Jump to content
Planeta.Ge

უცხოეთში მცხოვრებო მეგობრებო :)


Recommended Posts

უკვე 1 თვე ხდება რაც კანადაში, ტორონტოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან არაერთი სიკეთე და დახმარება დამჭირდა და მივიღე კიდეც

ჩემს სამშობლოში, ვინც მიდედინაცვლა, არასოდეს დამჭირვებია დახმარება, გარდა 2 კონკრეტული შემთხვევისა. მე კი უშურველად ვეხმარებოდი ყველას და ყოველთვის რითაც და როდესაც შემეძლო. მაგრამ ამას რომ ვაკეთებდი, რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი, რომ ეს იმიტომ უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა სამოთხეში ადგილი დამიბევოს-მეთქი :Dვაჭრობა არასოდეს და არაფერში შემიძლია, და არც სიკეთის კეთებაში მწამს ვაჭრობისა

სიმართლე რომ ვთქვა, არც იმაზე მიფიქრია სიღრმისეულად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტული, შეიძლება ჩემთვის სრულიად მარტივი დახმარება იმათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. მაგრამ ამ 1 თვეში სრულად გავიაზრე ამ უკანასკნელის მნიშვნელობა!

აღმოვჩნდი სრულიად ახალ გარემოში, ახალ სოციუმში, ახალი კანონებით და სრულიად ახალი, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. ჯერ ცოცხალი ქართელი თვალითც კი არ მინახავს :D

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცხო სოციუმში ვარ, ისე მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ უცხო ადამიანები ყველანაირად მეხმარებიან და ცდილობენ დამეხმარონ, რითაც შეუძლიათ. სხვა კონკრეტული მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ რაც მაგ. გუშინ საღამოს მოხდა, უბრალოდ არ შემიძლია არ ავღნიშნო.

დედამიწაზე სამოთხე არ არის, და არსად არ არის იდეალური ცხოვრება, ხოდა მეც მაქვს ერთი თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა კანადაში - მწერები ))

საოცრად დამკბინეს კანადურმა მწერებმა და სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულ დისკომფორტსაც მიქმნიან.

მაგრამ მათი შიშით სულ სახლში მაინც არ ვზივარ, ხოდა ჩემს სახლთნ ახლოს ერთი კაფეა, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა და თითქმის ყოველ საღამოს იქ მივდივარ, თან ჩემს საქმეებს ვაკეთებ, ვაიფაია უფასოდ

შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე მუდმივი კლიენტი ვარ და კაფეში მომუშვე გოგონებიც ყოველთვის ღიმილიანად მხვდებია - miss Georgia-ს მეძახიან :D

ოღონდ ახლა ოსმოძულე ქართველებმა არ ატეხონ კრიახი! თავს ქართველად არ ვასაღებ, იციან რომ ოსი ვარ

მოკლედ მაგარი კაი და შინაურული სიტუაციაა ამ კაფეში.

გუშინ საღამოს ჩემს მაგიდასთან ახლოს რამოდენიმე ადამიანი დაჯდა, მეგობრები იყვნენ, შაბათ საღამოს ერთად ატარებდნენ.

ოფიციანტმა გოგონამ კრისტიმ დაინახა ჩემი ნაკბენები ხელზე და ჩამეკითხა, ესო ახალი ნაკბენებიაო?

ეს საუბარი იმ მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა რომ გაიგო, იმან ისე შეიცხადა, თითქოს მისი პრობლემა იყო ჩემი პრობლემა, არადა მანამდე სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. და მითხრა, რა წამლები უნდა მეხმარა, რომ ვუთხარი, რომ წამლებს არ ვსვამ-მეთქი, მაშინო მე ვიცი ერთი ძალიან კარგი წამალიო მაგ ნაკბენების წინააღმდეგო. კაი-მეთქი, დამიწერეთ სახელი-მეთქი. ხო, მართლა დრო იყო სადღაც ღამის 11-ის ნახევარი იყო. არაო, შეიცხადა -ხვალამდეო რატომ უნდა ითმინოთო ეს ტკივილებიო, ახლავე გაგიყვანთო ერთ სადღეღამისო მაღაზიაშიო. გავოგნდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მოკლედ, ჩამსვა თავის მანქანაში, მაყიდინა წამალი და ისევ კაფეში მომიყვანა.

მადლობას რომ ვუხდიდი შეწუხებისთვის მითხრა - სამადლობელი არაფერიაო, რაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ამით ცხოვრება ერთმანეთს გავულამაზოთ და გავუმარტივოთო!

