Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ ყველგან დაიცავ, საქართველოში რატომ არ იცავ? იმიტომ ხომ არა რომ ლიბერალიზმი არ არის საქართველოში? ;)

 

იმიტომ რომ საქართველოში პიდარსტიზმია. აქ ლიბერალიზმი არ უშველის საქმეს.

ლიბერალიზმს აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

 

სატურნმა იცის რატომ ვერ ვიცავ საქართველოში.

 

მეორე.

ჩამოვალ მალე და ვნახოთ დაბა თუ არ დავიცავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 200
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

 

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

 

მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ წერია არსად მაგის განმარტება? თუ აქ ის დავწერო, რას ვფიქრობ ლიბერა(ლ, სტ)ებზე? :)

უპს, აგერ დაუწერია ზემოთ პლანეტელს განმარტება

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი მიდგომა, რომ აი ეს არის ლიბერალიზი და მიდი მივაწვეთ არასწორია.

ლიბერალიზმის დაკოპირება ფრანგებიდან ან ამერიკელებიდან საქართველოსთვის არ გამოგვადგება.

ჩვენ ჩვენი კულტურა და წესჩველებები გვაქვს, ხო და აქედან გამომდინარე ამ ლიბერალიზმის ნორმებიც უნდა გვქონდეს.

 

ის რაც დღეს საქართველოში ხდება არის კოპირერება და ეს არა მარტო პოლიტიკური კულტურის, არამედ საყოველთაო და მასიური კოპირებითაა ერი დაკავებული.

 

პანკი.

უხდება ეს ევროპას? კი, უბრალოდ სადღაც ჯდება ეს ამათ კულტურაში.

 

ქართველს?

ქართველ პანკს რომ ვუყურებ, ჩემი აზრით უფრო კლოუნია ვიდრე პანკი. უბრალოდ არ ჯდება ეს ამბე ქართულ კულტურაში და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ასეთი მიდგომა, რომ აი ეს არის ლიბერალიზი და მიდი მივაწვეთ არასწორია.

ლიბერალიზმის დაკოპირება ფრანგებიდან ან ამერიკელებიდან საქართველოსთვის არ გამოგვადგება.

ჩვენ ჩვენი კულტურა და წესჩველებები გვაქვს, ხო და აქედან გამომდინარე ამ ლიბერალიზმის ნორმებიც უნდა გვქონდეს.

სრულიად გეთანხმები ბატონო გიორგი. მაგალითად მე რომ ვთამადობ ყანწის არ დალევას არავის ვაპატიებ და არც გაუკვირდებათ. ამერიკელი კი დაქლიავდებოდა და იტყოდა რომ მისი უფლებები ირღვევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველ პანკს რომ ვუყურებ, ჩემი აზრით უფრო კლოუნია ვიდრე პანკი. უბრალოდ არ ჯდება ეს ამბე ქართულ კულტურაში და ა.შ.

ძალიან ბევრი რაღაც ჩაჯდა მაგ კულტურასი თავის დროს, ასე რომ ...

 

ლიბერალიზმის დაკოპირება ფრანგებიდან ან ამერიკელებიდან საქართველოსთვის არ გამოგვადგება.

ეგ ყველასთვის გამოდგება, უბრალოდ მას სწორი გამოყენება უნდა, ხოლო სწორად რომ გამოიყენო ამისთAვის მისი არსის გაცნობა არის საჭირო, რომელიც ტითქმის არავინ იცის საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიბერალიზმის ჩემოული აღქმა

 

ინდივიდუალურობა - ადამიანს შეუძლია იყოს ინდივიდი, მასისგან განსხვავებული და როგორც უდნა ისე ჩაიცვამს, როგორი გარეგნობაც უნდა ისეთი ექნება და მისი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული

 

 

შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება - ეთნიკური, რელიგიური და კულტურული შემწყნარებლობა, მასის ბატონობა არ შეიძლება, რადგან მასას არ აქვს ინტელექტი ამიტომ საჭიროა რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ადამიანის უფლებები თანაბრად დაიცვას

 

თავისუფლება - ადამიანი თავისუფალია არჩევანში, მას უნდა იცხოვრებს როგორც პანკივით უნდა იცხოვრებს როგორც 17 - ე საუკუნის ხევსურივით ეს მისი ნებაა. "შენი თავისუფლება იქ იზღუდება სადაც სხვისი თავისუფლება იწყება"

 

 

ეკონომიკური ლიბერალიზმი - სლეობაა :D

 

 

 

პ.ს ადამიანის უფლებები ყველა ქვეყანაში ერთნაირი, საფრანგეშიც და იაპონიაშიც და ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს და იდეურად ქადაგებს და ამართლებს ადამიანის უფლებების დარღვევას ჩემ თვალში ლეღვია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

სრულიად გეთანხმები ბატონო გიორგი. მაგალითად მე რომ ვთამადობ ყანწის არ დალევას არავის ვაპატიებ და არც გაუკვირდებათ. ამერიკელი კი დაქლიავდებოდა და იტყოდა რომ მისი უფლებები ირღვევა.

