Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილის უნებლიე აღიარება


Recommended Posts

ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახეთ მიშას გამოსვლა ნანუკას შუაში.

მე ძირითადად გულიანად ვიცინოდი ამ ქოსატყუილაზე, მაგრამ ორ ეპიზოდში გავცოფდი. ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ საკუტარი პირით ამის თქმა იგივე იყო "ეს ქვეყანა ჩემია და თქვენ ხართ უნიტაზები, როცა მინდა მაშინ დაგასაქმებთ თავზეო":

 

1. ნანუკას აჩვენა ესპანელი არქიტექტორის მესიჯები (ეს ის "გენიოსია", გმირთა მოედანზე დადგმული "მემორიალის" ავტორი) სადაც ის თურმე დღეში ხუთჯერ უტანხმებს ამ ვაჟბატონს სად, რა და როგორ გააკეთოს)

 

2. ერთი ასეთი ისტორია მოყვა. ერთხელ მე და ზურა ადეიშვილი დავდიოდით ფეხით ბათუმში და დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ქუჩა სხვადასხვა მიმართულებიდან ერთ სკოლასთან მიდიოდა და ვიფიქრეთ აქ სკოლა კი არა მოედანი უნდა იყოს და გავაკეთეთ კიდეც ეს ახალი, მშვენიერი მოედანიო.

 

ეს დედამ...ლი, ვინ ტყ...ს ქვეყნის პრეზიდენტს და მითუმეტეს გენერალურ პროკურორს, რომ რომელიმე ქალაქის ურბანული დაგეგმარება, სკოლის დამგრევა და მოედნის გაკეთება ასე ერთი ხელის დაკვრით და ერთპიროვნულად გადაწყვიტონ??? მითუმეტეს ავტონომიური რესპუბლიკის??? სოფელი რომ სოფელია, იქაც კი თვითმმართველობის ორგანომ, საკრებულომ უნდა მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილებები, არათუ ამხელა ქალაქის და არათუ ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის!

თუ ასე ძალიან უნდოდა, ჩაებარებინა არქიტექტურულზე და იქნებ რამე გამოსვლოდა. გაატრაკა რა უკვე, საიდანღაც გადმოიხედავს, გაახსენდება მერე სადღაც ნანახი სისულელე და გაიშვერს თითს, აქ ეს იქნებაო და მორჩა! მართლა ნერონია რა, ავხორცი და გიჟი. უნამუსო ვიყო რომ თქვას ჯვარი წერია და ახალქალაქი გადაწვით, რას გავსო, გადაწვავენ მეორე დღესვე: რომ თქვას აი ასეთი ძეგლი დადგით ზუგდიდის ცენტრშიო

http://www.vassg.hu/fotok/penis.jpg დადგამენ;

რომ თქვას ეს "აირჩიეთ" გლდანის მაჟორიტარადო

http://blogs.psychcentral.com/coming-out-crazy/wp-content/uploads/2010/06/dog-bone2.jpg აირჩევენ.

 

ვავააა, საქართველო, შე უბედურო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

რომ თქვას ეს "აირჩიეთ" გლდანის მაჟორიტარადო

აირჩევენ.

თანაც იტყვიან რა მაგარიაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მაგ ძაღლს რას ერჩი, მაგარი მენეჯერი ყოფილა.

 

ისე უმაღლესები არ სჭირდებათ და სკოლაში შემოიღონ საგანი "მაგარი მენეჯერის". ვარძელაშვილს მაგალითად ეგ საგანი აქვს დამთავრებული და აკი მაგარი მენეჯერის სამინისტრო გაუხსნეს კიდეც.

 

ის კიდე მდგრადი მენეჯერი რომ არის ვერონიკა :D თუ მინადორა.