 

ხალხო, გამაგებინეთ ყველა უცხოელი ასეა, თქვენს ასე უშურველად და ყოველთვის გეხმარებიან უცხოელები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ მართლა უნდა ვიფიქრო, რომ თურმე ნათქვამი - "მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო" -მართალია? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

 

სანამ ბოლომდე ჩავედი ჩემი დამემართა და ყვეგან არიან კარგი ადამიანები,დაჟე საქართველოშიც. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ხალხო, გამაგებინეთ ყველა უცხოელი ასეა, თქვენს ასე უშურველად და ყოველთვის გეხმარებიან უცხოელები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ მართლა უნდა ვიფიქრო, რომ თურმე ნათქვამი - "მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო" -მართალია?

:yes:

ყოველთვის უშრველად და ყოველთვის მეხმარებიან... დაახლოებით შენს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ,თანაც რამდენჯერმე...

 

მაგრამ, ეს მხოლოდ უცხოელების "სენი" არაა. ვიტყოდი, რომ პატარა ფსიქოლოგიური ეშმაკობაა. ავხსნიდი, მაგრამ დილამდე მოვუნდები ჩემი მჭერმეტყველური ნიჭის გამო.

 

არ მინდა, რომ ამ "ფსიქოლოგიური ეშმაკობის" გამო შენი ეს შესანიშნავი გრძნობა რამენაირად გავანიავო. პირიქით, რა სჯობია იმაზე ფიქრს, რომ ასეთი ადამიანები ყველგან, მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ, კანადაშიც, ესპანეთშიც, საქარველოშიც და ზოგიერთების გასაკვირად რუსეთშიც კი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სანამ ბოლომდე ჩავედი ჩემი დამემართა და ყვეგან არიან კარგი ადამიანები,დაჟე საქართველოშიც.

...................

რა აბეზალოვკა იყო ასეთი, მიგეტოვებინა მერე :D

 

მე ვამბობ, რომ საქართველოში არაა?

 

უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აქ უფრო ხშირად შემხვდა ასეთი ადამიანები-მეთქი. მეტი არაფერი!

 

asesino_141

მაგრამ, ეს მხოლოდ უცხოელების "სენი" არაა. ვიტყოდი, რომ პატარა ფსიქოლოგიური ეშმაკობაა. ავხსნიდი, მაგრამ დილამდე მოვუნდები ჩემი მჭერმეტყველური ნიჭის გამო.

 

არ მინდა, რომ ამ "ფსიქოლოგიური ეშმაკობის" გამო შენი ეს შესანიშნავი გრძნობა რამენაირად გავანიავო. პირიქით, რა სჯობია იმაზე ფიქრს, რომ ასეთი ადამიანები ყველგან, მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ, კანადაშიც, ესპანეთშიც, საქარველოშიც და ზოგიერთების გასაკვირად რუსეთშიც კი...

...................

ძალიან დამაინტერესე და მართლა დამავალებ, თუ შენეულ ხედვას ამიხსნი :)

არ მივეკუთვნები იმ ადამაინებს, ვისაც ილუზიებში ყოფნა ურჩევნია, სიმარტივის გამო. ასე რომ... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აქ უფრო ხშირად შემხვდა ასეთი ადამიანები-მეთქი. მეტი არაფერი!

 

 

ჩამოდი აქ(მე გიმასპინძლებ)და კანადაში აღარასოდეს დაბრუნდები. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მადლობას რომ ვუხდიდი შეწუხებისთვის მითხრა - სამადლობელი არაფერიაო, რაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ამით ცხოვრება ერთმანეთს გავულამაზოთ და გავუმარტივოთო!

ეტყობა შენ ისეთ ადგილას მოხვდი სადაც ჯერ უცხოელს, კონკრეტულად კი ქართველს ფეხი არ დაუდგამს თორემ მერე ნახავდი რა განწყობაზეც იქნებოდნენ ეგენი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი თემა ჩვენი ტვინნაღრძობი ადამიანებისათვისაც.

 

არაა ევროპა და ამერიკა კეთილშობილების ოაზისი ,მაგრამ სიკეთე და ადამიანურობა ყველგანაა , ისე როგორც ბოროტება.საქართველო არც ავანგარდშია და არც მთლად მოჩანჩალე. ადამიანები ვართ ...სამხრეთული ტემპერამენტით.

 

ყველაზე მეტად მზარავს გურჯული პრაგმატიზმი. ამის გამო ამ მომენტშიც მე პირადად რაღაცეებზე ძალიან ნაწყენი ვარ (არა პლანეტაზე).