 

ამ ამბეს გადაკვდნენ "დემოკრატები" ავღანეში.

ქალების უფლებები ირვევა ჩადრებში სიარულითო.

კიმ მაგრამ ეს ავღანელების წესია და აქ რა ესაქმება ლიბერალიზმს?

ამიტომ ყველა ერს ამ ლიბერალიზმის თავისებური სფეციფიკა ახასიათებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ამბეს გადაკვდნენ "დემოკრატები" ავღანეში.

ქალების უფლებები ირვევა ჩადრებში სიარულითო.

11 წლის ბავშვების ძალით გათხოვება თანაც ბებრებზე, ეგეც მაგათი "ტრადიცია" და თახსირი დემოკრატები ტრადიციებს ართმევენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიბერალიზმის ჩემოული აღქმა

 

ინდივიდუალურობა - ადამიანს შეუძლია იყოს ინდივიდი, მასისგან განსხვავებული და როგორც უდნა ისე ჩაიცვამს, როგორი გარეგნობაც უნდა ისეთი ექნება და მისი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული

 

 

შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება - ეთნიკური, რელიგიური და კულტურული შემწყნარებლობა, მასის ბატონობა არ შეიძლება, რადგან მასას არ აქვს ინტელექტი ამიტომ საჭიროა რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ადამიანის უფლებები თანაბრად დაიცვას

 

თავისუფლება - ადამიანი თავისუფალია არჩევანში, მას უნდა იცხოვრებს როგორც პანკივით უნდა იცხოვრებს როგორც 17 - ე საუკუნის ხევსურივით ეს მისი ნებაა. "შენი თავისუფლება იქ იზღუდება სადაც სხვისი თავისუფლება იწყება"

 

 

ეკონომიკური ლიბერალიზმი - სლეობაა :D

 

 

 

პ.ს ადამიანის უფლებები ყველა ქვეყანაში ერთნაირი, საფრანგეშიც და იაპონიაშიც და ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს და იდეურად ქადაგებს და ამართლებს ადამიანის უფლებების დარღვევას ჩემ თვალში ლეღვია :D

 

ჩვენ ქართული სახელმწიფო გვინდა, ქართული კულტურით და არა რუსული ან კიდევ ინგლისური კულტურის მქონე ქვეყანა.

 

ღმერთმა შეარგოს რუსებს და ინგლისელებს თავიანთი კულტურა. პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოსთვის ნაღდში არ მინდა.

მინიმუმ ეს პლანეტა იმით არის ლამაზი რომ მრავალფეროვანია და არა ერთი კულტურის მატარებელი.

 

იმ ხალხს ვისაც თავისუფლება ყველაფრის უფლეად მიაჩნი სცდება. ამერიკა ეს თუ კანადა, ან ინგლისი იქაც გარკვეულ ნორმებში უნდა იჯდეს ადამიანი.

მიუღებელი ქართული კულტურისთვის ბანძი შარვალჩამოხეული ტიპების ბუჩქებსი ფსმა. ვისაც ეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და გადაბარგდეს იქ სადაც ეს ტიპი თავისუფლება მიღებულია.

 

ქართული სახელმწიფოს არ სპობს მხოლდ რუსული ტანკი, არამედ ქართული კულტურის განადგურებაც. ხო და მაშინ გამაგებინეთ რად გვინდა დამოუკიდებლობა, თუ ნებით ვჩათლახდებით. მოკლედ თუ არ გვინდა ქართველობა.

ვიყოთ ბატონოჩემო მაშინ, რუსები ან ინგლისელები.

 

11 წლის ბავშვების ძალით გათხოვება თანაც ბებრებზე, ეგეც მაგათი "ტრადიცია" და თახსირი დემოკრატები ტრადიციებს ართმევენ

 

არ ხარ შენ ღმერთი და არც ის ამერიკელი მესია, ვისაც იმის განსაზღვრის უფლება აქვს რა უნდა ამა თუ იმ ერს.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფრიკის ერთ-ერთ ტომს წესად აქვთ ცხოველისგან ცოცხლად ხორციდ მოკვეთა საჭმლის დასამზადებლად.

