Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აქ შეგვიძლია დავწეროთ 50-იანელებზე რაც ვიცით.

 

დავიწყოთ ამ ვიდეოთი. ეს გახლავთ 50-იანელთა, ანუ პანტექოსტელთა შესაკრებელში ლოცვის ვიდეო ჩანაწერი:

(უყურეთ, არ ინანებთ)

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
თავის ტავს 50ნელებს არ უწოდებენ . საქართველოში საკმაოდ ყავთ თავისი მრევლი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავის ტავს 50ნელებს არ უწოდებენ .

lasha_alo

 

 

ბევრ "ორმოცდაათიანელთან" მისაუბრია რელიგიურ საკითხებზე. როცა ვკითხე "ორმოცდაათიანელები" ბრძანდებით მეთქი, მითხრეს, კიო.

თუმცა მართალს ამბობ, ოფიციალურად არ ეწოდებათ "ორმოცდაათიანელები", მაგრამ არანაირი უკმაყოფილება არ გამოუხატიათ როცა "ორმოცდაათიანელებად" მოვიხსენიე.

 

საქართველოში საკმაოდ ყავთ თავისი მრევლი

მრევლი ყველა რელიგიას ჰყავს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც მოგეპოვებათ ინფორმაცია მათ შესახებ იქნებ დაწეროთ

ძალიან მაინტერესებს. :)

 

რაც შეეხება ვიდეოს გაოცებული ვარ :?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

რაც შეეხება ვიდეოს გაოცებული ვარ :?

»SlaCk€r..

 

 

როდესაც "ორმოცდაათიანელთა" ეკლესიას ვესტუმრე, მეც გაუცებული დავრჩი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

აქ შეგვიძლია დავწეროთ 50-იანელებზე რაც ვიცით.

მე ვიცი რომ ამ რელიგიურ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს იესოს დაპირება ნუგეშისმცემლის ანუ სულიწმინდის მოვლინების შესახებ როდესაც იძახის რომ მე მივდივარ მაგრამ მოგივლენთ ნუგეშისმცემელსო და მე თუ არ წავედი ისე ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთანო, მართლაც და მისი ამაღლების ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა ისეოს მოწაფეებზე და იწყეს მათ სხვადასხვა ენაზე საუბარი, როდესაც ორმოცდაათიანელებს შევეკითხე გაურკვეველ ენაზე და თან გაკაპასებული მეგრელივით რატომ საუბრობთ მეთქი ასეთი პასუხი გამცეს სულიწმინდა გვამეტყველებსო, ის ტრანსული მდგომარეობა და კანკალებიც ამით ახსნეს მისი თანდასწრებისას ნეტარებას განვიცდით როდესაც ღვთის სული ჩვენზე ივანებსო რამდენად მართალია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vampire

 

 

როგორც უკვე აღვნიშნე გვერდით თემაში, ორმოცდაათიანელები, ანუ პანტოქოსტელები, არ ეთაყვანებიან იმ ღმერთს, რომელმაც იესო გამოგზავნა დედამიწაზე, ანუ არ ეთაყვანებიან მამა ღმერთს, არამეს მამას, ძეს და სულიწმინდას (სამებას). "სამება" კი ბიბლიური ღვთაება არაა. რაც შეეხება ენებზე ლაპარაკს. ისინი კი ამბობენ რომ ენებზე გვასაუბრებს ჩვენი სული წმინდაო, მაგრამ რადგან ისინი ამბობენ, ეგ ხომ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა? თუ ვინმე იტყვის რომ ჩემზე ისევე გადმოვიდა სული წმინდა, როგორც I საუკუნეში მცხოვრებ მოციქულებზე გადავიდაო, მაშინ ასეთებს უნდა შევახსენო რომ როცა მოციქულებზე და იესოს 120 მოწაფეზე სული წმინდა გადავიდა, ისინი ადამიანებისთვის გასაგებ ენებზე ლაპარაკობდნენ და არა გაურკვეველ ენებზე, რომელზეც დღეს 50-იანელები მეტყველებენ და კაცი შვილს რომ არ ესმის. :)

 

ამის გარდა, ენებსაც რომ დავანებოთ თავი, 50-იანელებს უნდა შევახსენო, რომ I საუკუნეში ქრისტეს მოწაფეებზე გადასული სულიწმინდით მკვდრების აღდგენაც ხდებოდა. ახლა მიმითითე ერთი 50-იანელი მაინც, ვისაც 1 მკვდარი მაინც აღუდგენია მკვდრეთით და რა წუთშიც მსგავს სასწაულს ვნახავ, იმ წუთში ვიტყვი რომ ნამდვილი ქრისტიანები არიანთქი.