სიკეთე არაერთხელ შხამად ამომადინეს (ალბათ თქვენც), მაგრამ რას ვიზავთ?! ასეა ადამიანის, მითუმეტეს იოლად გამდიდრების მსურველი არაერთი გურჯის ღორული ბუნება მოწყობილი .

მთავარია ამპარტავნობაში არ ჩავვარდეთ. არ დავამადლოთ, რაც კარგი გვიქნია. განვაგრძოთ ცხოვრება,ბრძოლა და არ გავბოროტდეთ. რევანში შურისძიება არა. მიზანდასახულობა და შრომაა. მდინარე კი მტრის გვამებს თვითონ გამორიყავს ან შანსს მოგვცემს თუ დავიმსახურებთ :D

 

liliko

გილოცავ, რომ იქაური კლიმატი მოგიხდა და კარგი ადამიანები ნუ მოგაკლოს ღმერთმა :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის გამო მომდის ხოლმე დავა ხშირად ჩვენებთან. რომ დამიწყებენ ხოლმე გაუთავებელ ლაპარაკს აი ეგ მასონები, მაგათ ქვეყნის დაქცევა უნდათო. გეგონება აი ეგეთ ადამიანებს თავისი და მათივე შათამომავლების ცუდი უნდათ და მხოლოდ ჩემ მეზობელ შაქარას, საკუთარ დედას რომ მოაჭრის ხელს თუ დასჭირდა, კურკლი, რომ დაგრჩეს გარეთ იმასაც მოგპარავს, აი მაგას უნდა მხოლოდ "სამყაროს გადარჩენა".

 

კარგი და ცუდი ხალხი ყველგან არის რა თქმა უნდა და უცხოელის გაღმერთება და ჩვენი ძმის დემონიზება სისულელეა. მაგრამ არსებობს გარკვეული კანონზომიერება და აბსოლუტურად კანონზომიერია ის, რომ დღესდღეობით დასავლეთში უფრო მეტ ადამიანურ საქციელს ნახავ ვიდრე საქართველოში. აბა ნახე რას ასწავლიან იმათ ბავშვებს და მერე შეადარე ჩვენებს, მიშიკოზე ლექსებს რომ აზეპირებინებენ. სოციალური მდგომარეობაც დიდ გავლენას ახდენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც დღეს საქართველოში ხდება არის სამარცხვინო.

ბიზნესი, პოლიტიკა გურჯულ პრაგმატიზმზეა. ახალი ტიპის ქართული ლუარსაბიზმია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ მაინც გდავრჩი ბლიად : ))) არადა გუშვინ ერთ ნაბიჯში ვიყავი იქიდან რომე ჩემ საფლავზე პივაში დაიხრჩოო დეეწერათ :))

 

liliko

 

გილოცავ კარგად ყოფნას, საქართველოდან შორს ყოფნას და ყველაფერ კარგს გისურვებ.. ხოდა რა მწერებმა დაგკბინეს ტო? კოღოებზე უბნობ თუ რამე სხვა სისხლისმსმელებიც დარბიან მაქანე? :007: ვახ კინაღამ შემეშნდა :))

 

ისე ევროპაში წასვლა არ ჯობდა? კანადა კი მაგარია, ბაასი არ არის, მაგრამ შორია ტო და ამ სიშOრის გამო მეტისმეტად "იზოლირებული" ცხოვრებით ცხოვრებას გაიძულებს კანადის გეიგრაფია..

 

ეჰ წავედი ეხლა საემიგრაციოში, იქნებ საქართველოში დავადეპორტებინო თავი : ))) არადა თავს ვერ ვგრძიბ კი არა მგონია რომ მთლიანად თავად ვიქეცი :)) კიდო კაი ციტრამონჩიკები ჩავყლაპე, სიცოცხლის ელექსირია ეგ ყავისფერი ეგა :))

 

ლოთური ცხოვრება ჯიგრული ცხოვრება, დიდება გურჯისტანს! :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიშნის მოგებით არ გეუბნებით ამას, მაგრამ ქართველმა კაცმა რატომ თქვა უარი სიკეთეზე და რატომ აირჩია შაკლური გზა, გამეცით ამაზე პასუხი

 

და სტანდარტული ბანალური ფრაზა ცუდი და კარგი ყველგაანაა არ გვინდა,

 

 

ადამიანის ბუნების დაზიანებაზე თუ გსმენიათ რამე,

ოსებთან და აფხაზებთან კონფლიქტი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოძახილი ამის, მთავარი პრობლემის,

ის რომ ჩვენ ქართველობამ უარი ვთქვით და დავივიწყეთ მთავარი რაცაა, ამიტომაც დავკარგეთ ჩვენი სახე

