Nukriko Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შემთხვევაში, ისინი, ვინც ამ ხერხს მიმართავენ, იძულებულნი გახდებიან, რომ ყველაფრის უმცირესობებზე დაბრალების ნაცვლად, ან პრობლემების ლოგიკურ და რაციონალურ მოგვარების გზებზე ისაუბრონ, ან საერთოდ შეწყვიტონ მაღალი ტრიბუნიდან ქადაგება.hate საქართველოს კანონმდებლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კონცეფციას არ ცნობს. არ ისჯება სიძულვილის ენაც, ანუ გარკვეული ჯგუფის, უმთავრესად უმცირესობების, წინააღმდეგ გამოთქმული დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა ორი სხვადასხვა კატეგორიაა. სიძულვილის ენა გულისხმობს არა რაიმე კონკრეტულ დანაშაულს, არამედ გარკვეული ჯგუფის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დამცინავ მოსაზრებებს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული (ე.წ. hate crime) თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში ისჯება და წარმოადგენს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებას. ხოლო სიძულვილის ენა (hate speech), მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის კრიმინალიზირებული, რადგან ამერიკის უზენაესი სასამართლო თვლის, რომ მისი კრიმინალიზება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პირველ შესწორებას და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. საქართველოში სიძულვილის ენაც და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულიც აქტუალური თემებია, რაზეც ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ჯგუფები. ისინი პრობლემებს არ აზვიადებენ. მედიაში სისტემატიურად ისმის რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული ფრაზები. 2008 წლის, კონრად ადენაუერის ფონდის კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 19.1% მხარს უჭერს აგრესიას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. 32.4% _ მათი ლიტერატურის განადგურების მომხრეა. ბოლო ხანებში, გახშირდა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი „კამპანიები". მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შეიქმნა სპეციალური გვერდი „სიკვდილი ჰომოსექსუალებს", ახლად დაფუძნებული სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არ ერიდება სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამოთქმას. ქართულ მედიაში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც დამამცირებელ კონტექსტში ხდება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მოხსენიებაც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო ხანებში მომხდარი ინციდენტი, როდესაც 'ტელეიმედის~ გადაცემა „სიმართლის დროში" ერთ-ერთ სტუმარს დაუსვეს კითხვა, რცხვენოდა თუ არა მას საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის. აღნიშნულის გამო 'ტელეიმედმა~ მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა. ერთი სიტყვით, ისეთი ფაქტები, რაც თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში სიძულვილის ენად ანუ hate speech-ად ჩაითვლებოდა, საქართველოში კრიმინალიზირებული არ არის. რამდენად მიზანშეწონილი იქნება, არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი კანონმდებლობის მიღება, შეცვლის თუ არა ეს რეალობას და რა გზები არსებობს იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს? პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ განსხვავებები ამერიკულ და ევროპულ მიდგომებს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკაში სიძულვილის ენა კრიმინალიზირებული არ არის, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში, არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც ფაქტობრივად უკრძალავს საჯარო პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დისკრიმინაციული კომენტარების გაკეთებას. მაგალითად, ცნობილი რადიო კომენტატორ რაშ ლიმბოს შემთხვევა, როდესაც მან ორაზროვანი კომენტარი გააკეთა აფროამერიკელი ფეხბურთელის მისამართით, რის შემდეგაც ლიმბო თანამდებობიდან გადადგა. ამავე დროს, იგივე რაშ ლიმბო რადიოს ეთერში ლაპარაკობდა ამერიკაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის დაბრუნების აუცილებლობაზე, ანუ თეთრკანიანებისა და შავკანიანებისთვის განსაზღვრული სივრცეების გამოყოფაზე. ბევრმა ლიბერალმა აქტივისტმა ლიმბოს ეს ფრაზა „სიძულვილის ენად" შეაფასა, მაგრამ ამას ლეგალური დავა არ მოჰყოლია. ევროპაში სიძულვილის ენის მიმართ რადიკალურად განსხვავებული მიდგომაა. მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობაში არსებობს Vოლკსვერჰეტზუნგ-ის ცნება, რომელიც გულისხმობს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას. განსაკუთრებულად ისჯება ჰოლოკოსტის უარყოფა და იკრძალება ნაცისტური გერმანიის განდიდება. შვეიცარიაში სიძულვილის ენის გამოყენება სამწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ევროპული და ამერიკული გამოცდილების განხილვა ნიშნავს ორი განსხვავებული მოსაზრების გამოკვეთას: პირველი, რომ საზოგადოებამ თავად უნდა მოახდინოს სიძულვილის ენის მარგინალიზაცია, და მეორე, რომ საკანონმდებლო ზომები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაუცველმა ჯგუფებმა _ უმცირესობებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. აშშ-ში, ევროპისგან