კვალი -- რატომ არ მოუხადა კომისიამ საჯარო ბოდიში შესაბამის პირებს საჯარო ცილისწამებისათვის და უნდობლობისათვის, ხოლო -- ქართველ ხალხსა და ქართულ მას მედიას მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის?

 

 

ამ, „ყელში არსებულ მეორე ნატყვიარ ჭრილობასთან“ დაკავშირებით კოკოს კომისიის „მეორე შუალედურ მოხსენებაში“ აღნიშნულია, რომ: «დეკანოსიძის განცხადებას და ღურწკაიას ჩვენებას ასევე ადასტურებს კიდევ ერთი პირი, რომელმაც განმარტებები მისცა კომისიასაც და ასევე გააკეთა საჯარო განცხადებები მედიაში (იხ. მაგალითად, "რუსთავი - 2” -ის 2010 წლის 27 აპრილის საღამოს 9 საათიანი «კურიერის» გამოშვება და ასევე გაზეთ «კვირის პალიტრის» 2010 წლის 3 - 9 მაისის გამოშვება). ეს პირი ირწმუნება, რომ მან თავად დაათვალიერა ზვიად გამსახურდიას გვამი მისი გროზნოში ჩასვენების შემდეგ და ადასტურებს, რომ თავის არეში გვამს ორი შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის ერთი ნიკაპის ქვედა არეში, რომლის გამომავალი ჭრილობა კისრის არეში იყო.»

იხ. აღნიშნული ტელესიუჟეტის ასლი: http://www.youtube.com/watch?v=GF6O4xGqZg8

 

 

და ეს მაშინ, როდესაც „პირი“ რომლის გვარიც კოკოს მოხსენებაში უხსენებელია და რომელმაც «გააკეთა საჯარო განცხადებები მედიაში (იხ. მაგალითად, "რუსთავი - 2” -ის 2010 წლის 27 აპრილის საღამოს 9 საათიანი «კურიერის» გამოშვება)“» -- ანუ თორია ტელეინტრევიუში საკუთარ თავზე ხელის დადებით (!) ზუსტად მიუთითებს, რომ ყელის არეში მის მიერ ვითომც შემჩნეული ნატყვიარის გამოსავალი „კეფის ძვალთან დიდი ჭრილობით გამოდიოდა“. ანუ, ამ უხსენებელი მოწმის ჩვენებით, რომელსაც კოკოს კომისია ენთუზიასტურად ეყრდნობა „მეორე“ ტყვიას აუცილებლად უნდა დაეზიანებინა როგორც კისრის მალები, აგრეთვე -- თავის ქალაც! და ეს მაშინ, როდესაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა არავითარ მეორე გამომავალ ჭრილობას თავის ქალაზე არ აღნიშნავს და არც კისრის მალების რაიმე დაზიანებას!

 

 

შეკითხვა:

* ხომ არ ნიშნავს ამგვარი „უხსენებელი“ მოწმეების ფრიად სადაო დ საეჭვო „ჩვენებების“ ასეთი ენთუზიასტური და ინტენსიური გამოყენება კოკოს კომისიის მიერ, რომ კომისია უკიდურესად შეიზღუდა და ჩიხში მოექცა მკვლელობის ვერსიის დასაბუთებაში?

 

 

9. კოკოს კომისიის წევრმა ს.ბრეგვაძემ „ქრონიკისათვის“ 04.05.2010 მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ «გამსახურდია ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს... ცხედარს... ცალ ხელზე არა აქვს ფრჩხილები...».

იხ. აღნიშნული ტელესიუჟეტის ასლი: http://www.youtube.com/watch?v=YV-hY2yN6i4

 

 

ამავე დროს, კომისიის „მეორე შუალედური მოხსენებაში“ სიკვდილამდე გამსახურდიას მხეცური წამების ეს ძალზე არსებითი -- ცალ ხელზე ფრჩხილების არარსებობის ფაქტი სავსებით არაა მოხსენიებული.

 

 

შეკითხვა:

* რატომ და რა მიზნით მიიჩქმალა კომისიის „მეორე შუალედური მოხსენებაში“ გამსახურდიას წამებისას მისთვის ფრჩხილების დაძრობის ვითომ ფაქტი?