 

მარტო ამგვარი კანკალით და ენებზე "ლაპარაკით", როდის იყო ქრისტიანები ხდებოდნენ ადამიანები:

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი ადამიანებისთვის გასაგებ ენებზე ლაპარაკობდნენ და არა გაურკვეველ ენებზე, რომელზეც დღეს 50-იანელები მეტყველებენ და კაცი შვილს რომ არ ესმის.

შენ წარმოიდგინე ეგეც ვკითხე მათი ნალაპარაკები ხომ სხვებს ესმოდათ თქვენი კი გაურკვეველიაო და მიპასუხეს უფრო სწორედ წამაკითხეს მგონი პეტრე მოციქული წერს ენები განუმარტებლად არ აშენებენო და თუ ვინმე ენებით საუბრობს ის მხოლოდ თავის სულს აშენებსო, ანუ ასეთი რაღაცაც იყო სული ალაპარაკებს მათ ციურ საიდუმლოებებსო ეჰ რა ცუდია რომ კარგად არ ვიცი ბიბლია ზუსტ ციტატებს მოვიყვანდი თუმცა ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა ანუ იმათმა ბიბლიიდან დამიმტკიცეს რომ მხოლოდ არაბულად და ვთქვათ ლათინურად კი არ ლაპარაკობდნენ ზეციურ ენაზეც ლაპარაკობდნენ და ამაზე ამბობსო მოციქული რომ თუ თქვენს საკრებულოში შემოვა ვინმე და ნახავს ენებით მოლაპარაკეს განმმარტებელიც უეჭველი უნდა იყოსო ისე სიმართლე რომ გითხრა მაგათ შეკრებაზე მეც ვარ ნამყოპი ენებით მოლაპარაკე ბევრი ვნახე მაგრამ განმმარტებელი ვერ ვიპოვე რაღატომღაც, ასეთ შემთხვევას ააქვს იეჰოვას მოწმეებში ადგილი რომ ვინმეს სულიწმინდა ენებით ამეტყველებდეს?

 

რა წუთშიც მსგავს სასწაულს ვნახავ, იმ წუთში ვიტყვი რომ ნამდვილი ქრისტიანები არიანთქი.

მკვდრის აღდგენა არა მაგრამ ერთმა მეორეს ხელები დაასხა და ის მეორე კი მოწაზე გორავდა და ღრიალებდა როგორც შემდგომ განმიმარტეს ეშმაკი ყავდა სხეულში და როგორც ქრისტემ გადევნა სულიწმინდის ძალით ჩვენც ვდევნითო ასე რომ ვისთანაც სულიწმინდაა ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ისენი არიანო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მკვდრის აღდგენა არა მაგრამ ერთმა მეორეს ხელები დაასხა და ის მეორე კი მოწაზე გორავდა და ღრიალებდა

vampire

 

სხვა საკითხებს ამჯერად არ გამოვეხმაურები, რადგან ცოტა ხნით უნდა გავიდე და ვერ მოვასწრებ ყველაფერზე გავაკეთო კომენტარი რაც დაწერე, მაგრამ, ისევ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ვინც თავს იმ ადამიანად იცხადებს, რომელზეც სული წმინდა გადმოვიდა ისევე როგორც I საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებზე, მაშინ მკვდრების აღდგენის უნარიც უნდა შესწევდეს. სხვა შემთხვევაში ისა სადაა, აი ეგ არ შეუძლია ჩემს სულიწმინდას მარა I საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სული წმიდნას შეუძლიაო.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა საკითხებს ამჯერად არ გამოვეხმაურები, რადგან ცოტა ხნით უნდა გავიდე და ვერ მოვასწრებ ყველაფერზე გავაკეთო კომენტარი რაც დაწერე, მაგრამ, ისევ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ვინც თავს იმ ადამიანად იცხადებს, რომელზეც სული წმინდა გადმოვიდა ისევე როგორც I საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებზე, მაშინ მკვდრების აღდგენის უნარიც უნდა შესწევდეს. სხვა შემთხვევაში ისა სადაა, აი ეგ არ შეუძლია ჩემს სულიწმინდას მარა I საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სული წმიდნას შეუძლიაო..

