Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

G.BoSnake

დაგვას მიწუნებ ბიჭაუ?

და ენის სიგრძე-სიმოკლეს?

თუ ეგ სიტყვები სწორ იყოს,

დე დღეთა რიცხვი მიმოკლდეს.

 

სჯობს ისევ შენს თავს მიხედო,

სხვა ნახო ვინმე ტოლ-სწორი,

თორო ისე ვზომ სიტყვასა,

როგორც მართალი სასწორი.

 

მე ისე მშვიდად ვიყავი,

როგორაც მაღლა მყინვარი,

მემრე შენ დაბლით მიძახდი,

ყალგაძაბული, მყივარი.

 

მანამ იძახე ხმაგაბმით,

სანამ მიიღე სახარე,

ხოდა იკმარე, გეყოფა,

აწი ვთქვათ ლექსი სალაღე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შენი ლექსები აკითხე

მარიშასა და თიკასა

ანდა სჯობია მიხედო

ქართულსა გრამატიკასა

:D

:pupuza:

მემგონი ჩემი რჩევაი

ჭკვაში დაგიჯდა ქალაო

აბა ამდენხანს სადა ხარ

მინდა დავთვალო მალაო.

 

ამდენი დაგვაც არ ვარგა

ხანდახან დარიალაო

ერთი დაპოსტე და მერე

ლოგინი მიხმობს ქალაო.

:)

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანამ იძახე ხმაგაბმით,

სანამ მიიღე სახარე,

ხოდა იკმარე, გეყოფა,

აწი ვთქვათ ლექსი სალაღე

დარიალმა ხელი იღრძო

აღარ იცის წეროს რამე

რითმას ეძებს ვინძლო მალე

არ დაუფრთხეს ძილი ღამე.

ჩემი ლანდი არ ასვენებს

სურვილი კლავს ჩემთან რამე

მოახერხოს, დანებებამ

არ უწიოს იქნებ მალე.

:)

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

სჯობს ისევ შენს თავს მიხედო,

სხვა ნახო ვინმე ტოლ-სწორი,

თორო ისე ვზომ სიტყვასა,

როგორც მართალი სასწორი.

 

მე ისე მშვიდად ვიყავი,

როგორაც მაღლა მყინვარი,

მემრე შენ დაბლით მიძახდი,

ყალგაძაბული, მყივარი.

 

მანამ იძახე ხმაგაბმით,

სანამ მიიღე სახარე,

ხოდა იკმარე, გეყოფა,

აწი ვთქვათ ლექსი სალაღე

მე წყენა არც მაქ ქალაო

რა დამიშავე რას გერჩი

მაგ შენი თმების ფარაო

თვალებს მიბნელებს, დავლენჩდი.

 

მე არა კაფვას უხდების

ხანდისხან კბენა მწარეო

სტილია მისი ასეთი

ლექსები ხუმართმახეო.

 

გაწაფული ხარ გეტყობა

ჩემისთანების მღერაში

გონებას ჭკვასაც დავატან

არ მინდა შენი წყენაი.

:pupuza: :dontworry:

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთია კაფვა უხდების

პოლტერას ეძახიანო

ნეტაი ახლა სად არის

ლექსს იტყოს ერთსა ფხიანსო.

 

გამიგონია სტროფებით

მთაში კლდეებსა შლისაო

ერთი მინდოდა გასინჯვა

კაფვა ვთქოთ ათას წლისაო.

 

უხდების ვაჟაის ლექსი

პოსტები ბეჭით ზიდაო

გონება ენაზე სხარტი,

თითებს გააძრო სიქაო.

 

ათასჯერ ათი გატეხა

კაფვითა დასცა თავზარი

და რეტდასხმული მავანი

ერთ ადგილ ირჭვენ ფანქარი. :givi:

:) :007:

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

ბეჩაო შენ ჩემო თაო,

გითენებია ღამენი,

დაგიწერია ლექსები,

თუმცა კი ძლიარ ბლაგვენი.

 

სჯობს წერო ერთი და კარგი,

სიტყვაი მოხდენილიო,

რად გინდა ამად უბნობა

და ევროპული სტილიო

 

მე განა უქმად მჯდომი ვარ,

სამ ბალღ მიტირის ნადურსა,

ათს დასწერ, ერთს გეტყვ ვაჟაო,

ამაზეც იყავ ყაბულსა.

 

:nekro: :pupuza:

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

მე განა უქმად მჯდომი ვარ,

სამ ბალღ მიტირის ნადურსა,

ათს დასწერ, ერთს გეტყვ ვაჟაო,

ამაზეც იყავ ყაბულსა.

 

:nekro: :pupuza:

დარიალისა ქალაო

ღმერთმა გიმრავლოს ბღარტები

უსაქმოდ არ ღირს ფარაო

დაზარდე ვითა შაქრები.

 

როცა დრო ნახო დასწერე

განმიახლდება მუზები

ახალბედა ვარ მაგრამა

კაფვა მსურს დანა(მ)უზები.

:) :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

ბეჩაო შენ ჩემო თაო,

გითენებია ღამენი,

დაგიწერია ლექსები,

თუმცა კი ძლიარ ბლაგვენი.

:nekro: :pupuza:

ჩემი რითმები არ მაგწონს

თუმცა კი თავად ირჯები

დასწერამ მერე გადაშლი

არ გაქვს ლამაზი სიტყვები.

