Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

marituna

წუხელის ბევრი გელოდე

მინდოდა ყოფნა შენთანა

ზურგ შემაქციე, წახვედი

კალამ მომიგდე ფეხთანა.

 

მაგრამ დარდ შემოგწოლია

ვაჟა რომ მტოვე მწყურვალი

ახლა შანსი გაქვს მიიღო

აპლოდისმენტი მხურვალი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შენ ვერ გამიგე სწორადა,

აქ ვიყავ "ნეტმა" გამაგდო

ბევრი ვიწვალე, ვეცადე

თუმცა ცუდ დღეში ჩამაგდო

 

სიტყვის თქმა ვის არ სწყურია

ვის არ ურკინებს მუზაო

თუმცა მე მინდა თემაზე

ჩავუშვათ ჩვენი ღუზაო

 

ცოტას მე ვიტყვი, ცოტას შენ

აზრი გამოვთქვათ მწირია

თემის შერჩევას შენ გითმობ

დღეს ცოტა მუზა მჭირია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

რითმის წყურვილმა რომ მომკლა

Forum.ge-ს დავკარ ფეხიო

სულ გადავკაფე მთა-ბარი

ხალხს კი დავეცი მეხიო :D

 

http://forum.ge/?f=36&showtopic=34114192&st=1020

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

 

 

თავს რად იმალავ, გამოჩნდი

დამალვით რა გაკეთდესო

ადამიანურ სიხარულს

ერთობა უნდა ერქვესო :yes:

 

ვიცოდი სხვაში გამცვალე

სხვისი გესმოდა კიაფი

ასეთი გადანაცვლება

არ დაგიჯდება იაფი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

მე მაპატიე მარიტა

Skype-ს მომიხტა ბეჩავი

ვერა გავუგე სურვილი

იყო მატყლისა მჩეჩავი :D

 

ახლა შენი ვარ ვაჟაი

არ დავიშურებ სიტყვასო

ისე გავკაფავ შენს გულში

ვერ აუვიდე კითხვასო :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხარის რომ დაბრუნდია

ახლა მითხარი რა ვთქვათო

შენი მითხარი სიტყვები

მე ჩემსას ვიტყვი ალბათო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

ქალაო ნუ დამანაღვლე

ცოტა სიმკაცრე მინდაო

ტონს აუწიე იცოდე

ან წადი ქსოვე წინდაო :D

 

მე თუ ავმხედრდი ძნელია

გათოკვა მერე ჩემიო

ქმარ-შვილი თუ გყავს მითხარი

თუ არა სიტყვა:- ვრჩებიო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს ქმარ-შვილს შენ რას დაეძებ

შენი რა საქმე არისო

ჩემი პირადის გარკვევა

გაგიჭირდება ვადითო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

სანამ არ გამცემ პასუხსა

დავისჯი თავს მე თავადო

იმდენ ლექსს მოგწერ იცოდე

გავხდები მერე ავადო :007: ))

 

ხოდა მოგიწევს მარიტა

შენ ჩემი მოვლა ხშირადა

სხვას არ ვიკადრებ, არ მინდა

არ გავიელვებ ფიქრადა.

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი ლექსიც გენებოს

იმდენი წერე ვაჟაო

მაინც არ გეტყვი პასუხსა

არ გავიმეტებ თავსაო

 

ეგ შენი გაბედულება

გიჯობს წაიღო უკანო

ერთი ეს მითხარ ასაკი

შესაბამისი თუ გაქვსო

 

მე არ ვარ შენი მომვლელი

ქალი ითხოვე, თხოვეო

მე ჩემი საქმეც მეყოფა

მეც ხომ უნდა გავთხოვდეო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

მეც ხომ უნდა გავთხოვდეო?

უკვე ქორწილსაც მინიშნავ

არ ვიცი შენი გზა-კვალი

იქნებ კი იყო საბედო

აღარ მექნება სავალი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე აღარ მინდა კაფია

არ არის ჩემი საქმეო

ლექსების წერას განვაგრძობ

აღარ შემოვალ აქეთო

 

ჩემი ნათქვამის შენებად

ნუღარ დაიწერ ვაჟაო

მე სხვა საბედოს ვგულისხმობ

შენ არ გეკუთვნის განცდაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

marituna

ლექსებს მეცა ვწერ, მერე რა..

პროზაც არა მაქვს ცუდია

შენ თუ ოჯახს ვერ მოუვლი

მაშ დაიხურე ქუდია :P

 

ოღონდ ნუ გამიჯავრდები

წესია ასე ლექსობა

სხარტი ენა და რითმები

სუსტებს შიგ გულში ესობა

 

კიდევ დაფიქრდი იცოდე

ნუ წახვალ ნაადრევადა

ჯერ აქ გაკაფე და მერე

თუნდაც გენახოს ნევადა :yes:

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

თებერვლის მერე ჩუმად ხართ,

არაკს ვერ მიეცთ განიო,

ადმინ სად დაეხეტები

ამ მუნჯებს ლეწე ბანიო,

 

 

თურმე ბეჩავნი ყოფილხართ,

ენას დორბლები დაგდითო,

ვერ მოგისწარით ვერცერთსა,

ენა რომ მხარზე გავიდო.

 

marituna

 

უკვე ქორწილსაც მინიშნავ

არ ვიცი შენი გზა-კვალი

იქნებ კი იყო საბედო

აღარ მექნება სავალი :D

 

აქ ვის ენდობი დიაცო,

ალაგმვა უნდათ შენიო,

ამომიდექი ზურგს უკან,

შენა და მამაშენიო

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე აღარ მინდა კაფია

არ არის ჩემი საქმეო

ლექსების წერას განვაგრძობ

აღარ შემოვალ აქეთო

 

ჩემი ნათქვამის შენებად

ნუღარ დაიწერ ვაჟაო

მე სხვა საბედოს ვგულისხმობ

შენ არ გეკუთვნის განცდაო

 

ლექსადა წერე გენაცვალ,

თხრობა უხდება მწყემსააო,

ანდა პირს ამოგიკერავ

ხვალვე მოვიტან ნემსასაო,

 

ვაჟი ხელსა გთხოვს?.. დაიცა!

ბლუ რაღად უდნა შინაო,

ვატყობ აძალებ თან მისდევ,

ან სხვამან შეაშინაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...