 

ძირს პროფესიონალიზმი, გაუმარჯოს მაგარ სამენეჯეროს, სამენეჯერო საჯინიბოები გვჭირდება ჩვენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s005.radikal.ru/i209/1007/c9/e76db95fe709.jpgამერიკის გავლით მართვადი ნაცხელისუფლება

 

http://s39.radikal.ru/i085/1007/32/99130451f0a3.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნებლიე აღსარებაზე გამახსენდა და პირდაპირ ეთერში რომ გამოვიდეს დიდი ბელადი და საქართველოს მოსახლეობას ყველა ტელეკომპანიის ფრაიმ თაიმში დედა აგინოს ამით შეიცვლება რამე? ცხვარი ხომ იმიტოა ცხვარი რომ ცხვარია და არ შეიძლება ლომი იყოს, როგორიც არ უნდა გაცხარდეს : ))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

рожденный ползать летать не сможет --- დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზეა ნათქვამი..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ასეთი ისტორია მოყვა. ერთხელ მე და ზურა ადეიშვილი დავდიოდით ფეხით ბათუმში და დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ქუჩა სხვადასხვა მიმართულებიდან ერთ სკოლასთან მიდიოდა და ვიფიქრეთ აქ სკოლა კი არა მოედანი უნდა იყოს და გავაკეთეთ კიდეც ეს ახალი, მშვენიერი მოედანიო.

 

 

სკოლები და განათლებული ხალხი ამ ხელისუფლებას არ სჭირდება.დაუნებს უფრო ადვილად მართავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანდ მარტო მიშაში არ არის პრობლემა/////

 

თვითმმართველი ერთეულები დამოუკდიებლები არიან და მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებაც აქვთ...მაგრამ.....ვერავინ ბედავს, ესეც ბლატაობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მაგის დამდგელის დედას ################## და კიდევ იმ ხიდის ამშენებელის.

მაგის დამდგმელმა განაცხადა რომ ჩემგან რა გინდათ,მე რაც მითხრეს ის გავაკეთეო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის დამდგმელმა განაცხადა რომ ჩემგან რა გინდათ,მე რაც მითხრეს ის გავაკეთეო.

 

 

იმისგან რა მინდა მიშა და ვინც შეუკვეთა იმაზე ვთქვი. :) უგემოვნებო ადამიანების პარადია მთავრობაში და ამ სულელზე ბაზარიც არა მაქვს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მაგარი იქნება ხუან-კარლოსმა (ესპანეთის მეფემ) და ესპანეთის გენპროკურორმა ბარსელონაში სკოლა რო დაანგრიონ და მოედანი ააშენონ...ან ბილბაოში...ნუ, კაი ჰა, ოვიედოში. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნებლიე აღსარებაზე გამახსენდა და პირდაპირ ეთერში რომ გამოვიდეს დიდი ბელადი და საქართველოს მოსახლეობას ყველა ტელეკომპანიის ფრაიმ თაიმში დედა აგინოს ამით შეიცვლება რამე? ცხვარი ხომ იმიტოა ცხვარი რომ ცხვარია და არ შეიძლება ლომი იყოს, როგორიც არ უნდა გაცხარდეს : ))

ასე იტყვიან და მერე რაში არ ეთანხმებით საქ.პრეზიდენტს, რა ხალხი არაა საგინებელი? :givi:

 

მანდ მარტო მიშაში არ არის პრობლემა/////

 

თვითმმართველი ერთეულები დამოუკდიებლები არიან და მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებაც აქვთ...მაგრამ.....ვერავინ ბედავს, ესეც ბლატაობს

თევზი თავიდან ყარს, კარგია თუკი ჟურნალისტებს ელემენტარულად ანდაზებს მაინც გასწავლიან :givi:

როგორიცაა თავად ისეთი გარემოცვა ჰყავს, არ იცი რომ მსგავსი მსგავს იზიდავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე სურათი ჯაშუშის ცხოვრებიდან

 

http://s58.radikal.ru/i161/1007/e7/bf4a63b91fec.jpgირაკლი ალასანია: დავალება შესრულებულია, ველოდები შემდგომ მითითებებს!

24 06, 2010

 

ალბათ, თვით ირაკლი ალასანიაც ვერ წარმოიდგენდა, რომ პატრონები ასეთ რთულ ამოცანას დააკისრებდნენ. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გადარჩენა “გაწონასწორებულად” ცნობილი ალასანიასთვის სიზიფეს შრომის ტოლფასია და, მიუხედავად ამისა, იგი “სპეცის” მიზანსწრაფულობით ცდილობს დავალების უზადოდ შესრულებას და პატრონებისთვის თავის მოწონებას.