 

ეს მეოცეა წერილი

შენსას შეხედე ათასი

სიტყვა სიტყვაზე მიგიბამს

თუმცა კი ჩემია თასი.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

ეს თავის ქებია რა არის?

ან ჯილდოს მისაკუთრება?

პროფილ ვნახ კაცი მგონიხარ,

სად არის ბიჭავ ღირსება? :D

 

ქალსა შემები რითმაში,

თან გჯობივარო იქადი

სადაც რომ გაგიმარჯვია

ისევ იქ მიდი, იქ წადი

 

გამგები კარგად გაიგებს

ვინაა მჯობნის მჯობნიო

იქნებ რადგანაც შენა გწერ

გგონივარ ვიღაც გომბიო.

 

ერთ ბრძენსა უთქვამს: ვინცა რომ

ბევრსა იქადის, იძრახის,

ის უფრო არას მქნისია

და სულ ტყუილებს იძახის.

 

სიტყვაი ვერცხლი რომ არის

დუმილი ოქრო რჩეული

ეს ხომ შენც იცი ძმობილო,

თავ რომ გგონია რჩეული

 

მე კიდევ ერთს გეტყვ და ბოლოს:

განა მე ვცეკვავ ხორუმსა.

თუ გინდა ლამაზ სიტყვები

ვუთხრათ ერთურთს და ფორუმსა.

 

თუ შენა ბრძოლა გწადია

მე რას მეომრი ქალსაო

წადი და გადი ტატამზე

ასე უშველე თავსაო

 

ხოლო თუ გინდა ლექსები

მოდი და წყნარად სწერეო

ხომ არ გგონია შენ აქა

იმედი და პირველ სტერეო

 

და კიდევ:

 

შენი ლექსები აკითხე

მარიშასა და თიკასა

ანდა წადი და მიხედე

ქართულსა გრამატიკასა

 

 

:D

 

რა გინდა შვილო, აღარ შეეშვები ჭიდილს? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

ეს თავის ქებია რა არის?

ან ჯილდოს მისაკუთრება?

პროფილ ვნახ კაცი მგონიხარ,

სად არის ბიჭავ ღირსება? :D

 

და კიდევ:

 

შენი ლექსები აკითხე

მარიშასა და თიკასა

ანდა წადი და მიხედე

ქართულსა გრამატიკასა

 

:D

ეს რამოდენა გიწერამს

ბღარტმა გიგზავნე მუზაო?

მე ჩემი თავის გამოცდა

შენთან მსურს კაფვა ტყისაო.

 

ჩემს პროფილს თვალს ნუ დაადგამ

ხანდისხან იცის მახეო,

სიტყვები ნაფიქრალი მაქვს

არ ვისვრი ვითა მკვახეო.

 

როგორც ჩანს აგიყოლიე

ინტერესი გაქვს მნახეო

მაგრამ თიკას და მარიშას

არ მსურს გადავცე სახრეო. :givi:

:P

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

რა გინდა შვილო, აღარ შეეშვები ჭიდილს? :D

სათქმელი მოკლედ მითხარი

პროზას ისედაც ვწერამო => ( http://planeta.ge/index.php?showtopic=13101&st=360&gopid=324294entry324294 )

კაფვა მსურს შენთან სახარი

და არა დელი დელაო. :P

:D

 

თუ დაგაინტერესებს წაგაკითხებ კიდე რამოდენიმეს, ჯერ მეტს არ იმსახურებ :P :D

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

პროზას სწერ ასე მითხარი?

ვაჰ, როგორ გამაკვირვეო,

იქნება ელდა არ დამცე,

ვაჰ, როგორ გამაცინეო.

 

აქეთ დაგიდებ ლინკებსა,

და კარგად წაიკითხოდე,

იქნება წერა ისწავლო

და ამდენს არ ტრაბახობდე. :D

 

http://urakparaki.com/?m=7&WUID=3489

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

აქეთ დაგიდებ ლინკებსა,

და კარგად წაიკითხოდე,

იქნება წერა ისწავლო

და ამდენს არ ტრაბახობდე. :D

 

http://urakparaki.com/?m=7&WUID=3489

კარგი გქონია შენაცა

შემოქმედების უნარი

თვალი შევავლე შენს ნაწერს

და გულს ვერ ვუთხარ უარი.

 

მე სხვას ვწერ, უფრო სევდიანს

ასე მიზიდავს ლანდები

საცა კი ქალი დავლანდო

წამსვე მივუძღვნა დარდები. :)

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტახნით უნდა დაგტიოთ

თურქეთს მივდივარ მამლუქი

ლექსები არ დამიძველოთ

მოხადეთ გონებას ლუქი.

 

როს დავბრუნდები ავკაფოთ

აგერ მთა იგერ ოსმალო

არ გავახაროთ მავანნი

ლექსებს არ ვაკლოთ ომბალო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

G.BoSnake

გზა მშვიდობისა ძმობილო,

ღმერთს მუდამ ებარებოდე,

იქნება იქაც ლექსობდე,

და ქნარზე დაამღეროდე.

 

თურქ ძმებსა ჩვენი სალამი,

გვეყო ომი და ჭირია,

ქიშპის გამოა ამდენი

ჯანდაბა რომა გვჭირია.

 

მალე ჩამოდი თორემა

დამიჟანგდება კალამი

აქ ვიღას ვუთხრა ლექსები,

ვის ვუფრიალო ალამი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...