Nukriko Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ქართული ტერიტორიები ოკუპირებულია თვითოეულ ქართველის დამოკიდებულება რუსეთისადმი სხვადასხვანაირია თაობების დამოკდიებულება რუსეთისადმი კიდე სხვასხვაა, თუ კი ახალგაზრდები ანტირუსულად არან განწყობილი, უფროსი თაობა უფრო რუსეთისადმი ან ლოიალურია ან ნეიტრალური ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი არის ძალიან უარყოფითი როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთისადმი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 Nukriko, ჩემი დამოკიდებულება რუსეთის რეპრესიული და იმპერიალისტური სახელმწიფო მანქანისადმი არის ძალიან უარყოფითი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვიყო რუსული ლიტერატურისა და ხელოვნების თაყვანისმცემელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი არის ძალიან უარყოფითი როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთისადმი? სამწუხაროდ ჩემიც. მე არ მქონდა ასეთი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ასე 20 წლის წინ, მაგრამ ამ პერიოდში რუსეთის პოლი ელიტამ სერიოზული შეცდომები დაუშვა საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 Lo Jankoჩემი დამოკიდებულება რუსეთის რეპრესიული და იმპერიალისტური სახელმწიფო მანქანისადმი არის ძალიან უარყოფითი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვიყო რუსული ლიტერატურისა და ხელოვნების თაყვანისმცემელი. იქნებ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ რუსულ კულტურის, პოლიტიკის და ა.შ საწინააღმდეგო ავაგოთ. არ გვინდა რუსული კულტურა და მათი კულტურის საპირისპირო შევქმნათ არ გვინდა მათი პოლიტიკური სისტემა და მათი პოლიტიკურ სისტემის საწინააღმდეგო შევქმნათ (მათ დიქტატურა აქვთ ჩვენ დემოკრატია) და ა.შ იქნებ ეს იქნება ჩვენთვის სწორი გზა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 რუსეთი მეზობელია მამენტ, მეზობელი რომელთანაც საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს და ეს იმის და მიუხედავად რომ ადეკვატურობას არის მოკლებული და "ევროპელი მეთვალყურეების" გარეშე ერთობ საშიშია.. ამას ვამბობ საუკუნეა მგონი მარა არა ტო, "ვის უნდა ველაპარაკოთ", "რაზე უნდა ველაპარაკოთ", "კრემლი გადავღებოთ მწვანედ" იდეებს გადაყვა გურჯისტანი და ქე მივიღეთ რაც მივიღეთ.. გინდა ოკუპანტი ეძახე მამენტ და გინდა ტყის ღორი ეხლა არ კიდია? .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 Nukrikoიქნებ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ რუსულ კულტურის, პოლიტიკის და ა.შ საწინააღმდეგო ავაგოთ. არ გვინდა რუსული კულტურა და მათი კულტურის საპირისპირო შევქმნათ არ გვინდა მათი პოლიტიკური სისტემა და მათი პოლიტიკურ სისტემის საწინააღმდეგო შევქმნათ (მათ დიქტატურა აქვთ ჩვენ დემოკრატია) და ა.შ იქნებ ეს იქნება ჩვენთვის სწორი გზა არა მგონია ეს სწორი გზა იყოს.დაპირისპირება ყოველთვის არ ნიშნავს მოწინააღმდეგისაგან გარიდებას. დაპირისპირებულნი ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან.ჩემი აზრით რუსეთთან დაპირისპირებით დემოკრატიის აგება შეუძლებელია, პირიქით, რუსეთის ფაქტორს მმართველი გუნდი კარგად იყენებს რომ უპრობლემოდ მოგვახვიოს თავზე ფსევდო დემოკრატია, რაც სხვა პირობებში ძალიან ძნელი იქნებოდა. ფსევდო დემოკრატია კი დაკანონებულ დიქტატურაზე უფრო უარესია. რაც შეეხება კულტურას, პოლიტიკური ბატალიების ამ სფეროში გადმოტანა დიდი შეცდომა იქნება.