Jump to content
Planeta.Ge

რამაზ ფალიანს ოსმალები მიუტყეპიაო...


Recommended Posts

გაღმა ფორუმზე სასწრაფოდ მიახურეს ეს თემა. აქ იმედია 24 საათი მაინც აცოცხლებთ!

http://www.youtube.com/watch?v=22_IxprOm4k

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ვიდეო 2 წლის წინ მაინც მაქვს ნანახი. ფოქს ნიუსმა გადმოცა. არავის უთქვამს ფალიანი არისო, თუმცა მაგარი გურჯული ინფოა :D. ალბათ სომხეთში ამბობენ დრაჩინიანი თუ რა გვარია იქაურიო ბოქსიორი ის არისო.

 

პერვაია ვადა ვ მირეა რა :)

 

ბათუმი ბარსელონაზე ლამაზია :D

 

მაგრად ჟეჟავს ნაღდად, მარა მეეჭვება ფალიანი იყოს :D

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://geosports.ge/archives_.php?id=367

 

რამაზ ფალიანი: ”ყველას უკვირს სვანი და ასეთი წყნარიო?!”

ავტორი: თიკო ოსმანოვა

ივნისი 8, 2009

 

 

რამაზ ფალიანი მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული მოკრივეა. ფალიანი სხვადასხვა დროს რუსეთისა (1993-96) და თურქეთის სახელით (1997-01) გამოდიოდა. არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან პროფესიულ კრივში გადავიდა, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდა. ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და ძალზედ წარმატებული სპორტსმენი დღეს ჩვენი რუბრიკის ”სპორტსმენის ოჯახის” სტუმარია.

 

სულ თავიდან დავიწყოთ, როგორი ბავშვი იყავით?

 

ძალიან ცელქი, ყველას ვაბრაზებდი. მაგრამ ჩხუბით არასდროს არ ვჩხუბობდი. გამორჩეული მაშინ არაფრით ვიყავი.

 

ვერ დავიჯერებ მოკრივე და არ ჩხუბობდეს...

 

დამიჯერეთ არ ვჩხუბობდი, ახლაც ეგრე ვარ, როცა დავლევ ცოტას კი (იცინის).

 

ალკოჰოლიან სასმელებს ეტანებით?

 

ქართველი ადამიანის ბუნება ხომ იცით როგორია, ჰოდა, მეც ხანდახან ვსვამ.

 

როგორი მეუღლეა რამაზ ფალიანი?

 

ძალიან კარგი (იცინის)... ეს ხუმრობით. ჩვეულებრივი, ისე ძალიან მშვიდი ვარ და ჩემი მეუღლე სულ ამაზე მეჩხუბება, ნუ ხარ ასეთი მშვიდიო, ასეთი ხასიათი არსად გამოგადგებაო.

 

საკუთარ შვილებთან დამოკიდებულებაში როგორი ხართ?

 

ძალიან მომთხოვნი ვარ და ჩემი დიდი რიდი აქვთ. პირველ რიგში უნდა ვასწავლო, რადგან ამ ცხოვრებაში სწავლის ფასი არაფერია.

 

როგორი განწყობა გექნებათ თქვენმა შვილმა რომ მოინდომოს და თავის ცხოვრება კრივს დაუკავშიროს?

 

დიდი სიამოვნებით შევუწყობ ხელს. მამის კვალს ხომ უნდა გაჰყვეს. ჩვენ გენებით მოგვსდევს ამ სპორტის სიყვარული, ჩემი ძმა კრივის ფედერაციის პრეზიდენტია, მე მოკრივე...

 

ხასიათის რა თვისებებს ებრძვით საკუთარ თავში?

 

სიმორცხვეს, ძალიან წყნარი და მორცხვი ვარ,...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, თუკი მართლა ცემა ბოქსიორმა 6 კაცი, აგერ ტაისონი 30 კაცსაც ცემდა რომ მაენდომებინა, რა პრობლემაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეგ ფალიანი. თურქი თუ არაბია ვიღაც. დარეგისტრირებული ვინც ხართ იუთუბზე ამ ლინკიდან ნახეთ და აქ სახეც ჩანს მაგისი:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი მართლა რა სასიამოვნოა ცემა-ტყეპა.

 

მეორე - მართლა ფალიანიც რომ იყოს, ეჭვი მეპარება რომ ცამდე მართალი იყოს იმდენ ხალხში და რატომ გიხარიათ ვერ ვხვდები.

 

მესამე - იკეტება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...