Jump to content
Planeta.Ge

პოლიციამ მოძრაობა 7 ნოემბრის ლიდერი


Recommended Posts

პოლიციამ ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ აცნობა, ინცინდენტი კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობა სამშობლოსთან მოხდა, საიდანაც დევნილების იძულებით გამოსახლება მიმდინარეობდა. “პოლიცია დევნილებს სცემდა, რაც ჯაბამ გააპროტესტა და მისი დაკავების მიზეზი გახდა”, – აცხადებს ირაკლი კორძაი. ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია სამი დევნილი, მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

 

http://gtn.ge/?p=10299

 

ჯაბა ჯიშკარიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ჯიშკარიანს უკვე 2 საათია უშედეგოდ ეძებენ. შეგახსენებთ,რომ ჯაბა ჯიშკარიანი პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობასთან დაახლოებით 00:30 საათზე დააკავა. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია გამოცემლობის შენობიდან დევნილებს იძულების წესით ასახლებდა. მოძრაობა “7 ნოემბრის” ინფორმაციით, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია გამომცემლობის შენობაში მცხოვრები სამი დევნილი.

http://gtn.ge/?p=10307

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა.

მდა..

 

რომელ განყოფილებაში წაიყვანეს ის მაინც გაიგონ და გაახმაურონ როგორმე, საჯაროობა რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანების სიცოცხლის დაცვის ფაქტიურად ერთადერთი შესაძლებლობაა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რა განყოფილებაში კაცო, დიღომში ეყოლებათ სამმართველოს კაპეზეზე.

კარგია რომ ჯიშკარიანისნაირებიც არიან ჯერ კიდევ... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

asds

 

რა განყოფილებაში კაცო, დიღომში ეყოლებათ სამმართველოს კაპეზეზე.

FB-ზე დაწერეს ეხლა ამაღამ გამოუშვებენ ალბათ, ადმინისტრაციულ ჯარიმას აკმარებენო..

 

რა ვიცი აბა სად მიყავთ მაგათ ხალხი. ეგენი არიან მამენტ თითონ იმ დიღომის კაპეზეში გამოსაკეტი მარა...

 

 

ისე კი არც ამ ახალგაზრდული ორგანიზაციების გულწრფელობისა და სისუფთავის მჯერა რამე რომ იყოს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაირკვა რამე?

 

SHARI

 

 

შემთხვევით ხომ არ იცი ვინ აფინანსებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს გინდა თანასწორობის ინსტიტუტს (კიდევ არსებობს ხო?) გინდაც 7 ნოემბერს? ამ უკანასკნელს რა საერთო აქვს გიორგი ხაინდრავასთან ან ან სხვა რომელიმე ე.წ. ოპოზიციონერ პოლიტიკანთან თუ აქვს რათქმაუნდა საერთოდ რამე საერთო?

 

-----------

 

ერთის მხრივ რეჯიმან დაპირისპირებას მივესალმები, მაგრამ მეორეს მხრივ ლოგიკურ ხაზს ვერ ვხედავ ამ ახალგაზრდული ორგანიზაციების მოქმედებებში :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ერთის მხრივ რეჯიმან დაპირისპირებას მივესალმები, მაგრამ მეორეს მხრივ ლოგიკურ ხაზს ვერ ვხედავ ამ ახალგაზრდული ორგანიზაციების მოქმედებებში

უბრალოდ რომ გული შეტკიოდეთ ქვეყნაზე გამორიცხავ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უბრალოდ რომ გული შეტკიოდეთ ქვეყნაზე გამორიცხავ?!

არაფერს არ გამოვრიცხავ, არც ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმზე ბრძოლას და არც იმას რომ ზოგიერთისთვის სამშობლოზე გულისტკივილი სარფიანი ბიზნესია. ეგრე არ არის საქმე სამშობლოზე გულმოკლულ/თავგადადებული ე.წ. ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის შემთხვევაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციამ მოძრაობა 7 ნოემბრის ლიდერი

 

 

მიშტრაფავენ და გამოუშვებენ.უჭირთ ბიჭებს.

 

 

იმ დღეს ფრიდრიხამ დაწერა,რომ პატიმრებს ვერ აახიეს საპროცედურო გარიგებაში რაც ასახევი იყოო.გამოვუშვებთ და ისევ დავიჭერთო. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კარგია რომ ჯიშკარიანისნაირებიც არიან ჯერ კიდევ

აბა კაცო, ბეწვზეა საქართველო გადარჩენილი, ჯიშკარიანები რომ არ არსებობდნენ დაღუპული იყო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

აბა კაცო, ბეწვზეა საქართველო გადარჩენილი, ჯიშკარიანები რომ არ არსებობდნენ დაღუპული იყო :givi:

 

ალაგ-ალაგ ხომ უნდა შეგახსენოთ ვინმემ რანი ხართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

იმ დღეს ფრიდრიხამ დაწერა,რომ პატიმრებს ვერ აახიეს საპროცედურო გარიგებაში რაც ასახევი იყოო.გამოვუშვებთ და ისევ დავიჭერთო.

 

 

:what: :what: :what:

 

ღადაობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალაგ-ალაგ ხომ უნდა შეგახსენოთ ვინმემ რანი ხართ.

გაზაფხულია, დადგა მაისი ....

 

გაგრძელება ხო იცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...