Saturn Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 (edited) კავკასია რუსეთის კისერზე დაკიდებული ლოდია _ განაცხადა რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დუმის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. "კავკასია რუსეთისათვის ლოდია. ამ რესპუბლიკებს შეიძლება მთელი რუსეთის ბიუჯეტი მისცე, მაგრამ იქ მაინც იქნება სროლა ავტომატებიდან. ხელისუფლებას ეს არ ესმის. ჩრდილოეთ კავკასია _ ეს მხოლოდ დანახარჯია და მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენაა.რუსეთის იმპერიის დროს ამის მოთმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი საბჭოთა ხელისუფლებამ იქ ნაციონალური რესპუბლიკები შექმნა დაიწყო _ გზა სახელმწიფოების შექმნისაკენ, ეს შეუძლებელია. რესპუბლიკა უკვე ნიშნავს სახელმწიფოს. შეუძლებელია რესპუბლიკაში რესპუბლიკა იყოს. ეს უზნეობაა", _ აცხადებს ჟირინოვსკი. მისი თქმით, "რუსეთი დედა-ღორია და მისი შვილი-რესპუბლიკები საბოლოო ჯამში გამოეყოფიან მას. ჩვენ დღეს 20 რესპუბლიკა გვაქვს, ეს მომავალი 20 სახელმწიფოა. ეს ლენინის, სტალინის, ბრეჟნევისა და ზიუგანოვის შეცდომაა", _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარდა, რუსეთი და კავკასია შეუთავსებელია ოთხ პოზიციაში. "ჩვენ ორი განსხვავებული ცივილიზაცია ვართ, სხვა და სხვა რელიგია გვაქვს: მართლმადიდებლობა და ისლამი: ჩვენ გვქონდა იმპერია, ისინი კი ყოველთვის თავდასხმის ობიექტი იყვნენ. განსხვავებული გეოგრაფია _ შეუძლებელია მთაში ცივილიზაცია ააშენო: სტადიონები, ფილარმონიები, მუზეუმები, უნივერსიტეტები. მთაში ძნელია ცხოვრება. ყოველივე ამან დაღი დაასვა კავკასიელების ჩვეულებებს. მათ, მოტყუებულებს და დამცირებულებს და გაავებულებს არ სურთ ჩვენთა ცხოვრება. ჩვენც არ გვინდა. რუსებს რომ კითხოთ იტყვიან, რომ არ სურს", _ აცხადებს ჟირინოვსკი და აღნიშნავს, რომ მას სულაც არ უნდა იმის თქმა, რომ ვიღაც უნდა გამოიყოს, მაგრამ მისივე თქმით "ამგვარ თანაცხოვრებას მომავალი არ აქვს". "თანაცხოვრება შესაძლებელია მაშინ როცა არ არსებობს ეროვნული უჯრედები. არავითარი რესპუბლიკები არ უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ამას მე არ ვამბობ, ამას ისინი ითხოვენ. ამიტომაც რა აზრი აქვს იქ ფულის ჩადებას?", _ აცხადებს ჟირინოვსკი. http://ghn.ge/news-19548.html ხო გეუბნებოდით? Edited July 25, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ჟირინოვსკი: ჩვენ დღეს 20 რესპუბლიკა გვაქვს და ეს მომავალი 20 სახელმწიფოამართალია.. "რუსეთი დედა-ღორიამართალია.. ხო გეუბნებოდით? მართალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ხო გეუბნებოდით? რას გვეუბნებოდი Saturn? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 რას გვეუბნებოდი Saturn? რას და რომ ნასტრადამუსას რეინკრნაციაა დზმაუ :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 რას გვეუბნებოდი Saturn?იმას რაც სათაურში წერია და რაც ტექსტში გაბოლდებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ეხ თქვენ ხან აღშფოთდებით და ხან გიხარიათ..ამ დროს ტრაკიდან გამოსავალი გზა არ ჩანს.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 თემას ნუ გავაოფებთ და ისეთი პირი უჩანს თითქოს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას უახლოესი მომავალში თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე თვალსაწიერი მომავლისთვის დამოუკიდებელ ცურვაში გაშვებას უპირებს.. ერთის მხრივ ძალიან სარისკო ჩანს ეს ყოველივე თავად რუსეთისა და რეგიონისთვის, თუმცა მეორეს მხრივ თემის ადეკვატური დამუშავების პირობეში, კავკასიის კონფედერაციის იდეა შედარებით პლავნა შეიძლება შეტენონ კავკასიელებს ტრაკში, თან ისე რომ საკუთარი ეგონოთ და ასე 15-20 წელიწადში თავსატკივარიც სამხრეთ კავკასიას გადაულოცოს მოსკოვმა.. თეორიულად ეს შესაძლებელია, სხვა ბევრი რამეც.. პრაქტიკულად კი ხრენ ეგო ზნაეტ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 სტალინი უნდა მანდ.და უცბად დაალაგებდა ამ საკითხს.ციმბირიც აუთვისებელია...ხოდა ასე ვთქვათ ჩეინჯი უნდა ამ საქმეს.ციმბირელები აქეთ, კავკასიელები ციმბირში.აი ასე მოგვარდებოდა ეს პრობლემა.მაგრამ დღეს ის სამყარო აღარაა რაც მაშინ იყო.ასე რომ...