ირაკლი ალასანიამ სპეცსამსახურების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა სულ ნორჩი საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში გამოჩნდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე და დიდად მაშინაც არ გამოირჩეოდა უხვსიტყვიანობით. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისთვის ერთგვარი მაშველი რგოლი იყო სიმამრი - გურამ ფანჯიკიძე, რომელიც “სასახლის კარზე” გავლენებს ფლობდა და, ბუნებრივია, სიძის კარგად მოსაწყობად ძალისხმევას არ იშურებდა. ამიტომაც სულ მალე ახალგაზრდა ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში დაინიშნა და ახლა იქაური საიდუმლო სამსახურების თვალთახედვის არეალში მოექცა.

ამერიკული წარსული ერთგვარად ბურუსითაა მოცული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ საელჩოს რიგითი თანამშრომელი იყო და ყოველდღიურ საქმიანობას თავს ვერ აღწევდა, მაგრამ ამის მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანებს თუ სჯეროდათ.

2002 წელს ირაკლი ალასანიამ, სათანდო წვრთნის შემდეგ, სამშობლოს მოაშურა (გამოგზავნეს) და, როგორ ფიქრობთ, სად დაიწყო მუშაობა?

არა, რა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაშინ (ახლაც!) ეს სამინისტრო არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ პრეზიდენტის კანცელარიის ერთგვარ დანამატად აღიქმე­ბოდა თავისი კევიღეჭია გოგო-ბიჭებით, რომლებიც მთელ დღეს ყავის სმაში ატარებდნენ. ირაკლი კი უკვე “დადინჯებული პიროვნება” გახლდათ და მაშინდელმა პრეზო შევარდნაძემ, აშშ-დან მიღებული “კეთილი რჩევის” გათვალისწინებით, საკუთარი ფეხით ჩამოსული “ნომრიანი ამანათი” სათანადო “გაჩითვის” (თქვენ გასაუბრება იგულისხმეთ!) შემდეგ მაშინდელ უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას გაუგზავნა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის განკარგულებასთან ერთად.

ბევრმა გაიკვირვა ნადიპლომატარი “სპეცის” “ბუდეში” ნაუცბათევად დაბრუნება, მაგრამ სულ მალე ყველამ (შემთხვევით გამინისტრებული ხაბურძანიას თამადობით) მოკრძალებით დაუწყო ყურება ჩუმჩუმელა პირველ მოადგილეს, რომელიც მხოლოდ “პირველთან” იყო ანგარიშვალდებული. ცოტა ხანში კი დაიგეგმა “პანკისის ოპერაცია” და სპეციალურად ამ საქმისთვის სამშობლოში მოვლინებული ალასანიაც ამ ოპერაციის “ტვინად” იქცა. მთავარი მომლაპარაკებელი პრეზიდენტის სახელით გარანტიებს აძლევდა ჩეჩენ საველე მეთაურებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გარანტიები ყოველთვის სრულდებოდა იმავე “პირველის” კატეგორიული მოთხოვნით.

თუ იმდროინდელი მოვლენების შესახებ არაფერი გაგიგია, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ირაკლი ალასანია პანკისში საგანგებო დავალების ჩასატარებლად საგანგებოდ გამოიწვიეს ვაშინგტონიდან და სახელდახელოდ დანიშნეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ. მაგრამ ურწმუნოთათვის შეიძლება მისივე მეუღლის მონათხრობი დავიმოწმოთ და თავად განსაჯეთ, შეიძლება თუ არა რომელიმე მინისტრის რომელიმე მოადგილეზე “შემთხვევით” ასე ზრუნავდნენ:

“როგორც ჩანს, საგანგებო დავალება, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, ბევრად მეტ საფრთხეს შეიცავდა, ვიდრე წარმომედგინა. ექვსი თვის შემდეგ, როცა, როგორც ჩანს, ვითარება ძალზე დაიძაბა, უცხოელმა ოსტატებმა იმდენნაირი თავდაცვის სისტემა დაუყენეს ჩვენს სახლს, რომ შიში დამეუფლა. სამედიცინო ჩანთაც კი მომიტანეს, თუკი, მიუხედავად ამდენი თავდაცვის სისტემისა, მაინც აგაფეთქებენ, ოჯახის წევრებს პირველი დახმარება რომ აღმოუჩინოთო...”