და გავხდით დასაცინი, დაცინვა კი გამოფხიზლების უებარი საშუალებაა,

 

ვერ გავიხარებთ ჩვენ ვერასდროს თუკი ვერ ვიპოვით საკუთარ თავს და ჩვენს დანიშნულებას,

ღმერთს ყველა ადამიანისთვის, ყველა ერისთვის აქვს თავისი განაზრახი, დანიშნულება

და როდესაც ადამიანი ან მთლიანად ერი უარს ამბობს ამაზე ხდება უბედური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ხალხო, გამაგებინეთ ყველა უცხოელი ასეა, თქვენს ასე უშურველად და ყოველთვის გეხმარებიან უცხოელები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ მართლა უნდა ვიფიქრო, რომ თურმე ნათქვამი - "მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო" -მართალია? :D

 

ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა ჩეხეთში. აქ უნდა ცხოვრების აწყობა. ხო და ვასუბრობდით ემიგრაციაზე. ვიცი არ გაუჭირდება ჩემსავით. მხედველობაში მაქვს უცხოეთს შეგუება. :)

 

იცით თქვენ ჩემი აქ ბოლო დროინდელი ამბე და კაცი რომ დაფიქრდეს, ალბათ იგივე პრობლემები მექნებოდა კანადაში, ჩიკაგოში, უბუნტოში და ევროპის ულამაზეს ადგილს კაბუტო-მაბუტოშიც.

 

რატომ?

1997 წელს რომ საზღვარს გავაღწია, ერთ ჩემს შორეულ ნათესავის კარს მივადექი საფრანგეთში. საცოდავი ჯომუშა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა მანდ საცხოვრებლადა და საქართველოში 1990 წელს დაბრუდნა კუბოში.

 

ჯომუშას სახლი პარიზიდან 90კლ. სოფლის ბოლოში ერთადერთი სახლია რომელსაც აგურის 2 მეტრიანი ღობე არტყია.

მისმა მეუღლემ რომ მაგ ღობის გაღმა ჩამახედა, მახსოვს ცრემლი მომაწვა თვალზე. მოკლედ ღობეს მიღმა პატარა საქართველო იყო. ერთი მაგალითი; სასიმინდე ნალია ედგა მანდ, არა და სულ 5 კაკალი სიმინდი ჰქონდა ეზოში.

აქ ატარებდაო სულ დროს. არასად არ დადიოდა საცოდავი.

ჯომუშამ პატარა საქართველო შეჰქმნა თავისთვის და იმ პატარა საქართველოში დალია სული.

 

შეგუებაა პრობლემა, აბა ჩემი ბიძაშვილს არ გაუჭირდება შეგუება, ვიცი ეს მე. ხო და შეგუებულ ხალხს ფერადი სათვალეები აქვთ ლილიკოსავით. ხედავენ მხოლოდ იმ კარგას რაც ირგვლივაა და იმ ცუდზე კი თვალებს იბრმავებენ.

კანადა იყოს და გინდა ის ულამაზესი კაბუტო-მაბუტო ყველგან უცხოელი ხარ, რომელიც სამათხოვროდ ხარ ჩამოსული და ამთი სოციალური სისტემა უნდა დაღრნა. ასე გიყურებენ ესენი და არ უნდა ამას დიდი ლაი-ლაი. ეხლა თუ .................

 

მოკლედ როგორც ერთმა იუგოსლაველმა ქალმა მითხრა "ომის მადლით მსოფლიო ვნახეო".

ან ჩემმა მეზობელმა ნოდარიმ "დლა კავო ვოინა ა დლაი კავო მატ როდნაია".

 

 

პ.ს. ლილიკო შენზე არ ვსაუბრობ, საერთო ამბე მოვიყვანე. შენი პოსტია და ასე გამომივიდა უბრალოდ :givi:

მოხარული ვარ რომ კარგად გრძნობ თავს და ღმერთმა კარგი ცხოვრეწბა აგაწყობინოს ამ შორეულს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ჩეხეთი ჩეხების ქვეყანაა და კანადა უცხოელების. არ არსებობს ეთნიკური კანადელი. :)

კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში და ა.შ. ყველა ჩასულია და როგორც უცხოს ვერავის შეხედავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მალტაზე მანქანის უკანა ნომერი დავკარგე და მეზობელმა(ფრენკი ქვია) წამიყვანა თავის მანქანით და სანამ ნომერი არ ავიღე პოლიციაში,მანამდე გვერდიდან არ მომშორებია..ბოლოს ნომერიც მიმიმაგრა მანქანაზე..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...