 

 

10. კოკო გამსახურდიამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა არის „დაშიფრული“ და რომ მან იგი განსაშიფრად წაუღო გერმანელ სპეციალისტებს.

 

 

შეკითხვები:

* ვინ არიან ეს „გერმანელი სპეციალისტები“?

* რომელ ფირმაში, კომპანიაში ან ორგანიზაციაში მუშაობენ ეს „სპეციალისტები“?

* შესაძლებელია თუ არა ამ „სპეციალისტებთან“ დაკავშირება კოკოს ცნობის რეალურობის გადასამოწმებლად და რა გზით შეიძლება?

* რატომ არ აქვეყნებს კომისია ამ „გერმანელი სპეციალისტების“ მიერ გაკეთებულ განშიფრვას?

* რაოდენი თანხა გადაეხადათ ამ „გერმანელ სპეციალისტებს“ და რა წყაროებიდან?

 

 

11. როსტოვის ექსპერტიზის დოკუმენტი უკვე ორ ეგზემპლიარად არსებობს საქართველოში და არც ერთი მათგანი არ არის გამოქვეყნებული.

 

შეკითხვა:

* რატომ არ აქვეყნებს კომისია როსტოვის ექსპერტიზის დოკუმენტის ორიგინალს?

 

ეს ეჭვს ბადებს, რომ დოკუმენტი შეიცავს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ თვითმკვლელობას და ამითი არასასურველია კოკოს კომისიისათვის!

 

 

12. კოკოს კომისიის „მეორე შუალედური მოხსენებაში“ აღნიშნულია: «კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გასროლას ვერ განახორციელებდა თავად ზვიად გამსახურდია. ზემოდან ქვემოთ და წინიდან უკნისკენ მიმავალი გამჭოლი დაზიანება თავის ქალის მიმართ იარაღის ლულის ისეთ პოზიციაზე მიუთითებს, რომლისგანაც საკუთარი თავის მიმართ გასროლის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია;»

 

 

შეკითხვა:

* რატომაა ყურადღება გამახვილებული მხოლოდ „იარაღის ლულის ისეთ პოზიციაზე“ და რატომ უგულვეყოფს კომისია იმის შესაძლებლობას, რომ თავი სხეულზე ფრიად მოძრავი კისრის მალებითაა დაკავშირებული და, რომ, ამდენად -- შესაძლებელია თვითმკვლელს თავი ტანის მიმართ სავსებით გამართული არ ჰქონდა ანუ თავი გადახრილი ჰქონდა?

 

13. გაზეთ „ასავალ-დასავლისათვის“ (2010, 5-11 ივლისი) მიცემულ ინტევიუში კოკო გამსახურდია აწ გარდაცვლილ ექიმ დავით ჯალაღონიაზე, რომელმაც ბალზამირება გაუკეთა ჯიხაშკარში გამსახურდიას ცხედარს, განაცხადა: «ფილმის (ფილმი „დინების საწინააღმდეგოდ“) შემქმნელი ჯგუფის წევრმა ნათია თოიძემ ინახულა ეს პიროვნება, თუმცა, მასთან საუბრის ჩანაწერი არ არსებობს. სხვათაშორის, როგორც ნათია იხსენებს, ბატონი ჯალაღონია, მძიმე ავადმყოფობის გამო, შეკითხვებზე არაადეკვატურ პასუხებს სცემდა.»

 

 

შეკითხვა:

* რატომ არ ჩაიწერა ფილმის გადამღებმა ჯგუფმა ასეთი მნიშვნელოვანი მოწმის საუბარი -- რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა თვით გაეკეთებინა დასკვნა მისი პასუხების „არაადექვატურობაზე“?

 

 

ამავე დროს -- ექიმ ჯალაღონიას უაღრესად ფასეული და საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნებული აქვს გაზეთ „მამულს“ (19, ოქტ., 2005. №19, გვ. 14.). ინტერვიუში ჯალაღონია პროფესიულად აღნიშნავს: «ზუსტად მარჯვენა საფეთქლის ოდნავ დაბლა, თვალის გასწვრივ მოჩანდა შემავალი ტყვიის ადგილი და გამოდიოდა მარცხენა მხარეს, უკან, დვრილისებრ მორჩში და ყველაფერი გამონგრეული ჰქონდა... იარაღი ზედ საფეთქელზე არ იყო მიდებული, ოდნავ შორიდან არის ნასროლი... თვალის გასწვრივ ძვალი დამტვრეული არ არის. დამწვარიც კი არ იყო, მაგრამ დენითს ნაკვალევი შეიმჩნეოდა.»