ვის იცავენ “უცხოელი ოსტატები” ასე საგულდაგულოდ?

ბუნებრივია, ადამიანს, რომელსაც საგანგებო დავალებს აკისრებენ. ირაკლი ალასანიამ მისიას წარმატებით გაართვა თავი და სამინისტროში დაელოდა მორიგ მითითებებს.

ამასობაში “ვარდების რევოლუციად” წოდებული ხალხის გაბითურების “სპეცოპერაცია” ჩატარდა და ირაკლი ალასანიას მიმართ ახალმა ხელისუფლებამ ისეთი მოკრძალება გამოავლინა, წინამორბედს რომ შეშურდებოდა. ცოტა ხანში იგი აფხაზეთის მთავრობის მეთაურად დაინიშნა და მისთვის ერთ-ერთი ურთულესი მისიის შესრულებას შეუდგა - სოხუმში გავლენის მოპოვება სცადა. თუმცა ამ შემთხვევაში შიდასახელისუფლო დაპირისპირებამ შეუშალა ხელი. იმდროინდელი შინაგან საქმეთა, შემდგომ კი თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ოქრუაშვილის პატივმოყვარეობამ, სწორედ იგი ყოფილიყო ქვეყნის გამაერთიანებელი, ალასანიას გეგმაზომიერ მიდგომას მძლავრი წინაღობები შეუქმნა და, სააკაშვილის გადაწყვეტილებით (თქვენ ვაშინგტონი იგულისხმეთ!), ალასანია კვლავ დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა - ამჯერად ელჩად გაეროში.

სააკაშვილის სიბრიყვემ, რომელიც საქართველოს არსებობის მანძილზე, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო ომად ჩაიწერება, ვაშინგტონი “დაკონსერვებული” ალასანიასთვის ახალი დავალების დაკისრებაზე დააფიქრა. საჭირო იყო სწორი და გათვლილი მოქმედება, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ (რომლის მიმართაც სააკაშვილის ელჩ ალასანიას “რატომღაც” უკმაყოფილების გრძნობა არ გაუჩნდა) ქვეყანაში ახალი მდგომარეობა შეიქმნა და, მიუხედავად სააკაშვილის მეორე ვადით არჩევისა, მის პრეზიდენტობას სერიოზულად აღარავინ აღიქვამდა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდლის ხილვის შემდეგ კი ვაშინგტონი დაფიქრდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მიზნების უპირობო დამცველი დედამიწის ამ მნიშვნელოვანი მხარის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში.

ბუნებრივია, ნაუცბათევი გადაწყვეტილებები კარგს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ დაგვიანებაც არ ივარგებდა - ყოფილი რჩეულის გონებრივი მდგომარეობა არც მანამდე იძლეოდა დამშვიდების საფუძველს და ახლა, მით უმეტეს, არ შეიძლებოდა მისი ნდობა.

ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადა­მიანი, რომ ირწმუნოს, თითქოს სააკაშვილის დღეები დათვლილია. ასე რომ გადაწყვიტონ, დღეებს კი არა, საათებს დაუთვლიან, მაგრამ ჯერ ვითარების მომზადებაა საჭირო და სააკაშვილის საპირწონედ გაწონასწორებული და ზომიერი სახელმწფო მოღვაწის სახელის მქონე ადამიანის ქართულ სახელმწიფო მოღვაწეებში ჩანერგვა დაისახეს მიზნად. სწორედ ასეთი დავალება დააკისრეს ირაკლი ალასანიას და ისიც “სპეცის” გულმოდგინებით შეუდგა დავალების შესრულებას.