თუ დაიშლება რუსეთი ჩვენთან ზეიმი იქნება. დაერევიან ოსებს ყველა ეს დანარჩენი გამწარებული რესპუბლიკები და ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. მერე წამოვა გამოფხიზლების დრო, როდესაც ჩვენ დავინახავთ თუ რაოდენ ჩვენთვის უცხო სხეული გაჩნდა ჩვენს გვერდით, და ჩათVალეთ რომ ფაქტიურად მუსლიმურ წრეში ვართ. თან ამასობაში თუკი ჩვენ ისევ ამ დაუძლურების და მასობრივი იდენტიფიკაციის დაკარგვის პოლიტიკას გავაგრძელებთ, მათთვის გავხდებით ძააალიან მარტივი და გემრიელი ლუკმა. ამის მერე მოხდება მოლაპარაკება რუსებთან. ოღონდ შენ ესენი დაჭიპე და ჩვენც აგერ ვართ და დაგეხმარებით თქო. მამენტ აბხაზეთის და სამაჩაბლოს გამოტყუებაც შეიძლება ამ საქმეში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 Saturnიმას რაც სათაურში წერია და რაც ტექსტში გაბოლდებულია.გაბოლდებულია ჟირინოვსკის აზრები.რამდენადაც მახსოვს ჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის რუსეთუმეობის სადემონსტრაციოდ იყო ოპოზიციის ლიდერების აზრების თანხვედრა კრემლის პოლიტიკოსების აზრებთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 direთუ დაიშლება რუსეთი ჩვენთან ზეიმი იქნება. დაერევიან ოსებს ყველა ეს დანარჩენი გამწარებული რესპუბლიკები და ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. მერე წამოვა გამოფხიზლების დრო, როდესაც ჩვენ დავინახავთ თუ რაოდენ ჩვენთვის უცხო სხეული გაჩნდა ჩვენს გვერდით, და ჩათVალეთ რომ ფაქტიურად მუსლიმურ წრეში ვართ. თან ამასობაში თუკი ჩვენ ისევ ამ დაუძლურების და მასობრივი იდენტიფიკაციის დაკარგვის პოლიტიკას გავაგრძელებთ, მათთვის გავხდებით ძააალიან მარტივი და გემრიელი ლუკმა. ამის მერე მოხდება მოლაპარაკება რუსებთან. ოღონდ შენ ესენი დაჭიპე და ჩვენც აგერ ვართ და დაგეხმარებით თქო. მამენტ აბხაზეთის და სამაჩაბლოს გამოტყუებაც შეიძლება ამ საქმეში... გეთანხმები... ქონდათ მაგ ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ასე შემდეგ დამოუკიდებლობები და რა მწარე შედეგები მოუტანა ამან საქართველოს კარგად გვახსოვს ისტორიიდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ვეფხვიგეთანხმები... ქონდათ მაგ ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ასე შემდეგ დამოუკიდებლობები და რა მწარე შედეგები მოუტანა ამან საქართველოს კარგად გვახსოვს ისტორიიდან... ისტორიული ანალოგის მაგალითად მოყვანა ყოველთვის მომგებიანი არ არის, მაგ პერიოდში ერთიანი სახელმწიფოც არ გვქონდა მგონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 Lo Jankoმომგებიანი არ არის რას ნიშნავს? რა მნიშვნელობა აქვს მომგებიანია თუ არა? სიმარტლეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 Saturnეს 'მელოჩ ნო პრიატნოს" ახალი ვარიაციებია?საკუთარ ქვეყანას მივხედოთ უკეთესია.რუსეთის დაშლა ჩვენ კარგს არაფერს არ მოგვიტანს.ჯერ ერთი რომ უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში ეს მოსალოდნელი არ არის.მეორე მუსლიმური რკალი გვინდა ჩრდილოეთიდან,თუ იუზერ შამილის თეორიებს აყევით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 (edited) Lo Jankoჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის რუსეთუმეობის სადემონსტრაციოდ იყო ოპოზიციის ლიდერების აზრების თანხვედრა კრემლის პოლიტიკოსების აზრებთანაზრი დამოუკიდებლად არსებობს. ის შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი და არ აქვს მნიშვნელობა ვის ეკუთვნის. ჟირინოვსკიმ შეიძლება თქვას სიმართლე ან ტყუილი. ჩემი მიზანი არაა ჟირინოვსკის გამტყუნება, მიზანი სიმართლის დადგენაა. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ის სიმართლეს ამბობს. ძუკუმუსლიმური რკალი გვინდა ჩრდილოეთიდან"ერთმორწმუნეზე" უარესს ვერაფერს გაგვიკეთებს ის ჩრდილოეთის რკალი. სამხედრო კონფრონტაციამდე მისვლის შემთხვევაში ძალთა ბალანსი არ იქნება ისე კატასტროფული, როგორიც რუსეთთანაა. Edited July 25, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 Saturnკი.ნამდვილად ძალთა ბალანსი არ იქნება ისეთი როგორიც არის.ირანი, თურქეთი, არაბეთის ქვეყნები, პლიუს კავკასიელები. ატრაკებთ რა.რომელი უარესი ნაგავია კიდევ კარგად არის მოსაფიქრებელი.თუმცღა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვიზავთ. ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.