 

 

როსტოვის ექსპერტიზის დასკვნამ ბრწყინვალედ დაადასტურა ექიმ ჯალაღონიას სიტყვების ჭეშმარიტება და სიზუსტე!

 

 

შეკითხვა:

* ხომ არ გახდა ექიმ ჯალაღონიას სიმართლე, დადასტურებული როსტოვის ექსპერტიზის დასკვნით, და რომელიც არ აწყობს კოკოს კომისიას -- იმის მიზეზი, რომ ამ ადამიანს ახლა კოკო „არაადექვატურად“ აცხადებს?

 

 

14. კოკოს კომისიის „მეორე შუალედური მოხსენებაში“ აღნიშნულია: «კარლო ღურწკაიას ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას 1999 წლის 5 თებერვალს მისცა. კერძოდ, კარლო ღურწკაია ამბობს: „როდესაც ხელი მოვკიდე ზ.გამსახურდიას ცხედარს, იგი ჯერ კიდევ თბილი იყო, ხელი თავზე მოვკიდე და ვიგრძენი როგორ ჩამივარდა, კერძოდ, თავის ქალის უკანა მარცხენა ადგილას დიდი დაზიანება აღენიშნებოდა, ძვალი გატეხილი იყო.“»

 

 

შეკითხვა:

* რატომ მიიჩნევს კომისია რომ ამ შემთხვევაში საუბარია რომელიღაც „მეორე“ ნატყვიარის ხვრელზე და არაა საუბარი სწორედ და ზუსტად იმ ერთად-ერთი ტყვიის გამოსასვლელ ხვრელზე -- რომელსაც აღნიშნავდა ექიმი ჯალაღონია, სხვა მოწმეები და აღნიშნავს როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა -- ყველა ესენი ერთხმად ადასტურებენ, რომ გამოსასვლელი ხვრელი სწორედ რომ თავისქალის მარცხენა და უკანა ადგილას, გნებავთ - უკანა მარცხენა ადგილას იყო?

 

 

15. კოკოს კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ მკვლელობის დამადასტურებელ მნიშვნელოვან ფაქტორად აღნიშნულია: „თვითმკვლელმა მაყუჩი გამოიყენა?“ და წერია: «მაყუჩის არსებობა, თუ იგი მართლაც არსებობდა, კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის თვითმკვლელობის ვერსიას. ლოგიკურად თვითმკვლელს მაყუჩი არ ჭირდება. ეს ჩვეულებრივ, ჭირდება მკვლელს, რომელსაც სურს დროებით მაინც დაფაროს მკვლელობის ფაქტი.»

 

 

კომისიის პირველ (შუალედურ) „დასკვნაში“ აგრეთვე აღნიშნულია, რომ კომისია მკვლელობის ვერსიის გამაგრებად მიიჩნევს, რომ: «პრეზიდენტის მიმართულებით გასროლა განეხორციელებინა, მაგალითად, ზემოთ დასახელებულ სამ პირს შორის რომელიმეს (მარგველანი, გვანცელაძე, გუგუშვილი), ან თუნდაც სულ სხვა უცნობ პირს და შემდგომში თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით, მკვლელობის იარაღი ჩაედო გარდაცვლილის ხელში.»

 

 

მაგრამ, კოკოს კომისია „მეორე შუალედური მოხსენებაში“ ზ.გამსახურდიას მკვლელების მიერ წამების, მრავალი მოტეხილობისა და ტრამვების მიყენების სრულიად ახალ და განსხვავებული ვერსის დამტკიცებას ცდილობს!

 

 

შეკითხვა:

* როგორ შეესაბამება სასტიკი და კომისიის აღწერით ზ.გამსახურდიას საკმაოდ ხანგრძლივი (და უნდა ვიფიქროთ ფრიად ხმაურიანი) წამების ეს „ახალი“ ვერია კოკოსა და კომისიის ადრინდელ საჯარო მტკიცებებს, რომ გამსახურდიას მკვლელი/ები ჩუმად, შეფარვით მოქმედებდნენ? რომ -- მიაძინეს გამსახურდიას თანმხლებლები და სხვა მსგავსი ფანტასმაგორიები, რაც მრავლადაა კომისიის პირველ დასკვნასა და კომისიის წევრების საჯარო გამოსვლებში?

