GeoStream Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ქალი მანდ არ გაიხდის და ისევ პიდერების თავშესაყრელად იქცევა არ ვიცი ადგილობრივ მოსახლეობას მოერიდება მაგ პლიაჯზე გავლა გახდილი. ალბათ, არც შეხედვას ეცდებიან.მაგრამ, უცხოელი ტურისტები თავისუფლათ იგრძნობენ თავს.მაგ პლიაჟებზე ჩვეულებრივი ქცევაა მიღებული. და მანდ ხალხი სექსით არაა დაინტერესებული. სექსი უბრალო პლიაჯზეც არაა პრობლემა, თუ ძალიან ხარ დაინტერესებული. მაგალითად წყალში.გიმეორებთ იქ ხალხი ერთმანეთის საყურებლად არ მიდის. უკვე 1-2 ქალის მერე, ქალს და კაცს ყურადღებას აღარ აქცევ. თორემ ხუშტურიანები სამხედრო პარადზეც იღზნებიან.კარგათ შემოღობონ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი. და მორჩა. აუჰჰ... ეხლა დამიშენენ ფორუმელები ქვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ესღა აკლდა ჩვენს ტვინმოღლეტილ ახალგაზრდობას და ეგაა. ჯერ პლანიო, მერე მინისტრი და ძუძუებიო, ეხლა ტიტველი ქალებიო (კაცებიც), რაღა ვქნათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) Saturnაჭარაში ნუდისტური პლაჟის მოწყობა იგეგმება. ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ამერიკული ტურისტული ბიუროს "ვასტე თრეველის" წარმომადგენლობა გეგმავს ჩამოსვლას, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე 14 ათასი კვადრატული მეტრის შეძენა და ნუდისტური პლაჟის მოწყობა სურს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ნუდისტური პლაჟის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს შემუშავდა, ხოლო მის სავარაუდო ადგილსამყოფელებად ანაკლია და მწვანე კონცხი განიხილებოდა. თუმცა აგვისტოს მოვლენებმა ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.უუ... რა წარმატებით გაიყიდება დურბინდები და დიდობიექტივიანი ფოტოაპარატებიიიი... მანდ უნდა ნახო მერე პატრულის კორდონები... :givi: newstudioზპგადად ნუდისტები მაგარი აზაბოჩენი ხალხი მგონია, მარა მათი საქმეა რა... რას ლაპარაკობ... მანდ თუ აგიდგა გრეხად ითვლება და ეგრევე გამოგაძევებენ... გადაცემა იყო აქ მაგათზე... FKK Edited July 30, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ეხლა ჩავუჯექი და წარმოვიდგინე რეალში კომედიებისთვის ამოუწურავი სცენარები იქნება დროა შევეგუოთ ბატონოევროპა ვართ ევროპააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 დროა შევეგუოთ ბატონოევროპა ვართ ევროპააა მართალია! სულ გავიძახით ევროპა ვართო. და თურმე თავადაც არ გვეჯერა. დროა დავიჯეროთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 უიმე,აჭარის მთავრობის მრჩევლად ტურიზმის დარგში ჩვენი სახელოვანი მინისტერშას და ნინა არ დანიშნეს.იმის იდეაა ხომ არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 GeoStreamკარგათ შემოღობონ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი. და მორჩა.კარგად შემოღობონ რა, ბლენა?რას ქვია შემოღობონ, კომუნისტების დროს აჭარის საზღვრისპირა სანაპირო იყო შემოღობილი (დაყოფილი) ზონებად , მაგრამ ადგილობრივებისათვის მაინც ღია იყო და ეხლა ამათ უნდათ ადგილობრივები არ მიუშვან ზღვასთან? ვეფხვირას ლაპარაკობ... მანდ თუ აგიდგა გრეხად ითვლება და ეგრევე გამოგაძევებენ... , მაშინ დაარქვან პირდაპირ იმპოტენტების პლაჟი. ძუკუუიმე,აჭარის მთავრობის მრჩევლად ტურიზმის დარგში ჩვენი სახელოვანი მინისტერშას და ნინა არ დანიშნეს.იმის იდეაა ხომ არ არის? მერე, ვინ უშლის ნინას შიშველი სიარულს, გამოვიდეს და იაროს ზღვისპირში შიშველმა რამდენიც უნდა, ამისათვის ნუდისტების პლაჟის გახსნა სულ არ არის საჭირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 Saturnბათუმში ამერიკული ტურისტული ბიუროს "ვასტე თრეველის" წარმომადგენლობა გეგმავს ჩამოსვლას, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე 14 ათასი კვადრატული მეტრის შეძენა და ნუდისტური პლაჟის მოწყობა სურს.