უბრალოდ მიაბავენ ძროხას ხეზე და აჭრიან ნელ-ნელ ხორცს.

 

არის ეს ჰუმანური ამბე?

არა.

 

გვეკითხება ამას ჩვენ ვინმე?

არა.

 

ხო და მივა მერე მანდ ტრაკამობურღული ამერიკელი და დაიწყებს "დემოკრატიის" ძალით ჩათრევას. გაბრაზდებიან იმ ტომში და ერთ ორ ამერიკელ "დემოკრატს" წააცლიან თავს.

არიან ამაში მართლები?

ნაღდში არიან.

 

პ.ს. ისე კი იმ ტომში შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 5 ძროვხა გააწამონ ასე, როდესაც "დედამოკრატებული" ამერიკელები მთელ მსოფლიოს წამლავნე ჰაერში გაშვებული მავნე ქიმიკალიებით.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პანკი.

უხდება ეს ევროპას? კი, უბრალოდ სადღაც ჯდება ეს ამათ კულტურაში.

 

ქართველს?

ქართველ პანკს რომ ვუყურებ, ჩემი აზრით უფრო კლოუნია ვიდრე პანკი. უბრალოდ არ ჯდება ეს ამბე ქართულ კულტურაში და ა.შ.

ეგ იმიტომ, რომ თვითონ ქართველ ვითომ პანკს ჰგონია პანკობა ჯამბაზობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის ზოგადად ლიბერალიზმი ნიშნავს ზოგადად ჰუმანიზმს და შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ... ხოლო ჰუმანური და შემწყნარებლური მაშინ არის ადამიანი როცა თვითონ ზოგადად ,,კარგად'' და ,,მშვიდად'' გრძნობს თავს და მისი სული და განწყობა ჰუმანური საქმეებისთვისაც იცლის... :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ქართული სახელმწიფო გვინდა, ქართული კულტურით და არა რუსული ან კიდევ ინგლისური კულტურის მქონე ქვეყანა.

კი ბატონო ამაში არავინ გედავებათ.

 

კულტურის ნაწილია: ლიტერატურა, ხელოვნება, კინო-თეატრი, მეცნიერება და ა.შ

 

ეს რომ გვქონდეს აუცილებელია

 

საქართველოსთვის ნაღდში არ მინდა.

და რა ვქნათ იმათ ვინც თქვენი გემოვნებისგან განსხვავებული გემოვნება გვაქვს? :D ბაბუაგიორგიზმი ახალ იდეოლოგიად მოგვევლინა, უნდა და მორჩა უდნა დავემორჩილოთ :D

 

იმ ხალხს ვისაც თავისუფლება ყველაფრის უფლეად მიაჩნი სცდება. ამერიკა ეს თუ კანადა, ან ინგლისი იქაც გარკვეულ ნორმებში უნდა იჯდეს ადამიანი.

ესეთი რამე არავის არ მიაჩნია, არსებობს საქართველოს კონსტიტუცია და რაც არ არღვევს ამ კონსტიტუციას, ყველაფერი შეიძლება ;)

მიუღებელი ქართული კულტურისთვის ბანძი შარვალჩამოხეული ტიპების ბუჩქებსი ფსმა. ვისაც ეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და გადაბარგდეს იქ სადაც ეს ტიპი თავისუფლება მიღებულია.

როგორ გეტყობა რომ დიდი ხანი არ ყოფილხარ საქართველოში, თორე ამას არ იტყოდი :D

ისე კარგად მიიღო ქართულმა კულტურამ დახეული ჯინსი, ისე კარგად :D

მოკლედ თუ არ გვინდა ქართველობა.

პ.ს მარტო ჩამორჩენილი, 24 საათი სუფრაზე მჯდარი ღიპიანი და ბირჟავიკი ქარტველების გარდა არსებობენ ნორმალური ქართველებიც ;) ამიტომ არ გვინდა ყველას ერთ ქვაფში ხარშვა

 

 

 

:D ეს ასაკის ბრალია ალბნათ: "რა თაობა მოდის" პონტია ეხლა ეს მთელი ბაზარი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეგ იმიტომ, რომ თვითონ ქართველ ვითომ პანკს ჰგონია პანკობა ჯამბაზობა.

 

არა.

ეგ იმიტომ რომ ქართველი პანკი არ არსებობს.

 

არსებობს უტვინო Y... რომელმაც საკუთარი მე ვერ იპოვა და ასე იბრმავებს თვალებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...