 

 

 

15. როგორც ცნობილია საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება (N 1104 - Iს) რომელშიც აღნიშნულია:

 

«1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.»

 

 

შეკითხვები:

* გამომდინარე ზემორე დადგენილებიდან -- მიიჩნევს თუ არა კომისია, რომ სიკვდილის მომენტისთვის ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა იყო მინისტრთა კაბინეტი ბესარიონ გუგუშვილის მეთაურობით? (ხო-არა).

* გამომდინარე ზემორე დადგენილებიდან -- მიიჩნევს თუ არა კომისია, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მომენტისათვის საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით არ იყო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამდენად კრიმინალური, დანაშაულებრივი სტრუქტურა იყო? (ხო-არა).

 

 

დამატებით:

* თუ კომისია მიიჩნევს, რომ „ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მომენტისათვის საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით არ იყო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამდენად კრიმინალური, დანაშაულებრივი სტრუქტურა იყო“ -- რატომ არაა წამოწყებული სამართლებრივი დევნა მთლიანად საქართველოს იმდროინდელ ფაქტობრივი ხელისუფლების მიმართ, როგორც კრიმინალური სტრუქტურის მიმართ -- და, რატომ შემოიფარგლება კომისია მხოლოდ ცალკეული პირებისადმი ინტერესით?

 

 

 

16. ელექტრონულ მას მედიაში უკვე რამდენიმე წელიწადია გამოქვეყნებულია 1994 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედრის საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვენების საერთაშორისო კომისიის მუშაობის ვიდეო დოკუმენტები -- როგორც ჩეჩნეთში, აგრეთვე -- საქართველოში. ამის მიუხედავად და ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული უდიდესი აჟიოტაჟის მიუხედავად კომისიას (და არც საქართველოს ტელევიზიებს) არ უზრუნიათ რათა ქართული საზოგადოებრიობისათვის გაეცნოთ აღნიშნული ვიდეო დოკუმენტები.

 

 

შეკითხვა:

* რატომ, რა მიზეზითა და საბაბით უმალავენ ქართულ საზოგადოებრიობას კოკოს კომისია და საქართველოს ტელევიზიის არხები ამ საკვანძო და უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას?

 

 

17. როგორც ცნობილია ზ.გამსახურდიას თბილისში გადასვენებისას რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის პროკურორმა ვალერი კუზნეცოვმა არაერთხელ განაცხადა: "в связи с обнаружением гроба с человеческими останками и по результатам этой проверки будет решен вопрос о возбуждении уголовного дела". „Валерий Кузнецов заявил, что по факту обнаружения останков назначена доследственная проверка, по результатам которой будет решен вопрос о возбуждении уголовного дела. По словам Кузнецова, решение о возбуждении дела будет зависеть от того, найдут ли при проведении экспертизы признаки насильственной смерти или нет."

 

 

შეკითხვა:

* კუზნეცოვის სიტყვების შესაბამისად -- აქვს თუ არა კოკოს კომისიას მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შედეგით დამთავრდა ჩეჩნეთის პროკურატურის წინა საგამომძიებლო შემოწმება (доследственная проверка), იპოვა თუ არა ჩეჩნეთის პროკურატურამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები? ხოლო -- თუ ხო და იპოვა -- აღძრა თუ არა, შესაბამისად, სასამართლო საქმე ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი სიკვდილის გამო? რატომ უმალავთ ჩეჩნეთის პროკურატურის შემოწმების შედეგებს ქართულ საზოგადოებას?

 

 

18. კოკო გამსახურდიამ მას მედიაში არაერთხელ განაცხადა, რომ „ზვიად გამსახურდია სადისტურად დახვრიტეს 1993 წლის 29 დეკემბერს“.

 

 

შეკითხვები:

* მოინახა თუ არა კოკოს ამ მორიგი ფალსიფიკაციის რაიმე დადასტურება კომისიის მიერ?