ლოგიკური დასკვნაა მაგრამ აქვე იბადება მთელი რიგი კითხვებისა, იესო ამბობდა რომ ჩემი მორწმუნეები ამ სასწაულებსაც ჩაიდენენ რასაც მე ვაკეთებ და კიდევ ამაზე მეტსაცო, ის აგრეთვე ამბობდა რომ მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მამამისი მოუვლენდა მის მოწაფეებს ნუგეშის სულს ანუ სულიწმინდას რომლის დახმარებითაც შესძლებდნენ სასწაულების მოხდენას, მაგალითად პეტრე მოციქულმა რომ შერისხა ერთი ჰაერში დემონების ძალით მფრინავი ჯადოქარი და მიწაზე რომ დასცა, კიდევ გაყიდული ყანის საფასური რომ დამალა ცოლ ქმარმა და სულიწმინდა გინდოდათ მოგეტყუებინათ და ორივე რომ მოკვდა ცოლიც და ქმარიც ნუ ხომ ხვდები არა პირველი ქრისტიანები ახდენდნენ სასწაულებს ბიბლიის მიხედვით სულიწმინდის ძალით. წეღან რომ მითხარი ხე ნაყოფით უნდა შეიცნოო და ასე მიხვდები ჭეშმარიტი ქრისტიანები ვინ არიანო ამ ნაყოფად მე სულიწმინდა მიმაჩნია ანუ თუ დავინახავ რომ სულიწმინდა არის ადამიანთა რომელიმე ჯგუფთან და მისი ძალით იესოს მიერ შეპირებულ სასწაულებს ახდენენ მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ რომ ჭეშმარიტ ეკლესიას მივაგენი, ორმოცდაათიანელებს მკვდრის აღდგენა არ შეუძლიათ და იეჰოვას მოწმეებს რა შეუძლიათ? მკვდრის აღდგენა ადამიანს მხოლოდ სულიწმინდის დახმარებით შეუძლია ხომ? ხო და თუ არ შეგიძლია ესე იგი სულიწმინდა არ არის შენთან ხო ასეა არა? და თუ სულიწმინდა არ არის შენთან ვეღარც ჭეშმარიტი ღვთის მორწმუნე გამოდის ადამიანი. ანუ მე ვთვლი რომ სულიწმინდაა ის საცნობი ნიშანი რითაც ქრისტიანები უნდა გამოიცნო. რამეს არასწორედ ხომ არ ვამბობ?

Edited by vampire
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლოგიკური დასკვნაა მაგრამ აქვე იბადება მთელი რიგი კითხვებისა, იესო ამბობდა რომ ჩემი მორწმუნეები ამ სასწაულებსაც ჩაიდენენ რასაც მე ვაკეთებ და კიდევ ამაზე მეტსაცო, ის აგრეთვე ამბობდა რომ მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მამამისი მოუვლენდა მის მოწაფეებს ნუგეშის სულს ანუ სულიწმინდას რომლის დახმარებითაც შესძლებდნენ სასწაულების მოხდენას, მაგალითად პეტრე მოციქულმა რომ შერისხა ერთი ჰაერში დემონების ძალით მფრინავი ჯადოქარი და მიწაზე რომ დასცა, კიდევ გაყიდული ყანის საფასური რომ დამალა ცოლ ქმარმა და სულიწმინდა გინდოდათ მოგეტყუებინათ და ორივე რომ მოკვდა ცოლიც და ქმარიც ნუ ხომ ხვდები არა პირველი ქრისტიანები ახდენდნენ სასწაულებს ბიბლიის მიხედვით სულიწმინდის ძალით.

vampire

 

აქ რაზეც მიუთითებ ეხებოდა I საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოციქულებსა და მოწაფეებს და არა 21-თე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იტყოდნენ ღვთის სული წმინდა გვაქვსო და იგივე საქმეებს ვერ გააკეთებდნენ, რასაც I საუკუნეში მცხოვრები ქრისტეს მოწაფეები. შესაბამისად, 50-იანელების ამოცნობა იესოს მოწაფეებად შეუძლებელია აღნიშნული მარტივი მიზეზის გამო.