რა ფასში შეიძინეს ეგ ფართი ხომ არ იცით ვინმემ? ფოთის ჭაობი თუ 100$ ღირს - ზღვის სანაპირო რა ფასში გაყიდეს? თუ ეგეც სიმბოლურ ფასად - მაშინ ################## ყველა ამ მთავრობის მომხრეს! - ხოლო მთავრობას და მიშას ღმერთმა გაუმარჯოთ!მაგრები არიან! ალალად ვამბობ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 თუ ეგეც სიმბოლურ ფასადსიმბოლურ ფასად დიდი ხანია არაფერი გაყიდულა. შევარდნაძის დროში გერევა ეტყობა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 მართალია! სულ გავიძახით ევროპა ვართო. და თურმე თავადაც არ გვეჯერა. დროა დავიჯეროთ! ევროპა მე ვიცი ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო,განვითარებული ეკონომიკა, სადაზღვევო სისტემა, ჯანდაცვა, განათლება,სოციალური დაცვა, რავა სულ ჭყ-პყ-ზე გადის ამათი გზა ევროპისკენ სიმბოლურ ფასად დიდი ხანია არაფერი გაყიდულა. შევარდნაძის დროში გერევა ეტყობა ;)ახლახან იყო გადაცემა, რამდენიმე კულტურის მუშაკს გადასცეს სიმბოლურ ფასებში ქონებამათ შორის ანსამბლი სახეს სოლისტი რომ იყო ფორჩხიძე თუ რაღაც მაგდავარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 (edited) სიმბოლურ ფასად დიდი ხანია არაფერი გაყიდულა. შევარდნაძის დროში გერევა ეტყობა ;) არა გრცხვენია სატურნ? ჩუქებები არ ფორმდება რო? თუ მართლა ფიქრობ, რომ აჭარაში სანაპირო ზოლზე მიწა კვადრატული 7$ ღირს მაგალითად? საბაზრო ფასი რაც ღირდა 2006, 2007 წლამდე მაქსიმუმ იყიდებოდა, ისიც ნაწილი. მაგის მერე მიდის მარტო ახევა-"ჩუქება" და 7$ კომპენსაციები.ამან რო ყველგან და ყველაფერში არ დაიცვას ესენი არ შეუძლია რა. იმის არ იყოს, სამარცხვინო ეკონომიკის მინისტრი რო გვყავს და იმის ნაცვლად ერთი "თფუ" მაინც ამოღერღოს იქეთ სხვებს დასცინის თავის ჭკუაში, მაგის ტრუსიკის მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთო... p.S. ლინკები არ მაქვს. თვალები და ყურები მაქვს. P.P.S. ეჰ... Edited July 31, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 (edited) აი ის რა ქვსი, ჩუქნის თურმე 24143-prezidentis-codvebi-da-qsimboluri-sachuqrebiq პრეზიდენტის ცოდვები და "სიმბოლური საჩუქრები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების განაწილება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 70-მდე ობიექტი გააჩუქა, ზოგჯერ სიმბოლურ და ხშირად მიზერულ თანხად. აქედან 5 საქმე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ შეისწავლა. კერძოდ, როგორ გადასცა მიზერულ თანხად პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს რამდენიმეათასიანი ქონება, ასევე, როგორ აჩუქა 1 აშშ დოლარად ტელეკომპანია "რეგიონ ტვ-ს" ("ალანიას") მთაწმინდაზე ქონება, საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას მამას რომან გრიგოლიას როგორ მისცა მიზერულ თანხად პეკინზე მიწა, ასევე როგორ დაასაჩუქრა საკონსტიტუციო სასამართლოს 10 მოსამართლე ძვირადღირებული სახლებით. ამას ეხებოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში გაიმართა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია "რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. "რეალტივის" ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლშია განთავსებული. "სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი "რეალტივის" არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, აწ გარდაცვლილი დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. "მონიტორის" ჟურნალისტმა ვერც სახლის რეალური მფლობელებიდან და ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელებიდან ვერ მიიღო პასუხი, თუ რის საფუძველზე გადაეცათ განკარგვის უფლებით ეს სახლი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს. ფილმის მიხედვით დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ამ ფორმით განკარგოს და გაასაჩუქროს. თუ რის საფუძველზე ან რა მოტივაციით გააჩუქა პრეზიდენტმა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს. ფილმში ნაჩვენები გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა მიზერულ თანხად ქონება გადასცა მუსიკოს დავით ფორჩხიძეს. კერძოდ, 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე ფორჩხიძეს 14 ათას ამერიკულ დოლარად გადაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეს ფართი ბევრად მეტი - დაახლოებით 100 ათასამდე დოლარი ღირს. თავად მუსიკოსი მიზერულ თანხად ქონების შეძენას მისი გამორჩეულობით ხსნის "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა, თუ რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტმა ფორჩხიძეს ქონება მიზერულ ფასად. მეტად საინტერესო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს, ბათუმში პრეზიდენტმა სახლები გადასცა ასევე სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, რეალურად ამ სახლების ღირებულება ბევრად მეტია. თავად მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამ სახლების ღირებულება რამდენიმე ათასია, 120 ათასი, 250 ათასი და ასე შემდეგ. მთლიანობაში 10 მოსამართლისთვის 10 ათას ლარად გადაცემული 10 სახლის ღირებულება მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების საფუძველზე 700 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ბათუმელი უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, ამ სახლების ღირებულება კიდევ უფრო მეტია. საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მგელაძეს პასუხი ვერ გასცეს, თუ რის საფუძველზე აიღეს ეს ქონება მოსამართლეებმა. 1000 ლარად გადაცემული სახლები 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ მოსამართლეების საკუთრებაში გადადის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კი 10 წლიანი ვადით ირჩევენ, ანუ 10-ვე სახლი უკვე მათი საკუთრებაა. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, პრეზიდენტმა ამ ტელეკომპანიას საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. ეს ის ადგილია, სადაც პროექტ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა, რის ნიადაგზეც ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ადგილზე მიწის ღირებულება ძალიან ძვირია, ამავე მიწაზე 19 შენობა დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენობები დაზიანებულია, მონიტორის ჟურნალისტმა მხოლოდ მიწის ღირებულება დაიანგარიშა და გამოვიდა, რომ "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც მერიას კანონის მიხედვით საბურთალოზე 1 კვ მიწის ნაკვეთის გაყიდვა 68 ლარზე ნაკლებად არ შეუძლია. აქაც კანონი დარღვეულია. აქაც რეალურად, ბიუჯეტმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა რა მოტივაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ამაზე გასცეს ჟურნალისტს პასუხი. რაც შეეხება ტელეკომპანია "ალანიას", აწ უკვე "რეგიონ ტვ", ამ არხს პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ აჩუქა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში "მონიტორის" ჟურნალისტს ვერც არხის ხელმძღვანელობამ და ვერც ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა. ფილმში ასევე საუბარია რომან გრიგოლიას, საკრებულოს წევრის ინგა გრიგოლიას მამას, როგორ მიჰყიდეს მიზერულ თანხად მიწის ნაკვეთი პეკინზე. კერძოდ 1310 ლარად რომან გრიგოლიამ 30-დან 50 ათას დოლარამდე ღირებულების