* რატომ ავრცელებს კოკო გამსახურდია და კომისიის სხვა წევრები სისტემატურად შეუმოწმებელ და ფრიად საეჭვო ინფორმაციებს, რომლებიც -- შემდგომ არ მტკიცდება?

* შესაძლებელია თუ არა იმ ადამიანისა და ისეთი კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობა, რომელიც სისტემატურად ავრცელებს შეუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას?

 

19. კოკოს კომისიის „მეორე შუალედურ მოხსენებაში“ აღნიშნულია, რომ: «გარკვეული მიზეზების, მათ შორის პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როსტოველი ექსპერტი შესაძლოა შეგნებულად დუმდეს ამ მეორე ჭრილობის შესახებ.»

 

შეკითხვა:

* კოკოს კომისია როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში „პოლიტიკურ ფაქტორებს“ მხოლოდ იმ შემთხვევებში ხედავს როდესაც ეს მკვლელობის ვერსიას არ შეესაბამება და არ ამაგრებს თუ ზოგადად ან სხვა შემთხვევებშიც ხედავს? კონკრეტულად რომელ სხვა შემთხვევებში ჩანს კიდევ ეს „პოლიტიკური ფაქტორი“?

 

20. კოკოს კომისიის დოკუმენტებსა და კომისიის წევრების საჯარო გამოსვლებში ხრშირადაა საუბარი იმ დაზიანებებზე, რომლებიც ნეშტს გააჩნია როსტოვის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. მაგრამ მათ არც ერთხელ არ უხსენებიათ თუ რა მდგომარეობაში იყო კუბო, რომელშიც ზ.გამსახურდია გროზნიში იპოვეს, არც იმაზე თუ რაოდენ ძლიერად იყო გროზნიში ზ.გამსახურდიას საფლავი დაბომბილი. ამავე დროს, ზ.გამსახურდიას თბილისში გადმოსვენების დროს რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში კარგად შეიმჩნეოდა, ისიც, რომ საფლავის ტერიტორია მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული დაბომბვებით და რომ კუბო მთლად ჩალეწილი იყო. ეს აღნიშნულია ზ.გამსახურდიას ნეშტის ექგუმაციის დოკუმენტშიც, რომელიც გროზნიში, ჩეჩნეთის პროკურატურის მიერ მომზადდა.

 

შეკითხვა:

* რა მიზნით უმალავს კოკოს კომისია ასეთ საკვანძო, არსებით და მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართულ საზოგადოებრიობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი, ეს ყველაფერი იქითკენ ხომ არაა მიმართული რომ მერე საპატრიარქოს მოსთხოვონ მისი წმინდანად შერაცხვა?

 

ფორუმებზე შეინიშნებოდა საეჭვო სიმპატიები ლიბერასტებსა და ეგ. წოდებულ (გუგუშვილს დავესესხები) გაბოზ.. ზვიადისტებს შორის,

ეს ბნელი ძალა ხომ არ სურთ გამოიყენონ საპატრიარქოს წინააღმდეგ?

აშკარაა რომ ზვიადს წმინდანად არ შერაცხავენ, რის გამოც საპატრიარქოს წინააღმეგ მორიგი ბინძური კომპანია აგორდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცა გამსახურდია თორე არავის ან ითქმის არავის მისი გარდაცვალების დეტალები აღარ ადარდებს..

 

ისე კი საინტერეოა თავი მოიკლა თუ მოკლეს მარა მაგას ზუსტად ვეღარასდროს გავიგებთ ალბათ..

 

ერთი კია, რომ ჩემი აზრით ედუარდ შევარდნაძე როგორც მინიმუმ გამსახურდიას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით უნდა გასამართლდეს.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის აწყობს ეს ამბე?

 

1. ოჯახს, იმისათვის რომ წმინდანად აღიარებს საშუალება მიეცეთ.

 

2.ხელისუფლებას. მიშა კარგა ხანია ზვიადის ადარებს თავს. ეს ოპოზიციაც ხომ მის "ჩამოგდებას" ცდილობს.