 

 

 

წეღან რომ მითხარი ხე ნაყოფით უნდა შეიცნოო და ასე მიხვდები ჭეშმარიტი ქრისტიანები ვინ არიანო ამ ნაყოფად მე სულიწმინდა მიმაჩნია ანუ თუ დავინახავ რომ სულიწმინდა არის ადამიანთა რომელიმე ჯგუფთან და მისი ძალით იესოს მიერ შეპირებულ სასწაულებს ახდენენ მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ რომ ჭეშმარიტ ეკლესიას მივაგენი,

კი ბატონო, მაგრამ 50-იანელები ვერ ახდენენ იმავე სასწაულებს, რასაც პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტეს მოწაფეები ახდენდნენ რომლებზეც სული წმინდა მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, იგივეს ვიმეორებ: "50-იანელების ამოცნობა იესოს მოწაფეებად შეუძლებელია აღნიშნული მარტივი მიზეზის გამო".

 

 

 

ორმოცდაათიანელებს მკვდრის აღდგენა არ შეუძლიათ

გამარჯობა შენი. :) მაგას გიხსნი ამდენი ხანია, რომ თუ იბრალებენ სული წმინდა გვაქვსო, მაშინ ნება იბოძონ და იგივე სახის სასწაულები მოახდინონ, რასაც იესოს მოწაფეები ახდენდნენ სული წმინდით პირველ საუკუნეში.

 

და იეჰოვას მოწმეებს რა შეუძლიათ?

იეჰოვას მოწმეები, 50-იანელებისგან განსხვავებით, არ იბრალებენ სული მწინდის მიერ სასწაულების მოხდენის ძალაუფლება გვაქვსო.

 

ანუ მე ვთვლი რომ სულიწმინდაა ის საცნობი ნიშანი რითაც ქრისტიანები უნდა გამოიცნო. რამეს არასწორედ ხომ არ ვამბობ?

ცდები. იესომ თავისი მოწაფეების ამოსაცნობ ნიშნად, სულ სხვა რამ დატოვა. თუ რა, იოანეს სახარების 13:34,35-შია ჩაწერილი და ნახე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ზედმეტად ფამილარული რელიგიური მიმდინარეობა (სექტაა) სხვათაშორის მაგათი რელიგიური აქტივისტების დამსახურებაა იმ ავადსახსენებელი ფაქტის გორიჯვრიდან ( და არა გორის ციხიდან ) გადმოფრენ-გადმოჩეხვის იეჰოვას მოწმეებისთვის მიწერება და მსგავსი ფაქტის თბილისის წყალსაცავზე ( თბილისის ზღვა ) ფეხით სიარულის მცდელობა. რელიგიური ფანატიზმის პიკი ასე შეიძლება ეწოდოს მათ მოქმედებას, ვინაიდან გულწრფელად სჯერავთ, რომ სულიწმინდა აღავსებს მათ სხეულსა და გულებს, სინამდვილე კი შემდეგია: რელიგიური მოძღვარი ფლობს ტელეკინეზის ე.წ ჰიპნოზის ხელოვნებას და მასებს შთააგონებს შემდეგს "სულიწმინდა გეხება" შემდგომ ეს ფსიქოლოგიურად დამუშავებული მასა ადვილად ვარდება ტრანსში და არანორმალური მოქმედებებითა და მეტყველებით გამოხატავს თავის ნეტარ მდგომარეობას, თან ამ ყველაფერში დემონებსაც ლომის წვლილი მიუძღვით ვინაიდან სწორედ ამ დროს ეუფლებიან მათ და ამყარებენ ე.წ სულიერ სქესობრივ კონტაქტს. Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიური ფანატიზმის პიკი ასე შეიძლება ეწოდოს მათ მოქმედებას, ვინაიდან გულწრფელად სჯერავთ, რომ სულიწმინდა აღავსებს მათ სხეულსა და გულებს, სინამდვილე კი შემდეგია: რელიგიური მოძღვარი ფლობს ტელეკინეზის ე.წ ჰიპნოზის ხელოვნებას და მასებს შთააგონებს შემდეგს "სულიწმინდა გეხება" შემდგომ ეს ფსიქოლოგიურად დამუშავებული მასა ადვილად ვარდება ტრანსში და არანორმალური მოქმედებებითა და მეტყველებით გამოხატავს თავის ნეტარ მდგომარეობას, თან ამ ყველაფერში დემონებსაც ლომის წვლილი მიუძღვით ვინაიდან სწორედ ამ დროს ეუფლებიან მათ და ამყარებენ ე.წ სულიერ სქესობრივ კონტაქტს.

Morfius

 

აქ რასაც წერთ, გეთანხმებით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულიწმინდა ყველა იმ ადამიანშია, რომელიც მონათლულია მართმადიდებელ ქრისტიანად, თუ რა თქმა უნდა უფალს ემსახურება ეს ადამიანი და სული არ გაუყიდია :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...