Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

15:47 28-07-2010

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი" "ათასგვარ სიბინძურეს" შეადარა .

~თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს ~ალიას~, ~ასავალ-დასავალს~ და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი~, - აღნიშნა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას.

პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია.

~საქართველოში ყველაზე მეტად ფასობს ის ვინც თავს სწირავს ქვეყნისთვის~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/141369-mikheil-saakashvilma-gazethebi-qaliaq-da-qasaval-dasavaliq-qathasgvar-sibindzuresq-sheadara.html

 

პ.ს. გაიტანეთ რა ეს კაცი... არ შეიძლება მასე... ასავალ დასავალი არ მომწონს, ალია შედარებით უკეთესია, მაგრამ პრეზიდენტი ასეთი სისულეებს არ უნდა ლაპარაკობდეს

 

თურმე ასავალ-დასავალი წაუკითხია ოფიცერს და იმიტომ "აჯანყდა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისა "ალიას" გადაწვდა

newstudio

 

წინა კბილი გაკლია ეტყობა. ალბათ მიშა უნდა დაგეწერა მისას მაგივრად. :D

 

-------------------

 

 

 

მიშას მე მგონი სეზონური მოვლა აქვს. დასაბმელია ეს კაცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა

 

 

ეს ტყუილია და არავითარი გადატრიალება არ მზადდებოდა.სპექტაკლის პონტში დადგეს როგორც განმუხურში რუსების „გაფარჩაკება“.კრიალაშვილი შეიწირა ამ საქმემ,რადგან თავს არ უხრიდა ამათ.ჩემი ახლობელი იყო ბავშვობაში და საერთო ნაცნობმა მითხრა ეს ყველაფერი.

 

 

მეორეც.მეტი საქმე არა აქვს ამ ყვარყვარეს ყვითელ პრესას რომ არჩევს და თან სახელსაც უწოდებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...