 

საინტერესო არის ამაში კიდევ ერთი რამ. იმ ხალხის მიერ ვინც კოკოს უკან დგას, იყო მცდელობა 1991-1993 წლების მოვლენების გვარდიაზე გადაბრალება. უნდოდათ ასეთი ვერსიის შემოგდება, რომ "ზვიადი გადატრიაების დაწყებისთანავე გადადგებოდა, ან 1993 წელს გროზნოდან მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა რომ ეროვნულ გვარდია შეეკავებინა მოქმედეებისგან". მოკლედ სამხედროებზე გადაბრალების მცდელობა იყო.

გაიხსენეთ ჟორდანიას მთავრობა. მაშინაც 6 თვე ნაბრძოლებ ჩოლოყაშვილს გადააბრალეს ყველაფერი.

 

ამ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გამოსადეგი ნიუანსი. "გამსახურდია გმირი" გარმეოცვა და ოპოზიცია მოღალატეები არიან".

 

კოკოს რაც ეხება, მამაისი გაიხსენოს. როდიდან იყო კოკო გამსახურდია ეროვნულ მოძრაობასთან ახლოს? ზვიადის სიცოცხლეში არავის ახსოვს ეს კაცი. ან როგორ გაახსენდება ვინმეს, როდესაც ვერც კი გაბედავდა ხმის ამოღებას.

თით გამსახურდიების ოჯახი, კი ზვიადის პირადი ტრაგედია იყო და არის ეხლაც.

 

მოკლედ, რა პრობლემაა დღეს საქართველოში ვინმეს მკვლელობა დააბრალო. ჩემი აზრით არა მარტო მკვლელების ვინაობას გავიგებთ, არამედ მათ "აღიარების" ჩვენებებსაც მოვისმენთ.

 

პ.ს. სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს კი ბოლოს იქნება ის, რომ კოკოს მეორედ მოუწევს ემიგრაციაში წასვლა და ეს არა დაძალებით, უბრალოდ არ გაეჩერება საქართველოში იმის შემდეგ რასაც ამ რეჟიმისთვის აკეთებს.

რაც შეეხება მელიციის პოლკოვნიკს, ამა მოუწევს პასუხისგება უდანაშაულო ხალხსი ზდევისათვის.

ის ხულიგანი კი ალაბთ ისევ დასჭრის ვინმეს და ციხეში იქება, მანან ხომ კარგახანია პსიქიატრიის პროდუქტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პ.ს. სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს კი ბოლოს იქნება ის, რომ კოკოს მეორედ მოუწევს ემიგრაციაში წასვლა და ეს არა დაძალებით, უბრალოდ არ გაეჩერება საქართველოში იმის შემდეგ რასაც ამ რეჟიმისთვის აკეთებს.

ისტორიასთან და სიმართლესთან ამ გამოძიებას არაფერი აკავშირებს

 

სუფთა პოლიტიკური ამბავია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად ბესარიონ გუგუშვილის ჩვენებას ვენდობი. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გამსახურდიას ბევრი თანამოაზრისგან განსხვავებით, ეს კაცი ბოლომდე გვედრში ედგა ზვიადს, ყველაზე დიდ ჭირში ბოლომდე გაჰყვა. სხვა ყველა სპეკულანტი შეიძლება იყოს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ამბავი ფაქტებზე და რაციონალურ არგუმენტების საქმე კი არ არის - არამედ რწმენის. ნუ სწამს მავანს, რომ ზვიადი თავს არ მოიკლავდა და შეეცი თუ გინდა. არგუმენტი აქ ერთადერთია - რელიგიური იყოვო და ღმერთი სწამდა-ვო (სხვა არგუმენტი არ მომისმენია - თუ ვინმეს აქვს, გამოაჩინოს)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი, ეს ყველაფერი იქითკენ ხომ არაა მიმართული რომ მერე საპატრიარქოს მოსთხოვონ მისი წმინდანად შერაცხვა?

ვის აწყობს ეს ამბე?

 

1. ოჯახს, იმისათვის რომ წმინდანად აღიარებს საშუალება მიეცეთ

:yes: მეც ამას ვამბობდი.

 

 

ისტორიასთან და სიმართლესთან ამ გამოძიებას არაფერი აკავშირებს

 

სუფთა პოლიტიკური ამბავია..