ალბათ, გახსოვთ, რა გაურკვევლობა იყო შარშან, აპრილში დაწყებული სახალხო გამოსვლების - “მოვდივართ!” და რამე, “მოვედით!” და რუმე. აი, ახლა დამთავრდება მიშა და მერე ჩვენ ვიცითო, მაგრამ სინამდვილეში კვარლცხბეკზე შეყალყულ მოღვაწეთაგან მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომ ორიოდ თვეში ეს “სულელების მასკარადი” გეგმაზომიერად უნდა დაემთავრებინა. ეს ადამიანი იყო ირაკლი ალასანია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ოპოზიციური მუხტის ჩასაქრობად.

იგი არასოდეს გამოდიოდა მკვეთრი განცხადებებით, რასაც მისი კოლეგები (ალბათ, როგორ ეცინება, როცა ამ ქუჩის პოლიტიკოსებს მის კოლეგებად მოვიხსენიებთ?!) ახლადგამოჩეკილი ამერიკიდან დანიშნული წინამძღოლის გამოუცდელობას აბრალებდნენ. სინამდვილეში კი ალასანია თავის პატრონების მიერ მიჩენილი მცოდნე პირების რჩევების გარეშე ერთ სიტყვასაც არ ამბობდა. ვერ გაიხსენებთ, ყველაზე გადამწყვეტ დროსაც კი, მის ნათქვამ თუნდაც ერთ მკვეთრ ფრაზას. ახლაც, როცა ზოგს გიჟს ეძახიან, ზოგს - სულელს, ზოგს - მოსყიდულს და ზოგსაც - გამყიდველის ტიტული “შადიმანა” საშვილიშვილოდ მიენიჭა, აბა, ვინ მეტყვის, რას ამბობენ ირაკლი ალასანიაზე?

დიახ, მან სულ ცოტა ხანში მოახერხა და გავლენიან წინამძღოლად იქცა, თუმცა ზომიერება შეინარჩუნაო.

ამჯერადაც ზუსტად შეასრულა დაკისრებული დავალება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებული “ალიანსის” ამერიკიდან დანიშნული წინამძღოლი და ვერგამერებული ირაკლი ალასანია ამიტომაც აცხადებს თავდაჯერებულად:

“ჩემი აზრით, ერთადერთი ფორმა და გზა ხელისუფლების ცვლილებისა არის არჩევნებში მისი დამარცხება...

ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი წარმატება, რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა პროცესი, რომელიც იყო დაპირისპირებისა ქუჩაში, გადმოვიტანეთ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში”.

ირაკლი ალასანიას საქმე მისალოცად აქვს, მისი დავალება ამჯერადაც წარმატებული აღმოჩნდა - მან შეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ე. წ. გავლენიანი გაერთიანებების დაყოლიება, რამაც სააკაშვილის საარჩევნო თამაშს სამართლებრიობა შესძინა. სხვა შემთხვევაში შემთხვევითი და რამდენიმე თანამგზავრი, ვითომ ოპოზიციური გაერთიანების მონაწილეობის ამარა “ნაცებს” ძალიან გაუჭირდებოდათ გამარჯვების დამტკიცება. ხოლო დარღვევები, რასაც სხვა დროს მკვეთრად ეწინააღმდეგბოდნენ ხოლმე, ახლა იმდენად უმნიშვნელოდ მოეჩვე­ნათ, რომ ხმამაღალი განცხადებებიც კი არ გაუკეთებიათ.

აი, თურმე რა ყოფილა მთავარი წარმატება - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში მეორე ადგილის დაკავება იმ გარემოში, როცა გიორგი თარგამაძის ჯგუფმა მეორე ადგილი მთელი ქვეყნის გათვალისწინებით დაიწეა, პირველ ადგილზე კი ყველგან “ნაციონალური მოძრაობაა”.

მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ “ალიანსის” წინამძღოლისათვის მთავარი იყო ოლიმპიური მიზანი - მონაწილეობა მისთვის პირველ არჩევნებში, რამაც მას პირველად შესძინა წონა.

ალასანიამ, ასევე, საგულდაგულოდ მოსინჯა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ყველა ძალა და არა მხოლოდ დაშალა, არამედ ისეთი უნდობლობის თესლი დათესა, რომ მომავალში რაიმე სახით შეკავშირების იმედიც მოსპო.