განსხვავებით, მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი მიიღწევა მოქალაქეთა მასობრივი აქტივობის შედეგად. მაგალითად, იმისთვის, რომ სეგრეგაცია და რასისტული დისკრიმინაცია საბოლოოდ დამთავრებულიყო, ამერიკას დასჭირდა სამოქალაქო უფლებების ამოქმედება, რომლის შედეგადაც მიიღეს სამოქალაქო უფლებების აქტი (1964). ევროპაში პრობლემების პირდაპირ საკანონმდებლო გზით მოგვარებას ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს შემთხვევაში, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს თუ მივიღებთ მხედველობაში, სიძულვილის ენა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაისმის, მასობრივი აღშფოთების საბაბი არ ხდება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მატერიალური პრობლემების მოგვარებას უნდება, რითაც წარმატებით სარგებლობენ ექსტრემისტები და ცდილობენ, დისკრიმინაციული ენით გზა გაიკვალონ _ ყველა პრობლემა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს გადააბრალონ. ამ რეალობაში მალხაზ გულაშვილს შეუძლია თამამად თქვას, რომ ქართველი ადამიანის უფლებების დამცველნი იცავენ უმცირესობების უფლებებს და არ იცავენ უმრავლესობისას. ამის თქმის საბაბს მას აძლევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განუვითარებლობა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მსგავსი ლოგიკა, უმთავრეს შემთხვევაში, მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე ჭრის. გულაშვილის წინააღმდეგ ისეთი ფართო, მასობრივი კამპანიის დაწყება, რომელშიც ათასობით ადამიანი იქნება ჩაბმული, ამ შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია, რადგან თავად ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებსაც, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ფართო მასებზე, საქართველოში უამრავი ზოგადი პრობლემა აწუხებთ, მალხაზ გულაშვილის არცთუ ისე გონივრული გამოსვლის გარდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გამოსავალი ისეთი კანონმდებლობის მიღებაა, რომელიც სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას მოახდენს. ამ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილის ენას მიმართავენ, იძულებულნი გახდებიან, რომ, ყველაფრის უმცირესობებისთვის გადაბრალების ნაცვლად, ან საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების ლოგიკურ და რაციონალურ მოგვარების გზებზე ისაუბრონ, ან საერთოდ შეწყვიტონ მაღალი ტრიბუნიდან ქადაგება. აუცილებელია, რომ აქტიურად დაიწყოს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის ლობირება საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ მედიას, ადგილობრივ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პირველ ეტაპზე, მართებული იქნებოდა, თუ მოხდება ქართულ მედიაში უკვე არსებული უამრავი ფაქტის შეკრება და გაანალიზება, ხოლო შემდგომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა. ამას არ დასჭირდება მასობრივი მოძრაობები და საუკუნოვანი ბრძოლა, არამედ კონსენსუსი ქართულ მედიაში, არასამთავრობოებსა და ხელისუფლებაში, რომლის საფუძველიც უნდა იყოს იურისტებსა და სამართლის სპეციალისტებს შორის დავა დეფინიციების განსაზღვრისა და მართებულობის ირგვლივ. ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულონ საქართველოს ევროპელმა მეგობრებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით. ეს ფაქტორი დამატებით და მნიშვნელოვან წნეხს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას. ევროკავშირის და ეუთო-ს წარმომადგენლებმა 19 მარტს უკვე გააკეთეს ზოგადი განცხადება და მთავრობებს ინტერნეტში გავრცელებული ისეთი აქტების გამოძიება ურჩიეს, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და სიძულვილის ენას შეიცავს. საქართველოს პრობლემა ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ინტერნეტში მსგავსი დანაშაულებების რეგულირება: საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ცნობს ამ ორ სამართლებრივ კონცეფციას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა გაიარა რასიზმის თითქმის ორასწლოვანი ისტორია, რომ სამოქალაქო უფლებების აქტი მიეღოთ. საქართველოს 21-ე საუკუნეში მსგავსი ფუფუნება არ აქვს; ჩვენთვის უფრო ღირებული იქნება ევროპის პატარა თუ დიდი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სიძულვილის ენის ამგვარად პრევენცია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უმცირესობების პრობლემების მოგვარებას, არამედ მთლიანად პოლიტიკური და მედია დისკურსის რაციონალიზაციას. ევროპას ერთხელ უკვე ჰქონდა იმის გამოცდილება, თუ როგორ დააბრალეს ფაშისტებმა ყველა პრობლემა ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს. http://liberali.ge/node/2198 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 აი ამ ინტერვიუსთვის გია ჭანტურიას აშშ-ში დააპატიმრებდნენ აუცილებლად: http://shokoladi.ge/node/657?page=3 ტიპიური სიძულვილის საუბარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 სიძულვილის ენა გულისხმობს არა რაიმე კონკრეტულ დანაშაულს, არამედ გარკვეული ჯგუფის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დამცინავ მოსაზრებებსმაგალითად ხალხს რომ საქონელს უწოდებ ან ჩაჯმულს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.