მასეა და მიშას რომ არ აწყობდეს ამდენხანს მაგენს არავინ აჩალიჩებდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოს რაც ეხება, მამაისი გაიხსენოს. როდიდან იყო კოკო გამსახურდია ეროვნულ მოძრაობასთან ახლოს? ზვიადის სიცოცხლეში არავის ახსოვს ეს კაცი. ან როგორ გაახსენდება ვინმეს, როდესაც ვერც კი გაბედავდა ხმის ამოღებას.

ერთხელ ვარ შეხვედრილი მხოლოდ იმ წლებში. გურამ პეტრიაშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა მოიყვანეს.

რაც შეეხება ხმის ამოღებას სუფრის დამთავრებისას ”შავლეგო” შემოსძახა.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენმა საპატრიარქომ დაუშვა დიდი შეცდომა და ეროვნული რელიგიურზე მაღლა დააყენა

როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა,

არავინ არ აიძულებდა საპატრიარქოს რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ ეროვნული ღირებულები ზოგჯერ სჭარბობს მართლმადიდებლურ ღირებულებებს ეს კი საბოლოო ჯამში კარგ შედეგს ვერ გამოიღებს,

 

მიუღებელია მარტლმადიდებლობა და ტყუილი,

 

ეხლა კი, თუკი ილია აღიარეთ წმინდანი და ვიცით რომ ის არ გამოირჩეოდა რელიგიურობით და ეროვნული მოღვაწე იყო მხოლოდ, რატომ არ შეიძლება წმინდანი იყოს ზვიადი,

 

 

რა თქმა უნდა ზვიადს წმინდანად არ აღიარებენ, გამორიცხულია, მაგრამ წავა უმსგავსო თავდასხვები საპატრიარქოზე, რომლის უკან რა თქმა უნდა თავისუფლების ინსტიტუტი იდგება,

კარგა ხანია შეხმატკილებულები არიან გა.. ზვიასიტები და ლიბერასტები,

 

ტუნდაც ის წვერებინი ამირეჯიბი გაიხსენეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხლა კი, თუკი ილია აღიარეთ წმინდანი და ვიცით რომ ის არ გამოირჩეოდა რელიგიურობით და ეროვნული მოღვაწე იყო მხოლოდ, რატომ არ შეიძლება წმინდანი იყოს ზვიადი

როგორ შეიძლება ილიას ღვაწლი გაწეული ქართველი ხალხის წინაშე, შევადაროთ ამბიციებით შეპყრობილ მედროვე პოლიტიკური ავანტურისტის ნამოქმედარს, რომლის შედეგებსაც დღესაც კი ვიმკით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ეს ეჭვს ბადებს, რომ დოკუმენტი შეიცავს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ თვითმკვლელობას და ამითი არასასურველია კოკოს კომისიისათვის!

ეს არ იყო არც მკვლელობა და არც თვითმკვლელობა!

სხვა რამე იყო!

 

სანამ ქილიკს დაიწყებდეთ - დაფიქრდით - რა შეიძლება იყოს მესამე ვარიანტი, რომელიც პატიოსანი კაცის გარდა არავის არ აწყობს, რომ გახმაურდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როგორ შეიძლება ილიას ღვაწლი გაწეული ქართველი ხალხის წინაშე, შევადაროთ ამბიციებით შეპყრობილ მედროვე პოლიტიკური ავანტურისტის ნამოქმედარს, რომლის შედეგებსაც დღესაც კი ვიმკით.

ეს ჩვენთვის კი, მაგრამ თავად პრეცენდენტი რომ ეროვნული მოღვაწე, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე დამსახურება ეკლესიის ან მართლმადიდებლობის მიმართ აღიარეს წმინდანად, ეს არაა ასე ვთქვათ კანონიკური საქციელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ჩვენთვის კი, მაგრამ თავად პრეცენდენტი რომ ეროვნული მოღვაწე, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე დამსახურება ეკლესიის ან მართლმადიდებლობის მიმართ აღიარეს წმინდანად, ეს არაა ასე ვთქვათ კანონიკური საქციელი

მე გეთანხმები იმაშიც რომ არც ილიას კანონიზაცია იყო მართალი, მაგრამ ის უფრო დიდი შეცდომაა ილიას ზვიადს რომ ადარებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი დაელოდებიან ბესარიონის სიკვდილს და მერე მაგას შეტენიან ყველაფერს. ისე, ძაან საეჭვოდ ნერვიულობს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...