Jump to content
Planeta.Ge

კახა მიქაიას თანამებრძოლი გამოუჩნდა


Recommended Posts

ირაკლი წურწუმიამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ხობის კულტურის სახლთან 16 ივლისს დაიწყო და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ახალგაზრდული მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრი, ცოტა ხნის წინ თავად იყო პოლიტპატიმარი და სასჯელს საქართველოს სხვადასხვა ციხეებში იხდიდა.

 

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს, რადგან პოლიტპატიმრის სტსტუსით მსჯავრდებულების დიდი უმრავლესობა კვლავ გისოსებს მიღმა რჩება.

 

ირაკლი წურწუმიას თავისუფლების სანაცვლოდ პრეზიდენტისთვის არც შეწყალება უთხოვია და არც აღიარებითი ჩვენება მიუცია გამოძიებისთვის. მისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ გაათავისუფლეს იგი სხვა პოლიტპატიმრებისგან განსხვავებით ვადაზე 9 თვით ადრე, თუმცა ფიქრობს რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა იგი, როგორც “დაუმორჩილებელი” ტუსაღი თავიდან მოიშორა, რადგან პროტესტს იგი ყველა დაწესებულებაში მუდმივად გამოთქვამდა.

 

ირაკლი წურწუმია 2007 წლის 7 აგვისტოს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით ხობში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში იმ დღეს იგი თავისი მეგობრის, ზვიად ხარებავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მივიდა.

- “პოლიციის უფროსი შენობას ავტომანქანით მოუახლოვდა. განყოფილებაში შესული კობა ხუბულავა მოულოდნელად უკან გამობრუნდა და იქ დგომის მიზეზი მკითხა. მე ახსნა დავაპირე, ის კი რატომღაც გაღიზიანდა და გინება დამიწყო, შემდეგ კი მუშტები მომიქნია.

 

შოკირებული ვიყავი ასეთი მოულოდნელობით და მოგერიებას ვცდილობდი. სანაცვლოდ, ხუბულავამ გინება და მუშტი ჩემგანაც მიიღო და ამის უარყოფას არც ახლა შევეცდები. ეს თავდაცვას უფრო ჰგავდა. აშკარა იყო, რომ ჩემი რეაქცია პოლიციის უფროსისთვისაც უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ტაბელური იარაღით ჩემი დაშინება სცადა, უფრო სწორად, მზად იყო გაესროლა. მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და იარაღი წაართვეს. შემდეგ ბორკილები დამადეს და ხუბულავას კაბინეტში გადამიყვანეს. ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას იგი კვლავ განაგრძობდა”. - იხსენებს ირაკლი წურწუმია.

 

წურწუმია პოლიციის უფროსის დასჯას თუ არა, მისი მხრიდან ბოდიშის მოხდას მაინც ელოდა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებოდა. მისთვის თავზარდამცემი ის ბრალდებებიც არმოჩნდა, რომელიც მას წაუყენეს.

- “ის, რაც თავად ჩაიდინეს ჩემს წინააღმდეგ, მე დამაბრალეს”, - აცხადებს ირაკლი წურწუმია.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12170

 

იძახეთ სამეგრელო დაჩმორებულიაო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს

ყველაფერი გამიგია და საპყრობილედან მოტყუებით გამოშვება პირველად მესმის :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს

 

 

ყველაფერი გამიგია და საპყრობილედან მოტყუებით გამოშვება პირველად მესმის

ეეეე, რას არ გაიგებ, მართლა სალხინეთში ვცხოვრობთ და რაღას ვწუწუნებთ ვერ გამიგია რა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა სამეგრელოში ისე , როგორც მიშავიზიები გვაწვდიან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხობში მოშიმშილე ირაკლი (ილია) წურწუმიას მხარდასაჭერად მოძრაობა `7 ნოემბრისა~ და `დაიცავი საქართველოს~ წარმომადგენლები ჩავიდნენ. საპროტესტო აქციის დაწყებიდან მეშვიდე დღეს წურწუმია თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაუკმაყოფილებამდე არ აპირებს. `7 ნოემბრის~ ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი და რადიკალური აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს. იგი მიიჩნევს, რომ ეს აქცია გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12288

 

lasha_alo

არაა სამეგრელოში ისე , როგორც მიშავიზიები გვაწვდიან.

ცხადია, ეს ხალხი გარემოს პირმშოა, მე მგონი გასაგებად დავწერე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს

:)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს

ხო ჯერ უთქვამთ "გამოდი კამერიდან, უნდა შევამოწმოთო". მერე - "ახლა გასასეირნებლად უნდა გაგიყვანოთ საპყრობილის ეზოშიო", მერე ლაპარაკით გაურთიათ და შეუმჩნევლად მიუყვანიათ კარებთან, უცბად გაუღიათ კარები ხელი უკრიათ და ისევ მიუხურავთ. კი უბრახუნა თურმე წურწუმიამ "დამაბრუნეთ ჩემს კამერაში თქვე უღმერთოებოო", მაგრამ არ შეუშვეს არაფრით უკან საპყრობილეში. აი ასე გამოუშვეს მოტყუებით :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...