ამ საქმეში ერთგულად ემსახურებოდნენ ქართული პოლიტიკის “ბებერი წურბელები” - “რესპუბლიკელები”, რომელთათვისაც წონის მინიჭება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის მიღების საშუალებაა. აი, რაც შეეხება გამყრელიძის მკვდრადშობილ “მემარჯვენეებს”, წარმომიდგენია, როგორ ნერვიულობს ადამიანი, რომლის სამივე საქმიანობა (ექიმი, მეწარმე, ლიდერი) ახლა უკვე სამი “ყ”-თი უნდა გამოითქვას?!

ცუდი არაფერი იფიქროთ, “ყოფილი” ვიგულისხმე.

მოკლედ, ამერიკელთა მორიგი დავალებაც შესრულებულია - ირაკლი ალასანიამ დავალებას ამჯერადაც უშეცდომოდ გაართვა თავი:

- სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია,

- უგულავა კვლავ დედაქალაქის მერია,

- ოპოზიციური ერთობა დაშლილია,

- დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზებში გადაინაცვლა,

- ალასანია კი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს, რადგან ამერიკელთა მიერ მისთვის მიცემული პირობა, 2013 წლისთვის საფუძვლიან მომზადებას ითვალისწინებს.

ქართული სახელმწიფო მოღვაწეთა ყველაზე დიდი “შულერი” ახლა სიმაღლეზეა და მორიგ დავალებას ელოდება, დავალებაც არ დააგვიანებს!

 

 

მიხეილ წერეთელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია: დავალება შესრულებულია, ველოდები შემდგომ მითითებებს!

:givi:

 

ლაშა აქ არის და აი დეპრესა ნაღდი არ გაპატიებს ამას. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi:

ლაშა აქ არის და აი დეპრესა ნაღდი არ გაპატიებს ამას. :givi:

ვიცი, რომ არ მაპატიებენ, მაგრამ სიმართლეს ვერ დავმალავ.

-------------------------------------------------

 

16-07-2010

http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/pozicia/saakashvili-erwe.jpgმიხეილ სააკაშვილი - არ მესმის, რა უნდა ჩემგან რუსეთს

 

15 ივლისს ბელორუსიის ტელე-ეთერში საქართველოს პრეზო სააკაშვილის საგანგებო საუბარი გავიდა, რომელიც მან ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ”ახალი ამბების მაუწყებლობის” წამყვან დენის კურიანს მისცა.

 

სააკაშვილმა განაცხადა:

”ძნელი გასაგებია, რა უნდათ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა როცა გარკვეულ დათმობაზე მივდივართ, მათ სულ უფრო მეტი და მეტი უნდათ".

"რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟის პოლიტიკა აქვს არჩეული - თქვენ შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას, შეასრულებთ ყველა ჩვენს მოთხოვნას, აი მაშინ კი ვნახოთ, აი ასეთია მათი მიდგომა".

 

”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შესაძლოა საქართველოს ბოლო ან ბოლოს წინა პრეზიდენტი ვარ, რომელიც პუშკინის, ლერმონტოვის, ბროდსკისა და ესენინის სიტყვებს უკეთებს ციტირებას. თუმცა გავა დრო, წავა ძველი თაობა და ახალ თაობას აღარც კი ეცოდინება, რა არის, ან სად არის რუსეთი”.

სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარ შვილს, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, რუსულის სწავლას მაინც აიძულებს.

 

ბელორუსიის ტელევიზიით სააკაშვილის გამოსვლა უკვე დაგმო რუსეთის სახელმწიფო დუმის თავჯდომარე ბორის გრიზლოვმა. მას შემდეგ რაც ბელორუსის ტელევიზია სააკაშვილს ეთერში ეპატიჟება, რუსეთისაგან მეგობრულ ურთიერთობას არ უნდა ელოდოს.

”რუსეთისთვის სააკაშვილი მიუღებელია (ე.წ. "პერსონა ნონ-გრატაა"), მასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, როცა ქვეყანას სხვა მმართველი ეყოლება”, - განაცხადა გრიზლოვმა.

 

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/23471-mikheil-saakashvili-ar-mesmis-ra-unda-chemgan-ruseths.html#ixzz0tu2Z609n

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...