Jump to content
Planeta.Ge

ჯოკრის თამაში თუ ვინმეს უნდა


Recommended Posts

McLaren

kisa

 

View Postkisa, on Today, 11:02 PM, said:

ეს სახლი დავალაგო

 

ამ დროს? :what:

:user: რემონტმა არ იცის დრო და საათი

 

მიშას ეცხოვროს მთელი ცხოვრება ხრეშსი და გაჯში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

აგრილდა და კიდევ არავის არ გინდათ ჯოკრის თამაში?

 

მაგიდა და პაროლი იგივე რაც პირველ პოსტში წერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არავის არაფერს ვახვევ თავს, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდმე ეს შარშანდლამდე არ ვიცოდი და მადლობა ღმერთს ერთ-ერთ ტაძარში ქადაგებაში მოვისმინე, ამიტომ იყოს აქაც, ცნობისათვის, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის. ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება.

თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით და თვითმკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას.

 

მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა?__ სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა

 

ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

 

ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი , რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე. უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "კოზირით". და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას".

 

ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, კოზირი ანუ კოშერი _ რიტუალური მსხვერპლშეწირვა, , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს! ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად,

ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად. ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით.

 

 

თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს. 1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა. 1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.

 

მე -18 საუკუნეში თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.

უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ტუზი – პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით. გერმანულ -– რუსულ ლექსიკონში კი არის სხვაგვარი განმარტება სიტყვისა - – დაუსი, რაც ეშმაკს ნიშნავს. ადვილი შესაძლებელია, რომ დაუსი ბერძნული "დიაბოლოსი"-ს დამახინჯებული ვარიანტი იყოს, რაც სიცრუის გამავრცელებელს ნიშნავს.

 

ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ უფრო ქვევით ორიანამდე, – ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი -– ჯოკერი. ფიგურა ტრიკოში, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი , რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე.

ერთი ებრაელი გვყავდა, პრეფერანსის მუდმივი კლიენტი. თუ გამოსაცნობი იყო, რა სნოსი შეიძლება ქონოდა, და შესაზლო იყო, რომ ეს ყოფილიყო ჯვარი, აუცილებლად ეგრე იყო ხოლმე. მიზერის დროს რომ წავა გამოცნობაზე, რა ჩაიტანა, ან, გასათამაშებელია მეორე კაროლი, და რომელი დაიტოვა, ჯვრის თუ აგურის :) ყოველთვის ვიცოდი რომ ჯვარი ჩატანილი ექნებოდა, არ დაიტოვებდა :)მერე ჩამიშვეს, უთხრა ერთმა ებრაელმა იმ ებრაელს, ეგრე რო აკეთებ, მაგით ხვდებაო :)

ხო ეს ჯვარზე გამახსენდა. ისე კი, რა შუაშია

ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, კოზირი ანუ კოშერი _ რიტუალური მსხვერპლშეწირვა

პოკერში (ნუ ბევრ სხვა თამაშშიც, მაგალითად ბლექჯეკში, აჩკოში, სეკაში..) სულ არაა კოზირი, მარა მოთამაშე არ გამიგია, პოკერს რო არ თამაშობდეს. საიდან მოიტანთ ხოლმე ეგეთ რამეებს? თამაში ცოდვაა, დღნაური ცოდვაა, ფული ცოდვაა, უფულობაც ცოდვაა :) კარგით რა, ყველა ბერად ხო ვერ შევდგებით

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...