Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რა ლექსიკა აქვს :D

მახათი , გაქსუებული :P

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=20-07-2010%2018:11

გაქსუებულიპოპულისტისსმაილიკი:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

გრიგოლ გობეჯიშვილოოოო შენი საქართველოს დამაქცევარიი ტტტტტტტტტტტტტტტ :givi:

 

აზრზე ხარ, ტავარი აქვთ გასაყიდის სიმონ, ულპებათ და როჟამ ვერ გაყიდა რა,

ტყეებიც ვერ გავყიდეთო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაბადების თარიღი:

 

18 სექტემბერი, 1975

ენების ცოდნა

 

ინგლისური, რუსული

განათლება:

 

2003 - 2004

Williams College. Center for Development Economics

Master of Arts in Development Economics

 

1997 - 2000

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

"ფინანსებისა და კრედიტების" ფაკულტეტის ასპირანტი

 

1992 - 1997

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის ფაკულტეტი

პროფესიული გამოცდილება:

 

2009 -

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

 

2007 – 2009

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი

 

2004 - 2007

ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

2004 - 2004

ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი

 

2002 - 2003

საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

 

2001 - 2002

საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი

 

1999 - 2001

საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის განყოფილების კონსულტანტი

 

1997 - 1999

საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების სპეციალისტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერონიკამ ჩაუშვა მაგ საცოდავი, ია ტაკ დუმაიუ

 

 

მაგ ვერასაც არ უწერია დიდი დღე,გამოიყენებს და მოისვრის.მითუმეტეს რომ არაფრის აზრზე არ არის ეკონომიკაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ გამოსცადე კანადაში როცა ცხოვრობდა?

 

 

შენი აზრით 28 წლის გოგოს,რომელსაც „ჰაი სქული“–ს და ორი წლის რაღაც კოლეჯის განათლება აქვს,გამოცდილია? :)

 

 

მაგისი და კიდევ 23 წლის არის და აჭარის ტურიზმის უფროსად დანიშნა.ისაც გამოცდილია ეტყობა,მაგრამ რაში ეგ არის საკითხავი. :givi:

 

 

ეს მინისტრებიც დიდი ზარ ზეიმით დანიშნა,მაგრამ დღეს თავზე დააჯვა ყველას და თავმოყვარეობა არა აქვს ამ ჩემისებს? რამდენი პრემიერი და რამდენი მინისტრი არის გამოცვლილი? დაახლოებით თუ დააჯენ აბა? :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - მთავრობაში სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა მახათის ერთ ადგილზე გაყრა

19:05 20-07-2010

საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მეტი ტურისტის აჭარის რეგიონში სტუმრობას მთავრობის ცუდ მუშაობას უკავშირებს , - ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყვარელში, მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ცალკეული მოხელეების ცუდი მუშაობის შედეგია. `გარემოს დაცვის სამინისტროს გასაგონად ვამბობ, ტყეებს ამ დრომდე საშველი ვერ დავაყენეთ. ჯანდაცვისა და ლტოლვილთა სამინისტროებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონება, მაძღარი ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენდეთ. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ტურიზმის დეპარტამენტთან დაკავშირებით მას შენიშვნები ეკონომიკის სამინისტროსთანაც ჰქონდა. `რატომ არის, რომ აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის, იქნებ აქ მხოლოდ პეიზაჟებში არ არის საქმე, იქნებ საქართველოს მთავრობის ცუდ მუშაობაშია ამის გამოცანა. კახეთს აჭარაზე ნაკლები ტურისტული პოტენციალი არ აქვს. მე არ მჭირდება ისეთი თანამდებობის პირები, ვინც ყველაფერზე კვერს დამიკრავს, მაგრამ არც ისეთი ხალხი მჭირდება, ვინც მუდამ იმის ახსნაში იქნება, რატომ არ შეიძლება რაიმე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა როცა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მთავრობის სხდომიდან `გააგდო~, ის `ბარემ სახლში უნდა გაეშვა~. `ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრების და თანამდებობის პირების ნაცვლად ხორცის ნაჭრები შევინახოთ, ჩვენ გვჭირდება ცოცხალი, მოძრავი, იდეებით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, `ვარდების რევოლუციის~ რამდენიმე წლისთავზე სხვანაირ ადამიანებს მთავრობაში არაფერი ესაქმებათ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ლტოლვილთა განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს მთავრობის

სხდომაზე დაგვიანებისთვისაც უსაყვედურა.

 

 

 

აჰა სატურნ გაერთე. :givi: პრეზიდენტია თუ ქუჩის ბიჭი და ფორუმულ ტერმინოლოგიას რომ ხმარობს აკვირდები? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ანახებს ამ მაივიდეო.გე-ს უცხოეთში და თქვენტრუბის ლინკი ხომ არ გაქვთ, მეც რომ ვნახო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

28 წლის გოგოს,რომელსაც „ჰაი სქული“–ს და ორი წლის რაღაც კოლეჯის განათლება აქვს,გამოცდილია?

სამაგიეროდ პურის საცხობი ჰქონია :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს გასვლითი მთავრობის სხდომები რას ემსახურება და რაც მთავარია ბიუჯეტის ფულს ისვრიან არაფერში. :)

 

სამაგიეროდ პურის საცხობი ჰქონია

 

 

ვიცი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ოპოზიცია თუ ცოტას კიდევ არ ამოიღებს ხმას, მაინც სისულელეებს პრუტუნებენ,

მიშიკო თავის ხალხს დაერევა, დაიწყო უკვე, მახათიიიი...

დაუხოციათ ერთმანეთი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...