ქონება შეიძინა. თავად რომან გრიგოლიამ "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ მამის ბიზნესთან მას შეხება არ აქვს, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ეს ქონება დროებით ინგა გრიგოლიას სახელზეც კი იყო გაფორმებული. ამის მიუხედავად გრიგოლია ამბობს, რომ რომან გრიგოლია იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიას მამაა, ბიზნესსაქმიანობას ვერ აიკრძალავს. გრიგოლია ვერც იმაზე პასუხობს, თუ რა დამსახურებისთვის გადაეცა მამამისს მიზერულ თანხად ქონება. რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალტივის" ფაქტს, აქ უფრო ბუნდოვანი შემთხვევაა - სახლი, სადაც "რეალტივის ოფისია", რეალურად ყოფილი შსს მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური ვერსიით, დავით კეკუამ 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. "მონიტორის" ჟურნალისტი გარდაცვლილი კეკუას მეუღლესა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჟურნალისტმა ასევე მიმართა "რეალტივის" კითხვით, თუ რის საფუძველზე არის მათი ოფისი განთავსებული ამ სახლში, ასევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს "რეალტივი"-ს, მაგრამ ტელეკომპანიიდან პასუხი ვერ მიიღეს. ჟურნალისტი ასევე ეცადა, მოეპოვებინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სახლის ან ქირავნობის ან გირავნობის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ არსებობს. კითხვის ნიშნებს გარდაცვლილი კეკუას ოჯახის წევრების დუმილი და "რეალტივის" მიერ პასუხის გაცემაზე უარი კიდევ უფრო ამძაფრებს. თავად სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ 26-წუთიანი ფილმი თავად სცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს. "ფილმში ნაჩვენები ყველა შემთხვევიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პირებს ჩუქნის ქონებას, ძირითადად მის მხარდამჭერებს, რისი უფლებაც, იურისტების განცხადებით, მას არ აქვს. გამოდის, რომ ფორმალურად პრეზიდენტი კანონს არ არღვევს, მაგრამ რეალურად კანონი დარღვეულია. 1000 ლარად რომ 120 ათასის ღირებულების ქონებას ყიდი, დანარჩენი 119 ათასი სად მიდის? გამოდის, რომ ნაჩუქარია და კანონი დარღვეულია",- განუცხადა "რეზონანსს" ნინო ზურიაშვილმა. მედია ექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ აქ საქმე კორუფციის ნაირსახეობასთან გვაქვს."ფილმი ძალიან მომეწონა. პრაქტიკულად არ იყო ფილმში არაფერი, რამაც კითხვები დამიტოვა. რაც შეეხება ამ ფაქტების შეფასებას, ეს არის კორუფციის ნაირსახეობა და როდესაც პრეზიდენტი გადასცემს მიზერულ თანხად ამხელა ქონებას ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ამის მიღმა აუცილებლად იმალება პოლიტიკური ლოიალობა პრეზიდენტის და მისი გუნდის მიმართ.ძალიან საინტერესოა თავად ქონების მიმღები პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა. ერთი, ეს არიან მოსამართლეები. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობის საკითხი ამ ფილმის მერე კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და მეორე, ეს არის მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის. აქაც მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, მესამე კი, არის პირდაპირი პრეზიდენტის და ხელისუფლების პიარი, ამ შემთხვევაში დათო ფორჩხიძის სახით. ასე რომ, ყველაფერი კეთდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის ადამიანებს ჩუქნიან რაღაცებს მიზერულ ფასად, რაშიც ცვლიან პოლიტიკურ ლოიალობას", - განუცხადა "რეზონანსს" ფილმის ჩვენების შემდეგ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომლის ფონდმაც ეს გამოძიება დააფინანსა, ამბობს, რომ ახლა მთავარია, ამ გამოძიების შედეგად დაიწყოს სასამართლო მოკვლევა. "ეს საქმე აქ არ უნდა დამთავრდეს და არ დაივიწყოს საზოგადოებამ, რადგან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოძიება კეთდება, აუცილებელია, მას ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება მოჰყვეს". რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, მიზერულ და სიმბოლურ თანხად ვინმეს სახელმწიფო ქონება მისცეს. ეს არც ერთ კანონში არ წერია."