რა ვქნათ ეხლა ჰეროსტრატესავით იგნორირება გავუკეთუთ ყველაფერს რუსულს? დოსტოევსკის და ტოლსტოის ყველგან კითხულობენ და დიდ პატივს ცემენ, ამით მკითხველებს ავტორიტარული აზროვნება არ უვითარდებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) მე პირადად ყველაფრისდა მიუხედავად ვერანაირად ვერ აღვიქვავ რუსეთს მტრად... იმიტომ რომ ჩვენ შინაური მტერი უფრო დიდი გვყავს ვიდრე გარეული... ხოდა ამ შინაურ მტერს რომ გადავაბრუნებთ მერე ნათლად გამოჩნდება ვინ არის საგარეო მტერი და ვინ არა... :018: Edited July 22, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა როგორც აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთისადმი.ის ჩვენი მეზობელია. მას არ უნდა ენდო და უნდა ეცადო ნორმალური ურთიერთობა დაალაგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 Lo Jankoარა მგონია ეს სწორი გზა იყოს.დაპირისპირება ყოველთვის არ ნიშნავს მოწინააღმდეგისაგან გარიდებას. დაპირისპირებულნი ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან.ჩემი აზრით რუსეთთან დაპირისპირებით დემოკრატიის აგება შეუძლებელია, პირიქით, რუსეთის ფაქტორს მმართველი გუნდი კარგად იყენებს რომ უპრობლემოდ მოგვახვიოს თავზე ფსევდო დემოკრატია, რაც სხვა პირობებში ძალიან ძნელი იქნებოდა. ფსევდო დემოკრატია კი დაკანონებულ დიქტატურაზე უფრო უარესია. რაც შეეხება კულტურას, პოლიტიკური ბატალიების ამ სფეროში გადმოტანა დიდი შეცდომა იქნება.რა ვქნათ ეხლა ჰეროსტრატესავით იგნორირება გავუკეთუთ ყველაფერს რუსულს? დოსტოევსკის და ტოლსტოის ყველგან კითხულობენ და დიდ პატივს ცემენ, ამით მკითხველებს ავტორიტარული აზროვნება არ უვითარდებათ. სალიტერატურო კულტურის გარდა უფრო მეტად ყოფითი კულტურის მსგავსება მაღიზიანებს რუსეთთან და ეს მსგავება პირველ რიგში მინდა რომ აღარ არსებობდეს, სოციალურ, მენტალურ სფეროში რუსებს არ ვგავდეთ. რაც შეეხება საპირისპიროს, მარტივია, აიღე პრიბალტიკა და მიხვდები რატომ დავწერე ის რომ მის საწინააღმდეგოდ უნდა შევქმანთ მისი ალტერნატიული სისტემა ხოლო ჩვენ ელიტას რაც შეეხება, ის არ არის ანტირუსული, რეალურად და საქმით ის პრორუსულია. ანტირუსული რიტორიკა უბრალოდ სიტყვებია რომლის უკანაც პრორუსული საქმე დგას ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 რუსეთის ხელისუფლების დედაც ################## და ხალხს ისე რა ვერჩი.ტვინ გაყინულები არიან უმეტესობა პროპაგანდით და ჩვენთან ეგრე არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა როგორც აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთისადმი.ის ჩვენი მეზობელია. მას არ უნდა ენდო და უნდა ეცადო ნორმალური ურთიერთობა დაალაგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 მახსოვს 9 აპრილის მერე რამდენიმე წელი რუსულად სიტყვას ვერ ვამბობდი ისე მძულდნენ, ამნეზია დამემართა რუსული ენის მიმართ. მაგრამ მერე მივხვდი ერთ რამეს, პოლიტიკამ და ომებმა თვით ერი არ უნდა შეგაძულოს, რადგან დამნაშავე არის მმართველი ელიტა და არა უბრალო ხალხი ან მისი კულტურა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ზიზღით და შურისძიების სურვილით აღსავსეა ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 Lo Janko იქნებ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ რუსულ კულტურის, პოლიტიკის და ა.შ საწინააღმდეგო ავაგოთ. არ გვინდა რუსული კულტურა და მათი კულტურის საპირისპირო შევქმნათ არ გვინდა მათი პოლიტიკური სისტემა და მათი პოლიტიკურ სისტემის საწინააღმდეგო შევქმნათ (მათ დიქტატურა აქვთ ჩვენ დემოკრატია) და ა.შ იქნებ ეს იქნება ჩვენთვის სწორი გზაგეი კულტურა და რუსული კულტურა ურთიერთსაწინააღმდეგოა და ბუნებრივია რომ რუსული კულტურა არაფერში არ გჭირდება ზიზღით და შურისძიების სურვილით აღსავსეა ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმიუნდა შეგეძლოს სილამაზის და სიმახინჯის, სიკეთის და ბოროტების გარჩევა, ესაა საწყისი ადამიანობის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ჩემ შვილს პირველ რიგში იმას ვასწავლი, რომ რუსეთი მისი მტერია..... მე ეს ქვეყანა მძულს და არ ვნანობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.