ყველა ქმედება, რომელიც ფილმში ვნახეთ, არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ როგორ შეიძლება კონსტიტუციურობაზე საუბარი, როდესაც სწორედ ის ადამიანები იღებენ პრეზიდენტისგან საჩუქრებს, რომლებიც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ანუ მოსამართლეები. პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ისინი ხმას ვერ ამოიღებენ, რადგან თავად არიან ამ უკანონობის მონაწილეები. პრეზიდენტის ყველა ეს განკარგულება არის ანტიკონსტიტუციური და მათი ბათილად ცნობა შეიძლება, მაგრამ სად უნდა დააყენო ეს საკითხი, როდესაც თავად მოსამართლეების მოსყიდვას ემსახურება ეს ჩუქება და ისინი თავად არიან ამ დანაშაულში ჩარეულნი?" - განუცხადა "რეზონანსს" სოფო ხორგუანმა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მედიაც არის გარეული, თან ძალიან ცუდად, და ამის მაგალითია ისიც, რომ ფილმის ჩვენებაზე არც ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტი არ მივიდა გასაშუქებლად. ლანა ბერიძეგაზეთი ”რეზონანსი” მასალების გამოყენების პირობები წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/24143-prezidentis-codvebi-da-qsimboluri-sachuqrebiq.html#ixzz0vHY8kzRK მიშა ქურდია ძმაო, პრასტოი ქურდიიი კი არაა ძალიან მძიმე რამკით, ვერავინ პასუხს ვერ სთხოვსდა რასაც უნდა იმას აკეთებს, ნუ, რა თმქმა უნდა საქ. მასშტაბით მიშააა ავლაბარსკიიი Edited July 31, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 Siknadmoმიშა ქურდია ძმაო, პრასტოი ქურდიიი კი არაა ძალიან მძიმე რამკით, ვერავინ პასუხს ვერ სთხოვსდა რასაც უნდა იმას აკეთებს, ნუ, რა თმქმა უნდა საქ. მასშტაბით მერე საქართველო ყომარში მოიგო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 Siknadmo აი ეგა ხართ ოპოები რა, ვერას ტრუსიკის მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთ...ეგ მსხვილი ვეშჩებია მანდ ჩამოთვლილი, რაც ვერ დაიმალებოდა, თორე ასეულობით ადამიანი არსებობს (მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტარები, გუბერნატორები და ამათი ყველას უახლოესი ნათესავები, განსაკუთრებით შსს-ში და მიშას დაცვაშია ეგეთები მრავლად), რომლებიც ახეულ ან "ნაჩუქარ" სახლებში ცხოვრობენ, უმამესი დაჩები აქვთ და ყოველ წელს მათე მოტორსს ან ვინმე ბიზნესმენს ბოლო ვიპუსკ მანქანებს ახევენ. თითოს ერთი მინიმუმ 2-3 კომპანია აქვს ახეული სხვისთვის და მიწებს თუ კერძოა ძალით ახევენ და თუ სახელმწიფოა კაპიკებში თრეულობენ. აჭარის პლიაჟზე რო 7%-ად მიწას გაგიფორმებენ, ჩათვალე მაგალითად კახეთში 10-12 ცენტად "იყიდიან" კვადრატულს. არა ბიჯო ეხლა კოდუებს, ახალაიებს, ჯანაშვილებს, მესხელებს,არსოშვილებს, ტაბუცაძეებს და ა.შ. პაპამაგათმა ლორდმა დაუტოვა ყველაფერი. ვანოზე და ადეიშვილზე საუბარიც არ შეიძლება, ცოდოა ფორბსი, რომ მხოლოდ ოფიციალურ, გათეტრებულ მონაცემებს აქვეყნებს, თვარა ექნებოდა მერე მიშას საამაყო, "ყველაზე-ყველაზე" და "გამდიდრებული საქართველო". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 analgin ესენი 37-იანი წლების მაუზერიან ჩეკისტებს ბაძავენ. ზუსტად იგივე მეთოდებია, მარტო ციმბირი აკლია.პ.ს. ჩემს დიდ პაპას 10 000 სული ცხვარი აჩუქებინეს, თორემ ციმბირი აქეთ დარჩებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.